სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვითხრა, სიამოვნებით ვუერთდები თქვენს კამპანიასო" - თენგიზ ცერცვაძეს ისტორიულ-რომანტიკულ ფანტასტიკაში გადაიღებენ
"გვითხრა, სიამოვნებით ვუერთდები თქვენს კამპანიასო" - თენგიზ ცერცვაძეს ისტორიულ-რომანტიკულ ფანტასტიკაში გადაიღებენ

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის დროს სახ­ლში გა­მო­კე­ტილ არა­ერთ ადა­მი­ანს ახა­ლი იდე­ე­ბი გა­უჩ­ნდა, რო­მე­ლიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა კი­დეც, მა­გა­ლი­თად, რე­ჟი­სორ­მა ნი­კო­ლოზ ხო­მა­სუ­რძემ ფილ­მის სცე­ნა­რი და­წე­რა, რომ­ლის გა­და­ღე­ბაც უკვე და­ი­წყო.

"ამ სცე­ნა­რის­კენ პან­დე­მი­ამ მი­ბიძ­გა და კა­რან­ტინ­ში დავ­წე­რე, მინ­დო­და, ის გან­ცდე­ბი გად­მო­მე­ცა, რა­საც ვგრძნობ­დით, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობ­დით, რა­საც ვა­კე­თებ­დით, რო­გორ ვე­ლო­დით სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბებს... ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი იყო - ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა სივ­რცე­ში 14 დღით იყ­ვნენ გა­მო­კე­ტი­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კონ­ტაქ­ტი ეკ­რძა­ლე­ბო­დათ. იყო სა­ო­ცა­რი ემო­ცი­ე­ბი და გან­ცდე­ბი, რად­გა­ნაც იმა­ზეც ფიქ­რობ­დნენ, და­უდ­გინ­დე­ბო­დათ თუ არა კო­რო­ნა­ვირუ­სი...

ასე რომ, იმ ადა­მი­ნე­ბის ყოფა მკა­ფი­ოდ წარ­მო­ვიდ­გი­ნე და მათ ტყავ­ში შევ­ძვე­რი... პრო­ექტს "გა­ა­ზი­ა­რე სიყ­ვა­რუ­ლი“ და­ვარ­ქვი", - აღ­ნიშ­ნავს ნი­კო­ლოზ ხო­მა­სუ­რი­ძე, ხოლო კი­თხვა­ზე - თუ რა­ტომ სიყ­ვა­რუ­ლი? გვე­უბ­ნე­ბა, რომ ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას სიყ­ვა­რუ­ლი და ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა აკ­ლია, ამი­ტომ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ერ­თმა­ნეთს სით­ბო, სიყ­ვა­რუ­ლი გა­ვუ­ზი­ა­როთ. ნი­კო­ლოზ ხო­მა­სუ­რის თქმით, - ფილ­მი, რო­მელ­საც გა­და­ი­ღებს, მნახ­ველს სიყ­ვა­რულს შე­აყ­ვა­რებს, ამას­თა­ნა­ვე, თა­ვის სამ­შობ­ლოს და მის ის­ტო­რი­ა­ზე კი­დევ ერთხელ და­ა­ფიქ­რებს.

- კონ­კრე­ტუ­ლად რა­ზეა ფილ­მის სი­უ­ჟე­ტი?

- სიყ­ვა­რულ­ზე, კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ზე და დრო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე, ანუ ის­ტო­რი­ულ-რო­მან­ტი­კუ­ლი ფანსტას­ტი­კაა... პირ­ვე­ლი 20 წუთი სას­ტუმ­რო "მუ­ზე­უმ­ში" უკვე გა­და­ვი­ღეთ...

ფილ­მის გმი­რე­ბი ერ­თმა­ნეთს საფ­რან­გეთ­ში გა­იც­ნო­ბენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბი­ან და კა­რან­ტინ­ში ხვდე­ბი­ან. იმის გამო, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი იმ პე­რი­ოდ­ში ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად ვე­ღარ ხვდე­ბი­ან, ბიჭი სპე­ცი­ა­ლურ სუნ­თქვით ვარ­ჯი­შებს იწყებს, რო­მელ­საც "კავ­კა­სი­უ­რი იოგა" ჰქვია და ამას გო­გო­საც ას­წავ­ლის. იმის გამო, რომ დრო­ე­ბით ვერ ხვდე­ბი­ან, სუნ­თქვი­თი ვარ­ჯი­შე­ბის მეშ­ვე­ო­ბით დრო­სა და სივ­რცე­ში მოგ­ზა­უ­რო­ბენ, ხვდე­ბი­ან წინა სა­ა­უ­კუ­ნე­ებ­ში. კონ­ტაქ­ტი უწევთ ის­ტო­რი­ულ პი­როვ­ნე­ბებ­თან - და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­თან, გი­ორ­გი ჭყონ­დი­დელ­თან, რუს­თა­ველ­თან, ნიკო ფი­როს­მან­თან, და­ვით სა­რა­ჯიშ­ვილ­თან, ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვილ­თან, გა­ლა­კტი­ონ­თან, კლოდ მო­ნეს­თან... ამ ადა­მი­ა­ნებს ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი ხან თვი­თონ გა­ნა­სა­ხი­ე­რე­ბენ, ხან მათი თა­ნა­მედ­რო­ვე­ნი არი­ან. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა და ოლღა გუ­რა­მიშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­აც გვაქვს, რა­საც პა­რა­ლე­ლუ­რად, წყვი­ლის ცხოვ­რე­ბა კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში ენაც­ვლე­ბა... მერე ერთი ავად­დე­ბა, მე­ო­რე - არა, ფი­ნა­ლი მძაფ­რდე­ბა, თუმ­ცა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა და მა­ყუ­რებ­ლის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლიც, - გვიყ­ვე­ბა რე­ჟი­სო­რი, რო­მე­ლიც ფიქ­რობს, რომ პრო­ექ­ტი წლის ბო­ლომ­დე დას­რულ­დე­ბა და მა­ყუ­რე­ბელს მისი ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა.

მთა­ვარ რო­ლებს გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვი­ლი და ელი­სა­ბედ ბე­რიშ­ვი­ლი თა­მა­შო­ბენ.

"ელი­სა­ბედ ბე­რიშ­ვი­ლი კას­თინ­გის დროს აღ­მო­ვა­ჩი­ნე (ჯერ­ჯე­რო­ბით სკო­ლის მოს­წავ­ლეა, სკო­ლას გა­ი­სად ამ­თავ­რებს, რამ­დე­ნი­მე ვი­დე­ორ­გოლ­ში უკვე გა­და­ღე­ბუ­ლია). მათ პერ­სო­ნა­ჟებს და­ვარ­ქვი - ონია (რა­ჭის და ონის სა­პა­ტივ­სა­ცე­მოდ) მეტ­რე­ვე­ლი და ქარი ჭე­ლი­ძე, ამ როლს, რო­გორც ვთქვი, გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვი­ლი ას­რუ­ლებს“.

- რა უჩ­ვე­უ­ლო სა­ხე­ლე­ბი ჰქვი­ათ?

- ეს სა­ხე­ლე­ბი იმი­ტომ შე­ვარ­ჩიე, რომ არა­ვის რქმე­ო­და... თან, "ქარი" იმი­ტომ, რომ ფილმში ქა­რის ლე­გენ­დის ეპი­ზო­დიც გვაქვს. რე­ა­ლუ­რად კი, "ქარი" პი­როვ­ნე­ბაა, რო­მე­ლიც მოძ­რა­ობს დრო­სა და სივ­რცე­ში. თა­ვი­სუ­ფა­ლი სუ­ლია, რო­მან­ტი­კუ­ლი, მე­ო­მა­რიც, რო­გორც გი­თხა­რით, რამ­დე­ნი­მე ის­ტო­რი­ულ გმირ­საც აცო­ცხლებს. გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვილს ვფიქ­რობ, ეს როლი ძა­ლი­ან უხ­დე­ბა.

- რო­გორც შე­ვი­ტყვე, აპი­რებთ, რომ ფილმში თენგზ ცერ­ცვა­ძეც გა­და­ი­ღოთ. იმე­დია, ის დრო­სა და სივ­რცე­ში არ იმოგ­ზა­უ­რებს და რე­ა­ლუ­რად ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი იქ­ნე­ბა...

- ფილმში ბა­ტონ თენ­გი­ზის ეპი­ზო­დე­ბი ჯერ არ გა­დაგ­ვი­ღია, თუმ­ცა ის ახ­ლან­დელ დრო­შიც იქ­ნე­ბა და წარ­სულ­შიც. ბა­ტო­ნო თენ­გიზ, - ასე ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ მი­მარ­თა­ვენ, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად თენ­გიზ ცერ­ცვა­ძეა და არა სხვა. ფილმში მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მინ­და, ამ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მოვ­ხა­ტო. სა­ერ­თოდ, ქარ­თველ­მა ექი­მებ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იმუ­შა­ვეს, კარ­გად მარ­თეს კა­რან­ტი­ნის პე­რი­ო­დი... თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე, სხვა პრო­ფე­სი­ო­ნალ­თან ერ­თად, სა­ო­ცა­რი პი­როვ­ნე­ბაა, ეროვ­ნუ­ლი თვით­შეგ­ნე­ბის მქო­ნე და და­სა­ფა­სე­ბე­ლი კაცი. მისი ფილმში გა­მო­ჩე­ნა იმ სი­ნამ­დვი­ლეს და პა­რა­ლე­ლუ­რად ის­ტო­რი­ა­საც ასა­ხავს, რაც იმ პე­რი­ოდ­ში ჩვენ­ში ხდე­ბო­და. ფილ­მი მხატ­ვრუ­ლია, მაგ­რამ ცნო­ბი­ლი ექი­მის გა­მო­ჩე­ნა იმის დო­კუ­მენ­ტუ­რი და­დას­ტუ­რე­ბაა, რაც ყვე­ლამ ერ­თად ცოტა ხნის წინ გა­მო­ვი­ა­რეთ, რაც მინ­დო­და, შე­მოქ­მე­დე­ბა­შიც აგ­ვე­სა­ხა. ეს არის პა­რა­ლე­ლე­ბი აწ­მყო­სა და წარ­სულს შო­რის, ასე­ვე ისიც, სა­მო­მავ­ლოდ რა პერ­სპე­ტი­ვა გვექ­ნე­ბა.

- რო­დე­საც როლი შეს­თა­ვა­ზეთ, რა გი­პა­სუ­ხათ?

- იდეა ბა­ტონ თენ­გიზს მო­ე­წო­ნა. მას­თან კი გი­ორ­გი ბე­რი­ძემ, ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს პი­არ­მა და­მა­კავ­ში­რა. ბა­ტო­ნი თენ­გი­ზის კა­ბი­ნეტ­ში შევხდით და სცე­ნა­რი გა­ვა­ცა­ნით. გა­ირ­კვა, რომ თურ­მე შო­რი­დან გვიც­ნობს და პა­ტივს გვცემს, - ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბა მის­თვის ნაც­ნო­ბი ყო­ფი­ლა. ასე რომ, სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუ­ერ­თდე­ბი თქვენს კამ­პა­ნი­ა­სო.

- უფრო კონ­კრე­ტუ­ლად რომ გვი­თხრათ, ის­ტო­რი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბებს როლს ვინ ითა­მა­შე­ნენ?

- რა­ღაც მო­მენ­ტში, რო­გორც ვთქვით, ის­ტო­რი­უ­ლი გმი­რე­ბი თვი­თონ არი­ან, რამ­დე­ნი­მე სცე­ნა­ში - სხვე­ბი. და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი, ნიკო ნი­კო­ლა­ძე, კლოდ მონე, ილია - ეს რო­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა, გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვილ­მა შე­ას­რუ­ლოს, ელი­სა­ბედ ბე­რიშ­ვი­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის რო­ლებს ითა­მა­შებს, ლაშა კან­კა­ვა გი­ორ­გი ჭყონ­დი­დე­ლია, გი­ორ­გი მეგ­რე­ლიშ­ვილს ფი­როს­მა­ნის როლი ექ­ნე­ბა, გი­ორ­გი დარ­ჩი­აშ­ვი­ლი ადამ ფო­რა­ქიშ­ვი­ლი, ეკა­ტე­რი­ნე ფო­რა­ქიშ­ვი­ლის ძმა, ანუ და­ვით სა­რა­ჯიშ­ვი­ლის ცო­ლის ძმა, რუს­თა­ვე­ლის როლ­ზე და­ვით ჩა­ლა­თაშ­ვილს ვფქი­რობ, გა­ლა­კტი­ო­ნი ირაკ­ლი ჯა­ფა­რი­ძეა...

- და­ფი­ნან­სე­ბა სა­ი­დან მო­ი­პო­ვეთ?

- ამ ფილ­მს თა­ვად მა­ყუ­რე­ბე­ლი და­ა­ფი­ნან­სებს ისე, რო­გორც "ექ­ვთი­მე­ზე" მოხ­და. უკვე და­ვი­წყეთ აქ­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რის კამ­პა­ნი­აც, მინ­და, რომ წი­ნას­წარ მო­ვახ­დი­ნოთ ბი­ლე­თე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია, ნე­ბის­მი­ერ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, სა­ხელ­მწი­ფოს თუ კო­მერ­ცი­ულს შე­უძ­ლია, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, შე­მოგ­ვი­ერ­თდეს. მოკ­ლედ, მხარ­დამ­ჭე­რებს ვიკ­რებთ და რო­გორც "ექ­ვთი­მე“" ნა­წილ-ნა­წილ გა­და­ვი­ღეთ, ამა­საც ასე გა­და­ვი­ღებთ, ოღონდ, უფრო სწრა­ფად.

ასე რომ, ნე­ბი­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე ქვეყ­ნის გა­რეთ, შე­უძ­ლია, ამ მხარ­და­ჭე­რის კამ­პა­ნი­ა­ში ჩა­ერ­თოს და წი­ნას­წარ შე­ი­ძი­ნოს 2 ბი­ლე­თი. ამას "ფე­ის­ბუკ­ზე“" სპე­ცი­ა­ლურ ლინკზე შეს­ვლით მო­ა­ხერ­ხებს. შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ, რი­თაც მა­ყუ­რე­ბე­ლი ფილ­მის შემ­ქმნე­ლი და მხარ­დამ­ჭე­რი თვი­თონ­ვე გახ­დე­ბა, რაც უსი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სი სუ­ლაც არ არის.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოლხი
1

გილოცავთ....ბილეთის ფასი?

კატერინა
1

,,ექვთიმე" ხომ გადაიღეთ შედევრი-სენტიმენტალურ-დაშაქრული. ეს ფილმიც ალბათ ისეთივე იქნება. 

ავტორი:

"გვითხრა, სიამოვნებით ვუერთდები თქვენს კამპანიასო" - თენგიზ ცერცვაძეს ისტორიულ-რომანტიკულ ფანტასტიკაში გადაიღებენ

"გვითხრა, სიამოვნებით ვუერთდები თქვენს კამპანიასო" - თენგიზ ცერცვაძეს ისტორიულ-რომანტიკულ ფანტასტიკაში გადაიღებენ

კორონავირუსის პანდემიის დროს სახლში გამოკეტილ არაერთ ადამიანს ახალი იდეები გაუჩნდა, რომელიც განახორციელა კიდეც, მაგალითად, რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურძემ ფილმის სცენარი დაწერა, რომლის გადაღებაც უკვე დაიწყო.

"ამ სცენარისკენ პანდემიამ მიბიძგა და კარანტინში დავწერე, მინდოდა, ის განცდები გადმომეცა, რასაც ვგრძნობდით, რომელშიც ვცხოვრობდით, რასაც ვაკეთებდით, როგორ ველოდით საინფორმაციო გამოშვებებს... ურთულესი პერიოდი იყო - ადამიანები სხვადასხვა სივრცეში 14 დღით იყვნენ გამოკეტილი და საზოგადოებასთან კონტაქტი ეკრძალებოდათ. იყო საოცარი ემოციები და განცდები, რადგანაც იმაზეც ფიქრობდნენ, დაუდგინდებოდათ თუ არა კორონავირუსი...

ასე რომ, იმ ადამინების ყოფა მკაფიოდ წარმოვიდგინე და მათ ტყავში შევძვერი... პროექტს "გააზიარე სიყვარული“ დავარქვი", - აღნიშნავს ნიკოლოზ ხომასურიძე, ხოლო კითხვაზე - თუ რატომ სიყვარული? გვეუბნება, რომ ჩვენს საზოგადოებას სიყვარული და ურთიერთპატივისცემა აკლია, ამიტომ, აუცილებელია, ერთმანეთს სითბო, სიყვარული გავუზიაროთ. ნიკოლოზ ხომასურის თქმით, - ფილმი, რომელსაც გადაიღებს, მნახველს სიყვარულს შეაყვარებს, ამასთანავე, თავის სამშობლოს და მის ისტორიაზე კიდევ ერთხელ დააფიქრებს.

- კონკრეტულად რაზეა ფილმის სიუჟეტი?

- სიყვარულზე, კარანტინის პერიოდზე და დროში მოგზაურობაზე, ანუ ისტორიულ-რომანტიკული ფანსტასტიკაა... პირველი 20 წუთი სასტუმრო "მუზეუმში" უკვე გადავიღეთ...

ფილმის გმირები ერთმანეთს საფრანგეთში გაიცნობენ, საქართველოში დაბრუნდებიან და კარანტინში ხვდებიან. იმის გამო, რომ შეყვარებულები იმ პერიოდში ერთმანეთს ფიზიკურად ვეღარ ხვდებიან, ბიჭი სპეციალურ სუნთქვით ვარჯიშებს იწყებს, რომელსაც "კავკასიური იოგა" ჰქვია და ამას გოგოსაც ასწავლის. იმის გამო, რომ დროებით ვერ ხვდებიან, სუნთქვითი ვარჯიშების მეშვეობით დროსა და სივრცეში მოგზაურობენ, ხვდებიან წინა სააუკუნეებში. კონტაქტი უწევთ ისტორიულ პიროვნებებთან - დავით აღმაშენებელთან, გიორგი ჭყონდიდელთან, რუსთაველთან, ნიკო ფიროსმანთან, დავით სარაჯიშვილთან, ზაქარია ფალიაშვილთან, გალაკტიონთან, კლოდ მონესთან... ამ ადამიანებს ფილმის მთავარი გმირები ხან თვითონ განასახიერებენ, ხან მათი თანამედროვენი არიან. ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის სიყვარულის ისტორიაც გვაქვს, რასაც პარალელურად, წყვილის ცხოვრება კარანტინის პერიოდში ენაცვლება... მერე ერთი ავადდება, მეორე - არა, ფინალი მძაფრდება, თუმცა ძალიან საინტერესოა და მაყურებლისთვის მოულოდნელიც, - გვიყვება რეჟისორი, რომელიც ფიქრობს, რომ პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება და მაყურებელს მისი ნახვის საშუალება ექნება.

მთავარ როლებს გიორგი გილიგაშვილი და ელისაბედ ბერიშვილი თამაშობენ.

"ელისაბედ ბერიშვილი კასთინგის დროს აღმოვაჩინე (ჯერჯერობით სკოლის მოსწავლეა, სკოლას გაისად ამთავრებს, რამდენიმე ვიდეორგოლში უკვე გადაღებულია). მათ პერსონაჟებს დავარქვი - ონია (რაჭის და ონის საპატივსაცემოდ) მეტრეველი და ქარი ჭელიძე, ამ როლს, როგორც ვთქვი, გიორგი გილიგაშვილი ასრულებს“.

- რა უჩვეულო სახელები ჰქვიათ?

- ეს სახელები იმიტომ შევარჩიე, რომ არავის რქმეოდა... თან, "ქარი" იმიტომ, რომ ფილმში ქარის ლეგენდის ეპიზოდიც გვაქვს. რეალურად კი, "ქარი" პიროვნებაა, რომელიც მოძრაობს დროსა და სივრცეში. თავისუფალი სულია, რომანტიკული, მეომარიც, როგორც გითხარით, რამდენიმე ისტორიულ გმირსაც აცოცხლებს. გიორგი გილიგაშვილს ვფიქრობ, ეს როლი ძალიან უხდება.

- როგორც შევიტყვე, აპირებთ, რომ ფილმში თენგზ ცერცვაძეც გადაიღოთ. იმედია, ის დროსა და სივრცეში არ იმოგზაურებს და რეალურად ბატონი თენგიზი იქნება...

- ფილმში ბატონ თენგიზის ეპიზოდები ჯერ არ გადაგვიღია, თუმცა ის ახლანდელ დროშიც იქნება და წარსულშიც. ბატონო თენგიზ, - ასე ოფიციალურად არ მიმართავენ, მაგრამ ნამდვილად თენგიზ ცერცვაძეა და არა სხვა. ფილმში მისი მონაწილეობით მინდა, ამ პროფესიონალი ადამიანის მიმართ ჩემი დამოკიდებულება, პატივისცემა გამოვხატო. საერთოდ, ქართველმა ექიმებმა ძალიან კარგად იმუშავეს, კარგად მართეს კარანტინის პერიოდი... თენგიზ ცერცვაძე, სხვა პროფესიონალთან ერთად, საოცარი პიროვნებაა, ეროვნული თვითშეგნების მქონე და დასაფასებელი კაცი. მისი ფილმში გამოჩენა იმ სინამდვილეს და პარალელურად ისტორიასაც ასახავს, რაც იმ პერიოდში ჩვენში ხდებოდა. ფილმი მხატვრულია, მაგრამ ცნობილი ექიმის გამოჩენა იმის დოკუმენტური დადასტურებაა, რაც ყველამ ერთად ცოტა ხნის წინ გამოვიარეთ, რაც მინდოდა, შემოქმედებაშიც აგვესახა. ეს არის პარალელები აწმყოსა და წარსულს შორის, ასევე ისიც, სამომავლოდ რა პერსპეტივა გვექნება.

- როდესაც როლი შესთავაზეთ, რა გიპასუხათ?

- იდეა ბატონ თენგიზს მოეწონა. მასთან კი გიორგი ბერიძემ, ინფექციური საავადმყოფოს პიარმა დამაკავშირა. ბატონი თენგიზის კაბინეტში შევხდით და სცენარი გავაცანით. გაირკვა, რომ თურმე შორიდან გვიცნობს და პატივს გვცემს, - ჩემი შემოქმედება მისთვის ნაცნობი ყოფილა. ასე რომ, სიამოვნებით ვუერთდები თქვენს კამპანიასო.

- უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, ისტორიული პიროვნებებს როლს ვინ ითამაშენენ?

- რაღაც მომენტში, როგორც ვთქვით, ისტორიული გმირები თვითონ არიან, რამდენიმე სცენაში - სხვები. დავით აღმაშენებელი, ნიკო ნიკოლაძე, კლოდ მონე, ილია - ეს როლები შეიძლება, გიორგი გილიგაშვილმა შეასრულოს, ელისაბედ ბერიშვილი ქალბატონების როლებს ითამაშებს, ლაშა კანკავა გიორგი ჭყონდიდელია, გიორგი მეგრელიშვილს ფიროსმანის როლი ექნება, გიორგი დარჩიაშვილი ადამ ფორაქიშვილი, ეკატერინე ფორაქიშვილის ძმა, ანუ დავით სარაჯიშვილის ცოლის ძმა, რუსთაველის როლზე დავით ჩალათაშვილს ვფქირობ, გალაკტიონი ირაკლი ჯაფარიძეა...

- დაფინანსება საიდან მოიპოვეთ?

- ამ ფილმს თავად მაყურებელი დააფინანსებს ისე, როგორც "ექვთიმეზე" მოხდა. უკვე დავიწყეთ აქტიური მხარდაჭერის კამპანიაც, მინდა, რომ წინასწარ მოვახდინოთ ბილეთების რეალიზაცია, ნებისმიერ ორგანიზაციას, სახელმწიფოს თუ კომერციულს შეუძლია, სურვილის შემთხვევაში, შემოგვიერთდეს. მოკლედ, მხარდამჭერებს ვიკრებთ და როგორც "ექვთიმე“" ნაწილ-ნაწილ გადავიღეთ, ამასაც ასე გადავიღებთ, ოღონდ, უფრო სწრაფად.

ასე რომ, ნებიმიერ მოქალაქეს, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთ, შეუძლია, ამ მხარდაჭერის კამპანიაში ჩაერთოს და წინასწარ შეიძინოს 2 ბილეთი. ამას "ფეისბუკზე“" სპეციალურ ლინკზე შესვლით მოახერხებს. შემოგვიერთდნენ, რითაც მაყურებელი ფილმის შემქმნელი და მხარდამჭერი თვითონვე გახდება, რაც უსიამოვნო პროცესი სულაც არ არის.

თემო საჯაიამ და მარიტა ჯანაშიამ ჯვარი დაიწერეს - ორი საქორწინო კაბა, ცნობილი სტუმრები და დაუვიწყარი წვეულება (ფოტოები)

"მივხვდი, რომ შენი ბედნიერებით ყველა არ ხარობს...ამის გაანალიზების შემდეგ, თითქოს ჩავიკეტე" - ლელა მებურიშვილი სიყვარულზე, შვილებსა და ბავშვობის ოცნებებზე

სალომე ღვინიაშვილისა და ანუკი არეშიძის ცეკვა მეგობრის ქორწილში - როგორ ერთობიან ქართველი ვარსკვლავები