მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს პრემიერი კარანტინის დღეების შემცირებაზე
რას ამბობს პრემიერი კარანტინის დღეების შემცირებაზე

თუ კა­რან­ტი­ნის პე­რი­ო­დის შემ­ცი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არის ისე, რომ არ და­ზი­ან­დეს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა, ეს უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სი გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­აა და მას ცალ­კე აღე­ბუ­ლი ვერც ერთი ქვე­ყა­ნა ვერ და­ა­მარ­ცხებს.

“ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ და ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­მა საბ­ჭოს ბოლო სხდო­მა­ზე მი­ი­ღეს და­ვა­ლე­ბა, შე­მოგ­ვთა­ვა­ზონ კა­რან­ტი­ნის მე­ნე­ჯმენ­ტის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი. ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გად გვეს­მის, რომ თუ სხვებ­თან შე­და­რე­ბით ეპი­დე­მი­ის გამ­კვლა­ვე­ბის თვალ­საზ­რი­სით ბევ­რად უკე­თეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ, მა­შინ კა­რან­ტი­ნის პე­რი­ო­დის შემ­ცი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა თუ არის ისე, რომ არ და­ზი­ან­დეს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა, ეს უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ამი­ტომ მათ ეს და­ვა­ლე­ბა მი­ი­ღეს და შემ­დეგ სხდო­მა­ზე მო­ვის­მენთ, რა შე­დე­გე­ბი აქვს იმ კვლე­ვას, რო­მე­ლიც უნდა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. მი­ზა­ნი არის მარ­ტი­ვი, ყვე­ლა­ნი ვთან­ხმდე­ბით, რომ ნელ-ნელა, ფრთხი­ლად, სა­ზღვრე­ბი უნდა გავ­ხსნათ, ნელ-ნელა ეკო­ნო­მი­კა უნდა ამოძ­რავ­დეს. ვე­რა­ვინ, ვერც ერთი ქვე­ყა­ნა ცალ­კე აღე­ბუ­ლი ვირუსს ვერ და­ა­მარ­ცხებს, ეს გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­აა. ჩვენ, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, რაც უნდა გა­ვა­კე­თოთ ვირუ­სის მარ­თვა უნდა ვის­წავ­ლოთ. არ უნდა შეგ­ვე­შინ­დეს, თუ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა იქ­ნე­ბა 20-30-40-ით, თუ ჩვენ ვი­ცით წყა­რო, ვი­ცით რო­გორ ვუმ­კურ­ნა­ლოთ და ვმარ­თავთ ამ პრო­ცესს, რა თქმა უნდა, და­მა­ტე­ბი­თი შე­ზღუდ­ვე­ბი ეკო­ნო­მი­კის­თვის და ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის არ უნდა შე­მო­ვი­ღოთ, მით უმე­ტეს, რო­დე­საც სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რას ამბობს პრემიერი კარანტინის დღეების შემცირებაზე

რას ამბობს პრემიერი კარანტინის დღეების შემცირებაზე

თუ კარანტინის პერიოდის შემცირების შესაძლებლობა არის ისე, რომ არ დაზიანდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ეს უნდა გამოვიყენოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსი გლობალური პანდემიაა და მას ცალკე აღებული ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაამარცხებს.

“ჯანდაცვის სამინისტრომ და ეპიდემიოლოგებმა საბჭოს ბოლო სხდომაზე მიიღეს დავალება, შემოგვთავაზონ კარანტინის მენეჯმენტის რამდენიმე ვარიანტი. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ თუ სხვებთან შედარებით ეპიდემიის გამკვლავების თვალსაზრისით ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ, მაშინ კარანტინის პერიოდის შემცირების შესაძლებლობა თუ არის ისე, რომ არ დაზიანდეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ეს უნდა გამოვიყენოთ. ამიტომ მათ ეს დავალება მიიღეს და შემდეგ სხდომაზე მოვისმენთ, რა შედეგები აქვს იმ კვლევას, რომელიც უნდა ჩაეტარებინათ. მიზანი არის მარტივი, ყველანი ვთანხმდებით, რომ ნელ-ნელა, ფრთხილად, საზღვრები უნდა გავხსნათ, ნელ-ნელა ეკონომიკა უნდა ამოძრავდეს. ვერავინ, ვერც ერთი ქვეყანა ცალკე აღებული ვირუსს ვერ დაამარცხებს, ეს გლობალური პანდემიაა. ჩვენ, ყველაზე მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ ვირუსის მართვა უნდა ვისწავლოთ. არ უნდა შეგვეშინდეს, თუ ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა იქნება 20-30-40-ით, თუ ჩვენ ვიცით წყარო, ვიცით როგორ ვუმკურნალოთ და ვმართავთ ამ პროცესს, რა თქმა უნდა, დამატებითი შეზღუდვები ეკონომიკისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის არ უნდა შემოვიღოთ, მით უმეტეს, როდესაც საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ჭორაობის მაგივრად, ინფორმაცია შესაბამის ორგანოებში მიიტანოს, ინსტრუქცია გადაეცით" - რა პასუხობს გახარია ვაშაძის განცხადებას, პირადი ცხოვრების კადრებზე

გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ კითხვაზე - "მობრძანდეს"

"ძალიან ვისურვებდი, რომ ვერა ქობალია დავაბრუნოთ საქართველოში" - სააკაშვილი ექს-მინისტრის წარმატებების შესახებ წერს