სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩაკეტვა არ ნიშნავს, ვირუსის აღმოფხვრას" - კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მატულობს, გამოცხადდება თუ არა ისევ საგანგებო მდგომარეობა?
"ჩაკეტვა არ ნიშნავს, ვირუსის აღმოფხვრას" - კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მატულობს, გამოცხადდება თუ არა ისევ საგანგებო მდგომარეობა?

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი სულ უფრო იმა­ტებს. უკა­ნას­კნე­ლი ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად COVID-19 -ის ოცზე მეტი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა. 8 სექ­ტემ­ბერს კი ქვე­ყა­ნა­ში დღე-ღა­მე­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა - 45 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და და ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა 1729 გახ­და.

7 სექ­ტემ­ბერს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბა­თუმ­სა და ქო­ბუ­ლეთ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი კვლავ ონ­ლა­ინ გა­ნახ­ლდე­ბა და 1-ლ ოქ­ტომ­ბრამ­დე ასე გაგ­რძელ­დე­ბა. ასე­ვე მკაცრ­დე­ბა და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი და სა­რი­ტუ­ა­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის კონ­ტრო­ლი. 15 სექ­ტემ­ბრი­დან კი ყვე­ლა უცხო­ელს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარს გად­მოკ­ვეთს, მო­უ­წევს PCR ტეს­ტის პა­სუ­ხის წარ­დგე­ნა.

რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ვირუ­სი ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, აჭა­რა­სა და გუ­რი­ა­ში გა­აქ­ტი­ურ­და.

ისევ გა­მო­ცხად­დე­ბა თუ არა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რას ამ­ბობს კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის სტა­ტის­ტი­კა და რო­გო­რია სა­ხელ­მწი­ფოს მზა­ო­ბა ვირუ­სის მზარდ შემ­თხვე­ვებ­თან გამ­კლა­ვე­ბის თა­ვა­საზ­რი­სით - ამ კი­თხვე­ბით AMBEBI.GE -მ სპე­ცი­ა­ლის­ტებს მი­მარ­თა.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა არ ნიშ­ნავს სა­ხი­ფა­თო გავ­რცე­ლე­ბას, ახა­ლი ტალ­ღის და­წყე­ბას ან სა­გან­გა­შო სუ­რათს.

რო­გორც გა­ბუ­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, ამ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ სუ­რათ­ზე დაყ­რდნო­ბით, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის ან შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ იკ­ვე­თე­ბა.

"შემ­თხვე­ვე­ბის ოდე­ნო­ბა, ბოლო პე­რი­ოდ­ში, გა­ი­ზარ­და და რო­გორც იცით, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა უკავ­შირ­დე­ბა ბა­თუმ­ში სა­კონ­ტიდ­რო "დო­ნას“ კლას­ტერს და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კონ­ტაქ­ტებს. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რამ­დე­ნად არის ის სა­ხი­ფა­თო გავ­რცე­ლე­ბა და რამ­დე­ნად ნიშ­ნავს ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რად ახა­ლი ტალ­ღის და­წყე­ბას ან სა­გან­გა­შო სუ­რათს, მხო­ლოდ ერთჯე­რა­დი აბ­სო­ლუ­ტუ­რი რი­ცხვე­ბის შე­ფა­სე­ბით ამის თქმის სა­ფუძ­ვე­ლი, რა თქმა უნდა, არ გვაქვს. სა­მი­ნის­ტრო და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრთან ერ­თად და­აკ­ვირ­დე­ბა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ სუ­რათს. ამას­თან, ჩვენ და­ვა­მუ­შა­ვეთ ე.წ კო­რო­ნას შუქ­ნი­შა­ნი, რო­მე­ლიც ად­გენს სპე­ცი­ა­ლურ მაჩ­ვე­ნებ­ლებს იმის­თვის, რომ ჩვენ შე­ვა­ფა­სოთ რის­კე­ბი. დღეს ქვე­ყა­ნა კვლა­ვაც რჩე­ბა მწვა­ნე ზო­ნა­ში. ეს გა­მო­ით­ვლე­ბა 100 ათას მო­სახ­ლე­ზე ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით. ბოლო ორი კვი­რის ჯა­მუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, არის 7-ი 100 ათას მო­სახ­ლე­ზე. ათის ჩათ­ვლით ეს ით­ვლე­ბა რომ არის მწვა­ნე ზონა, იმ მო­დელ­ში, რო­მე­ლიც ჩვენ დღეს გვინ­და საბ­ჭოს გა­ვუ­ზი­ა­როთ, ყვი­თე­ლი ზონა არის 100 ათას მო­სახ­ლე­ზე 10-30 შემ­თხვე­ვამ­დე, 30 შემ­თხვე­ვის ზე­მოთ უკვე იგუ­ლის­ხმე­ბა წი­თე­ლი ზონა.

აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა რე­გი­ო­ნუ­ლი ანა­ლი­ზიც, ცალ­კე აჭა­რის ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სუ­რა­თის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა, მაგ­რამ შემ­თხვე­ვე­ბის ერ­თე­უ­ლი მა­ტე­ბა, თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე ათე­ულ შემ­თხვე­ვას­თან გვქონ­დეს საქ­მე, ჯერ კი­დევ არ არის გან­გა­შის სა­ფუძ­ვე­ლი. ამას სჭირ­დე­ბა ჩაღ­მა­ვე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზი, რა­საც ვა­კე­თებ­დით და შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და­ი­გეგ­მე­ბა ამის შე­სა­ბა­მი­სად“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის მო­საზ­რე­ბას იზი­ა­რებს ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი. მა­რი­ნა ენდლა­ძე AMBEBI.GE -სთან აცხა­დებს, რომ ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი კი­დევ მო­ი­მა­ტებს, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა გახ­დე­ბა სა­ჭი­რო.

"ვე­ლო­დით გარ­კვე­ულ­წი­ლად ასეთ სტა­ტის­ტი­კას. რამ გა­მო­იწ­ვია ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა - რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორ­მა: რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მო­იხ­სნა, ზა­ფხუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, მო­სახ­ლე­ო­ბა აქ­ტი­უ­რად და­დი­ო­და და­სას­ვე­ნებ­ლად, ყუ­რა­დღე­ბაც მო­ვა­დუ­ნეთ თით­ქოს და ა.შ. მე მა­ინც მგო­ნია, რომ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა არ გახ­დე­ბა სა­ჭი­რო, არც ქა­ლა­ქე­ბი ჩა­ი­კე­ტე­ბა, რად­გან ახლა რაც გვაქვს მო­ცე­მუ­ლო­ბა, ამას გა­უმკლავ­დე­ბა ჩვე­ნი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა", - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE -ს ენ­დე­ლა­ძემ.

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბი­სა და ქალ­ქე­ბის ჩა­კეტვის ნე­გა­ტი­ურ მხა­რე­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას და ამ­ბობს, რომ ეს მხო­ლოდ უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში უნდა მოხ­დეს.

"სტა­ტის­ტი­კა, რაც გვაქვს ბოლო პრი­ოდ­ში, არ იძ­ლე­ვა იმის თქმის სა­ფუძ­ველს, რომ რა­ი­მე სა­გან­გა­შო შემ­თხვე­ვას­თან გვაქვს საქ­მე. მაგ­რამ გა­საკ­ვი­რი არ იქ­ნე­ბა, თუ მი­ვი­ღეთ შემ­თხვე­ვე­ბის აღ­მავ­ლო­ბა. რად­გან ანა­ლო­გი­უ­რი სუ­რა­თი ჩვენ ვნა­ხეთ არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში. რო­დე­საც გაკ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ნარ­ჩუნ­დე­ბო­და სტა­ბი­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია და შემ­დეგ ისევ იფეთ­ქა ვირუს­მა. ასე მოხ­და ჩვენს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­შიც. თუნ­დაც რუ­სე­თის მა­გა­ლი­თი ავი­ღოთ. ამი­ტომ ასეთ სცე­ნარს შე­საძ­ლოა ჩვენ­თა­ნაც ვე­ლო­დოთ. ჩვენ არც გვქო­ნია იმის ილუ­ზია, რომ ნად­რე­ვად გვე­ზე­ი­მა კო­რო­ნა­ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბა. იმე­დია, ეს სტა­ტის­ტი­კა შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა და ამას გა­ვუკ­ლავ­დე­ბით. ბევ­რმა ქვე­ყა­ნამ და­ი­ნა­ხა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გავ­რცე­ლე­ბა იმა­ტებს, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბამ ბევ­რი ნე­გა­ტი­უ­რი ეფექ­ტი მო­ი­ტა­ნა. სა­ერ­თოდ, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხდე­ბა, ქა­ლა­ქე­ბის ჩა­კეტ­ვა არ არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ეფექ­ტი­ა­ნი. ჩვენ­მა შემ­თხვე­ვა­მაც გვაჩ­ვე­ნა, რომ რო­დე­საც გახ­სნი ჩა­კე­ტილ სივ­რცეს, იწყებს ვირუ­სი გავ­რცე­ლე­ბას. ჩა­კეტ­ვა არ ნიშ­ნავს, ვირუ­სის აღ­მო­ფხვრას, ესაა შე­ჩე­რე­ბა ვირუ­სის იმის­თვის, რომ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მამ გარ­კვე­უ­ლი დრო მო­ი­გოს ვირუს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად", - აცხა­დებს AMBEBI.GE -სთან მაია ბუ­წაშ­ვი­ლი.

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნა­სა და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბოლო პე­რი­ოდ­ში რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა. გარ­და იმი­სა, რომ სა­კა­რან­ტი­ნე ვადა 12 დღი­დან 8 დღემ­დე შემ­ცირ­დე­ბა.

რო­გორც ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, კა­რან­ტი­ნის ვა­დის 8 დღემ­დე შემ­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კა­რან­ტინ­სა ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყოფ პირს, სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცის და­ტო­ვე­ბი­დან მომ­დევ­ნო 72-72 სა­ათ­ში PCR ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა 2-ჯერ მო­უ­წევს.

მი­სი­ვე თქმით, სა­კა­რან­ტი­ნო რე­ჟი­მის 12-იდან 8 დღემ­დე შემ­ცი­რე­ბა, ოპ­ტი­მა­ლუ­რი მო­დე­ლია.

კა­რან­ტი­ნის ვა­დის შემ­ცი­რე­ბას და­დე­ბი­თად აფა­სებს ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი. იგი მი­იჩ­ნევს, რომ შემ­თხვე­ვე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმე­ტე­სო­ბა სწო­რედ 8 დღე­ში ვლინ­დე­ბა.

"სტა­ტის­ტი­კამ აჩ­ვე­ნა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნა ძი­რი­თა­დად მოხ­და ერთ კვი­რა­ში და მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი იყო ორი კვი­რის ვა­და­ში. ამი­ტომ ალ­ბათ აწონ-და­წო­ნეს ის ხარ­ჯი, რაც ორი კვი­რა ადა­მი­ა­ნის კა­რან­ტინ­ში შე­ნახ­ვა უჯ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს და მი­იჩ­ნი­ეს, რომ არ არის სა­ჭი­რო ამ­ხე­ლა ვადა", - აცხა­დებს ბუ­წაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კალვერა
22

ნეტა საიდან ვიცოდით მთელმა საქართველომ, რომ საარჩევნოდ წაგვლეკავდა კორონა და ისევ სეთური მოგვევლინებოდა მხსნელად?

ლევანი
15

ომის დროს მტერი ტყვიით მოგკლავს თუ ალყაში მოგაქცევს და შიმშილით ამოგხდის სულს,ორივე შემთხვევაში მისი გამარჯვებაა..ეკონომიკა თუ გაჩერდება ეს იგივე კორონას "გამარჯვება" იქნება ხალხზე..ამიტომ პროფესიონალიზმი არ არის ქვეყნის გაქვავება,პროფესიონალიზმი ხალხის ინტერესების დაცვაა ყველა მიმართულებით..აბა თუ ჩაკეტავ ყველას სახლში მაგას დიდი ტვინი არ ჭირდება.

ავტორი:

"ჩაკეტვა არ ნიშნავს, ვირუსის აღმოფხვრას" - კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მატულობს, გამოცხადდება თუ არა ისევ საგანგებო მდგომარეობა?

"ჩაკეტვა არ ნიშნავს, ვირუსის აღმოფხვრას" - კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მატულობს, გამოცხადდება თუ არა ისევ საგანგებო მდგომარეობა?

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები სულ უფრო იმატებს. უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ყოველდღიურად COVID-19 -ის ოცზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. 8 სექტემბერს კი ქვეყანაში დღე-ღამეში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა - 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა სრული რაოდენობა 1729 გახდა.

7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი კვლავ ონლაინ განახლდება და 1-ლ ოქტომბრამდე ასე გაგრძელდება. ასევე მკაცრდება დახურულ სივრცეებში, სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლი. 15 სექტემბრიდან კი ყველა უცხოელს, რომელიც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, მოუწევს PCR ტესტის პასუხის წარდგენა.

რეგიონების მიხედვით, ვირუსი ბოლო მონაცემებით, აჭარასა და გურიაში გააქტიურდა.

ისევ გამოცხადდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა საქართველოში, რას ამბობს კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა და როგორია სახელმწიფოს მზაობა ვირუსის მზარდ შემთხვევებთან გამკლავების თავასაზრისით - ამ კითხვებით AMBEBI.GE -მ სპეციალისტებს მიმართა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატება არ ნიშნავს სახიფათო გავრცელებას, ახალი ტალღის დაწყებას ან საგანგაშო სურათს.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, დღევანდელი მდგომარეობით, ამ ეპიდემიოლოგიურ სურათზე დაყრდნობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან შეზღუდვების დაწესების საფუძველი არ იკვეთება.

"შემთხვევების ოდენობა, ბოლო პერიოდში, გაიზარდა და როგორც იცით, მათი უმრავლესობა უკავშირდება ბათუმში საკონტიდრო "დონას“ კლასტერს და მასთან დაკავშირებულ კონტაქტებს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად არის ის სახიფათო გავრცელება და რამდენად ნიშნავს ეპიდემიოლოგიურად ახალი ტალღის დაწყებას ან საგანგაშო სურათს, მხოლოდ ერთჯერადი აბსოლუტური რიცხვების შეფასებით ამის თქმის საფუძველი, რა თქმა უნდა, არ გვაქვს. სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად დააკვირდება ეპიდემიოლოგიურ სურათს. ამასთან, ჩვენ დავამუშავეთ ე.წ კორონას შუქნიშანი, რომელიც ადგენს სპეციალურ მაჩვენებლებს იმისთვის, რომ ჩვენ შევაფასოთ რისკები. დღეს ქვეყანა კვლავაც რჩება მწვანე ზონაში. ეს გამოითვლება 100 ათას მოსახლეზე ინფექციის გავრცელების მაჩვენებლით. ბოლო ორი კვირის ჯამური მაჩვენებელი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არის 7-ი 100 ათას მოსახლეზე. ათის ჩათვლით ეს ითვლება რომ არის მწვანე ზონა, იმ მოდელში, რომელიც ჩვენ დღეს გვინდა საბჭოს გავუზიაროთ, ყვითელი ზონა არის 100 ათას მოსახლეზე 10-30 შემთხვევამდე, 30 შემთხვევის ზემოთ უკვე იგულისხმება წითელი ზონა.

აქ მნიშვნელოვანი იქნება რეგიონული ანალიზიც, ცალკე აჭარის ეპიდემიოლოგიური სურათის გაანალიზება, მაგრამ შემთხვევების ერთეული მატება, თუნდაც რამდენიმე ათეულ შემთხვევასთან გვქონდეს საქმე, ჯერ კიდევ არ არის განგაშის საფუძველი. ამას სჭირდება ჩაღმავებული ეპიდემიოლოგიური ანალიზი, რასაც ვაკეთებდით და შესაბამისი ღონისძიებები დაიგეგმება ამის შესაბამისად“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის მოსაზრებას იზიარებს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი. მარინა ენდლაძე AMBEBI.GE -სთან აცხადებს, რომ ვირუსის შემთხვევები კიდევ მოიმატებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გახდება საჭირო.

"ველოდით გარკვეულწილად ასეთ სტატისტიკას. რამ გამოიწვია ვირუსის შემთხვევების მატება - რამდენიმე ფაქტორმა: რეგულაციები მოიხსნა, ზაფხული პერიოდი იყო, მოსახლეობა აქტიურად დადიოდა დასასვენებლად, ყურადღებაც მოვადუნეთ თითქოს და ა.შ. მე მაინც მგონია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ გახდება საჭირო, არც ქალაქები ჩაიკეტება, რადგან ახლა რაც გვაქვს მოცემულობა, ამას გაუმკლავდება ჩვენი ჯანდაცვის სისტემა", - განუცხადა AMBEBI.GE -ს ენდელაძემ.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და ქალქების ჩაკეტვის ნეგატიურ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს.

"სტატისტიკა, რაც გვაქვს ბოლო პრიოდში, არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ რაიმე საგანგაშო შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მაგრამ გასაკვირი არ იქნება, თუ მივიღეთ შემთხვევების აღმავლობა. რადგან ანალოგიური სურათი ჩვენ ვნახეთ არაერთ ქვეყანაში. როდესაც გაკვეული პერიოდი ნარჩუნდებოდა სტაბილური სიტუაცია და შემდეგ ისევ იფეთქა ვირუსმა. ასე მოხდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც. თუნდაც რუსეთის მაგალითი ავიღოთ. ამიტომ ასეთ სცენარს შესაძლოა ჩვენთანაც ველოდოთ. ჩვენ არც გვქონია იმის ილუზია, რომ ნადრევად გვეზეიმა კორონავირუსის დამარცხება. იმედია, ეს სტატისტიკა შენარჩუნდება და ამას გავუკლავდებით. ბევრმა ქვეყანამ დაინახა, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელება იმატებს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ ბევრი ნეგატიური ეფექტი მოიტანა. საერთოდ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხდება, ქალაქების ჩაკეტვა არ არის განსაკუთრებულად ეფექტიანი. ჩვენმა შემთხვევამაც გვაჩვენა, რომ როდესაც გახსნი ჩაკეტილ სივრცეს, იწყებს ვირუსი გავრცელებას. ჩაკეტვა არ ნიშნავს, ვირუსის აღმოფხვრას, ესაა შეჩერება ვირუსის იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემამ გარკვეული დრო მოიგოს ვირუსთან საბრძოლველად", - აცხადებს AMBEBI.GE -სთან მაია ბუწაშვილი.

ინფექციონისტები აცხადებენ, რომ კორონავირუსის გამოვლენასა და მიმდინარეობის თავისებურებებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ შეინიშნება. გარდა იმისა, რომ საკარანტინე ვადა 12 დღიდან 8 დღემდე შემცირდება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განაცხადა, კარანტინის ვადის 8 დღემდე შემცირების შემთხვევაში, კარანტინსა ან თვითიზოლაციაში მყოფ პირს, საკარანტინე სივრცის დატოვებიდან მომდევნო 72-72 საათში PCR ტესტის ჩატარება 2-ჯერ მოუწევს.

მისივე თქმით, საკარანტინო რეჟიმის 12-იდან 8 დღემდე შემცირება, ოპტიმალური მოდელია.

კარანტინის ვადის შემცირებას დადებითად აფასებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი. იგი მიიჩნევს, რომ შემთხვევების აბსოლუტური უმეტესობა სწორედ 8 დღეში ვლინდება.

"სტატისტიკამ აჩვენა, რომ კორონავირუსის გამოვლენა ძირითადად მოხდა ერთ კვირაში და მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო ორი კვირის ვადაში. ამიტომ ალბათ აწონ-დაწონეს ის ხარჯი, რაც ორი კვირა ადამიანის კარანტინში შენახვა უჯდება სახელმწიფოს და მიიჩნიეს, რომ არ არის საჭირო ამხელა ვადა", - აცხადებს ბუწაშვილი.

რუხის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 65 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 9 თვის ბავშვია

"ვისაც უნდა მოდის ეკლესიაში, ვინც ერიდება, არ ვსჯით" - მეუფე ნიკოლოზი

"რეანიმაციაში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი მკურნალობს... ე.წ. „დონას“ კლასტერი შეჩერდა" - ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო