პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამაპაპისეული სახლის შეკეთებაზე უარი მივიღეთ... ავედით გომის მთაზე და ჩვენს თვალწინ გადაიშალა მშენებლობათა მასშტაბური პეიზაჟი" - რას წერს ცნობილი ექიმი "ფეისბუქში"
"მამაპაპისეული სახლის შეკეთებაზე უარი მივიღეთ... ავედით გომის მთაზე და ჩვენს თვალწინ გადაიშალა მშენებლობათა მასშტაბური პეიზაჟი" - რას წერს ცნობილი ექიმი "ფეისბუქში"

ექი­მი ონ­კო­ლო­გი და გე­ნე­ტი­კო­სი ალექ­სან­დრე თა­ვარ­თქი­ლა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც გთა­ვა­ზობთ:

"არ გა­მოდ­გეს, ყვა­ვი ქო­რად, არც უგ­ვა­რო გვა­რის სწო­რად"

ყვე­ლა ჩემს მე­გო­ბარს და ახ­ლო­ბელს მო­ეხ­სე­ნე­ბა, რომ არა­სო­დეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ და­მი­წუ­წუ­ნია არა­ფერ­ზე, არც ვინ­მეს მი­მართ აგ­რე­სია გა­მო­მი­ხა­ტავს, თუმ­ცა დღეს რაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­და, ერ­თგვა­რად მა­გო­ნებს ოს­კარ უა­ილ­დი­სე­ულ შე­გო­ნე­ბით სავ­სე და ამავდრო­უ­ლად სა­ტი­რუ­ლი ჟან­რის მო­თხრო­ბას. მინ­და, რომ ვი­საც დრო გექ­ნე­ბათ არ და­ი­ზა­როთ და ბო­ლომ­დე წა­ი­კი­თხოთ.

მაშ ასე, ავი­ღე შვე­ბუ­ლე­ბა 10 დღით და წა­ვე­დი გუ­რი­ა­ში, წა­ვი­ღე უამ­რა­ვი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­მუ­შაო და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მუდ­მი­ვად სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­ტაქ­ტზე ვარ პა­ცი­ენ­ტებ­თან. გუ­რი­ა­ში არის ასე­თი მთის კუ­რორ­ტი, სა­ხელ­წო­დე­ბით, გო­მის მთა, სა­დაც გვაქვს მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი ძვე­ლი ქოხი, იქ არის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბუ­ნე­ბა, ჰავა, მცე­ნა­რე­ე­ბი, ცხო­ვე­ლე­ბი, ფრინ­ვე­ლე­ბი, ანუ პირ­ველ­ყო­ფი­ლი სიმ­შვი­დე რაც სა­ო­ცა­რი ენერ­გი­ით მავ­სებს (სულ 2-3 დღე) ვა­ხერ­ხებ წე­ლი­წად­ში იქ ყოფ­ნას. აღ­მოჩ­ნდა, რომ. შარ­შან თოვლმა ქოხი საგ­რძნობ­ლად და­ა­ზი­ა­ნა და გა­დავ­წყვი­ტეთ მისი შე­კე­თე­ბა, სა­ძირ­კვლის გა­მაგ­რე­ბა და კედ­ლე­ბის ფორ­მა­ში მოყ­ვა­ნა. ვი­ყი­დეთ სამ­შე­ბებ­ლო მა­სა­ლე­ბი დავ­ტვირ­თეთ მან­ქა­ნა და აღ­მოჩ­ნდა, რომ თურ­მე მშე­ნებ­ლო­ბე­ბი გო­მის მთა­ზე აკ­რძა­ლუ­ლია, მა­შინ მე ვი­კი­თხე სა­კუ­თა­რი მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი სახ­ლის შე­კე­თე­ბა, რომ­ლის მემ­კვიდ­რე­ო­ბის სრულ­ყო­ფი­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­აც გვაქვს, რა­ზეც ასე­ვე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი მი­ვი­ღეთ, ამ ეტაპ­ზე არ შე­იძ­ლე­ბაო.

