საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ შინაარსის ბანერის გამოფენა საქართველოში რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის პირდაპირი გაგრძელებაა"
"ამ შინაარსის ბანერის გამოფენა საქართველოში რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის პირდაპირი გაგრძელებაა"

გა­მო­ცე­მა "დო­სი­ემ" გა­ავ­რცე­ლა მა­სა­ლა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი" მნიშ­ვნე­ლო­ვან და­ფი­ნან­სე­ბას იღებს რუ­სე­თი­დან. ამ მა­სა­ლა­ზე დაყ­რდნო­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­ცხა­დე­ბა უკვე შე­ი­ტა­ნა "ევ­რო­პულ­მა სა­ქარ­თვე­ლომ" და გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა მო­ი­თხო­ვა. "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" ლი­დე­რი ირმა ინაშ­ვი­ლი არ უარ­ყოფს, რომ მათ პარ­ტი­ას რუ­სე­თის სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­აც ემ­სა­ხუ­რე­ბა, თუმ­ცა 8-მი­ლი­ონ­დო­ლა­რი­ა­ნი და­ფი­ნან­სე­ბის სა­კითხს ის სა­ა­კაშ­ვი­ლი-ბო­კე­რი­ას მი­ზან­მი­მარ­თულ თავ­დას­ხმად მი­იჩ­ნევს. ამას­თან­ვე, ამ ცოტა ხნის წინ, "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სმა“ აჭა­რა­ში სა­არ­ჩევ­ნო ბა­ნე­რე­ბი გა­ნა­თავ­სა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის მსგავ­სად, აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კაც წით­ლად იყო მო­ნიშ­ნუ­ლი და ეწე­რა: „და­ი­ცა­ვი აჭა­რა! და­ი­ცა­ვი შენი წილი სა­ქარ­თვე­ლო!“ პარ­ტი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რის ინაშ­ვი­ლის თქმით, მათ პრო­ვო­კა­ცია მო­უ­წყვეს და ბა­ნერ­ზე აჭა­რა წით­ლად არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო მო­ნიშ­ნუ­ლი, თუმ­ცა ეს ში­ნა­არსს დი­დად არ ცვლის. შე­გახ­სე­ნებთ, ბა­ნე­რე­ბი უკვე ჩა­მოხ­სნი­ლია. ამ სა­კი­თხზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სპერ­ტმა ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძემ ისა­უბ­რა. გტა­ვა­ზობთ ამონ­რიდს ინ­ტრე­ვი­უ­დან:

- რუ­სე­თის ჩა­რე­ვა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის არ­ჩევ­ნებ­ში არა ვა­რა­უ­დი, არა­მედ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტია. ამა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ გერ­მა­ნი­ის, ბრი­ტა­ნე­თის, იტა­ლი­ის, აშშ-ისა და სხვა ქვეყ­ნე­ბის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი. სხვა თუ არა­ფე­რი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვუ­ყუ­რებ­დით, ამე­რი­კის კონ­გრეს­ში რო­გორ მი­დი­ო­და გა­მო­ძი­ე­ბა ტრამ­პის 2016 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ა­ში რუ­სე­თის ჩა­რე­ვის თა­ო­ბა­ზე. დაჰ­კი­თხეს ტრამ­პის უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვა, ზო­გი­ერთს გა­დად­გო­მა­მაც მო­უ­წია...როცა აშშ-ში ასე­თი დი­დია რუ­სე­თის გავ­ლე­ნა, ბუ­ნებ­რი­ვია, გა­ცი­ლე­ბით დიდი და სა­ში­ში იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თა­ნა ქვეყ­ნებ­ში. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სა­ყუ­რა­დღე­ბო მა­სა­ლაა. გა­მო­ძი­ე­ბა უპირ­ვე­ლე­სად "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" ინ­ტე­რეს­ში უნდა იყოს, თუ ეს მარ­თლაც ცი­ლის­წა­მე­ბაა, რო­გორც ისი­ნი ამ­ტკი­ცე­ბენ. ამ მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ძალ­ზე ყუ­რადსა­ღე­ბია "რჩე­ვე­ბი", რომ­ლებ­საც ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა რუსი ე.წ. კონ­სულ­ტან­ტე­ბის­გან იღებს. გა­მოვ­ყოფ ერთ რჩე­ვას: ამომ­რჩევ­ლებ­ში და­პი­რის­პი­რე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა და მათ შო­რის შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბა - ამ­გვა­რი მიდ­გო­მა რუ­სუ­ლი ხე­ლის ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია. ამ­გვა­რად იქ­ცე­ვა ის თით­ქმის ყველ­გან, ამას აკე­თებს ამე­რი­კა­შიც, სა­დაც სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი უკვე იძი­ე­ბენ რუ­სულ კვალს ფე­რად­კა­ნი­ა­ნებ­სა და თეთრკა­ნი­ა­ნებს შო­რის ხე­ლოვ­ნუ­რად ინ­სპი­რი­რე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში.

რაც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა - სა­ზო­გა­დო­ე­ბის მცი­რე სეგ­მენ­ტე­ბად და­ყო­ფა და და­პი­რის­პი­რე­ბის­თვის ახალ-ახა­ლი თე­მე­ბის გა­ჩე­ნა - ზუს­ტად რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გია, რომ­ლის მი­ზა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ნა­წევ­რე­ბით, ერ­თმა­ნეთ­თან წა­კი­დე­ბით სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბას შე­უ­შა­ლოს ხელი.

მტყუ­ან-მარ­თლის გარ­ჩე­ვას ჩვენ ვერ და­ვი­წყებთ, ეს გა­მო­ძი­ე­ბის საქ­მეა, ისე კი, ამ მა­სა­ლის სა­ფუძ­ველ­ზე უამ­რა­ვი სხვა კი­თხვა ჩნდე­ბა. მა­გა­ლი­თად, რა გზით შე­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი ფული? აქ იმ­დე­ნად "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" პრობ­ლე­მა არ დგას - არ იქ­ნე­ბო­და ეს ძალა, იქ­ნე­ბო­და სხვა. უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მა სა­ხელ­მწი­ფოს მოშ­ლის ცდაა. ის­მის კი­თხვა, რამ­დე­ნად და­ცუ­ლია სა­ზღვრე­ბი? თუ მარ­თა­ლია ამ თან­ხებ­ზე ლა­პა­რა­კი, ბან­კით ხომ ვერ გად­მო­ი­რი­ცხე­ბო­და? გარ­და ამი­სა, რო­გორ გა­და­ვიდ­ნენ აფხა­ზეთ­ში "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" ლი­დე­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის გა­რე­შე? გა­ვი­გეთ, რომ რუ­სე­თი ეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის როლი რაში მდგო­მა­რე­ობს?

ახ­ლა­ხან უკი­დუ­რე­სად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნდა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ამე­რი­კულ ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა­ში - ეს არის ინ­ტერ­ვიუ ევ­რო­პა­ში აშშ-ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყო­ფილ სარ­დალ ბენ ჰო­ჯეს­თან. ამე­რი­კე­ლი გე­ნე­რა­ლი ამ­ბობს, ბე­ლა­რუს­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ ბე­ლა­რუ­სი შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლომ ჩა­ა­ნაც­ვლოს რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნი­სა და ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის ზრდის თვალ­საზ­რი­სი­თო. ის პირ­და­პირ ამ­ბობს, რომ რუ­სე­თი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ორ გლო­ბა­ლურ პრო­ექტს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს გე­ო­პო­ლი­ტი­კურ მნიშ­ვნე­ლო­ბას მსოფ­ლი­ო­ში ძალ­ზე გაზ­რდის და ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტია იქ­ნე­ბა. იგუ­ლის­ხმე­ბა ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის პრო­ექ­ტი და ბოჭ­კო­ვან-ციფ­რუ­ლი კა­ბე­ლის გაყ­ვა­ნა. ჰო­ჯე­სის თქმით, რუ­სე­თი ორი­ვე პრო­ექტს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა და სწო­რედ მისი გავ­ლე­ნით უშ­ლის ხელს მათ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ცო...

მძი­მე შე­ფა­სე­ბე­ბის მეტი რა მოგ­ვის­მე­ნია ბოლო თვე­ებ­ში, მაგ­რამ ეს არის ერთ-ერთი უმ­ძი­მე­სი, თუ ყვე­ლა­ზე მძი­მე არა. უკი­დუ­რე­სად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი პროგ­ნო­ზია და სამ­წუ­ხა­როდ, არ არის უნი­ა­და­გო.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, გლო­ბა­ლუ­რად შევ­ხე­დოთ იმას, თუ რამ­დე­ნად ღრმად მო­ექ­ცა სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის გავ­ლე­ნის სფე­რო­ში და რამ­დე­ნად და­ცუ­ლია სა­ზღვრე­ბი. ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე ფაქ­ტობ­რი­ვად ჩა­ვა­ბა­რეთ რუ­სეთს, ცხა­დია: კრემ­ლი თით­ქმის სრუ­ლად აკონ­ტრო­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცეს, ხლეჩს და აპი­რის­პი­რებს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. რო­მე­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი ლი­დე­რის მი­მარ­თაც დას­ჭირ­დე­ბა, ისეთ ქვის სრო­ლას და­ი­წყებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა ამ ლი­დე­რის ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მა. გარ­და ამი­სა, უფრო უა­რე­სა­დაც გვქო­ნია საქ­მე - უკონ­ტრო­ლოდ შე­მო­სულ რუ­სულ ფულს ვგუ­ლის­ხმობ. ინაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, 6 პი­არ­კამ­პა­ნია გვემ­სა­ხუ­რე­ბა, მათ შო­რის ამე­რი­კუ­ლი და ის­რა­ე­ლუ­რიო. მერ­წმუ­ნეთ, ეს ძა­ლი­ან ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან ბევ­რი ეჭვი ჩნდე­ბა.

ამ ეჭ­ვებს ამ­ტკი­ცებს "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" პლა­კა­ტიც აჭა­რა­ში, რო­მელ­ზეც ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­თან ერ­თად წი­თე­ლი ხა­ზით შე­მო­ხა­ზეს აჭა­რა და მი­უ­თი­თეს, რომ თით­ქოს ჩვენს ამ რე­გი­ონს თურ­ქე­თი­დან საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის ძირ­გა­მომ­თხრე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის პირ­და­პი­რი გაგ­რძე­ლე­ბაა, იმ რუ­სუ­ლი სცე­ნა­რით მოქ­მე­დე­ბა, რისი ნიშ­ნე­ბი აქამ­დეც ჩან­და, მაგ­რამ არა ასე მკა­ფი­ოდ. ისე, აქ ის­რე­ბიც სა­ში­შია, არა მარ­ტო ფე­რე­ბი.

თუმ­ცა მე მარ­ტო "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სამ­დე" არ და­ვიყ­ვან­დი ამ პრობ­ლე­მას. ეს გა­ცი­ლე­ბით მას­შტა­ბუ­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რუ­სეთ­თან ე.წ. ღია სა­ზღვრე­ბის პო­ლი­ტი­კის პრობ­ლე­მაა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ღორონთქ ურსხას თე დინაფილ ქიანას
9

გა­მოვ­ყოფ ერთ რჩე­ვას: ამომ­რჩევ­ლებ­ში და­პი­რის­პი­რე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა და მათ შო­რის შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბა - ამას რუსეთი რად უნდა, ტელევიზორს არ უყურებ, ან პარლამენტის სხდომებს?

abc
33

კიმარა, ირმა ინაშვილი, დავით თარხან მოურავი, ადა მარშანია და ემზარ კვიციანი,რომ რუსეთის ფსბ-ს აგენტები არიან ახლა გაიგეთ?--აქამდის არ იცოდით ეს ელემენტარული აქსიომა??

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ამ შინაარსის ბანერის გამოფენა საქართველოში რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის პირდაპირი გაგრძელებაა"

"ამ შინაარსის ბანერის გამოფენა საქართველოში რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის პირდაპირი გაგრძელებაა"

გამოცემა "დოსიემ" გაავრცელა მასალა, რომლის მიხედვითაც "პატრიოტთა ალიანსი" მნიშვნელოვან დაფინანსებას იღებს რუსეთიდან. ამ მასალაზე დაყრდნობით პროკურატურაში განცხადება უკვე შეიტანა "ევროპულმა საქართველომ" და გამოძიების დაწყება მოითხოვა. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი არ უარყოფს, რომ მათ პარტიას რუსეთის საკონსულტაციო კომპანიაც ემსახურება, თუმცა 8-მილიონდოლარიანი დაფინანსების საკითხს ის სააკაშვილი-ბოკერიას მიზანმიმართულ თავდასხმად მიიჩნევს. ამასთანვე, ამ ცოტა ხნის წინ, "პატრიოტთა ალიანსმა“ აჭარაში საარჩევნო ბანერები განათავსა, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად იყო მონიშნული და ეწერა: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ინაშვილის თქმით, მათ პროვოკაცია მოუწყვეს და ბანერზე აჭარა წითლად არ უნდა ყოფილიყო მონიშნული, თუმცა ეს შინაარსს დიდად არ ცვლის. შეგახსენებთ, ბანერები უკვე ჩამოხსნილია. ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ ისაუბრა. გტავაზობთ ამონრიდს ინტრევიუდან:

- რუსეთის ჩარევა სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში არა ვარაუდი, არამედ დადასტურებული ფაქტია. ამაზე ლაპარაკობენ გერმანიის, ბრიტანეთის, იტალიის, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურები. სხვა თუ არაფერი, წლების განმავლობაში ვუყურებდით, ამერიკის კონგრესში როგორ მიდიოდა გამოძიება ტრამპის 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში რუსეთის ჩარევის თაობაზე. დაჰკითხეს ტრამპის უახლოესი გარემოცვა, ზოგიერთს გადადგომამაც მოუწია...როცა აშშ-ში ასეთი დიდია რუსეთის გავლენა, ბუნებრივია, გაცილებით დიდი და საშიში იქნება საქართველოსთანა ქვეყნებში. ვფიქრობ, ძალიან საყურადღებო მასალაა. გამოძიება უპირველესად "პატრიოტთა ალიანსის" ინტერესში უნდა იყოს, თუ ეს მართლაც ცილისწამებაა, როგორც ისინი ამტკიცებენ. ამ მასალების მიხედვით, ძალზე ყურადსაღებია "რჩევები", რომლებსაც ეს პოლიტიკური ძალა რუსი ე.წ. კონსულტანტებისგან იღებს. გამოვყოფ ერთ რჩევას: ამომრჩევლებში დაპირისპირების წახალისება და მათ შორის შუღლის გაღვივება - ამგვარი მიდგომა რუსული ხელის ყველაზე ნათელი მახასიათებელია. ამგვარად იქცევა ის თითქმის ყველგან, ამას აკეთებს ამერიკაშიც, სადაც სპეცსამსახურები უკვე იძიებენ რუსულ კვალს ფერადკანიანებსა და თეთრკანიანებს შორის ხელოვნურად ინსპირირებულ დაპირისპირებაში.

რაც დღეს საქართველოში ხდება - საზოგადოების მცირე სეგმენტებად დაყოფა და დაპირისპირებისთვის ახალ-ახალი თემების გაჩენა - ზუსტად რუსული პოლიტიკის შედეგია, რომლის მიზანია საზოგადოების დანაწევრებით, ერთმანეთთან წაკიდებით სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას შეუშალოს ხელი.

მტყუან-მართლის გარჩევას ჩვენ ვერ დავიწყებთ, ეს გამოძიების საქმეა, ისე კი, ამ მასალის საფუძველზე უამრავი სხვა კითხვა ჩნდება. მაგალითად, რა გზით შემოდის საქართველოში რუსული ფული? აქ იმდენად "პატრიოტთა ალიანსის" პრობლემა არ დგას - არ იქნებოდა ეს ძალა, იქნებოდა სხვა. უმთავრესი პრობლემა სახელმწიფოს მოშლის ცდაა. ისმის კითხვა, რამდენად დაცულია საზღვრები? თუ მართალია ამ თანხებზე ლაპარაკი, ბანკით ხომ ვერ გადმოირიცხებოდა? გარდა ამისა, როგორ გადავიდნენ აფხაზეთში "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები საქართველოს სპეცსამსახურების ხელშეწყობის გარეშე? გავიგეთ, რომ რუსეთი ეხმარებოდა, მაგრამ საქართველოს სპეცსამსახურების როლი რაში მდგომარეობს?

ახლახან უკიდურესად შემაშფოთებელი სტატია გამოქვეყნდა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ამერიკულ ინტერნეტგამოცემაში - ეს არის ინტერვიუ ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილ სარდალ ბენ ჰოჯესთან. ამერიკელი გენერალი ამბობს, ბელარუსში შეიძლება მოხდეს სასიკეთო ცვლილებები, მაგრამ ბელარუსი შეიძლება საქართველომ ჩაანაცვლოს რუსული გავლენისა და ავტორიტარიზმის ზრდის თვალსაზრისითო. ის პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება ორ გლობალურ პროექტს, რომლებიც საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას მსოფლიოში ძალზე გაზრდის და ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია იქნება. იგულისხმება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი და ბოჭკოვან-ციფრული კაბელის გაყვანა. ჰოჯესის თქმით, რუსეთი ორივე პროექტს ეწინააღმდეგება და სწორედ მისი გავლენით უშლის ხელს მათ განხორციელებას საქართველოს ხელისუფლებაცო...

მძიმე შეფასებების მეტი რა მოგვისმენია ბოლო თვეებში, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი, თუ ყველაზე მძიმე არა. უკიდურესად შემაშფოთებელი პროგნოზია და სამწუხაროდ, არ არის უნიადაგო.

აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია, გლობალურად შევხედოთ იმას, თუ რამდენად ღრმად მოექცა საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში და რამდენად დაცულია საზღვრები. ის, რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცე ფაქტობრივად ჩავაბარეთ რუსეთს, ცხადია: კრემლი თითქმის სრულად აკონტროლებს საქართველოს საინფორმაციო სივრცეს, ხლეჩს და აპირისპირებს ჩვენს საზოგადოებას. რომელი ოპოზიციური ლიდერის მიმართაც დასჭირდება, ისეთ ქვის სროლას დაიწყებს სოციალურ ქსელებში, რომ ძალიან რთული იქნება ამ ლიდერის ფეხზე წამოდგომა. გარდა ამისა, უფრო უარესადაც გვქონია საქმე - უკონტროლოდ შემოსულ რუსულ ფულს ვგულისხმობ. ინაშვილმა განაცხადა, 6 პიარკამპანია გვემსახურება, მათ შორის ამერიკული და ისრაელურიო. მერწმუნეთ, ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა, შესაბამისად, ძალიან ბევრი ეჭვი ჩნდება.

ამ ეჭვებს ამტკიცებს "პატრიოტთა ალიანსის" პლაკატიც აჭარაში, რომელზეც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ერთად წითელი ხაზით შემოხაზეს აჭარა და მიუთითეს, რომ თითქოს ჩვენს ამ რეგიონს თურქეთიდან საფრთხე ემუქრება, რაც საქართველოში რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის პირდაპირი გაგრძელებაა, იმ რუსული სცენარით მოქმედება, რისი ნიშნები აქამდეც ჩანდა, მაგრამ არა ასე მკაფიოდ. ისე, აქ ისრებიც საშიშია, არა მარტო ფერები.

თუმცა მე მარტო "პატრიოტთა ალიანსამდე" არ დავიყვანდი ამ პრობლემას. ეს გაცილებით მასშტაბური, საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან ე.წ. ღია საზღვრების პოლიტიკის პრობლემაა. წაიკითხეთ სრულად

"ქუჩაში  სააკაშვილის და ბოკერიას გვერდით ვერ დავდგები" - პატრიოტთა ალიანსის“ სიის მე-4 ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შესვლას აპირებს

"პარტიებს მომდევნო 6 თვე საბიუჯეტო დაფინანსება არ შეუწყდება" - ანრი ოხანაშვილი

"ისე უნდა დაერხეს ქვეყანას, რომ ხალხი ქუჩაში გამოვარდეს - ასეთი განცდა აქვს ზოგიერთ ოპოზიციონერს" - ალეკო ელისაშვილი