პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატრიოტთა ალიანსის" ნაჩუქარი ხატი აფხაზებმა ენგურთან დატოვეს - "სახლებიც დაგებრუნებინათ ქართველებისთვის, სადაც მშვენივრად ცხოვრობთ"
"პატრიოტთა ალიანსის" ნაჩუქარი ხატი აფხაზებმა ენგურთან დატოვეს - "სახლებიც დაგებრუნებინათ ქართველებისთვის, სადაც მშვენივრად ცხოვრობთ"

ღვთის­მშობ­ლის ხატი, რო­მე­ლიც "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" წევ­რებ­მა რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში მდე­ბა­რე ილო­რის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარს აჩუ­ქეს, აფხა­ზებ­მა მდი­ნა­რე ენ­გურ­ზე მდე­ბა­რე სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან და­ტო­ვეს.

ამ ფაქ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი ე.წ. ვე­ტე­რან­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მომ­ხრე­ებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლეს. კად­რებ­ში ჩანს, თუ რო­გორ გა­მო­აქვთ ტაძ­რი­დან ხატი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია "არუა­ას" წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც ბოლო დღე­ე­ბია და­უ­ღა­ლა­ვად აკ­რი­ტი­კე­ბენ ე.წ. ად­გი­ლობ­რივ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, ქარ­თულ მხა­რეს­თან სა­ი­დუმ­ლო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სა და მათი ვი­ზი­ტის გამო.

ცნო­ბის­თვის, ილო­რის ტა­ძა­რი წლე­ბის წინ რუს­მა რეს­ტავ­რა­ტო­რებ­მა თეთ­რად გა­და­ღე­ბეს და ე.წ. ხახ­ვის­თა­ვა გუმ­ბა­თი და­ად­გეს. 2013 წელს, მა­შინ­დელ­მა ე.წ. პრე­ზი­დენ­ტმა ალექ­სან­დრე ან­ქვაბ­მა ტაძ­რის­თვის სას­წრა­ფოდ ძვე­ლი იერ­სა­ხის დაბ­რუ­ნე­ბის ბრძა­ნე­ბა გას­ცა, თუმ­ცა, დღემ­დე არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. თა­ვის დრო­ზე, ამ ფაქტს აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც ხმა­უ­რი მოჰ­ყვა, თუმ­ცა დრო­ე­ბით. ახლა კი, ამ ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, ეს თე­მაც ხე­ლახ­ლა წა­მო­ი­წია.

აფხა­ზეთ­ში ხა­ტის ჩაბ­რძა­ნე­ბამ ე.წ. ხელ­მძღა­ნე­ლო­ბა­შიც გა­მო­იწ­ვია და­ძა­ბუ­ლო­ბა. სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვის­თვის, ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი, ლაშა სა­კა­ნია გა­დად­გა, თუმ­ცა ამან არ უშ­ვე­ლა - ლა­მის "სამ­შობ­ლოს ღა­ლატ­ში" და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბამ­დე, 26 აგ­ვის­ტოს ას­ლან ბჟა­ნი­ას მრჩე­ველ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის სტუმ­რო­ბა იყო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი აქ­ცია ილო­რის ეკ­ლე­სი­ის­თვის ხა­ტის გა­და­ცე­მის მიზ­ნით, რომ­ლის სა­ფუძ­ვე­ლიც მოს­კო­ვი­დან წა­მო­სუ­ლი თხოვ­ნა გახ­და.

ილო­რის ტაძ­რი­დან ხა­ტის გა­მობ­რძა­ნე­ბას აფხა­ზეთ­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მოჰ­ყვა. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­თა ნა­წი­ლი (რომ­ლე­ბიც აზ­რებს Абхаз Авто-ს "ფე­სი­ბუქ გვერ­დზე" ცვლი­ან) მი­იჩ­ნევს, რომ ხა­ტის დაბ­რუ­ნე­ბა სწო­რი საქ­ცი­ე­ლია, რად­გან ქარ­თვე­ლე­ბის­გან არა­ნა­ი­რი სა­ჩუქ­რის აღე­ბა არ ღირს, "ვიდ­რე აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას არ აღი­ა­რე­ბენ". თუმ­ცა, არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც მი­იჩ­ნევს, რომ ეკ­ლე­სი­ა­ში პო­ლი­ტი­კა არ არ­სე­ბობს. მათი თქმით, ხა­ტის დაბ­რუ­ნე­ბა სრუ­ლი­ად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი, ვე­ლუ­რი საქ­ცი­ე­ლია.

"სა­ეჭ­ვო და­ფი­ნან­სე­ბის მქო­ნე ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის სა­ი­დუმ­ლო ვო­ი­ა­ჟი, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა­ში და­ძა­ბუ­ლო­ბა და და­პი­რის­პი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია, გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია, თუმ­ცა ხა­ტის დაბ­რუ­ნე­ბა ბევ­რად და­ა­ზა­რა­ლებს აფხა­ზეთს, ვიდ­რე მათი აფხა­ზეთ­ში ჩა­მოს­ვლა. ამ ფაქტს ფარ­თო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა და ჩვე­ნი საქ­ცი­ე­ლი არ იქ­ნე­ბა კარ­გი კუ­თხით წარ­მო­ჩე­ნი­ლი - ეს იქ­ნე­ბა აღ­ქმუ­ლი, რო­გორც ვიწ­რო ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რე­ლი­გი­ის მი­მართ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

შეგ­ვეძ­ლო, ხატი დაგ­ვებ­რძა­ნე­ბი­ნა სად­მე და­ცულ ად­გი­ლას და ყვე­ლა­ფე­რი ამით დას­რულ­დე­ბო­და. ახლა კი, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი, რუ­სე­თი­დან, სა­ქარ­თვე­ლო­დან, სომ­ხე­თი­დან გა­ი­გებს ამ ამ­ბის შე­სა­ხებ და შე­დე­გად მი­ვი­ღებთ იმას, რომ მსოფ­ლიო აღგ­ვიქ­ვამს არაქ­რის­ტი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბად", - წერს ას­ტა­მურ კა­კა­ლია.

"რა­ტომ წარ­მო­ა­ჩენთ ისე, თით­ქოს ეს იყოს ნამ­დვი­ლი ხატი, რო­მელ­საც მად­ლი ახ­ლავს თან და მისი დაბ­რუ­ნე­ბა ცოდ­ვაა. პი­რი­ქით, მისი და­ტო­ვე­ბა იქ­ნე­ბო­და ცოდ­ვა და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ვე­თან­ხმე­ბი, რად­გან მტრის­გან მი­ღე­ბუ­ლი არა­ფე­რი მინ­და", - წერს რიმა ხა­შ­ბა, რო­მელ­საც იქვე გას­ცეს პა­სუ­ხი.

"უნდა და­ებ­რუ­ბი­ნათ აბა რა, რა­ნა­ი­რი ცოდ­ვა ეს არის?! უბ­რა­ლოდ აქვე ერთ რა­მეს შე­გახ­სე­ნებთ, რო­დე­საც ხატი და­უბ­რუ­ნეთ ქარ­თვე­ლებს, იქვე სახ­ლე­ბიც და­გებ­რუ­ნე­ბი­ნათ, რომ­ლებ­შიც დღემ­დე მშვე­ნივ­რად ცხოვ­რობთ, ის ლო­გი­ნე­ბიც და­გებ­რუ­ნე­ბი­ნათ, რომ­ლებ­შიც გძი­ნავთ, მაგ­რამ არა, ეს არ მი­გაჩ­ნი­ათ ცოდ­ვად და სა­ერ­თო­დაც, სუ­ლაც არ გიშ­ლით ხელს ჭეშ­მა­რიტ ქრის­ტი­ა­ნებს", - წერს ეკა­ტე­რი­ნე ლა­სუ­რია ხიშ­ბას პა­სუ­ხად.

"ჩვენ ყო­ველ­თვის ასე­თე­ბი ვი­ყა­ვით, თუ ამ ბო­ლოს გავ­ხდით?! რა შუ­ა­შია ქარ­თვე­ლე­ბი, ხა­ტია, ვისი ნა­ჩუ­ქა­რიც არ უნდა იყოს. ღმერ­თო, გვა­პა­ტიე ეს ცოდ­ვა", - წერს ლარა ხუ­ფო­რია.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას შემ­დეგ, რაც ინ­ტერ­ნეტ­ში ხა­ტის ტაძ­რი­დან გა­მობ­რძა­ნე­ბის კად­რე­ბი გავ­რცელ­და, ოჩამ­ჩი­რე­ში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა და ეს გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტა.

მკითხველის კომენტარები / 72 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გამოაქვეყნეთ, გთხოვთ...
156

ინაშვილის შერიგებული არ გაიშვას. რა მადლით და რწმენითაც დააწერინეს და ჩაიტანეს ეგ ხატი ისეთივე შედეგი მოყვა.რაში ჭირდებათ აბხაზებს ინაშვილი?! რუსებთან ისედაც მაგაზე უკეთესი ურთიერთობა აქვთ და საქართველოში და მითუმეტეს დასავლეთში ინაშვილი სასაცილო არარაობაა. აბხაზებს ჩვენი რამე თუ მოწონთ და სამომავლოდ შერიგების მიზეზი თუ გახდება ისევ ჩვენი დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე წარმატებებია და მაგის მტერია ინაშვილი. შესაბამისად ქართველებისაც და აბხაზებისაც. და ეს პაკაზუხობა კიდე სწორედაც რო არის რწმენის შეურაწყოფა, რასაც ეს ვითომ პატრიოტები ჩადიან. რაც მოხდა ეგეც სწორედაც რომ უფლის და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ნებით მოხდა თორე ნუთუ ვინმეს სწამს და ამავე დროს ფიქრობს რომ სხვაგვარად შეიძლება მომხდარიყო.

ლიკა
148

მასხარა ინაშვილს ხატის ჯავრი ქონდა რაა. მილიონები გამოიტანა ალბათ!

ავტორი:

"პატრიოტთა ალიანსის" ნაჩუქარი ხატი აფხაზებმა ენგურთან დატოვეს - "სახლებიც დაგებრუნებინათ ქართველებისთვის, სადაც მშვენივრად ცხოვრობთ"

"პატრიოტთა ალიანსის" ნაჩუქარი ხატი აფხაზებმა ენგურთან დატოვეს - "სახლებიც დაგებრუნებინათ ქართველებისთვის, სადაც მშვენივრად ცხოვრობთ"

ღვთისმშობლის ხატი, რომელიც "პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს აჩუქეს, აფხაზებმა მდინარე ენგურზე მდებარე საოკუპაციო ხაზთან დატოვეს.

ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები ე.წ. ვეტერანთა ორგანიზაციის მომხრეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. კადრებში ჩანს, თუ როგორ გამოაქვთ ტაძრიდან ხატი ოპოზიციური პარტია "არუაას" წარმომადგენლებს, რომლებიც ბოლო დღეებია დაუღალავად აკრიტიკებენ ე.წ. ადგილობრივ ხელმძღვანელობას, ქართულ მხარესთან საიდუმლო მოლაპარაკებებისა და მათი ვიზიტის გამო.

ცნობისთვის, ილორის ტაძარი წლების წინ რუსმა რესტავრატორებმა თეთრად გადაღებეს და ე.წ. ხახვისთავა გუმბათი დაადგეს. 2013 წელს, მაშინდელმა ე.წ. პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა ტაძრისთვის სასწრაფოდ ძველი იერსახის დაბრუნების ბრძანება გასცა, თუმცა, დღემდე არაფერი შეცვლილა. თავის დროზე, ამ ფაქტს აფხაზურ საზოგადოებაშიც ხმაური მოჰყვა, თუმცა დროებით. ახლა კი, ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, ეს თემაც ხელახლა წამოიწია.