მოკ­ლედ ავე­დით გო­მის მთა­ზე მა­სა­ლე­ბის გა­რე­შე და ჩვენს თვალ­წინ გა­და­ი­შა­ლა მშე­ნებ­ლო­ბა­თა (თან ახა­ლი სახ­ლე­ბის) მას­შტა­ბუ­რი პე­ი­ზა­ჟი. მო­ვი­კი­თხე თუ რო­გორ მი­ი­ღეს ამათ­მა ნე­ბარ­თვა და პა­სუ­ხად მი­ვი­ღე ასე­თი რამ, გა­მო­კი­თხულ­თა 100% ისა­გან:

მოკ­ლედ, ღა­მის 4 სა­ათ­ზე უნდა გა­იყ­ვა­ნო მან­ქა­ნა სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბით, "გამ­შვებ პუქტზე" (წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბით) ოზურ­გე­თის მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელს "ლე­ვად" უნდა გა­და­ი­ხა­დო 500 ლარი და ის გიშ­ვებს სა­კუ­თარ სახ­ლში, რომ მინი რე­მონ­ტი ის რომ სახ­ლი არ და­გეგნგრეს ჩა­ა­ტა­რო. ნუ ... კო­მენ­ტა­რი თქვენ­თვის მო­მინ­დია... წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში და­ჯა­რიმ­დე­ბი რა­ღაც გა­უ­გო­ნა­რი კა­ნო­ნით 1000- დან 25000 -ლა­რამ­დე. მოკ­ლედ, ქრთა­მის მი­ცე­მას ვარ­ჩიე ჯა­რი­მის გა­დახ­და და გა­ვუ­დე­ქით გზას. ეგ­რე­თწო­დე­ბულ "პოსტზე" გო­მისმთის ასას­ვლელ­თან გაგ­ვა­ჩე­რეს ვერ გა­გა­ტა­რებ­თო, კა­ნო­ნი გიკ­რძა­ლავთ "სა­კუ­თა­რი სახ­ლის შე­კე­თე­ბა­სო" , ბევ­რი დის­კუ­სი­ის შემ­დეგ ცი­ვი­ლუ­რად გა­მო­ვი­ძა­ხე პო­ლი­ცია, რო­მელ­საც ვუხ­დი დიდ მად­ლო­ბას სრუ­ლად ეკი­პაჟს და მთლი­ა­ნად ოზურ­გე­თის პო­ლი­ცი­ის მმარ­თველ გუნდს არ­ნა­ხუ­ლი გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბის­თვის და პო­ლი­ცი­ის ნე­ბარ­თვით გაგ­ვა­ტა­რეს, თუმ­ცა და­ახ­ლო­ე­ბით 1 სა­ა­თის სა­ვალ გზა­ზე უკან წა­მოგ­ვე­წია ცო­ფი­ა­ნი სინ­დი­ო­ფა­ლა­სა­ვით მოს­რი­ა­ლე მან­ქა­ნა, გვიბ­რძა­ნეს გა­ჩე­რე­ბა და უკან მობ­რუ­ნე­ბა (გა­მახ­სენ­და სი­უ­ჟე­ტი ფილ­მი­დან "პა­ლი­ას­ტო­მის ტბა" კა­ცი­ას სი­ტყვე­ბი - "არც ერთი ტივი ფო­თი­სა­კენ!!!" და შემ­დეგ ტი­ვე­ბის და­ჩეხ­ვა ნა­ჯა­ხით და მო­გეხ­სე­ნე­ბათ, შემ­დგო­მი გაგ­რძე­ლე­ბა ფილ­მის), ვი­კი­თხეთ ამ "მცო­ცა­ვი" ჯგუ­ფის წარ­მო­მავ­ლო­ბა (თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნიც იყო იქ, რო­გორც ჟან-ჟაკ რუსო იტყო­და - "მტა­ცებ­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ადა­მი­ა­ნი-მსხვერ­პლი") და "მე­თა­ურ­მა მი­თხრა", რომ ის იყო ოზურ­გე­თის მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი და მოქ­მე­დებ­და ოზურ­გე­თის "მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის" (გუ­რუ­ლად რომ ვთქვა, ტერ­მი­ნებ­ში "ოქ­რო­სა­ვით" ერ­კვე­ო­და) და­ვა­ლე­ბით (ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ).

შე­სა­ბა­მი­სად, მი­ვი­ტა­ნეთ მა­სა­ლა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლას და და­ვა­სა­წყო­ბეთ, რის გა­მოც გა­მო­მე­წე­რა ჯა­რი­მა 1000-დან 2000 ლა­რამ­დე (ზუსტ ციფრს სა­სა­მარ­თლო გაც­ნო­ბებ­თო), ხოლო ხვალ რომ სახ­ლის რეს­ტავ­რა­ცი­ას და­ვი­წყებ (წი­ნას­წარ ვა­ა­ნონ­სებ), თურ­მე 25000 ლა­რით და­მა­ჯა­რი­მე­ბენ (ასე რომ თქვე­ნი იმე­დი მაქვს , სახ­ლი უნდა შე­ვა­კე­თო თო­რემ თოვ­ლი და­ან­გრევს). სა­უბ­რი­სას გა­ირ­კვა, რომ:

1. პირ­ვე­ლი და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი ვარ გო­მისმთის ის­ტო­რი­ა­ში

2. ეს ყვე­ლა­ფე­რი არ მოხ­დე­ბო­და თუ "მო­ვი­ლა­პა­რა­კებ­თო", მაგ­რამ მე ეს გზა ვარ­ჩიე

3. სამ­წუ­ხა­როდ "მწვა­ვე ჰი­პო­თა­ლა­მუ­რი უკ­მა­რი­სო­ბით" შე­პყრო­ბილ "ყოვ­ლის­მცოდ­ნე" ბი­ძი­ას რომ ვუ­თხა­რი, ეს სახ­ლე­ბი რო­გორ შენ­დე­ბა ირ­გვლივ ჯა­რი­მე­ბის გა­რე­შე-მეთ­ქი (მათ შო­რის ერ­თის სა­ძირ­კვე­ლი ვი­ღა­ცას ჩემს ეზო­ში ჩა­უს­ხამს) მი­თხრეს, რომ ყვე­ლას და­ვა­ჯა­რი­მებ­თო ახლა პირ­ვე­ლი თქვენ "გა­მო­გი­ჭი­რე­თო". კარ­გით, ჩი­ნოვ­ნი­კო ბი­ძი­ე­ბო, მა­ნამ არა­ფე­რი გეტ­კი­ნოთ სა­ნამ მე ჯა­რი­მებს გა­და­ვიხ­დი, მე მჯე­რა ჩვე­ნი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის თუ არა იცის ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა სტრას­ბურ­გიც ნაც­ნო­ბი მხა­რეა ჩემ­თვის, მაგ­რამ გახ­სოვ­დეთ, რო­გორც დიდი სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძე ამ­ბობს ფილმში "შეხ­ვედ­რა წარ­სულ­თან" - "დიდ­გუ­ლა ქორი, ქან­და­რა­ზე ჩა­მე­იხ­რჩვაო" , ასე რომ მე მუ­დამ ხალ­ხის სამ­სა­ხურ­ში მყოფ ადა­მი­ანს ნუ მე­დიდ­გუ­ლე­ბით...

მე ალე­კო თა­ვარ­თქი­ლა­ძე 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ხალ­ხის და ახალ­გაზ­რდა ექი­მე­ბის აღ­ზრდის სამ­სა­ხურ­ში ვარ, მე 2009 წლი­დან წარ­მო­ვად­გენ სა­ქარ­თვე­ლოს მე­დი­ცი­ნის მიღ­წე­ვებს მოხ­სე­ნე­ბე­ბის სა­ხით მსოფ­ლი­ოს 47 ქვე­ყა­ნა­ში, მე 2012 წლი­დან ვმო­ნა­წი­ლე­ობ ჯან­დაც­ვის კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში და კი­დევ აღარ ჩა­მოვ­თვლი თა­ვის ქე­ბა­ში ჩა­მო­ერ­თმე­ვა და­ნარ­ჩენ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა ისა­უბ­რებს...

