სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაგვიდონ 19-დან 22 ივლისამდე პერიოდში სატელიტის სურათები" - მიხეილ რამიშვილი
"დაგვიდონ 19-დან 22 ივლისამდე პერიოდში სატელიტის სურათები" - მიხეილ რამიშვილი

23 წლის გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მწყემ­სე­ბის ჩვე­ნე­ბებ­ში ცდო­მი­ლე­ბე­ბია.

ის უწყე­ბის­გან ითხოვს, 19-დან 22 ივ­ლი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში სა­ტე­ლი­ტით გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს.

ამას­თან, რო­გორც რა­მიშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს გა­ნუ­ცხა­და“, არ­სე­ბობს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კლა­სე­ლე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც უარ­ყო­ფენ იმ ფაქტს, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს სკო­ლის ასაკ­ში სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა ჰქონ­და.

„ვი­თომ თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა, რომ ჰქონ­და თა­მარს სკო­ლის ასაკ­ში, ეს არის სიც­რუე, არა­ნა­ირ თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. ამას რომ ამ­ტკი­ცებს მისი მე­გო­ბა­რი, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს. მისი კლა­სე­ლე­ბი უარ­ყო­ფენ ამ­დაგ­ვარ ფაქტს. არი­ან მწყემ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, რომ ად­გი­ლი, სა­დაც ავ­ტო­მო­ბი­ლია აღ­მო­ჩე­ნი­ლი, ლა­მის ჩერ­ნო­ბი­ლად აქ­ცი­ონ. ის, რომ, თით­ქოს არ და­დი­ან იქ და სა­ძოვ­რად არ იყე­ნე­ბენ, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს და ცდო­მი­ლე­ბე­ბი და ცვლი­ლე­ბე­ბია მათ ჩვე­ნე­ბებ­ში, ორ მწყემსს ერთი და­ე­მა­ტა და ერთ ხმა­ში მღე­რი­ან არ გა­დაგ­ვყავს სა­ძო­ვარ­ზეო და მე მაქვს კად­რე­ბი გა­და­ღე­ბუ­ლი, სა­დღაც ერთი თვის შემ­დეგ, 12-13 აგ­ვის­ტოს კად­რე­ბია, სა­დაც ნა­ხი­რი ჩანს“, - აცხა­დებს რა­მიშ­ვი­ლი.

რა­მიშ­ვი­ლის თქმით, უნ­დობ­ლო­ბას იწ­ვევს ასე­ვე ქი­მი­ურ-ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნაც.

„ამ­დე­ნი ხანი სა­ტე­ლი­ტი­დან სუ­რა­თებს ვი­თხოვთ, დაგ­ვი­დონ 19-დან 22 ივ­ლი­სამ­დე სუ­რა­თე­ბი. ერთი რამ მა­ინ­ტე­რე­სებს, რა სა­ჭი­როა ამ­დე­ნი აბე­ბის სინ­თე­ზის გა­კე­თე­ბა, როცა ერთი პრე­პა­რა­ტით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი იგი­ვე შე­დე­გის მი­ღე­ბა? იცით, რო­გო­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და მცოდ­ნე სჭირ­დე­ბო­და ამას, რომ ეს სინ­თე­ზი შე­ედ­გი­ნა? როცა სიკ­ვდილს აპი­რებს ადა­მი­ა­ნი, ქუ­ჩა­ში კო­რო­ნა­ვირუსს არ ემა­ლე­ბა და გა­სახ­დომ ჩაის არ ყი­დუ­ლობს. თქვენ გი­ნა­ხავთ რო­მე­ლი­მე საქ­მე ბოლო პე­რი­ოდ­ში ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი? მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის, მა­მა­ლა­ძის, ხო­რა­ვას საქ­მე - სად გი­ნა­ხავთ“, - აცხა­დებს რა­მიშ­ვი­ლი.

კი­თხვა­ზე - ხომ არ ფიქ­რობს, რომ ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გე­ბი გა­ყალ­ბე­ბუ­ლია, რა­მიშ­ვი­ლი აცხა­დებს -„რო­მე­ლი არ არის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი? მი­თხა­რით“.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

გუ­შინ, გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ბო­ლოო ქი­მი­ურ-ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, რომ­ლის თა­ნახ­მად, გარ­დაც­ვლი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სხე­უ­ლი­დან აღე­ბულ ბი­ო­ლო­გი­ურ ობი­ექ­ტებ­ში: კუჭი, ღვიძ­ლი, ნაღ­ვლის ბუშ­ტი, ნაწ­ლა­ვი, თირკმე­ლი, კუნ­თი - აღ­მოჩ­ნდა წნე­ვის, ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი და სა­ძი­ლე პრე­პა­რა­ტე­ბის შემ­ცვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, ამა­ვე დას­კვნით, გარ­დაც­ვლი­ლის ორ­გა­ნიზ­მში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ოდე­ნო­ბა ასე­უ­ლე­ბით აღე­მა­ტე­ბა დად­გე­ნილ მი­ნი­მა­ლურ ლე­ტა­ლურ ოდე­ნო­ბას. ამავდრო­უ­ლად, აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ერ­თდრო­უ­ლად მი­ღე­ბი­სას აძ­ლი­ე­რე­ბენ ერ­თმა­ნე­თის მოქ­მე­დე­ბას ორ­გა­ნიზ­მზე.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეზი
0

აჰა ამ ნაგავმა ნახა მიზეზი ფულის საკეთებლად.

dato
119

შენ უკვე დაგიდეს ყველაფერი და დაგადეს კიდეც, როგორც გეკუთვნოდა! წადი, რა გვარამიასთან დაიწყე მუშაობა, შენი ტვინის და ნამუსის პატრონი მის სანეხვეში უნდა ფუთფუთებდე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"დაგვიდონ 19-დან 22 ივლისამდე პერიოდში სატელიტის სურათები" - მიხეილ რამიშვილი

"დაგვიდონ 19-დან 22 ივლისამდე პერიოდში სატელიტის სურათები" - მიხეილ რამიშვილი

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მწყემსების ჩვენებებში ცდომილებებია.

ის უწყებისგან ითხოვს, 19-დან 22 ივლისამდე პერიოდში სატელიტით გადაღებულ ფოტოებს.

ამასთან, როგორც რამიშვილმა „ინტერპრესნიუსს განუცხადა“, არსებობს თამარ ბაჩალიაშვილის კლასელების ჩვენებები, რომლებიც უარყოფენ იმ ფაქტს, რომ თამარ ბაჩალიაშვილს სკოლის ასაკში სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

„ვითომ თვითმკვლელობის მცდელობა, რომ ჰქონდა თამარს სკოლის ასაკში, ეს არის სიცრუე, არანაირ თვითმკვლელობის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. ამას რომ ამტკიცებს მისი მეგობარი, არ შეესაბამება სინამდვილეს. მისი კლასელები უარყოფენ ამდაგვარ ფაქტს. არიან მწყემსები, რომლებიც ცდილობენ, რომ ადგილი, სადაც ავტომობილია აღმოჩენილი, ლამის ჩერნობილად აქციონ. ის, რომ, თითქოს არ დადიან იქ და საძოვრად არ იყენებენ, არ შეესაბამება სინამდვილეს და ცდომილებები და ცვლილებებია მათ ჩვენებებში, ორ მწყემსს ერთი დაემატა და ერთ ხმაში მღერიან არ გადაგვყავს საძოვარზეო და მე მაქვს კადრები გადაღებული, სადღაც ერთი თვის შემდეგ, 12-13 აგვისტოს კადრებია, სადაც ნახირი ჩანს“, - აცხადებს რამიშვილი.

რამიშვილის თქმით, უნდობლობას იწვევს ასევე ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც.

„ამდენი ხანი სატელიტიდან სურათებს ვითხოვთ, დაგვიდონ 19-დან 22 ივლისამდე სურათები. ერთი რამ მაინტერესებს, რა საჭიროა ამდენი აბების სინთეზის გაკეთება, როცა ერთი პრეპარატით არის შესაძლებელი იგივე შედეგის მიღება? იცით, როგორი პროფესიონალი და მცოდნე სჭირდებოდა ამას, რომ ეს სინთეზი შეედგინა? როცა სიკვდილს აპირებს ადამიანი, ქუჩაში კორონავირუსს არ ემალება და გასახდომ ჩაის არ ყიდულობს. თქვენ გინახავთ რომელიმე საქმე ბოლო პერიოდში ობიექტურად გამოძიებული? მაჩალიკაშვილის, მამალაძის, ხორავას საქმე - სად გინახავთ“, - აცხადებს რამიშვილი.

კითხვაზე - ხომ არ ფიქრობს, რომ ექსპერტიზის შედეგები გაყალბებულია, რამიშვილი აცხადებს -„რომელი არ არის გაყალბებული? მითხარით“.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

გუშინ, გენერალურმა პროკურატურამ საბოლოო ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის თანახმად, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში: კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავი, თირკმელი, კუნთი - აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები, ამავე დასკვნით, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას. ამავდროულად, აღნიშნული მედიკამენტები ერთდროულად მიღებისას აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას ორგანიზმზე.