სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქუჩებში დახოცილი ადამიანების გვამებს ვუყურებდი... გაგვიყვანეთ ამ ჯოჯოხეთიდან" - "ხალიფატის ახალგაზრდა დედები" მსოფლიოს ყველაზე "საშიში ბანაკიდან"
"ქუჩებში დახოცილი ადამიანების გვამებს ვუყურებდი... გაგვიყვანეთ ამ ჯოჯოხეთიდან" - "ხალიფატის ახალგაზრდა დედები" მსოფლიოს ყველაზე "საშიში ბანაკიდან"

"ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ბა­ნა­კი მსოფ­ლი­ო­ში..." - ასე უწო­დე­ბენ და­სავ­ლე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ად­გილს, სა­დაც სი­რი­ე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ. სი­რი­ე­ლებ­თან ერ­თად, იქ ის ქა­ლე­ბიც არი­ან, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა დროს, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ქმრებ­თან ჩა­ვიდ­ნენ. ზო­გის ქმა­რი ISIS-ის მებ­რძო­ლი იყო, ზო­გიც ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ხა­ლი­სე­ებს, დამ­ფი­ნან­სებ­ლებს ან სუ­ლაც ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნებს ეძებ­და, თა­ვი­სი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის სა­ცო­ლედ...

ამ გზით, სი­რი­ა­სა და ერაყ­ში ომის ქარ­ცე­ცხლში ათა­სო­ბით გო­გო­ნა აღ­მოჩ­ნდა. ზოგი მა­ლე­ვე დაქვრივ­და და ცხოვ­რე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვი კა­ნო­ნე­ბის თა­ნახ­მად, მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად, სხვა კაც­თან გა­ნაგ­რძო, რო­მე­ლიც ასე­ვე მოკ­ლეს ან უგზო-უკვლოდ და­ი­კარ­გა. "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­დან" სიკ­ვდილს გა­მოქ­ცე­უ­ლი ათა­სო­ბით ქალი უკვე დიდი ხა­ნია გა­ურ­კვევ­ლო­ბის მო­ლო­დინ­ში, ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში ცხოვ­რობს.

"ჯი­ჰა­დის" გამ­გრძე­ლებ­ლე­ბი, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი, უუფ­ლე­ბო ქა­ლე­ბი თუ მო­მა­ვა­ლი ტე­რო­რის­ტე­ბი?.." - ასე ახა­სი­ა­თებს მათ bbc.com და "ხა­ლი­ფა­ტის ახალ­გაზ­რდა დე­დებს" უწო­დებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ბევ­რი მათ­გა­ნი მზად არის თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუნ­დეს, იქ სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­სდგეს და სას­ჯე­ლიც მი­ი­ღოს, ოღონდ კი ბა­ნა­კი და­ტო­ვოს.

ბა­ნაკ­ში მცხოვ­რე­ბი ერთ-ერთი ქალი, სა­ხე­ლად ფა­რი­და გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში ჰყვე­ბა, თუ რო­გორ აღ­მოჩ­ნდა სი­რი­ა­ში...

"ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა უშ­ვებს შეც­დო­მას და გა­მო­ნაკ­ლი­სი არც მე ვი­ყა­ვი. სი­რი­ა­ში ყოფ­ნი­სას გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე რას ნიშ­ნავს ომი. დავ­კარ­გე შვი­ლე­ბი და უსას­რუ­ლო­ბა­ში და­ვი­კარ­გე... მა­შინ 16 წლის ვი­ყა­ვი. ინ­ტერ­ნე­ტით ახალ­გაზ­რდა ბიჭი გა­ვი­ცა­ნი, უამ­რა­ვი სა­ერ­თო აღ­მოგ­ვაჩ­ნდა და 6 თვე­ში ცო­ლად გა­ყო­ლა მთხო­ვა. სა­ცხოვ­რებ­ლად სა­უ­დის არა­ბეთ­ში წაყ­ვა­ნას მპირ­დე­ბო­და, მა­ნამ­დე კი, ფული უნდა ვი­შო­ვო, მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი სამ­სა­ხუ­რი მჭირ­დე­ბაო და თურ­ქეთ­ში წა­ვი­და.

რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ მი­თხრა, ჩემ­თან ჩა­მო­დი და გამ­ცი­ლებ­ლებს და­მა­კავ­ში­რა. მათ­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე დღე და ღამე, სხვა ქა­ლებ­თან ერ­თად, მან­ქა­ნით ვი­ა­რეთ. შემ­დეგ, სა­დღაც გავ­ჩერ­დით და რა­ღაც მო­ნაკ­ვე­თი ფე­ხით ვი­ა­რეთ. შემ­დეგ, რა­ღაც ბინ­ძურ სახ­ლში მიგ­ვიყ­ვა­ნეს. შე­მე­შინ­და და ვი­ღაც ქალს ვკი­თხე, სად ვართ-მეთ­ქი, მან არა­ბუ­ლად მი­პა­სუ­ხა, გი­ლო­ცავ, ჩემო დაო, ჩვენ გა­ვა­კე­თეთ ჰი­ჯრა, ანუ სი­რი­ის სა­ზღვა­რი გა­დავკვე­თეთ და "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ში", ანუ შა­მას მი­წა­ზე ვარ­თო..." - იხ­სე­ნებს ის.

გო­გო­ნას თქმით, მას არ­ჩე­ვა­ნი არ ქონ­და, რად­გან და­ბა­დე­ბი­დან ას­წავ­ლიდ­ნენ მა­მა­კა­ცის მორ­ჩი­ლე­ბას.

"კავ­კა­სი­ა­ში ნე­ბის­მი­ე­რი ქალი ისე მო­იქ­ცე­ო­და, რო­გორც მე მო­ვი­ქე­ცი, რად­გან ჩვენს ოჯა­ხებ­ში ქალს გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს, შე­სა­ბა­მი­სად, ის ეკუთ­ვნის ქმარს, ძმას, მა­მას, ბი­ძებს, ისი­ნი წყვე­ტენ მის ბედს და თა­ვად წარ­მოდ­გე­ნაც კი არ აქვს, რომ გა­აჩ­ნია უფ­ლე­ბე­ბი, შე­უძ­ლია არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, თა­ვი­სი მო­მავ­ლის გან­სა­ზღვრა..." - ამ­ბობს გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სი­რი­ის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით, სი­რი­ე­ლი მებ­რძო­ლე­ბის ცო­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ, რო­ჯის ბა­ნაკ­ში ცხოვ­რობს.

იქ ახალ­გაზ­რდებ­თან ერ­თად, 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ქა­ლე­ბიც ცხოვ­რო­ბენ, რომ­ლე­ბიც სი­რი­ა­სა და ერაყ­ში შვი­ლე­ბის სა­ძებ­ნე­ლად ჩა­ვიდ­ნენ, მერე კი, უკან დაბ­რუ­ნე­ბა ვერ მო­ას­წრეს.

ქა­ლე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ მათ არას­დროს უნა­ხავთ მებ­რძო­ლი ქალი, რად­გან იმ ად­გი­ლას, სა­დაც ისი­ნი იყ­ვნენ, მათ არაფ­რის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ. მათ "ხა­ლი­ფა­ტის კა­ნო­ნე­ბის" თა­ნახ­მად, ქმრის და­ღუპ­ვის შემ­დეგ, სა­კუ­თა­რი ნება-სურ­ვი­ლის გა­რე­შე, სხვა კაც­ზე ათხო­ვებ­დნენ.

ლონ­დო­ნე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბიც ასე წა­მო­ეგ­ნენ ინ­ტერ­ნეტ­ში გაც­ნო­ბი­ლი ბი­ჭე­ბის და­პი­რე­ბებს, რომ გან­სხვა­ვე­ბულ სამ­ყა­რო­ში წა­იყ­ვან­დნენ. ერთ დღე­საც, სამი გო­გო­ნა, სკო­ლი­დან პირ­და­პირ აე­რო­პორ­ტში წა­ვი­და, ბი­ლე­თე­ბი იყი­და და თურ­ქე­თი­დან სი­რი­ა­ში გა­და­ვიდ­ნენ, სა­დაც "სი­რი­ის სა­ხელ­მწი­ფოს" კა­ლაშ­ნი­კო­ვე­ბი­ან მებ­რძო­ლებს შე­უ­ერ­თდნენ.

ერთხე­ლაც გა­ზეთ­მა Times–მა ერთ-ერთი მათ­გა­ნი, შა­მი­მი იპო­ვა. ის ჯი­ჰა­დის­ტის­გან ფემ­ხმძი­მედ იყო. გა­ირ­კვა, რომ მას რამ­დე­ნი­მე შვი­ლი ჰყავ­და, თუმ­ცა, ყვე­ლა და­ე­ღუ­პა. და­ნარ­ჩე­ნი ორი გო­გო­ნას ბედი დღემ­დე უც­ნო­ბია. ბრი­ტა­ნე­თი დღემ­დე ჰპირ­დე­ბა გო­გო­ნას დაბ­რუ­ნე­ბას, თუმ­ცა, უშე­დე­გოდ...

შა­მი­მი ამ­ბობს, რომ ფსი­ქო­ლო­გის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, რად­გან თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქუ­ჩებ­ში და­ხო­ცი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გვა­მებს უყუ­რებ­და... იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ფრან­გი პას­კალ დე­შა­მი, ორ გო­გო­ნას­თან ერ­თად, რო­მე­ლიც სი­რი­ა­ში სამ შვილ­თან და მე­გო­ბარ მა­მა­კაც­თან ერ­თად, 2015 წელს წა­ვი­და. მე­ო­თხე შვი­ლი იქ გა­უჩ­ნდათ. მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცი სი­რი­ა­ში მოკ­ლეს, თა­ვად კი, 2018 წლი­დან ალ-ჰო­ფე­ში ცხოვ­რობს. დე­დის­თვის წე­რილ წე­რი­ლებ­ში ჰყვე­ბა, რომ დაც­ვა ბოლო დროს ძა­ლი­ან გა­ამ­კაც­რეს, ღამე მათ კარ­ვებ­ში დამ­ნა­შა­ვე­ებს ეძე­ბენ და ხან­და­ხან ბავ­შვებ­საც სას­ტი­კად ექ­ცე­ვი­ან.

"დედა, პა­ტი­ე­ბას გთხოვ ყვე­ლაფ­რის­თვის, ვიცი არ ვიმ­სა­ცუ­რე, მაგ­რამ ჩემი პა­ტა­რე­ბის­თვის გე­მუ­და­რე­ბი, მის­წე­რე ჩვენს პრე­ზი­დენტს... მე მზად ვარ სას­ჯე­ლის­თვის, რო­მე­ლიც და­ვიმ­სა­ხუ­რე, ბავ­შვებს არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბი­ათ. იქ­ნებ გაგ­ვიყ­ვა­ნოს ამ ჯო­ჯო­ხე­თი­დან, თო­რემ ვერ გა­დავ­რჩე­ბით..." - წერს პას­კა­ლი დე­დას.

მათ ეში­ნი­ათ, რომ მსოფ­ლი­ოს, სა­დაც მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბა სი­ტუ­ა­ცია, ერთ დღე­საც კა­რავ­ში შე­სახ­ლე­ბუ­ლი ჯი­ჰა­დის­ტე­ბის ცო­ლე­ბი, ასე­ვე, დე­დე­ბიც და­ა­ვი­წყდე­ბათ და ქუ­ჩა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან, ამი­ტომ ისი­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს აქ­ტი­უ­რო­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ და დახ­მა­რე­ბას სთხო­ვენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
₩₩₩
2

მიასხით ბენზინი და გადაბუგეთ. სირია რომელი კავკასიაა, დიდი თუ მცირე? რეგვენი, კავკასიელობა მონობა რომ გონია?

წმინდა გაგა
3

"კავ­კა­სი­ა­ში ნე­ბის­მი­ე­რი ქალი ისე მო­იქ­ცე­ო­და, რო­გორც მე მო­ვი­ქე­ცი, რად­გან ჩვენს ოჯა­ხებ­ში ქალს გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს..." სირიისა და ერაყის ტერიტორია როდის მერე ითვლება კავკასიად?

ავტორი:

"ქუჩებში დახოცილი ადამიანების გვამებს ვუყურებდი... გაგვიყვანეთ ამ ჯოჯოხეთიდან" - "ხალიფატის ახალგაზრდა დედები" მსოფლიოს ყველაზე "საშიში ბანაკიდან"

"ქუჩებში დახოცილი ადამიანების გვამებს ვუყურებდი... გაგვიყვანეთ ამ ჯოჯოხეთიდან" - "ხალიფატის ახალგაზრდა დედები" მსოფლიოს ყველაზე "საშიში ბანაკიდან"

"ყველაზე საშიში ბანაკი მსოფლიოში..." - ასე უწოდებენ დასავლელი ჟურნალისტები ადგილს, სადაც სირიელი ლტოლვილები ცხოვრობენ. სირიელებთან ერთად, იქ ის ქალებიც არიან, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყნიდან ქმრებთან ჩავიდნენ. ზოგის ქმარი ISIS-ის მებრძოლი იყო, ზოგიც ინტერნეტში მოხალისეებს, დამფინანსებლებს ან სულაც ახალგაზრდა გოგონებს ეძებდა, თავისი თანამებრძოლების საცოლედ...

ამ გზით, სირიასა და ერაყში ომის ქარცეცხლში ათასობით გოგონა აღმოჩნდა. ზოგი მალევე დაქვრივდა და ცხოვრება, ადგილობრივი კანონების თანახმად, მცირეწლოვან შვილთან ერთად, სხვა კაცთან განაგრძო, რომელიც ასევე მოკლეს ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა. "ისლამური სახელმწიფოდან" სიკვდილს გამოქცეული ათასობით ქალი უკვე დიდი ხანია გაურკვევლობის მოლოდინში, ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობს.

"ჯიჰადის" გამგრძელებლები, ძალადობის მსხვერპლი, უუფლებო ქალები თუ მომავალი ტერორისტები?.." - ასე ახასიათებს მათ bbc.com და "ხალიფატის ახალგაზრდა დედებს" უწოდებს.

გამოცემის ცნობით, ბევრი მათგანი მზად არის თავის ქვეყანაში დაბრუნდეს, იქ სასამართლოს წინაშე წარსდგეს და სასჯელიც მიიღოს, ოღონდ კი ბანაკი დატოვოს.

ბანაკში მცხოვრები ერთ-ერთი ქალი, სახელად ფარიდა გამოცემასთან საუბარში ჰყვება, თუ როგორ აღმოჩნდა სირიაში...

"ცხოვრებაში ყველა უშვებს შეცდომას და გამონაკლისი არც მე ვიყავი. სირიაში ყოფნისას გავაცნობიერე რას ნიშნავს ომი. დავკარგე შვილები და უსასრულობაში დავიკარგე... მაშინ 16 წლის ვიყავი. ინტერნეტით ახალგაზრდა ბიჭი გავიცანი, უამრავი საერთო აღმოგვაჩნდა და 6 თვეში ცოლად გაყოლა მთხოვა. საცხოვრებლად საუდის არაბეთში წაყვანას მპირდებოდა, მანამდე კი, ფული უნდა ვიშოვო, მაღალანაზღაურებადი სამსახური მჭირდებაო და თურქეთში წავიდა.

რამდენიმე თვის შემდეგ მითხრა, ჩემთან ჩამოდი და გამცილებლებს დამაკავშირა. მათთან ერთად რამდენიმე დღე და ღამე, სხვა ქალებთან ერთად, მანქანით ვიარეთ. შემდეგ, სადღაც გავჩერდით და რაღაც მონაკვეთი ფეხით ვიარეთ. შემდეგ, რაღაც ბინძურ სახლში მიგვიყვანეს. შემეშინდა და ვიღაც ქალს ვკითხე, სად ვართ-მეთქი, მან არაბულად მიპასუხა, გილოცავ, ჩემო დაო, ჩვენ გავაკეთეთ ჰიჯრა, ანუ სირიის საზღვარი გადავკვეთეთ და "ისლამური სახელმწიფოში", ანუ შამას მიწაზე ვართო..." - იხსენებს ის.

გოგონას თქმით, მას არჩევანი არ ქონდა, რადგან დაბადებიდან ასწავლიდნენ მამაკაცის მორჩილებას.

"კავკასიაში ნებისმიერი ქალი ისე მოიქცეოდა, როგორც მე მოვიქეცი, რადგან ჩვენს ოჯახებში ქალს განათლების უფლება არ აქვს, შესაბამისად, ის ეკუთვნის ქმარს, ძმას, მამას, ბიძებს, ისინი წყვეტენ მის ბედს და თავად წარმოდგენაც კი არ აქვს, რომ გააჩნია უფლებები, შეუძლია არჩევანის გაკეთება, თავისი მომავლის განსაზღვრა..." - ამბობს გოგონა, რომელიც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სირიელი მებრძოლების ცოლებისთვის განკუთვნილ, როჯის ბანაკში ცხოვრობს.

იქ ახალგაზრდებთან ერთად, 60 წელს გადაცილებული ქალებიც ცხოვრობენ, რომლებიც სირიასა და ერაყში შვილების საძებნელად ჩავიდნენ, მერე კი, უკან დაბრუნება ვერ მოასწრეს.

ქალები ირწმუნებიან, რომ მათ არასდროს უნახავთ მებრძოლი ქალი, რადგან იმ ადგილას, სადაც ისინი იყვნენ, მათ არაფრის უფლება არ ჰქონდათ. მათ "ხალიფატის კანონების" თანახმად, ქმრის დაღუპვის შემდეგ, საკუთარი ნება-სურვილის გარეშე, სხვა კაცზე ათხოვებდნენ.

ლონდონელი მოსწავლეებიც ასე წამოეგნენ ინტერნეტში გაცნობილი ბიჭების დაპირებებს, რომ განსხვავებულ სამყაროში წაიყვანდნენ. ერთ დღესაც, სამი გოგონა, სკოლიდან პირდაპირ აეროპორტში წავიდა, ბილეთები იყიდა და თურქეთიდან სირიაში გადავიდნენ, სადაც "სირიის სახელმწიფოს" კალაშნიკოვებიან მებრძოლებს შეუერთდნენ.

ერთხელაც გაზეთმა Times–მა ერთ-ერთი მათგანი, შამიმი იპოვა. ის ჯიჰადისტისგან ფემხმძიმედ იყო. გაირკვა, რომ მას რამდენიმე შვილი ჰყავდა, თუმცა, ყველა დაეღუპა. დანარჩენი ორი გოგონას ბედი დღემდე უცნობია. ბრიტანეთი დღემდე ჰპირდება გოგონას დაბრუნებას, თუმცა, უშედეგოდ...

შამიმი ამბობს, რომ ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება, რადგან თვეების განმავლობაში ქუჩებში დახოცილი ადამიანების გვამებს უყურებდა... იგივე მდგომარეობაშია ფრანგი პასკალ დეშამი, ორ გოგონასთან ერთად, რომელიც სირიაში სამ შვილთან და მეგობარ მამაკაცთან ერთად, 2015 წელს წავიდა. მეოთხე შვილი იქ გაუჩნდათ. მეგობარი მამაკაცი სირიაში მოკლეს, თავად კი, 2018 წლიდან ალ-ჰოფეში ცხოვრობს. დედისთვის წერილ წერილებში ჰყვება, რომ დაცვა ბოლო დროს ძალიან გაამკაცრეს, ღამე მათ კარვებში დამნაშავეებს ეძებენ და ხანდახან ბავშვებსაც სასტიკად ექცევიან.

"დედა, პატიებას გთხოვ ყველაფრისთვის, ვიცი არ ვიმსაცურე, მაგრამ ჩემი პატარებისთვის გემუდარები, მისწერე ჩვენს პრეზიდენტს... მე მზად ვარ სასჯელისთვის, რომელიც დავიმსახურე, ბავშვებს არაფერი დაუშავებიათ. იქნებ გაგვიყვანოს ამ ჯოჯოხეთიდან, თორემ ვერ გადავრჩებით..." - წერს პასკალი დედას.

მათ ეშინიათ, რომ მსოფლიოს, სადაც მუდმივად იცვლება სიტუაცია, ერთ დღესაც კარავში შესახლებული ჯიჰადისტების ცოლები, ასევე, დედებიც დაავიწყდებათ და ქუჩაში აღმოჩნდებიან, ამიტომ ისინი საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ და დახმარებას სთხოვენ.

პრინცესა, რომელმაც ბრიტანეთი შეცვალა - დედის ხსოვნის პატივსაცემად, დიანას ძეგლი ჰარიმ და უილიამმა დაამზადებინეს

"მისგან ისეთივე პიროვნება გამოძერწეს, როგორც მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთვის" - რას ამბობს ჟირინოვსკი ნავალნისა და სააკაშვილზე?

მინსკში მილიციამ აქციაზე 125 ადამიანი დააკავა - ძალოვანებმა სპეციალური ტექნიკა გამოიყენეს