მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავიდან ვმეგობრობდით, ერთ დღესაც კი სხვანაირად შევხედეთ ერთმანეთს..." - თემიკო ჭიჭინაძე სიყვარულზე, ოჯახზე, კარიერასა და კარანტინზე
"თავიდან ვმეგობრობდით, ერთ დღესაც კი სხვანაირად შევხედეთ ერთმანეთს..." - თემიკო ჭიჭინაძე სიყვარულზე, ოჯახზე, კარიერასა და კარანტინზე

თე­მი­კო ჭი­ჭი­ნა­ძეს­თან ინ­ტერ­ვი­უს­თვის და­კავ­ში­რე­ბი­სას შე­ვი­ტყვე, რომ კა­რან­ტინ­შია. მი­ზე­ზი არა კო­რო­ნა­ვირუსს, არა­მედ მსა­ხი­ო­ბის შე­მოქ­მე­დე­ბით გეგ­მებს უკავ­შირ­დე­ბა. სწო­რედ ამ თე­მით და­ი­წყო ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი.

- უკ­რა­ი­ნის ერთ-ერთი არ­ხის დაკ­ვე­თით იღე­ბენ სე­რი­ალს, რომ­ლის უკვე მე­ო­რე სე­ზო­ნი გა­და­ვი­ღეთ - შარ­შან და­ვი­წყეთ და წელს გაგ­რძელ­და. კო­მე­დი­უ­რი სე­რი­ა­ლია, რო­მე­ლიც 2 ოჯახ­ზე მოგ­ვი­თხრობს. ეს არის სი­დო­რენ­კო­სა და სი­დო­რენ­კოს ოჯა­ხე­ბი - ერ­თნა­ი­რი გვა­რი აქვთ, თუმ­ცა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მახ­ვი­ლით წარ­მო­ით­ქმე­ბა. მსგავ­სი გვა­რე­ბის გამო შვი­ლე­ბი აე­რე­ვათ და რო­დე­საც უკვე გაზ­რდი­ან, მა­შინ­ღა გა­ი­გე­ბენ. სე­რი­ალს "სი­დო­რენ­კო-სი­დო­რენ­კო" ჰქვია.მე მთა­ვა­რი გმი­რის ქარ­თველ მე­გო­ბარს, და­ვითს ვა­სა­ხი­ე­რებ, ერთ-ერთ სი­დო­რენ­კოს ჩემი ეკ­რა­ნუ­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი მოჰ­ყავს ცო­ლად.

- რო­გორც "უკა­ნას­კნელ მა­გი­კი­ან­ში"?

- იმ და­ვი­თის არ იყოს, ამ სე­რი­ალ­შიც სულ კინ­კლა­ო­ბა მაქვს ჩემს მე­გო­ბარ­თან. ვკინ­კლა­ობთ, ვე­ჯიბ­რე­ბით, თან უერ­თმა­ნე­თოდ ვერ ვძლებთ...ამ სე­რი­ალს უკ­რა­ი­ნა­ში მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი აქვს, ამი­ტომ მო­ლა­პა­რა­კე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს მისი შემ­დე­გი სე­ზო­ნე­ბის გა­და­ღე­ბა­ზეც. გა­აჩ­ნია, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა პან­დე­მია, ამ­ჯე­რად ძა­ლი­ან გავ­წვალ­დი წას­ვლა-წა­მოს­ვლა­ზე.

თვე-ნა­ხე­ვარს გაგ­რძელ­და გა­და­ღე­ბა, მერე გა­მომ­გზავ­რე­ბის პრობ­ლე­მა შე­მექ­მნა - რე­გუ­ლა­რუ­ლი ფრე­ნა არ არის და ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სით ჩა­მოვფრინ­დი. მოკ­ლედ, ძლივს ჩა­მო­ვაღ­წიე. ახლა თბი­ლის­ში კა­რან­ტინ­ში ვარ, ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში.

- ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი უთუ­ოდ შე­იყ­ვა­რებს თქვენს და­ვითს ისე­ვე, რო­გორც მისი წი­ნა­მორ­ბე­დი შე­უყ­ვარ­და. "უკა­ნას­კნე­ლი მა­გი­კი­ა­ნის" გაგ­რძე­ლე­ბაც ხომ არ იგეგ­მე­ბა?

- არა, თუმ­ცა ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი იყო რო­გორც კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის, ასე­ვე მსა­ხი­ო­ბე­ბის­თვის. ასე­თი­ვე რე­ზო­ნან­სი აქვს ახლა სე­რი­ალს სი­დო­რენ­კო­ებ­ზე უკ­რა­ი­ნა­ში. კი­ე­ვის ქუ­ჩებ­ში რომ დავ­დი­ო­დი, ხალ­ხი უკვე მცნობ­და, ფო­ტო­ებს იღებ­დნენ. მოს­კოვ­შიც ასე იყო. ამ სე­რი­ა­ლებ­მა ბევ­რი მე­გო­ბა­რი მა­პოვ­ნი­ნა. გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"თავიდან ვმეგობრობდით, ერთ დღესაც კი სხვანაირად შევხედეთ ერთმანეთს..." - თემიკო ჭიჭინაძე სიყვარულზე, ოჯახზე, კარიერასა და კარანტინზე

"თავიდან ვმეგობრობდით, ერთ დღესაც კი სხვანაირად შევხედეთ ერთმანეთს..." - თემიკო ჭიჭინაძე სიყვარულზე, ოჯახზე, კარიერასა და კარანტინზე

თემიკო ჭიჭინაძესთან ინტერვიუსთვის დაკავშირებისას შევიტყვე, რომ კარანტინშია. მიზეზი არა კორონავირუსს, არამედ მსახიობის შემოქმედებით გეგმებს უკავშირდება. სწორედ ამ თემით დაიწყო ჩვენი საუბარი.

- უკრაინის ერთ-ერთი არხის დაკვეთით იღებენ სერიალს, რომლის უკვე მეორე სეზონი გადავიღეთ - შარშან დავიწყეთ და წელს გაგრძელდა. კომედიური სერიალია, რომელიც 2 ოჯახზე მოგვითხრობს. ეს არის სიდორენკოსა და სიდორენკოს ოჯახები - ერთნაირი გვარი აქვთ, თუმცა განსხვავებული მახვილით წარმოითქმება. მსგავსი გვარების გამო შვილები აერევათ და როდესაც უკვე გაზრდიან, მაშინღა გაიგებენ. სერიალს "სიდორენკო-სიდორენკო" ჰქვია.მე მთავარი გმირის ქართველ მეგობარს, დავითს ვასახიერებ, ერთ-ერთ სიდორენკოს ჩემი ეკრანული ქალიშვილი მოჰყავს ცოლად.

- როგორც "უკანასკნელ მაგიკიანში"?

- იმ დავითის არ იყოს, ამ სერიალშიც სულ კინკლაობა მაქვს ჩემს მეგობართან. ვკინკლაობთ, ვეჯიბრებით, თან უერთმანეთოდ ვერ ვძლებთ...ამ სერიალს უკრაინაში მაღალი რეიტინგი აქვს, ამიტომ მოლაპარაკება მიმდინარეობს მისი შემდეგი სეზონების გადაღებაზეც. გააჩნია, როგორ განვითარდება პანდემია, ამჯერად ძალიან გავწვალდი წასვლა-წამოსვლაზე.

თვე-ნახევარს გაგრძელდა გადაღება, მერე გამომგზავრების პრობლემა შემექმნა - რეგულარული ფრენა არ არის და ჩარტერული რეისით ჩამოვფრინდი. მოკლედ, ძლივს ჩამოვაღწიე. ახლა თბილისში კარანტინში ვარ, ერთ-ერთ სასტუმროში.

- ქართველი მაყურებელი უთუოდ შეიყვარებს თქვენს დავითს ისევე, როგორც მისი წინამორბედი შეუყვარდა. "უკანასკნელი მაგიკიანის" გაგრძელებაც ხომ არ იგეგმება?

- არა, თუმცა ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იყო როგორც კომპანიებისთვის, ასევე მსახიობებისთვის. ასეთივე რეზონანსი აქვს ახლა სერიალს სიდორენკოებზე უკრაინაში. კიევის ქუჩებში რომ დავდიოდი, ხალხი უკვე მცნობდა, ფოტოებს იღებდნენ. მოსკოვშიც ასე იყო. ამ სერიალებმა ბევრი მეგობარი მაპოვნინა. გაგრძელება

რას ამბობს ქეთი ხატიაშვილი რაგბიდან "ოცნების" საპარალამენტო სიაში მოხვედრილ დავით კაჭარავაზე - ცნობილი წყვილის "ლავსთორი" დასრულდა?

"აცხადებენ,  - პანდემია არისო, მაგრამ მე არ დამინახავს" - გორელი ქალბატონის ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში აიტაცეს

უარი სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრებას - ჰარიმ ფული უკან დააბრუნა, სკანდალი ამოწურულია