Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ შეიძინა "თელასის“ 25-პროცენტიანი წილი?
ვინ შეიძინა "თელასის“ 25-პროცენტიანი წილი?

ქარ­თუ­ლი ბიზ­ნეს ჯგუ­ფი „სი­ბი­ეს ჯგუ­ფის“ინ­ფორ­მა­ცი­ით, „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის“ მიერ სს „თე­ლა­სის“ კა­პი­ტალ­ში კუთ­ვნი­ლი აქ­ცი­ე­ბის წი­ლის - 24.529 %- ის გა­სას­ხვი­სებ­ლად გა­მო­ცხა­დე­ბულ სა­ჯა­რო აუქ­ცი­ონ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად კომ­პა­ნია „ბესტ ენერ­ჯი გრუ­პი“ გა­მო­ცხად­და. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ჯა­რო აუქ­ცი­ო­ნის სა­წყის ფასს შე­ად­გენ­და 10 511 211.08 აშშ დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენტს ლარ­ში. ბი­ჯის ოდე­ნო­ბა კი იყო 50 000 ლარი.

„ბესტ ენერ­ჯი გრუ­პი“, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ მსხვილ ქარ­თუ­ლი ბიზ­ნესჯ­გუფ­თან - „სი­ბი­ეს ჯგუფ­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­აა აქ­ტი­უ­რად გეგ­მავს კომ­პა­ნი­ის მარ­თვა­ში, დე­და­ქა­ლა­ქის ელექტრო სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მოხ­მა­რებ­ლე­ბის­თვის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის შე­უ­ფერ­ხებ­ლად მი­წო­დე­ბა­ში ჩაბ­მას.

შე­გახ­სე­ნებთ რომ ბიზ­ნეს ჯგუფს ენერ­გო სის­ტე­მის მარ­თვის მას­შტა­ბუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს და ენერ­გე­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის გარ­და, წარ­მოდ­გე­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის სხვა­დას­ხვა სექ­ტორ­ში.

„სი­ბი­ეს ჯგუ­ფის“ ჰოლ­დინ­გის ქვეშ არი­ან ისე­თი მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი რო­გო­რი­ცაა „თბი­ლი­სი ენერ­ჯი“, „ვეონ-სა­ქარ­თვე­ლო’ „სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ლა­ტა­რია“, „ჯი­ე­სე­ნი“, „თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი“ „რკი­ნიგ­ზის ტე­ლე­კო­მი“ და სხვა.

ბიზ­ნეს ჯგუ­ფი აქ­ტი­უ­რად ეწე­ვა სტარ­ტა­პე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას და პატ­რო­ნაჟს უწევს ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტის მიერ შექ­მნილ ერ­თერთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ პრო­ექტს, სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მა “Feedc”-ს. ამას­თან ერ­თად გაც­ნო­ბებთ რომ კო­ვიდ19-ის მიერ მი­ყე­ნე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზი­ა­ნის მი­უ­ხე­და­ვად, „სი­ბი­ეს ჯგუ­ფის“ მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­ში არ მომ­ხდა­რა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცია, და სა­ხელ­ფა­სო ანა­ზღა­უ­რე­ბის შემ­ცი­რე­ბა. „სი­ბი­ეს ჯგუ­ფის“ წევრ ყვე­ლა კომ­პა­ნი­ა­ში 5000-მდე და­საქ­მე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბულ პო­ზი­ცი­ა­ზე გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ო­ბას.

„სი­ბი­ეს ჯგუ­ფის“ სა­მოქ­მე­დო სტრა­ტე­გი­ის ერ­თერ­თი მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტი ჰოლ­დინ­გში შე­მა­ვალ კომ­პა­ნი­ებ­ში, ჯგუ­ფის მფლო­ბე­ლო­ბა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი აქ­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გამ­სხვი­ლე­ბა გახ­ლავთ და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი მსხვი­ლი ბიზ­ნეს მო­დე­ლის შექ­მნა", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

ვინ შეიძინა "თელასის“ 25-პროცენტიანი წილი?

ვინ შეიძინა "თელასის“ 25-პროცენტიანი წილი?

ქართული ბიზნეს ჯგუფი „სიბიეს ჯგუფის“ინფორმაციით, „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.529 %- ის გასასხვისებლად გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვებულად კომპანია „ბესტ ენერჯი გრუპი“ გამოცხადდა. მათივე ინფორმაციით, საჯარო აუქციონის საწყის ფასს შეადგენდა 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობა კი იყო 50 000 ლარი.

„ბესტ ენერჯი გრუპი“, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ მსხვილ ქართული ბიზნესჯგუფთან - „სიბიეს ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანიაა აქტიურად გეგმავს კომპანიის მართვაში, დედაქალაქის ელექტრო სისტემის განვითარებასა და მოხმარებლებისთვის ელექტროენერგიის შეუფერხებლად მიწოდებაში ჩაბმას.

შეგახსენებთ რომ ბიზნეს ჯგუფს ენერგო სისტემის მართვის მასშტაბური გამოცდილება აქვს და ენერგეტიკასთან დაკავშირებული კომპანიების გარდა, წარმოდგენილია საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.

„სიბიეს ჯგუფის“ ჰოლდინგის ქვეშ არიან ისეთი მსხვილი კომპანიები როგორიცაა „თბილისი ენერჯი“, „ვეონ-საქართველო’ „საქართველოს ეროვნული ლატარია“, „ჯიესენი“, „თბილისის მიკროავტობუსი“ „რკინიგზის ტელეკომი“ და სხვა.

ბიზნეს ჯგუფი აქტიურად ეწევა სტარტაპების წახალისებას და პატრონაჟს უწევს ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით, ქართველი სტუდენტის მიერ შექმნილ ერთერთ ყველაზე წარმატებულ პროექტს, სოციალურ პლატფორმა “Feedc”-ს. ამასთან ერთად გაცნობებთ რომ კოვიდ19-ის მიერ მიყენებული ფინანსური და ეკონომიკური ზიანის მიუხედავად, „სიბიეს ჯგუფის“ მფლობელობაში არსებულ კომპანიებში არ მომხდარა თანამშრომლების ოპტიმიზაცია, და სახელფასო ანაზღაურების შემცირება. „სიბიეს ჯგუფის“ წევრ ყველა კომპანიაში 5000-მდე დასაქმებული დაკავებულ პოზიციაზე განაგრძობს მუშაობას.

„სიბიეს ჯგუფის“ სამოქმედო სტრატეგიის ერთერთი მთავარი კომპონენტი ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში, ჯგუფის მფლობელობაში წარმოდგენილი აქციების რაოდენობის გამსხვილება გახლავთ და წარმატებული ქართული მსხვილი ბიზნეს მოდელის შექმნა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბათუმში კორონავირუსი სავაჭრო ცენტრ "ნოვას" მოლარე-ოპერატორს დაუდგინდა

კორონავირუსი სარიტუალო დარბაზ "აჭარას" თანამშრომელს დაუდასტურდა - ბოლოს ის 300 კაციან ქორწილს დაესწრო

ყველა, ვისაც 5 სექტემბრის შემდეგ კონტაქტი ჰქონდა, ლევან გოგიჩაიშვილთან, თვითიზოლაციაში გადავა - რა განცხადებას ავრცელებს პარლამენტი