სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეკითხებოდნენ, რატომ გათხოვდი ქართველზე, ქართველი მამაკაცის რა მოგეწონაო?" - სიყვარული, რომელმაც ჩეხი გოგონა ჩეხეთიდან რაჭაში ჩაიყვანა
"მეკითხებოდნენ, რატომ გათხოვდი ქართველზე, ქართველი მამაკაცის რა მოგეწონაო?" - სიყვარული, რომელმაც ჩეხი გოგონა ჩეხეთიდან რაჭაში ჩაიყვანა

ჩეხ გო­გო­ნა­ზე უნდა გი­ამ­ბოთ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­თხოვ­და და მალე რაჭა მის სიყ­ვა­რუ­ლა­დაც იქცა. ნატა მე­სი­ა­რი­კო­ვა­სა და გეგი გურ­გე­ნი­ძის ამ­ბა­ვი ნამ­დვი­ლად მო­გა­გო­ნებთ ცნო­ბი­ლი ფილ­მის სი­უ­ჟეტს, რო­მელ­საც წინ უს­წრებ­და 80-იანი წლე­ბის პრე­სა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ე­ბი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა­სა და ჩეხი ბი­ჭის სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ... ნატა სწო­რედ მათი ქა­ლიშ­ვი­ლია. მე ის რა­ჭა­ში გა­ვი­ცა­ნი.

ნატა: - დე­და­ჩემ­მა, რუ­სუ­დან იმ­ნა­ძემ და მა­მა­ჩემ­მა ლა­დის­ლავ მე­სი­ა­რიკ­მა ერ­თმა­ნე­თი მოს­კოვ­ში, დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში სწავ­ლი­სას გა­იც­ნეს. მა­მას დედა შე­უყ­ვარ­და, სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ თბი­ლის­ში ჩა­მო­ა­კი­თხა და ხელი სთხო­ვა. არა­და, მა­შინ იშ­ვი­ა­თი იყო ქარ­თვე­ლი ქა­ლის სა­ზღვარ­გა­რეთ, თუნ­დაც საბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნა­ში გა­თხო­ვე­ბა, მაგ­რამ სამი თვის შემ­დეგ დე­დამ მა­ინც მო­ი­პო­ვა ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბის უფ­ლე­ბა. მამა იხ­სე­ნებ­და, არ იყო ად­ვი­ლი ჩვე­ნი და­ო­ჯა­ხე­ბა, მაგ­რამ სიყ­ვა­რულ­მა ყვე­ლა დაბ­რკო­ლე­ბა გა­დაგ­ვა­ლახ­ვი­ნაო.

დედა ყო­ველ­თვის დიდი სიყ­ვა­რუ­ლით მი­ამ­ბობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ცდი­ლობ­და ქარ­თუ­ლი ენა ეს­წავ­ლე­ბი­ნა ჩვენ­თვის, წლე­ბის შემ­დეგ კი აქა­უ­რო­ბა ჩემს მე­ო­რე სამ­შობ­ლოდ იქცა. სა­ნამ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­იშ­ლე­ბო­და, ხში­რად ჩა­მოვ­დი­ო­დით თბი­ლის­ში, მძი­მე 90-ია­ნე­ბის შემ­დეგ კი მხო­ლოდ 15 წლი­სამ მო­ვა­ხერ­ხე ჩა­მოს­ვლა. მას შემ­დეგ ორ-სამ წე­ლი­წად­ში ერთხელ ჩა­მოვ­დი­ო­დი, მე­გობ­რე­ბიც გა­ვი­ჩი­ნე და ჩემი ქარ­თუ­ლიც ნელ-ნელა და­იხ­ვე­წა.

2013 წელს გა­ვი­ცა­ნი გეგი... უკვე დიდი გოგო ვი­ყა­ვი და ამი­ტომ ვი­ქი­რა­ვე ბინა, მა­ნამ­დე აქ ბე­ბი­ას­თან ჩა­მოვ­დი­ო­დი. ახლა კი ბე­ბი­ას და დე­ი­დას და­ვუ­მა­ლე და ვუ­თხა­რი, რომ მე­გო­ბარ­თან ვი­ცხოვ­რებ­დი. სწო­რედ ამ ბი­ნა­ში მო­ვინ­დო­მე ინ­ტერ­ნე­ტის და­მონ­ტა­ჟე­ბა, გა­მო­ვი­ძა­ხე სპე­ცი­ა­ლის­ტი და მო­ვი­და გეგი. მა­შინ­ვე მო­მე­წო­ნა. გეგი ამ­ბობს, მეცო... ერ­თმა­ნეთს ვხვდე­ბო­დით, მერე კი ვირ­ტუ­ა­ლუ­რად გა­ვაგ­რძე­ლეთ ურ­თი­ერ­თო­ბა. ზა­ფხულ­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, ჯერ ზღვა­ზე გა­ვემ­გზავ­რეთ, მერე ნი­კორ­წმინ­და­ში ჩა­ვე­დით. გე­გის, რო­გორც ყვე­ლა რაჭ­ველს, ძა­ლი­ან უყ­ვარს რაჭა. მეც დიდი მონ­დო­მე­ბით მა­წო­ნებ­და, მაგ­რამ განა შე­იძ­ლე­ბო­და აქა­უ­რო­ბა არ მომ­წო­ნე­ბო­და?! რა­ჭა­ში ლა­მა­ზი დღე­ე­ბი გა­ვა­ტა­რეთ და და­ო­ჯა­ხე­ბაც გა­დავ­წყვი­ტეთ. ერთი თვე დამ­ჭირ­და, რომ ჩემს სამ­შობ­ლო­ში ყვე­ლა წა­მო­წყე­ბუ­ლი საქ­მე და­მემ­თავ­რე­ბი­ნა. ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ყვე­ლა გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იყო...

- რაჭ­ვე­ლი კა­ცე­ბი კარ­გი მე­ო­ჯა­ხე­ე­ბი არი­ა­ნო. ეთან­ხმე­ბით?

- ვე­თან­ხმე­ბი!.. მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, რა­ტომ გა­თხოვ­დი ქარ­თველ­ზე, ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის რა მო­გე­წო­ნაო? მომ­წონს ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ყუ­რა­დღე­ბი­სა და სით­ბოს გა­მო­ხატ­ვა, ღა­მის 12 სა­ათ­ზე მი­ლოც­ვა, ხში­რი მის­ვლა-მოს­ვლა. მომ­წონს, ბავ­შვი რომ იბა­დე­ბა და უამ­რა­ვი ახ­ლო­ბე­ლი იკ­რი­ბე­ბა სამ­შო­ბი­ა­როს ეზო­ში... ასე­თი რამ ჩვენ­თან არ ხდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად უხა­რი­ათ...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლერი
2

„„ სიყვარული აგვამაღლებს '' „„ სიყვარულო ძალსა შენსა ვი არის რომ არ ჰმონობდეს ''

ttt
6
ბედნიერებას გისურვებთ!
ავტორი:

"მეკითხებოდნენ, რატომ გათხოვდი ქართველზე, ქართველი მამაკაცის რა მოგეწონაო?" - სიყვარული, რომელმაც ჩეხი გოგონა ჩეხეთიდან რაჭაში ჩაიყვანა

"მეკითხებოდნენ, რატომ გათხოვდი ქართველზე, ქართველი მამაკაცის რა მოგეწონაო?" - სიყვარული, რომელმაც ჩეხი გოგონა ჩეხეთიდან რაჭაში ჩაიყვანა

ჩეხ გოგონაზე უნდა გიამბოთ, რომელიც საქართველოში გათხოვდა და მალე რაჭა მის სიყვარულადაც იქცა. ნატა მესიარიკოვასა და გეგი გურგენიძის ამბავი ნამდვილად მოგაგონებთ ცნობილი ფილმის სიუჟეტს, რომელსაც წინ უსწრებდა 80-იანი წლების პრესაში გამოქვეყნებული სტატიები ქართველი გოგონასა და ჩეხი ბიჭის სიყვარულის შესახებ... ნატა სწორედ მათი ქალიშვილია. მე ის რაჭაში გავიცანი.

ნატა: - დედაჩემმა, რუსუდან იმნაძემ და მამაჩემმა ლადისლავ მესიარიკმა ერთმანეთი მოსკოვში, დოქტორანტურაში სწავლისას გაიცნეს. მამას დედა შეუყვარდა, სწავლის დამთავრების შემდეგ თბილისში ჩამოაკითხა და ხელი სთხოვა. არადა, მაშინ იშვიათი იყო ქართველი ქალის საზღვარგარეთ, თუნდაც საბჭოთა ქვეყანაში გათხოვება, მაგრამ სამი თვის შემდეგ დედამ მაინც მოიპოვა ჩეხოსლოვაკიაში გამგზავრების უფლება. მამა იხსენებდა, არ იყო ადვილი ჩვენი დაოჯახება, მაგრამ სიყვარულმა ყველა დაბრკოლება გადაგვალახვინაო.

დედა ყოველთვის დიდი სიყვარულით მიამბობდა საქართველოზე, ცდილობდა ქართული ენა ესწავლებინა ჩვენთვის, წლების შემდეგ კი აქაურობა ჩემს მეორე სამშობლოდ იქცა. სანამ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, ხშირად ჩამოვდიოდით თბილისში, მძიმე 90-იანების შემდეგ კი მხოლოდ 15 წლისამ მოვახერხე ჩამოსვლა. მას შემდეგ ორ-სამ წელიწადში ერთხელ ჩამოვდიოდი, მეგობრებიც გავიჩინე და ჩემი ქართულიც ნელ-ნელა დაიხვეწა.

2013 წელს გავიცანი გეგი... უკვე დიდი გოგო ვიყავი და ამიტომ ვიქირავე ბინა, მანამდე აქ ბებიასთან ჩამოვდიოდი. ახლა კი ბებიას და დეიდას დავუმალე და ვუთხარი, რომ მეგობართან ვიცხოვრებდი. სწორედ ამ ბინაში მოვინდომე ინტერნეტის დამონტაჟება, გამოვიძახე სპეციალისტი და მოვიდა გეგი. მაშინვე მომეწონა. გეგი ამბობს, მეცო... ერთმანეთს ვხვდებოდით, მერე კი ვირტუალურად გავაგრძელეთ ურთიერთობა. ზაფხულში რომ ჩამოვედი, ჯერ ზღვაზე გავემგზავრეთ, მერე ნიკორწმინდაში ჩავედით. გეგის, როგორც ყველა რაჭველს, ძალიან უყვარს რაჭა. მეც დიდი მონდომებით მაწონებდა, მაგრამ განა შეიძლებოდა აქაურობა არ მომწონებოდა?! რაჭაში ლამაზი დღეები გავატარეთ და დაოჯახებაც გადავწყვიტეთ. ერთი თვე დამჭირდა, რომ ჩემს სამშობლოში ყველა წამოწყებული საქმე დამემთავრებინა. ჩემი გადაწყვეტილებით ყველა გაოგნებული იყო...

- რაჭველი კაცები კარგი მეოჯახეები არიანო. ეთანხმებით?

- ვეთანხმები!.. მეკითხებოდნენ, რატომ გათხოვდი ქართველზე, ქართველი მამაკაცის რა მოგეწონაო? მომწონს ერთმანეთის მიმართ ყურადღებისა და სითბოს გამოხატვა, ღამის 12 საათზე მილოცვა, ხშირი მისვლა-მოსვლა. მომწონს, ბავშვი რომ იბადება და უამრავი ახლობელი იკრიბება სამშობიაროს ეზოში... ასეთი რამ ჩვენთან არ ხდება. საქართველოში ყველაფერი სხვანაირად უხარიათ...განაგრძეთ კითხვა