"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა. როგორც ცნობილი გახდა, სიის პირველი ნომერი და პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარია, მეორე ნომერი და პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე იქნება.
მთაწმინდაზე გამართულ ღონისძიებას არაერთი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის: მსახიობი კახი კავსაძე, ანასმბლ "ფორტეს" წევრები, კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე, რომელიც სიის მე-13 ნომრად დაასახელეს, პროდუსერი ნატო დუმბაძე, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, მსახიობი გიორგი გილიგაშვილი.
ნათელაშვილს რომ სალაპარაკო ექნება კახი კავსაძეზე, პირში ენა არ უნდა გაუქვავდეს?!........ ნათელასბიჭი კავსაძის ფრჩხილისოდენაც კი არ არის, ცხოვრებაში ნათელაშვილს რა გაუკეთებია ისეთი რომ ის კავსაძეზე ლაქლაქებს, ეგ ნაცარქექია, მთელი ცხოვრება ხან მიშას გადაგდებულ ფულს ჭამს, ხან ბიძინასი და ხალხს თვალებში ნაცარს აყრის!..