ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მეუღლემ მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ "ფეისბუქის" გვერდზე ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ თანხა მისი შვილის მკურნალობის ხარჯებს მოხმარდება.
"გაიხსნა მიზნობრივი ანგარიში ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის ხარჯების გასაწევად. მსურველებს გთხოვთ მითითებულ ანგარიშზე მოახდინოთ თანხების ჩარიცხვა" - წერია ტექსტში, რომელიც მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ გამოაქვეყნა.
ინფორმაციას, რომ ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის თანხა სჭირდება, მისი ძმა გიორგი გამსახურდია არ ადასტურებს. ის დედის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას "ტვიტერზე" ეხმაურება:
"ჩემი ძმის მკურნალობის ხარჯებს სრულიად ფარავს საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”. შესაბამისად, ყველა სახის თანხების მოთხოვნა და მოგროვება ცოტნესთვის არის პროვოკაცია როგორც მინიმუმ და ამორალიზმი იმათი მხრიდან, ვინც ამას აკეთებს. თხოვნაა არ შეხვიდეთ შეცდომაში" - წერს გიორგი გამსახურდია.
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის, 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამად, გერმანიაში, ჰაიდელბერგის კლინიკაში მკურნალობს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.
ავტორი: ანი გიორგაძე
ვერ გავიგე, მანანას სახელით სხვამ მოითხოვა ფული?
ამ ქალს საერთოდ გააზრებული აქვს რომ დედაა,მეუღლის როლი როგორც შეასრულა ყველამ ვიცით,ეხლა შვილებს მისდგა. პასუხი უნდა აგოს ეზოში ვაზის ძირების მოჭრისთვის,ვინხარ და რა გინდა სიბერეც არ შველის მაგ შეშლილ ქალს. შეაწუხა მთელი საქართველო.