აქვე მინ­და ნი­ზა­მი გა­ჯე­ლის ერთი ლექ­სით და­ვას­რუ­ლო:

"კარ­გი რა­მეა ცხოვ­რე­ბა,რომ არ გა­ხა­დო სა­ზა­რი,არ გა­ა­ხუ­რო არას­დროს ღორ­მუ­ცე­ლო­ბის ბა­ზა­რი.კაცს ალ­ხენს შრო­მა ნამ­დვი­ლი, განა ად­ვი­ლი ფა­ცუ­რი.არ და­გა­ვი­წყდეს კაცი ხარ, საქ­მე იცო­დე კა­ცუ­რი!იმას გა­ირ­კვა ცხოვ­რე­ბა, თავს ბედი იმან აღირ­სა,ვი­ნაც სი­ხარ­ბის ბე­და­ურს არ ანე­ბებ­და აღ­ვირ­სა.ისე იცხოვ­რე ამ ქვეყ­ნად, ჩემი რჩე­ვაა გზი­ა­ნი,შენ გა­ი­ხა­რო, მაგ­რამ სხვას, არ მი­ა­ყე­ნო ზი­ა­ნი!

P.S. რას ვი­ზამ მე ერთი უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნი, ეს ჭავ­ჭა­ვა­ძის, სა­რა­ჯიშ­ვი­ლის და ბევ­რი სხვა მსგავს გე­ნი­ოს­თა ქვე­ყა­ნაა...მა­პა­ტი­ეთ, რომ თავს მო­გახ­ვი­ეთ მაგ­რამ გული ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა ... მხო­ლოდ უსა­მარ­თლო­ბა­ზე ..."

მკითხველის კომენტარები / 66 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nino
20

ინდო იბრძოლოთ ბოლომდე, თქვენნაირი ადამიანები რომ არა, ალბათ კორეაში აღმოვჩნდებოდით....წარმატებები

კორონიკო!
11

ყველაზე მეტად იჩაგრებიან ძირძველი ფლობელები!

ავტორი:

"მამაპაპისეული სახლის შეკეთებაზე უარი მივიღეთ... ავედით გომის მთაზე და ჩვენს თვალწინ გადაიშალა მშენებლობათა მასშტაბური პეიზაჟი" - რას წერს ცნობილი ექიმი "ფეისბუქში"

"მამაპაპისეული სახლის შეკეთებაზე უარი მივიღეთ... ავედით გომის მთაზე და ჩვენს თვალწინ გადაიშალა მშენებლობათა მასშტაბური პეიზაჟი" - რას წერს ცნობილი ექიმი "ფეისბუქში"

ექიმი ონკოლოგი და გენეტიკოსი ალექსანდრე თავართქილაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ:

"არ გამოდგეს, ყვავი ქორად, არც უგვარო გვარის სწორად"

ყველა ჩემს მეგობარს და ახლობელს მოეხსენება, რომ არასოდეს სოციალურ ქსელში არ დამიწუწუნია არაფერზე, არც ვინმეს მიმართ აგრესია გამომიხატავს, თუმცა დღეს რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ერთგვარად მაგონებს ოსკარ უაილდისეულ შეგონებით სავსე და ამავდროულად სატირული ჟანრის მოთხრობას. მინდა, რომ ვისაც დრო გექნებათ არ დაიზაროთ და ბოლომდე წაიკითხოთ.

მაშ ასე, ავიღე შვებულება 10 დღით და წავედი გურიაში, წავიღე უამრავი ინტელექტუალური სამუშაო და შეძლებისდაგვარად მუდმივად სატელეფონო კონტაქტზე ვარ პაციენტებთან. გურიაში არის ასეთი მთის კურორტი, სახელწოდებით, გომის მთა, სადაც გვაქვს მამაპაპისეული ძველი ქოხი, იქ არის არაჩვეულებრივი ბუნება, ჰავა, მცენარეები, ცხოველები, ფრინველები, ანუ პირველყოფილი სიმშვიდე რაც საოცარი ენერგიით მავსებს (სულ 2-3 დღე) ვახერხებ წელიწადში იქ ყოფნას. აღმოჩნდა, რომ. შარშან თოვლმა ქოხი საგრძნობლად დააზიანა და გადავწყვიტეთ მისი შეკეთება, საძირკვლის გამაგრება და კედლების ფორმაში მოყვანა. ვიყიდეთ სამშებებლო მასალები დავტვირთეთ მანქანა და აღმოჩნდა, რომ თურმე მშენებლობები გომის მთაზე აკრძალულია, მაშინ მე ვიკითხე საკუთარი მამაპაპისეული სახლის შეკეთება, რომლის მემკვიდრეობის სრულყოფილი დოკუმენტაციაც გვაქვს, რაზეც ასევე კატეგორიული უარი მივიღეთ, ამ ეტაპზე არ შეიძლებაო.

მოკლედ ავედით გომის მთაზე მასალების გარეშე და ჩვენს თვალწინ გადაიშალა მშენებლობათა (თან ახალი სახლების) მასშტაბური პეიზაჟი. მოვიკითხე თუ როგორ მიიღეს ამათმა ნებართვა და პასუხად მივიღე ასეთი რამ, გამოკითხულთა 100% ისაგან:

მოკლედ, ღამის 4 საათზე უნდა გაიყვანო მანქანა სამშენებლო მასალებით, "გამშვებ პუქტზე" (წინასწარ შეთანხმებით) ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელს "ლევად" უნდა გადაიხადო 500 ლარი და ის გიშვებს საკუთარ სახლში, რომ მინი რემონტი ის რომ სახლი არ დაგეგნგრეს ჩაატარო. ნუ ... კომენტარი თქვენთვის მომინდია... წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდები რაღაც გაუგონარი კანონით 1000- დან 25000 -ლარამდე. მოკლედ, ქრთამის მიცემას ვარჩიე ჯარიმის გადახდა და გავუდექით გზას. ეგრეთწოდებულ "პოსტზე" გომისმთის ასასვლელთან გაგვაჩერეს ვერ გაგატარებთო, კანონი გიკრძალავთ "საკუთარი სახლის შეკეთებასო" , ბევრი დისკუსიის შემდეგ ცივილურად გამოვიძახე პოლიცია, რომელსაც ვუხდი დიდ მადლობას სრულად ეკიპაჟს და მთლიანად ოზურგეთის პოლიციის მმართველ გუნდს არნახული გულისხმიერებისთვის და პოლიციის ნებართვით გაგვატარეს, თუმცა დაახლოებით 1 საათის სავალ გზაზე უკან წამოგვეწია ცოფიანი სინდიოფალასავით მოსრიალე მანქანა, გვიბრძანეს გაჩერება და უკან მობრუნება (გამახსენდა სიუჟეტი ფილმიდან "პალიასტომის ტბა" კაციას სიტყვები - "არც ერთი ტივი ფოთისაკენ!!!" და შემდეგ ტივების დაჩეხვა ნაჯახით და მოგეხსენებათ, შემდგომი გაგრძელება ფილმის), ვიკითხეთ ამ "მცოცავი" ჯგუფის წარმომავლობა (თუმცა რამდენიმე ღირსეული ადამიანიც იყო იქ, როგორც ჟან-ჟაკ რუსო იტყოდა - "მტაცებლური საზოგადოების ადამიანი-მსხვერპლი") და "მეთაურმა მითხრა", რომ ის იყო ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი და მოქმედებდა ოზურგეთის "მუნიციპალური სამსახურის" (გურულად რომ ვთქვა, ტერმინებში "ოქროსავით" ერკვეოდა) დავალებით (ჩემდა სამწუხაროდ).

შესაბამისად, მივიტანეთ მასალა დანიშნულების ადგილას და დავასაწყობეთ, რის გამოც გამომეწერა ჯარიმა 1000-დან 2000 ლარამდე (ზუსტ ციფრს სასამართლო გაცნობებთო), ხოლო ხვალ რომ სახლის რესტავრაციას დავიწყებ (წინასწარ ვაანონსებ), თურმე 25000 ლარით დამაჯარიმებენ (ასე რომ თქვენი იმედი მაქვს , სახლი უნდა შევაკეთო თორემ თოვლი დაანგრევს). საუბრისას გაირკვა, რომ:

1. პირველი დაჯარიმებული ვარ გომისმთის ისტორიაში

2. ეს ყველაფერი არ მოხდებოდა თუ "მოვილაპარაკებთო", მაგრამ მე ეს გზა ვარჩიე

3. სამწუხაროდ "მწვავე ჰიპოთალამური უკმარისობით" შეპყრობილ "ყოვლისმცოდნე" ბიძიას რომ ვუთხარი, ეს სახლები როგორ შენდება ირგვლივ ჯარიმების გარეშე-მეთქი (მათ შორის ერთის საძირკველი ვიღაცას ჩემს ეზოში ჩაუსხამს) მითხრეს, რომ ყველას დავაჯარიმებთო ახლა პირველი თქვენ "გამოგიჭირეთო". კარგით, ჩინოვნიკო ბიძიებო, მანამ არაფერი გეტკინოთ სანამ მე ჯარიმებს გადავიხდი, მე მჯერა ჩვენი მართლმსაჯულების თუ არა იცის ჩემმა მეგობრებმა სტრასბურგიც ნაცნობი მხარეა ჩემთვის, მაგრამ გახსოვდეთ, როგორც დიდი სერგო ზაქარიაძე ამბობს ფილმში "შეხვედრა წარსულთან" - "დიდგულა ქორი, ქანდარაზე ჩამეიხრჩვაო" , ასე რომ მე მუდამ ხალხის სამსახურში მყოფ ადამიანს ნუ მედიდგულებით...

მე ალეკო თავართქილაძე 24-საათიან რეჟიმში ხალხის და ახალგაზრდა ექიმების აღზრდის სამსახურში ვარ, მე 2009 წლიდან წარმოვადგენ საქართველოს მედიცინის მიღწევებს მოხსენებების სახით მსოფლიოს 47 ქვეყანაში, მე 2012 წლიდან ვმონაწილეობ ჯანდაცვის კანონპროექტების შემუშავებაში და კიდევ აღარ ჩამოვთვლი თავის ქებაში ჩამოერთმევა დანარჩენზე საზოგადოება ისაუბრებს...

აქვე მინდა ნიზამი გაჯელის ერთი ლექსით დავასრულო:

"კარგი რამეა ცხოვრება,რომ არ გახადო საზარი,არ გაახურო არასდროს ღორმუცელობის ბაზარი.კაცს ალხენს შრომა ნამდვილი, განა ადვილი ფაცური.არ დაგავიწყდეს კაცი ხარ, საქმე იცოდე კაცური!იმას გაირკვა ცხოვრება, თავს ბედი იმან აღირსა,ვინაც სიხარბის ბედაურს არ ანებებდა აღვირსა.ისე იცხოვრე ამ ქვეყნად, ჩემი რჩევაა გზიანი,შენ გაიხარო, მაგრამ სხვას, არ მიაყენო ზიანი!

P.S. რას ვიზამ მე ერთი უბრალო ადამიანი, ეს ჭავჭავაძის, სარაჯიშვილის და ბევრი სხვა მსგავს გენიოსთა ქვეყანაა...მაპატიეთ, რომ თავს მოგახვიეთ მაგრამ გული ძალიან მეტკინა ... მხოლოდ უსამართლობაზე ..."

"ჩემს ყველა დადებით თვისებას CoVID-19-იც შეემატა..." - რას წერს "იმედის" თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

"ციხეში გატარებული ყოველი დღე იყო უმძიმესი..." - რას წერს ექიმი ვახტანგ ყიფიანი, რომელმაც 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ საპატიმრო დატოვა

"პედიატრი, მამა გაბრიელით რომ მწყევლა, სამსახურიდან დაითხოვეს, მორიგეობებს ჩამოაშორეს ტრავმატოლოგიც" - რა მოხდა ინგოროყვას კლინიკაში

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"