აფხაზეთში ხატის ჩაბრძანებამ ე.წ. ხელმძღანელობაშიც გამოიწვია დაძაბულობა. სიტუაციის განმუხტვისთვის, ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველი, ლაშა საკანია გადადგა, თუმცა ამან არ უშველა - ლამის "სამშობლოს ღალატში" დაადანაშაულეს. თანამდებობის დატოვებამდე, 26 აგვისტოს ასლან ბჟანიას მრჩეველმა განაცხადა, რომ ქართველი პოლიტიკოსების სტუმრობა იყო ჰუმანიტარული აქცია ილორის ეკლესიისთვის ხატის გადაცემის მიზნით, რომლის საფუძველიც მოსკოვიდან წამოსული თხოვნა გახდა.

ილორის ტაძრიდან ხატის გამობრძანებას აფხაზეთში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილი (რომლებიც აზრებს Абхаз Авто-ს "ფესიბუქ გვერდზე" ცვლიან) მიიჩნევს, რომ ხატის დაბრუნება სწორი საქციელია, რადგან ქართველებისგან არანაირი საჩუქრის აღება არ ღირს, "ვიდრე აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ". თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ ეკლესიაში პოლიტიკა არ არსებობს. მათი თქმით, ხატის დაბრუნება სრულიად გაუმართლებელი, ველური საქციელია.

"საეჭვო დაფინანსების მქონე ქართველი პოლიტიკოსების საიდუმლო ვოიაჟი, რომელმაც ქვეყანაში დაძაბულობა და დაპირისპირება გამოიწვია, გაუმართლებელია, თუმცა ხატის დაბრუნება ბევრად დააზარალებს აფხაზეთს, ვიდრე მათი აფხაზეთში ჩამოსვლა. ამ ფაქტს ფართო გამოხმაურება მოჰყვება და ჩვენი საქციელი არ იქნება კარგი კუთხით წარმოჩენილი - ეს იქნება აღქმული, როგორც ვიწრო ნაციონალიზმი და ქრისტიანული რელიგიის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება.

შეგვეძლო, ხატი დაგვებრძანებინა სადმე დაცულ ადგილას და ყველაფერი ამით დასრულდებოდა. ახლა კი, ათასობით ადამიანი, რუსეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან გაიგებს ამ ამბის შესახებ და შედეგად მივიღებთ იმას, რომ მსოფლიო აღგვიქვამს არაქრისტიან ნაციონალებად", - წერს ასტამურ კაკალია.

"რატომ წარმოაჩენთ ისე, თითქოს ეს იყოს ნამდვილი ხატი, რომელსაც მადლი ახლავს თან და მისი დაბრუნება ცოდვაა. პირიქით, მისი დატოვება იქნებოდა ცოდვა და არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები, რადგან მტრისგან მიღებული არაფერი მინდა", - წერს რიმა ხაშბა, რომელსაც იქვე გასცეს პასუხი.

"უნდა დაებრუბინათ აბა რა, რანაირი ცოდვა ეს არის?! უბრალოდ აქვე ერთ რამეს შეგახსენებთ, როდესაც ხატი დაუბრუნეთ ქართველებს, იქვე სახლებიც დაგებრუნებინათ, რომლებშიც დღემდე მშვენივრად ცხოვრობთ, ის ლოგინებიც დაგებრუნებინათ, რომლებშიც გძინავთ, მაგრამ არა, ეს არ მიგაჩნიათ ცოდვად და საერთოდაც, სულაც არ გიშლით ხელს ჭეშმარიტ ქრისტიანებს", - წერს ეკატერინე ლასურია ხიშბას პასუხად.

"ჩვენ ყოველთვის ასეთები ვიყავით, თუ ამ ბოლოს გავხდით?! რა შუაშია ქართველები, ხატია, ვისი ნაჩუქარიც არ უნდა იყოს. ღმერთო, გვაპატიე ეს ცოდვა", - წერს ლარა ხუფორია.

არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ინტერნეტში ხატის ტაძრიდან გამობრძანების კადრები გავრცელდა, ოჩამჩირეში რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა და ეს გადაწვეტილება გააპროტესტა.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

"პრეზიდენტად 500 კაცს არ ავურჩევივარ, მუშაობას მომავალ არჩევნებამდე გავაგრძელებ" - ანატოლი ბიბილოვი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

​ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა