დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, "დონას კლასტერთან“, საერთო ჯამში, 35-მდე შემთხვევაა დაკავშირებული. მისივე ინფორმაციით, ქობულეთსა და ბათუმში მიმდინარე ინტენსიური კვლევების შედეგად, უკანასკნელი ერთ კვირის განმავლობაში 8000-მდე ადამიანი გამოიკვლიეს როგორც კარვებში, ასევე კლინიკებში.
"20 აგვისტოდან მოყოლებული "დონას კლასტერთან“, საერთო ჯამში, დაკავშირებულია 35-მდე შემთხვევა. ამიტომაც, მოგეხსენებათ, რომ ძალიან ინტენსიური, გაფართოებული კვლევები მიმდინარეობს ბათუმსა და ქობულეთში. დაახლოებით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში, 8000-მდე ადამიანია გამოკვლეული როგორც კარვებში, ისე პოლიკლინიკებში, ამ გამოკვლევებიდან მხოლოდ 8 დადებითი შემთხვევა იქნა დაფიქსირებული ძირითადად კარვებსა და პოლიკლინიკებში.
ასევე იცით, რომ აქტიურად ვაწარმოებთ უკვე ეპიდკერებში ნამყოფი ადამიანების კვლევებს აჭარის გარეთ. ასეთი დღეს გვაქვს 3 დადასტურებული შემთხვევა,“- განაცხადა გამყრელიძემ.
იტყუებიან . ამ მთავრობას ეშინია არჩევნების. ხალხი იძახის სკოლები დაიწყება და ოცდასამში დაიკეტება ყველაფერი.ინფორმაციას უკვე ყველა ფლობს. გამყრელიძე შენ მოგეთხოვება ამდენი ხალხის ესე მოტყუებაზე პასუხი თან ძალია მწარედ. ხალხი გაღატაკდა ,ლუკმაპურის ფული აღარ აქვს.
ყველაზე დიდი კლასტერები თქვენ ხართ (ვითომ 3 მუშკეტერი), ხმა ჩაიგდეთ