მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო  ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც შიმშილის ზონაში იმყოფება - ისევე, როგორც აფრიკის საჰარისა და აზიის ზოგიერთი სახელმწიფო" - მიხეილ სააკაშვილი
"საქართველო  ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც შიმშილის ზონაში იმყოფება - ისევე, როგორც აფრიკის საჰარისა და აზიის ზოგიერთი სახელმწიფო" - მიხეილ სააკაშვილი

უკ­რა­ი­ნის პო­პუ­ლა­რუ­ლი ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მის "გორ­დო­ნის" («Гордон») მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა ალე­სია ბაც­მან­მა რე­დაქ­ცი­ა­ში მი­იწ­ვია და ინ­ტერ­ვიუ ჩა­მო­არ­თვა სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენტს, უკ­რა­ი­ნის რე­ფორ­მე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს აღ­მას­კო­მის თავ­მჯდო­მა­რეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს. სა­უ­ბა­რი 20 წუთს გაგ­რძელ­და, იმ­სჯე­ლეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და უკ­რა­ი­ნა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გეგ­მებ­ზე და ა.შ.

გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს იმ ნა­წი­ლის შე­მოკ­ლე­ბულ ვერ­სი­ას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ეხე­ბა:

ალე­სია ბაც­მა­ნის კი­თხვა­ზე, რო­მე­ლიც ექ­სპრე­ზი­დენ­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას ეხე­ბა - რო­დის და რო­გორ მი­ი­ღეთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაო, - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს:

- მე ჯერ­ჯე­რო­ბით არ­სად არ მივ­დი­ვარ, კი­ევ­ში ვრჩე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­ში მალე ეროვ­ნუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო დღეს კა­ტას­ტრო­ფულ სი­ტუ­ა­ცი­ა­შია. ეს ევ­რო­პის ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა, რო­მე­ლიც შიმ­ში­ლის ზო­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბა - ისე­ვე რო­გორც აფ­რი­კის სა­ჰა­რი­სა და აზი­ის ზო­გი­ერ­თი სა­ხელ­მწი­ფო. როცა მე ვი­ყა­ვი პრე­ზი­დენ­ტი, ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კის მო­ცუ­ლო­ბა ოთხჯერ გა­ი­ზარ­და, უკა­ნას­კნელ წლებ­ში კი შემ­ცირ­და... ანუ ასეთ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მყო­ფი ქვე­ყა­ნა უნდა გა­და­ვარ­ჩი­ნოთ, სწო­რედ ამი­ტომ დავ­თან­ხმდი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტუ­რის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე. იქ­ნე­ბა გარ­კვე­უ­ლი გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დი. მე არ ვიცი, ეს პე­რი­ო­დი რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა. თუ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე სხვა კან­დი­და­ტე­ბი არ იქ­ნე­ბოდ­ნენ (და გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ოპო­ზი­ცი­ას მეტი არ ჰყავს), მე დავ­თან­ხმდი ვიყო გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. აი, ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა.

ასევე დაგაინტერესებთ
22:02 / 07-09-2020

"ვიქნები პრემიერ-მინისტრი არა სრული ვადით, არამედ მაქსიმუმ 2 წელიწადი" - რას ამბობს სააკაშვილი ახალ ვიდეომიმართვაში

15:41 / 09-09-2020

"ქალბატონი მზია ცოცხალი რომ იყოს, ალბათ, ცხრუკვეთში დააყენებდა სააკაშვილი" - რას ამბობს უგულავა ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა მის წინააღმდეგ სააკაშვილის დედამ იბრძოლოს

23:05 / 09-09-2020

"მე ის მიშა აღარა ვარ, რომელიც ვიყავი... ცხოვრებამ ბევრი რამე მასწავლა" - მიხეილ სააკაშვილი

16:24 / 15-09-2020

"დაავალე მიშას" - რას გულისხმობს "ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის ახალი კამპანია

11:35 / 21-09-2020

"ერთმანეთისთვის ე.წ. მეგობრული ცეცხლის გახსნით არ დავაზიანოთ საერთო ინტერესები" - სააკაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს, ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, თქვე­ნი და­ნიშ­ვნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად?

- შევ­ხე­დავთ, თუ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი. არ მინ­და, რომ ჩემს და­ნიშ­ვნას თან უწეს­რი­გო­ბე­ბი ახ­ლდეს... თა­ვის დრო­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­და­ვე­ცი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახალ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას მშვი­დო­ბი­ა­ნი გან­ზრახ­ვე­ბი არ ჰქონ­და. ჩვენ შევ­ქმე­ნით პრე­ცე­დენ­ტი მთე­ლი რე­გი­ო­ნი­სათ­ვის - არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბულს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ზედ­მე­ტი შეხ­ლა-შე­მოხ­ლის გა­რე­შე გა­და­ვე­ცით. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩვენ პრაქ­ტი­კუ­ლად სტა­ჟი­რე­ბა ჩა­ვუ­ტა­რეთ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­მო­უც­დელ მი­ნის­ტრებს, სა­ნამ ისი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩა­ი­ბა­რებ­დნენ. მე მშვი­დად წა­ვე­დი პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი­დან, თუმ­ცა მა­ნამ­დე მე მათ­თან ერ­თად კი­დევ ერთი წელი ვი­მუ­შა­ვე. ამი­ტო­მაც არ მინ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლი­მე კა­ბი­ნეტ­ში ისევ მოს­ვლა რა­ღაც არე­უ­ლო­ბის, უწეს­რი­გო­ბის, შეხ­ლა-შე­მოხ­ლის და ექ­სცე­სე­ბის დახ­მა­რე­ბით. იქ­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი, ხალ­ხი ხმას მოგ­ვცემს და როცა შე­სა­ბა­მი­სი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნე­ბა, შევ­ხე­დავთ ვი­თა­რე­ბას და მშვი­დად ვი­მოქ­მე­დებთ.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში თქვენს წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბია აღ­ძრუ­ლი...

- ჰო, რა­ღაც საქ­მე­ე­ბია - ისე­ვე რო­გორც უკ­რა­ი­ნა­ში იყო რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხზე... რო­გორც კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, ყვე­ლა საქ­მე და­ი­ხუ­რა. მათ ეს­მით, რომ ყვე­ლა­ფე­რი თეთ­რი ძა­ფით არის ნა­კე­რი...

- რო­გორ შე­გიძ­ლი­ათ თქვენ, უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტის და­კა­ვე­ბა?

- თა­ვის დრო­ზე, როცა ოლი­გარ­ქი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­დი­ო­და, მას საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჰქონ­და, თუმ­ცა ამ გა­რე­მო­ე­ბას მის­თვის ხელი არ შე­უშ­ლია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტის და­კა­ვე­ბა­ში. შევ­ხე­დავთ სი­ტუ­ა­ცი­ას... ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­როა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი აირ­ჩეს და შე­იკ­რი­ბოს, რომ მან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს. თუ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი გა­და­წყვე­ტენ, რომ მე უნდა ვიყო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი რა­ღაც გარ­კვე­უ­ლი ვა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს მათი საქ­მეა და მი­ი­ღე­ბენ კი­დეც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. თა­ვის დრო­ზე ჩვენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­საც, საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქეს, ნება მი­ვე­ცით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ყო­ფი­ლი­ყო. ეს იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბია და ისი­ნი მოგ­ვარ­დე­ბა, მათ არ აქვთ გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა, ამა­ში რა­ი­მე სირ­თუ­ლე არ არის.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, აქვს თუ არა მას რა­ი­მე უთან­ხმო­ე­ბა პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკის­თან, იცის თუ არა პრე­ზი­დენ­ტმა მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლის თა­ო­ბა­ზე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ პრე­ზი­დენ­ტთან მას არა­ვი­თა­რი უთან­ხმო­ე­ბა არ აქვს: "ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკი­სათ­ვის სა­ი­დუმ­ლო არ უნდა იყოს ჩემი სურ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ. უკ­რა­ი­ნა­ში სხვა უამ­რა­ვი პრობ­ლე­მაც არის, რომ ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემს დაბ­რუ­ნე­ბა­ზე არ იფიქ­რონ“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

წყა­რო

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Status quo
12

რა გახდა 1-2 მილიონი, მომეცით და ამ ოყლაყს სამუდამოდ დავადუმებ, სისულელეებს რომ როშავს. 

ტატო
15

ვინ ჩაგიჩუჩუნა ყურში,აქ ვარ და რაღაც გაღატაკებულებს ვერ ვხედავ და თუ ვინმე არის,ასეთები ყველგან არიან,ნებისმიერ ევროპის ქვეყანაში,ვისაც მუშაობა არ უნდა,ვისაც ხელში ლაფატკის ჭერა არ უნდა,იშიმშილოს,თუ ასე მდიდარია ევროპის ქვეყნები რატომ არის რომ სხვა ქვეყნებში გარბიან სამუშაოდ?ინგლისში ვიყავი რამოდენიმე წელიწადი და მთელი პრიბალტიკა,ხორვატია,რუმინეთი,ჩეხეთი,პოლონეთზე აღარაფერს ვამბობ არაფერს ,იქ არიან,რატომ?იმიტომ ხომ არა რომ ძალიან კარგი და მდიდრული ცხოვრებაა მათ ქვეყნებში?ამიტომ დაგვანებე თავი.ვისაც მუშაობა უნდა ის შიმშილით არ მოკვდება,მთელი სოფელი ქალაქში რომ არის ჩამოხიზნული,მიწაზე მუშაობა აღარავის არ უნდა,თბილისი კი ბეზრაზმერნი არ არის ამდენი ქაჯი ასაქმოს.

ავტორი:

"საქართველო  ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც შიმშილის ზონაში იმყოფება - ისევე, როგორც აფრიკის საჰარისა და აზიის ზოგიერთი სახელმწიფო" - მიხეილ სააკაშვილი

"საქართველო  ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც შიმშილის ზონაში იმყოფება - ისევე, როგორც აფრიკის საჰარისა და აზიის ზოგიერთი სახელმწიფო" - მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის პოპულარული ინტერნეტ-გამოცემის "გორდონის" («Гордон») მთავარმა რედაქტორმა ალესია ბაცმანმა რედაქციაში მიიწვია და ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს ექსპრეზიდენტს, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილს. საუბარი 20 წუთს გაგრძელდა, იმსჯელეს საქართველოში და უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე, მიხეილ სააკაშვილის გეგმებზე და ა.შ.

გთავაზობთ ინტერვიუს იმ ნაწილის შემოკლებულ ვერსიას, რომელიც საქართველოს ეხება:

ალესია ბაცმანის კითხვაზე, რომელიც ექსპრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებას ეხება - როდის და როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილებაო, - მიხეილ სააკაშვილი პასუხობს:

- მე ჯერჯერობით არსად არ მივდივარ, კიევში ვრჩები. საქართველოში მალე ეროვნული საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. საქართველო დღეს კატასტროფულ სიტუაციაშია. ეს ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც შიმშილის ზონაში იმყოფება - ისევე როგორც აფრიკის საჰარისა და აზიის ზოგიერთი სახელმწიფო. როცა მე ვიყავი პრეზიდენტი, ქვეყანაში ეკონომიკის მოცულობა ოთხჯერ გაიზარდა, უკანასკნელ წლებში კი შემცირდა... ანუ ასეთ რთულ სიტუაციაში მყოფი ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ, სწორედ ამიტომ დავთანხმდი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის შემოთავაზებაზე. იქნება გარკვეული გარდამავალი პერიოდი. მე არ ვიცი, ეს პერიოდი რამდენ ხანს გაგრძელდება. თუ პრემიერ-მინისტრის პოსტზე სხვა კანდიდატები არ იქნებოდნენ (და გაერთიანებულ ოპოზიციას მეტი არ ჰყავს), მე დავთანხმდი ვიყო გარდამავალი პერიოდის პრემიერ-მინისტრი. აი, ასეთი სიტუაციაა.

- როგორ შეიძლება განხორციელდეს, ტექნიკური თვალსაზრისით, თქვენი დანიშვნა პრემიერ-მინისტრად?

- შევხედავთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. არ მინდა, რომ ჩემს დანიშვნას თან უწესრიგობები ახლდეს... თავის დროზე ხელისუფლება მშვიდობიანად გადავეცი, მიუხედავად იმისა, რომ ახალ პოლიტიკურ ძალას მშვიდობიანი განზრახვები არ ჰქონდა. ჩვენ შევქმენით პრეცედენტი მთელი რეგიონისათვის - არჩევნებში გამარჯვებულს ხელისუფლება ზედმეტი შეხლა-შემოხლის გარეშე გადავეცით. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პრაქტიკულად სტაჟირება ჩავუტარეთ ახალი ხელისუფლების გამოუცდელ მინისტრებს, სანამ ისინი ხელისუფლებას ჩაიბარებდნენ. მე მშვიდად წავედი პრეზიდენტის პოსტიდან, თუმცა მანამდე მე მათთან ერთად კიდევ ერთი წელი ვიმუშავე. ამიტომაც არ მინდა ხელისუფლებაში, რომელიმე კაბინეტში ისევ მოსვლა რაღაც არეულობის, უწესრიგობის, შეხლა-შემოხლის და ექსცესების დახმარებით. იქნება არჩევნები, ხალხი ხმას მოგვცემს და როცა შესაბამისი სიტუაცია შეიქმნება, შევხედავთ ვითარებას და მშვიდად ვიმოქმედებთ.

- საქართველოში თქვენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული...

- ჰო, რაღაც საქმეებია - ისევე როგორც უკრაინაში იყო რამდენიმე საკითხზე... როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, ყველა საქმე დაიხურა. მათ ესმით, რომ ყველაფერი თეთრი ძაფით არის ნაკერი...

- როგორ შეგიძლიათ თქვენ, უკრაინის მოქალაქეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება?

- თავის დროზე, როცა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოდიოდა, მას საფრანგეთის მოქალაქეობა ჰქონდა, თუმცა ამ გარემოებას მისთვის ხელი არ შეუშლია პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებაში. შევხედავთ სიტუაციას... ყველა შემთხვევაში საჭიროა, რომ საქართველოს პარლამენტი აირჩეს და შეიკრიბოს, რომ მან გადაწყვეტილება მიიღოს. თუ პარლამენტის წევრები გადაწყვეტენ, რომ მე უნდა ვიყო პრემიერ-მინისტრი რაღაც გარკვეული ვადის განმავლობაში, ეს მათი საქმეა და მიიღებენ კიდეც გადაწყვეტილებას. თავის დროზე ჩვენ ბიძინა ივანიშვილსაც, საფრანგეთის მოქალაქეს, ნება მივეცით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყოფილიყო. ეს იურიდიული საკითხებია და ისინი მოგვარდება, მათ არ აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა, ამაში რაიმე სირთულე არ არის.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა მას რაიმე უთანხმოება პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან, იცის თუ არა პრეზიდენტმა მისი საქართველოში დაბრუნების სურვილის თაობაზე, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტთან მას არავითარი უთანხმოება არ აქვს: "ვლადიმერ ზელენსკისათვის საიდუმლო არ უნდა იყოს ჩემი სურვილი საქართველოში დაბრუნების შესახებ. უკრაინაში სხვა უამრავი პრობლემაც არის, რომ ახლა საქართველოში ჩემს დაბრუნებაზე არ იფიქრონ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წყარო

ავტორი: სიმონ კილაძე

"ონლაინ, მაგრამ მაინც მე ვიქნები ჩემს გუნდთან ყველა მიტინგზე, ყველგან, სადაც ისინი იქნებიან" - რას ამბობს მამუკა ხაზარაძე კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ

"არ უნდა მოგვერიოს საშინელი სენი, რომელიც შეეყარა ქვეყანას "ქოციანობის" სახით - არსებობს ვაქცინა "ნაციონალური მოძრაობა"" - სააკაშვილი

კრემლის მიზნები შავი ზღვის რეგიონში, ჰიბრიდული ომი და საქართველოს თანამშრომლობა დიდ ბრიტანეთთან - რას წერს გიორგი გახარია პუბლიკაციაში, რომელსაც The Daily Telegraph-ი აქვეყნებს