პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი გახარიას განცხადებით, დახურულ სივრცეებში, სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლი გამკაცრდება
გიორგი გახარიას განცხადებით, დახურულ სივრცეებში, სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლი გამკაცრდება

რო­გორც მან უწყე­ბა­თა­შო­რის საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, მო­თხოვ­ნე­ბი, თუმ­ცა, შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი, შე­ე­ხე­ბა ღია სივ­რცე­ში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­საც.

"აუ­ცი­ლე­ბე­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი და სა­რი­ტუ­ა­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის კონ­ტრო­ლის კი­დევ უფრო გამ­კაც­რე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით და­ხუ­რულ სივ­რცე­ში. ამის აშ­კა­რა მა­გა­ლი­თი გვა­ნა­ხა აჭა­რის რე­გი­ონ­მა, სა­დაც ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ძა­ლი­ან დიდი ქორ­წი­ლე­ბი ჩა­ტარ­და და იქ იყო რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, როცა მსგავ­სი სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გახ­და გა­და­ცე­მის წყა­რო. ამი­ტომ და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის კონ­ტრო­ლი უკი­დუ­რი­სედ გამ­კაცრ­დე­ბა, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით. ეს არ ეხე­ბა ღია სივ­რცეს, ღია სივ­რცე­ში და­მა­ტე­ბი­თი მო­თხოვ­ნე­ბი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ეს იქ­ნე­ბა შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი მო­თხოვ­ნე­ბი.

მინ­და ყვე­ლა და­ვა­წყნა­რო, რომ სი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლს სრუ­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გავ­ხსე­ნით ეკო­ნო­მი­კა, სწავ­ლა იწყე­ბა, და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გაგ­ვეზ­რდე­ბა, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის არა­ნა­ი­რი რის­კი არ იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

ავტორი:

გიორგი გახარიას განცხადებით, დახურულ სივრცეებში, სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლი გამკაცრდება

გიორგი გახარიას განცხადებით, დახურულ სივრცეებში, სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლი გამკაცრდება

როგორც მან უწყებათაშორის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მოთხოვნები, თუმცა, შედარებით მსუბუქი, შეეხება ღია სივრცეში გამართულ ღონისძიებებსაც.

"აუცილებელია სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრება. განსაკუთრებით დახურულ სივრცეში. ამის აშკარა მაგალითი გვანახა აჭარის რეგიონმა, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში, ძალიან დიდი ქორწილები ჩატარდა და იქ იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მსგავსი სოციალური ღონისძიებები გახდა გადაცემის წყარო. ამიტომ დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი უკიდურისედ გამკაცრდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არ ეხება ღია სივრცეს, ღია სივრცეში დამატებითი მოთხოვნები იქნება, მაგრამ ეს იქნება შედარებით მსუბუქი მოთხოვნები.

მინდა ყველა დავაწყნარო, რომ სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება, და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი მიმართულებით გავხსენით ეკონომიკა, სწავლა იწყება, და მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა გაგვეზრდება, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის არანაირი რისკი არ იქნება", - განაცხადა გახარიამ.

ნინო ბურჯანაძე:  "გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდეს"

თუ სტაციონარში მკურნალობის აუცილებლობა არ იქნება, პაციენტს საკარანტინო სივრცეში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უმკურნალებენ - ეკატერინე ტიკარაძე

"ნაციონალური მოძრაობამ" და გაერთიანებამ "ძალა ერთობაშია“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი წარადგინეს