მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ გაგვაფრთხილეს, რომ სასწრაფოდ საკეისრო იყო საჭირო! შემზარავია, როდესაც ამას საოპერაციო მაგიდაზე იგებ" - რას ყვებიან გარდაცვლილი ჩვილის მშობლები
"არ გაგვაფრთხილეს, რომ სასწრაფოდ საკეისრო იყო საჭირო! შემზარავია, როდესაც ამას საოპერაციო მაგიდაზე იგებ" - რას ყვებიან გარდაცვლილი ჩვილის მშობლები

13 აგ­ვის­ტოს, გა­გუ­ას კლი­ნი­კა­ში ახალ­შო­ბი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ჩვი­ლი 47 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. ექი­მე­ბის მიერ დას­მუ­ლი დი­აგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბა პლა­ცენ­ტის ცენ­ტრა­ლუ­რი აც­ლით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, რაც თა­ვის მხრივ არა­ერ­თი მძი­მე ტრავ­მის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და. მათ შო­რის ჟანგბა­დის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბი­სა და თა­ვის ტვინ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბის.

გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის დედა გა­გუ­ას კლი­ნი­კის ექი­მებს გულ­გრი­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ანა გე­ლაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მისი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა დიდ­წი­ლად ექი­მე­ბის გულ­გრილ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია. შვილმკვდარ­მა დე­დამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც დე­ტა­ლუ­რად ყვე­ბა სა­კუ­თა­რი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ.

"დი­ლით ადრე 28 ივ­ნისს მე გა­მეღ­ვი­ძა მუც­ლის ძლი­ე­რი მჭრე­ლი ტკი­ვი­ლის­გან, მქონ­და გუ­ლის­რე­ვა, ზურ­გზე ცივი ოფლი მას­ხამ­და. გზად სამ­შო­ბი­ა­როს­კენ, ჩემ­მა ქმარ­მა გი­ორ­გიმ და­რე­კა კლი­ნი­კა­ში და გა­აფრ­თხი­ლა, რომ მე ცუ­დად ვი­ყა­ვი და მათ­თან მივ­დი­ო­დით. კლი­ნი­კამ­დე გზას ორი­ო­დე წუთი და­ჭირ­და და ჩვენ დი­ლის 7:35-ზე უკვე კლი­ნი­კა­ში ვი­ყა­ვით. ექიმ­მა და­მა­დო მუ­ცელ­ზე დოპ­ლე­რი, მაგ­რამ ჩვე­უ­ლი გუ­ლის­ცე­მის ხმა ვერ გა­ი­გო. შემ­დგომ და­ი­წყო უც­ნა­უ­რო­ბა: იმის ნაც­ვლად, რომ ბავ­შვი გა­და­ერ­ჩი­ნათ, დამ­სვეს სი­ცხის გა­სა­ზო­მად, შემ­დგომ გა­მიშ­ვეს ანა­ლი­ზე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად, რომ დავ­ბრუნ­დი მთხო­ვეს ჩან­თი­დან ამო­მე­ღო ყვე­ლა სა­ბუ­თი: პას­პორ­ტი, სკრი­ნინ­გის შე­დე­გე­ბი, სუ­რა­თე­ბი, კვლე­ვე­ბი - და აუჩ­ქა­რებ­ლად და­ი­წყეს ამ სა­ბუ­თე­ბის გრო­ვის ას­ლე­ბის გა­და­ღე­ბა. დრო მი­დი­ო­და, ტკი­ვი­ლი იზ­რდე­ბო­და. ექიმ­მა და­უ­რე­კა ტე­ლე­ფო­ნით ექოს­კო­პისტს, რომ იგი ჩა­მო­სუ­ლი­ყო მიმ­ღებ­ში. ხუთი-ათი წუთი გა­ვი­და, ჩა­მო­ვი­და ექოს­კო­პის­ტი, დიდ­ხანს ატა­რებ­და მუ­ცელ­ზე ექოს­კო­პი­ის ხელ­სა­წყოს და პა­რა­ლე­ლუ­რად ჩემ­თვის გა­უ­გებ­რად ქარ­თულ ენა­ზე გა­ნი­ხი­ლავ­და რა­ღა­ცას ექიმ­თან ერ­თად. მე არ მეს­მო­და რაზე იყო სა­უ­ბა­რი და ამი­ტომ ვკი­თხე ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა თუ არა, მაგ­რამ არა­ფე­რი უპა­სუ­ხი­ათ. წა­მოვ­დე­ქი მა­გი­დი­დან და ჩა­მოვ­ჯე­ქი

მიმ­ღებ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში. გა­მო­ვი­და ექი­მი და გა­აგ­ზავ­ნა გი­ორ­გი სა­დღე­ღა­მი­სო აფ­თი­აქ­ში ელას­ტი­ურ ბინ­ტებ­ზე. მის ხმა­ში არ შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და მღელ­ვა­რე­ბა ან სიჩ­ქა­რე, ამი­ტომ მე და ჩემი მე­უღ­ლე მშვი­დად ვი­ყა­ვით, რად­გა­ნაც გვე­გო­ნა, რომ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა, უბ­რა­ლოდ, უნდა მო­ვით­მი­ნოთ.

გი­ორ­გი წა­ვი­და აფ­თი­აქ­ში, მე დავ­რჩი და ვე­ლო­დე­ბო­დი. დრო ძა­ლი­ან იწე­ლე­ბო­და, მე­უღ­ლე დაბ­რუნ­და ბინ­ტით, მე გა­მო­ვიც­ვა­ლე ტან­საც­მე­ლი სა­ში­ნა­ო­თი, გა­და­მიხ­ვი­ეს ფე­ხე­ბი და წა­მიყ­ვა­ნეს სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში. უბ­რა­ლოდ წარ­მო­იდ­გი­ნეთ: არც მე, არც მე­უღ­ლე არ გაგ­ვაფრ­თხი­ლეს იმის შე­სა­ხებ, რომ სას­წრა­ფოდ სა­კე­ის­როა სა­ჭი­რო! ძა­ლი­ან შემ­ზა­რა­ვია, რო­დე­საც ამას იგებ უკვე სა­ო­პე­რა­ციო მა­გი­და­ზე. გი­ორ­გიმ გა­ი­გო ამის შე­სა­ხებ უკვე მას შემ­დეგ, რაც ოპე­რა­ცია დას­რულ­და და მე მას მივ­წე­რე მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა", - წერს ანა გე­ლაშ­ვი­ლი.

მისი მო­ნა­თხრო­ბის მი­ხედ­ვით, ექი­მე­ბის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო.

"მი­თხრეს, რომ მქონ­და პლა­ცენ­ტის ცენ­ტრა­ლუ­რი აცლა - მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ­ლის შემ­თხვე­ვა­შიც თუ დრო­უ­ლად არ მოხ­და რე­ა­გი­რე­ბა, ჟანგბა­დის უკ­მა­რი­სო­ბის გამო კვდე­ბა ნა­ყო­ფი და ხან­და­ხან სის­ხლის და­კარ­გვის გამო დე­დაც.

"ას­ფიქ­სი­ის მძი­მე შე­დე­გე­ბი" - ხე­ლებს შლიდ­ნენ ექი­მე­ბი. აი, ამ მო­მენ­ტში გახ­და ნა­თე­ლი, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ზუს­ტად ის და­კარ­გუ­ლი 40 წუთი, რო­მე­ლიც უგ­ზო­უკვლოდ გაქ­რა კლი­ნი­კა­ში ჩემი მკურ­ნა­ლო­ბის ის­ტო­რი­ი­დან.

ჩვენ ვართ "არა­სა­სურ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა", ბავ­შვი რომ და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო მკვდა­რი, მა­შინ შე­იძ­ლე­ბო­და თქმა: "ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ რაც შეგ­ვეძ­ლო"“, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მგო­ნია, რომ გულ­გრი­ლო­ბია / გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბას და გარ­დაც­ვა­ლე­ბას შო­რის კავ­შირს ვერ და­ვამ­ტკი­ცებ­დი. მაგ­რამ ბავ­შვი და­ი­ბა­და ცო­ცხა­ლი, ანუ და­კარ­გუ­ლი დრო იყო ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი! შე­იძ­ლე­ბო­და ბავ­შვის სი­ცო­ცხლე გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო!“ - წერს ანა გე­ლაშ­ვი­ლი.

გა­დაც­ვლი­ლი ჩვი­ლის მამა AMBEBI.GE -სთან აცხა­დებს, რომ სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა, დო­კუ­მენ­ტე­ბი გა­ა­ყალ­ბა. კერ­ძოდ, არას­წო­რად მი­უ­თი­თა სა­მე­დი­ცი­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბის დრო, რათა ექი­მე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბა წარ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო.

"ჩვენ გა­მო­ვი­თხო­ვეთ დო­კუ­მენ­ტა­ცია, სა­დაც დრო არის შეც­ვლი­ლი. სა­ბუ­თე­ბის თა­ნახ­მად ბავ­შვი ამო­იყ­ვა­ნეს 8:18-ზე, სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩვე­ნი სამ­შო­ბი­ა­რო­ში მის­ვლის დრო შეც­ვლი­ლია და და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია არა 7:35, არა­მედ 8:10. ეს ალ­ბათ იმი­ტომ გა­ა­კე­თეს, რომ სა­კუ­თა­რი ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბა წარ­მო­ე­ჩი­ნათ. და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ხომ უნდა იყოს სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი რე­ა­ლუ­რად რო­დის გან­ხორ­ცი­ელ­და და ჩვენ რო­დის შე­ვე­დით კლი­ნი­კა­ში. ზარ­სა და ჩვენს იქ მის­ვლას შო­რის იმ­ხე­ლა სხვა­ო­ბაა მათი დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, რაც ფი­ზი­კუ­რად ვერ დაგ­ვჭირ­დე­ბო­და, რად­გან იქვე ახ­ლოს ვცხოვ­რობთ, და­ახ­ლო­ე­ბით 5 წუ­თის სა­ვალ­ზე. რა სა­ჭი­როა სა­ბუ­თე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცია, თუ და­სა­მა­ლი არა­ფე­რი აქვთ? ასე­ვე, არ არის შე­ნა­ხუ­ლი ექოს­კო­პი­ის სუ­რა­თე­ბი, რო­მე­ლიც იყო გა­და­ღე­ბუ­ლი მიმ­ღებ­ში მის­ვლის დროს. გაქ­რა ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი, თუ რო­დის მი­ვე­დით ჩვენ კლი­ნი­კა­ში. მაგ­რამ თუ კი მარ­თლა ასე­თი ვი­თა­რე­ბა იყო, პლა­ცენ­ტის ცენ­ტრა­ლუ­რი აცლა, რა­ტომ და­კარ­გეს დრო და გა­მაგ­ზავ­ნეს ბინ­ტებ­ზე? ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, რომ ამ­ხე­ლა კერ­ძო კლი­ნი­კა­ში ბინ­ტი არ იყო", - გვე­უბ­ნე­ბა გი­ორ­გი გე­ლაშ­ვი­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის მშობ­ლებ­მა კლი­ნი­კის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჩი­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­ი­ტა­ნეს. საქ­მე სსსკ-ის 116-ე მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.

კლი­ნი­კის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მარ­თე­ბუ­ლო­ბას სწავ­ლობს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­მე­დი­ცი­ნო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო, სა­დაც აცხა­დე­ბენ, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს საქ­მის მოკ­ვლე­ვა.

მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ უფრო მეტი დე­ტა­ლის გარ­კვე­ვის მიზ­ნით AMBEBI.GE გა­გუ­ას კლი­ნი­კას და­უ­კავ­შირ­და. სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა მოკ­ლე, ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა.

"მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მის უფ­ლე­ბა კლი­ნი­კას არ აქვს, გა­გუ­ას კლი­ნი­კა მუ­შა­ობს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით და ტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის. კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვის კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლია ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო, გა­ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი", - აცხა­დე­ბენ კლი­ნი­კა­ში.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
1

შემზარავია

თამუნა
1

განუკითხაობა, საკადრისად რო დაისჯებიან მერე იქნებ სხვამ არ გაბედოს, მარა სად არის პატრონი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"არ გაგვაფრთხილეს, რომ სასწრაფოდ საკეისრო იყო საჭირო! შემზარავია, როდესაც ამას საოპერაციო მაგიდაზე იგებ" - რას ყვებიან გარდაცვლილი ჩვილის მშობლები

"არ გაგვაფრთხილეს, რომ სასწრაფოდ საკეისრო იყო საჭირო! შემზარავია, როდესაც ამას საოპერაციო მაგიდაზე იგებ" - რას ყვებიან გარდაცვლილი ჩვილის მშობლები

13 აგვისტოს, გაგუას კლინიკაში ახალშობილი გარდაიცვალა. ჩვილი 47 დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმების მიერ დასმული დიაგნოზის მიხედვით, ბავშვის მდგომარეობის დამძიმება პლაცენტის ცენტრალური აცლით იყო გამოწვეული, რაც თავის მხრივ არაერთი მძიმე ტრავმის განვითარების საფუძველი გახდა. მათ შორის ჟანგბადის მწვავე უკმარისობისა და თავის ტვინში განვითარებული სისხლჩაქცევების.

გარდაცვლილი ბავშვის დედა გაგუას კლინიკის ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებს. ანა გელაშვილი მიიჩნევს, რომ მისი შვილის გარდაცვალება დიდწილად ექიმების გულგრილმა დამოკიდებულებამ გამოიწვია. შვილმკვდარმა დედამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც დეტალურად ყვება საკუთარი ტრაგედიის შესახებ.

"დილით ადრე 28 ივნისს მე გამეღვიძა მუცლის ძლიერი მჭრელი ტკივილისგან, მქონდა გულისრევა, ზურგზე ცივი ოფლი მასხამდა. გზად სამშობიაროსკენ, ჩემმა ქმარმა გიორგიმ დარეკა კლინიკაში და გააფრთხილა, რომ მე ცუდად ვიყავი და მათთან მივდიოდით. კლინიკამდე გზას ორიოდე წუთი დაჭირდა და ჩვენ დილის 7:35-ზე უკვე კლინიკაში ვიყავით. ექიმმა დამადო მუცელზე დოპლერი, მაგრამ ჩვეული გულისცემის ხმა ვერ გაიგო. შემდგომ დაიწყო უცნაურობა: იმის ნაცვლად, რომ ბავშვი გადაერჩინათ, დამსვეს სიცხის გასაზომად, შემდგომ გამიშვეს ანალიზების ჩასაბარებლად, რომ დავბრუნდი მთხოვეს ჩანთიდან ამომეღო ყველა საბუთი: პასპორტი, სკრინინგის შედეგები, სურათები, კვლევები - და აუჩქარებლად დაიწყეს ამ საბუთების გროვის ასლების გადაღება. დრო მიდიოდა, ტკივილი იზრდებოდა. ექიმმა დაურეკა ტელეფონით ექოსკოპისტს, რომ იგი ჩამოსულიყო მიმღებში. ხუთი-ათი წუთი გავიდა, ჩამოვიდა ექოსკოპისტი, დიდხანს ატარებდა მუცელზე ექოსკოპიის ხელსაწყოს და პარალელურად ჩემთვის გაუგებრად ქართულ ენაზე განიხილავდა რაღაცას ექიმთან ერთად. მე არ მესმოდა რაზე იყო საუბარი და ამიტომ ვკითხე ყველაფერი რიგზეა თუ არა, მაგრამ არაფერი უპასუხიათ. წამოვდექი მაგიდიდან და ჩამოვჯექი

მიმღებ განყოფილებაში მოლოდინის რეჟიმში. გამოვიდა ექიმი და გააგზავნა გიორგი სადღეღამისო აფთიაქში ელასტიურ ბინტებზე. მის ხმაში არ შეინიშნებოდა მღელვარება ან სიჩქარე, ამიტომ მე და ჩემი მეუღლე მშვიდად ვიყავით, რადგანაც გვეგონა, რომ ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ, უნდა მოვითმინოთ.

გიორგი წავიდა აფთიაქში, მე დავრჩი და ველოდებოდი. დრო ძალიან იწელებოდა, მეუღლე დაბრუნდა ბინტით, მე გამოვიცვალე ტანსაცმელი საშინაოთი, გადამიხვიეს ფეხები და წამიყვანეს საოპერაციოში. უბრალოდ წარმოიდგინეთ: არც მე, არც მეუღლე არ გაგვაფრთხილეს იმის შესახებ, რომ სასწრაფოდ საკეისროა საჭირო! ძალიან შემზარავია, როდესაც ამას იგებ უკვე საოპერაციო მაგიდაზე. გიორგიმ გაიგო ამის შესახებ უკვე მას შემდეგ, რაც ოპერაცია დასრულდა და მე მას მივწერე მოკლე ტექსტური შეტყობინება", - წერს ანა გელაშვილი.

მისი მონათხრობის მიხედვით, ექიმების მიერ გატარებული სამედიცინო ღონისძიებები დაგვიანებული იყო.

"მითხრეს, რომ მქონდა პლაცენტის ცენტრალური აცლა - მძიმე მდგომარეობა, რომლის შემთხვევაშიც თუ დროულად არ მოხდა რეაგირება, ჟანგბადის უკმარისობის გამო კვდება ნაყოფი და ხანდახან სისხლის დაკარგვის გამო დედაც.

"ასფიქსიის მძიმე შედეგები" - ხელებს შლიდნენ ექიმები. აი, ამ მომენტში გახდა ნათელი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ზუსტად ის დაკარგული 40 წუთი, რომელიც უგზოუკვლოდ გაქრა კლინიკაში ჩემი მკურნალობის ისტორიიდან.

ჩვენ ვართ "არასასურველი შემთხვევა", ბავშვი რომ დაბადებულიყო მკვდარი, მაშინ შეიძლებოდა თქმა: "ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო"“, ასეთ შემთხვევაში მგონია, რომ გულგრილობია / გაუფრთხილებლობას და გარდაცვალებას შორის კავშირს ვერ დავამტკიცებდი. მაგრამ ბავშვი დაიბადა ცოცხალი, ანუ დაკარგული დრო იყო ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანი! შეიძლებოდა ბავშვის სიცოცხლე გადარჩენილიყო!“ - წერს ანა გელაშვილი.

გადაცვლილი ჩვილის მამა AMBEBI.GE -სთან აცხადებს, რომ საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალმა, დოკუმენტები გააყალბა. კერძოდ, არასწორად მიუთითა სამედიცინო ღონისძიებების გატარების დრო, რათა ექიმების ოპერატიულობა წარმოჩენილიყო.

"ჩვენ გამოვითხოვეთ დოკუმენტაცია, სადაც დრო არის შეცვლილი. საბუთების თანახმად ბავშვი ამოიყვანეს 8:18-ზე, სინამდვილეში ჩვენი სამშობიაროში მისვლის დრო შეცვლილია და დაფიქსირებულია არა 7:35, არამედ 8:10. ეს ალბათ იმიტომ გააკეთეს, რომ საკუთარი ოპერატიულობა წარმოეჩინათ. დაფიქსირებული ხომ უნდა იყოს სატელეფონო ზარი რეალურად როდის განხორციელდა და ჩვენ როდის შევედით კლინიკაში. ზარსა და ჩვენს იქ მისვლას შორის იმხელა სხვაობაა მათი დოკუმენტების მიხედვით, რაც ფიზიკურად ვერ დაგვჭირდებოდა, რადგან იქვე ახლოს ვცხოვრობთ, დაახლოებით 5 წუთის სავალზე. რა საჭიროა საბუთების ფალსიფიკაცია, თუ დასამალი არაფერი აქვთ? ასევე, არ არის შენახული ექოსკოპიის სურათები, რომელიც იყო გადაღებული მიმღებში მისვლის დროს. გაქრა ვიდეო ჩანაწერები, თუ როდის მივედით ჩვენ კლინიკაში. მაგრამ თუ კი მართლა ასეთი ვითარება იყო, პლაცენტის ცენტრალური აცლა, რატომ დაკარგეს დრო და გამაგზავნეს ბინტებზე? ძალიან გამიკვირდა, რომ ამხელა კერძო კლინიკაში ბინტი არ იყო", - გვეუბნება გიორგი გელაშვილი.

გარდაცვლილი ბავშვის მშობლებმა კლინიკის წინააღმდეგ საჩივარი პროკურატურაში შეიტანეს. საქმე სსსკ-ის 116-ე მუხლით არის აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კლინიკის მიერ გატარებული სამედიცინო ღონისძიებების მართებულობას სწავლობს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტო, სადაც აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საქმის მოკვლევა.

მომხდარის შესახებ უფრო მეტი დეტალის გარკვევის მიზნით AMBEBI.GE გაგუას კლინიკას დაუკავშირდა. სამედიცინო დაწესებულება მოკლე, ოფიციალური კომენტარით შემოიფარგლა.

"მოქმედი კანონმდებლობით პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გაცემის უფლება კლინიკას არ აქვს, გაგუას კლინიკა მუშაობს საერთაშორისო სტანდარტებით და ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება პაციენტების უსაფრთხოებისთვის. კონკრეტული შემთხვევის კვლევაში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები", - აცხადებენ კლინიკაში.

"მე ვარ ეპიდ-კონტაქტი "ქორწილის კლასტერიდან", თავს ვალდებულად ვთვლი სიცხადე შემოვიტანო სიტუაციაში"

ქუთაისში "ვენდისის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა - სარესტორნო ქსელში 32-ე სკოლის თანამშრომლები იმყოფებოდნენ

დაცვის პოლიციის თანამშრომელს, რომელიც სახელმწიფო ქონების სააგენტოს შენობას იცავს, კორონავირუსი დაუდასტურდა