მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სხეულზე არსებული დაზიანებები გიორგი შაქარაშვილს სიკვდილამდე 10 - დან  20 წუთის ინტერვალის ფარგლებში მიაყენეს - პროკურატურის განცხადება
სხეულზე არსებული დაზიანებები გიორგი შაქარაშვილს სიკვდილამდე 10 - დან  20 წუთის ინტერვალის ფარგლებში მიაყენეს - პროკურატურის განცხადება

19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, რო­მელ­ზეც ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტუ­რა ambebi.ge - ს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ცრუ ჩვე­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს ერთი პირი.

ამა­ვე გან­ცხა­დე­ბა­ში ლა­პა­რა­კია გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­ნიშ­ნუ­ლი და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გის თა­ო­ბა­ზეც. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს გან­ცხა­დე­ბი­დან:

"მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­ნიშ­ნუ­ლი და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გის თა­ო­ბა­ზე.

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის სა­ხე­ზე (თავ­ზე) არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი თა­ვი­სი ხა­სი­ა­თი­დან და მო­ცუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დიდი ალ­ბა­თო­ბით გა­მო­იწ­ვევ­და ქალა-ტვი­ნის ტრავ­მას, თა­ვის ტვი­ნის შერ­ყე­ვას, რო­მელ­საც ხში­რად თან სდევს გო­ნე­ბის და­კარ­გვა, რაც მას შე­უ­ზღუ­დავ­და მოძ­რა­ო­ბი­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ამავდრო­უ­ლად, მუც­ლის წინა ზე­და­პირ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის ლო­კა­ლი­ზა­ცი­ი­სა და მო­ცუ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აღ­ნიშ­ნულ მი­და­მო­ში რბილ ქსო­ვი­ლებ­ზე ტრავ­მუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის გამო ამა თუ იმ ინ­ტენ­სი­ვო­ბით გა­მო­ხა­ტუ­ლი ტკი­ვი­ლი, თავ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის­გან ცალ­კე და ერ­თობ­ლი­ო­ბა­შიც, ასე­ვე გა­მო­იწ­ვევ­და მოძ­რა­ო­ბი­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვას. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვით ასე­ვე დად­გინ­და, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის სხე­ულ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სიკ­ვდი­ლის წინა ახლო პე­რი­ოდ­შია გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, რაც მო­ი­ცავს დრო­ის ინ­ტერ­ვალს 10 წუ­თი­დან 20 წუ­თის ფარ­გლებ­ში. ასე­ვე, გვა­მის წყალ­ში ყოფ­ნის ხან­გრძლი­ვო­ბა შე­ად­გენს სიკ­ვდი­ლის დად­გო­მი­დან 3-4 დღეს.აღ­ნიშ­ნუ­ლი დას­კვნა, საქ­მე­ში არ­სე­ბულ სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში ცალ­სა­ხად ადას­ტუ­რებს წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბის უტყუ­ა­რო­ბას - ბრალ­დე­ბულ­თა მიერ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ფაქტს, მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ასა­ჯა­რო­ებს ზე­მოხ­სე­ნე­ბულ სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას. ამას­თან, გაც­ნო­ბებთ, რომ საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თი­სა და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი 11 ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბი შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იქნა მოყ­ვა­ნი­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნილ ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­თან. გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ხუთი პი­რის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბა არ შეც­ვლი­ლა". იხი­ლეთ გან­ცხა­დე­ბა სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

სხეულზე არსებული დაზიანებები გიორგი შაქარაშვილს სიკვდილამდე 10 - დან  20 წუთის ინტერვალის ფარგლებში მიაყენეს - პროკურატურის განცხადება

სხეულზე არსებული დაზიანებები გიორგი შაქარაშვილს სიკვდილამდე 10 - დან  20 წუთის ინტერვალის ფარგლებში მიაყენეს - პროკურატურის განცხადება

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განცხადება გაკეთდა გენერალურ პროკურატურაში, რომელზეც ოფიციალურად დადასტურა ambebi.ge - ს გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქმის გამოძიების ფარგლებში ცრუ ჩვენების ბრალდებით დააკავეს ერთი პირი.

ამავე განცხადებაში ლაპარაკია გამოძიების ფარგლებში დანიშნული და ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგის თაობაზეც. გთავაზობთ ამონარიდს განცხადებიდან:

"მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანიშნული და ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგის თაობაზე.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებები თავისი ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით გამოიწვევდა ქალა-ტვინის ტრავმას, თავის ტვინის შერყევას, რომელსაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა, რაც მას შეუზღუდავდა მოძრაობისა და გადაადგილების შესაძლებლობას. ამავდროულად, მუცლის წინა ზედაპირზე არსებული დაზიანების ლოკალიზაციისა და მოცულობის გათვალისწინებით, აღნიშნულ მიდამოში რბილ ქსოვილებზე ტრავმული ზემოქმედების გამო ამა თუ იმ ინტენსივობით გამოხატული ტკივილი, თავზე არსებული დაზიანებებისგან ცალკე და ერთობლიობაშიც, ასევე გამოიწვევდა მოძრაობისა და გადაადგილების შეზღუდვას. ჩატარებული კვლევით ასევე დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები სიკვდილის წინა ახლო პერიოდშია განვითარებული, რაც მოიცავს დროის ინტერვალს 10 წუთიდან 20 წუთის ფარგლებში. ასევე, გვამის წყალში ყოფნის ხანგრძლივობა შეადგენს სიკვდილის დადგომიდან 3-4 დღეს.აღნიშნული დასკვნა, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ცალსახად ადასტურებს წარდგენილი ბრალდებების უტყუარობას - ბრალდებულთა მიერ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა ასაჯაროებს ზემოხსენებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას. ამასთან, გაცნობებთ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე პატიმრობაში მყოფი 11 ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდებები შესაბამისობაში იქნა მოყვანილი გამოძიებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ხუთი პირის მიმართ წარდგენილი ბრალდების ფორმულირება არ შეცვლილა". იხილეთ განცხადება სრულად

"თავის საჯაროდ წარმოჩენისა და ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით, გამოძიებას შეგნებულად მიაწოდა  ცრუ ინფორმაცია" - რა განაცხადეს პროკურატურაში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ქალზე?

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით პროკურატურამ ერთი ადამიანი - ქალბატონი დააკავა

ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა გრიგოლ აბრალავა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა