პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საინტერესოა, მწყემსებმა, რომ დაინახეს თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი, რატომ დაურეკეს უბნის ინსპექტორს და არ დარეკეს 112-ზე?" - ადვოკატი
"საინტერესოა, მწყემსებმა, რომ დაინახეს თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი, რატომ დაურეკეს უბნის ინსპექტორს და არ დარეკეს 112-ზე?" - ადვოკატი

თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის" ად­ვო­კა­ტის და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ერთ-ერთი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი, ეკა ქო­ბე­საშ­ვი­ლი მი­ვი­და.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი და­ბა­რე­ბა გუ­შინ­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­ტე­ლი­ტის ფო­ტო­ე­ბის წყა­როს გამ­ჟღავ­ნე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

"პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გუ­შინ , "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის" ოფის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის დროს გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ვარ და­ბა­რე­ბუ­ლი. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ პრეს­კონ­ფე­რენ­ცია ჩა­ა­ტა­რა, რო­მელ­ზეც სა­ტე­ლი­ტის ფო­ტო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ვაჟ­ღე­რეთ ინ­ფორ­მა­ცია, თუ სა­ი­დან იყო სა­ტე­ლი­ტის ფო­ტო­ე­ბი მო­პო­ვე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­ფორ­მა­ცია მხო­ლოდ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის­გან მაქვს, პრო­კუ­რა­ტუ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად მი­იჩ­ნია, რომ გა­მოვ­ცხად­დე და მოხ­დეს ჩემ­თან გა­სა­უბ­რე­ბა”, - აღ­ნიშ­ნა ეკა ქო­ბე­საშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, დღეს საქ­მის მა­სა­ლებ­საც გა­ეც­ნო­ბა და მწყემ­სე­ბის მიერ უბ­ნის ინ­სპექ­ტორ ჯიმ­შერ აფ­ცი­ა­ურ­თან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზა­რე­ბის სა­ტე­ლე­ფო­ნო ამო­ნა­წერს იხი­ლავს.

"ამას­თან, ვა­პი­რებ გა­ვეც­ნო საქ­მის მა­სა­ლებს, ჩემი ინ­ტე­რე­სია მწყემ­სე­ბის ჩვე­ნე­ბას გა­ვეც­ნო და ასე­ვე დე­ტა­ლურ სა­ტე­ლე­ფო­ნო ამო­ნა­წერს. მწყემ­სებს, რომ­ლებ­მაც და­ი­ნა­ხეს მან­ქა­ნა, იქა­ურ უბ­ნის ინ­სპექ­ტორ­თან, რა კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქონ­დათ, არის თუ არა ეს შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მათ მიერ მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბას­თან. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ არ და­რე­კეს 112-ზე და და­უ­რე­კეს პირ­და­პირ უბ­ნის ინ­სპექ­ტორს", - გა­ნა­ცხა­და ეკა ქო­ბე­საშ­ვილ­მა.

ად­ვო­კატ­მა სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბა კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტა და აღ­ნიშ­ნა, რომ ფო­ტო­ე­ბის მო­პო­ვე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის სას­წავ­ლო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში მოხ­და.

"იყო ვა­დი­ა­ნი პროგ­რა­მა და ევ­რო­კავ­ში­რის 4-მა ძი­რი­თად­მა ქვე­ყა­ნამ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ეს პროგ­რა­მა, ასე­ვე შე­დი­ო­და 10 სხვა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სიც. თუ პრო­კუ­რა­ტუ­რას მო­უნ­დე­ბო­და ამ ფო­ტო­ე­ბის ნახ­ვა, მა­საც შე­ეძ­ლო თა­ვად გა­მო­ე­თხო­ვა ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­დან ეს ფო­ტო­ე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ეკა ქო­ბე­საშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
21

სულ თქვენი ვერსიებით და ნაზაზებით უნდა ეფიქრა მწყემსს??? 

მიმდინარე მომენტში როდესაც გადააწყდებოდა ამ სურათს , რათქმაუნდა დარეკავდა მისთვის ნაცნობ სამართალდამცველთან, ლოგიკურია და არ უნდა ამას კუდის გამობმა!

2020
4

კარგადაც მოიქცა ეს იმის ნიშანია რომ საზოგადოება და პოლიციის მუშაკები სათანადო მოწოდების სიმაღლეზე დგანან და ყურადღებით იქცევიან საქართველოს ნებისმიერ კუთხეში 

ავტორი:

"საინტერესოა, მწყემსებმა, რომ დაინახეს თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი, რატომ დაურეკეს უბნის ინსპექტორს და არ დარეკეს 112-ზე?" - ადვოკატი

"საინტერესოა, მწყემსებმა, რომ დაინახეს თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი, რატომ დაურეკეს უბნის ინსპექტორს და არ დარეკეს 112-ზე?" - ადვოკატი

თბილისის პროკურატურაში "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატის და თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ერთ-ერთი უფლებადამცველი, ეკა ქობესაშვილი მივიდა.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაბარება გუშინდელ პრესკონფერენციაზე სატელიტის ფოტოების წყაროს გამჟღავნებას უკავშირდება.

"პროკურატურაში გუშინ , "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ოფისში ჩატარებული პრესკონფერენციის დროს გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე ვარ დაბარებული. ორგანიზაციამ პრესკონფერენცია ჩაატარა, რომელზეც სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებით გავაჟღერეთ ინფორმაცია, თუ საიდან იყო სატელიტის ფოტოები მოპოვებული. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია მხოლოდ მიხეილ რამიშვილისგან მაქვს, პროკურატურამ აუცილებლად მიიჩნია, რომ გამოვცხადდე და მოხდეს ჩემთან გასაუბრება”, - აღნიშნა ეკა ქობესაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს საქმის მასალებსაც გაეცნობა და მწყემსების მიერ უბნის ინსპექტორ ჯიმშერ აფციაურთან განხორციელებული ზარების სატელეფონო ამონაწერს იხილავს.

"ამასთან, ვაპირებ გავეცნო საქმის მასალებს, ჩემი ინტერესია მწყემსების ჩვენებას გავეცნო და ასევე დეტალურ სატელეფონო ამონაწერს. მწყემსებს, რომლებმაც დაინახეს მანქანა, იქაურ უბნის ინსპექტორთან, რა კომუნიკაცია ჰქონდათ, არის თუ არა ეს შესაბამისობაში მათ მიერ მიცემულ ჩვენებასთან. საინტერესოა, რატომ არ დარეკეს 112-ზე და დაურეკეს პირდაპირ უბნის ინსპექტორს", - განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.

ადვოკატმა სატელიტური ფოტოების წარმომავლობა კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ ფოტოების მოპოვება ევროკავშირის სასწავლო პროგრამის ფარგლებში მოხდა.

"იყო ვადიანი პროგრამა და ევროკავშირის 4-მა ძირითადმა ქვეყანამ განახორციელა ეს პროგრამა, ასევე შედიოდა 10 სხვა ქვეყნის ინტერესიც. თუ პროკურატურას მოუნდებოდა ამ ფოტოების ნახვა, მასაც შეეძლო თავად გამოეთხოვა ევროპის ქვეყნებიდან ეს ფოტოები", - განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"მისი წყარო, სავარაუდოდ, ინგლისში ცხოვრობს და სლავური წარმოშობისაა, თუმცა სახელი და გვარი არ იცის" - მხარეები დავით ფურცხვანიძის გამოკითხვის დეტალებზე

კასპში დააკავეს ხელოსანი, რომელმაც მანქანის მეპატრონე მოკლა, მისი მეგობარი კი დაჭრა

მკვლელობა კასპში - ხელოსანმა მანქანის მეპატრონე მოკლა, მისი მეგობარი კი დაჭრა