სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე მდიდარი პოპულარული ქართველი ქალები - ფული, კარიერა და მდიდარი მშობლები...
ყველაზე მდიდარი პოპულარული ქართველი ქალები - ფული, კარიერა და მდიდარი მშობლები...

ისი­ნი არა­სო­დეს ყო­ფი­ლან კონ­კი­ე­ბი, მათ და­ბა­დე­ბი­დან­ვე სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა ჰქონ­დათ. ზო­გი­ერთ მათ­განს მდი­და­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბა და პო­პუ­ლა­რუ­ლი ოჯა­ხის­შვი­ლო­ბა და­ბა­დე­ბი­დან ერგო. გა­გაც­ნობთ ყვე­ლა­ზე მდი­დარ ქარ­თველ ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც დღეს სე­რი­ო­ზულ კა­პი­ტალს ფლო­ბენ...

ია ფა­რუ­ლა­ვა

ია ფა­რუ­ლა­ვა რამ­დე­ნი­მე წლის წინ ამ­ბობ­და, რომ მისი შე­მო­სავ­ლის წყა­რო ძი­რი­თა­დად სა­ტე­ლე­ვი­ზიო კონ­ტრაქ­ტე­ბია, თუმ­ცა მსა­ხი­ო­ბი ღა­რი­ბი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. ფა­რუ­ლა­ვას რამ­დე­ნი­მე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა აქვს, მათ შო­რის ბან­კის მიერ მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი სახ­ლი აბა­ნო­თუ­ბან­ში, რო­მე­ლიც პო­პუ­ლა­რულ სას­ტუმ­როდ აქ­ცია.

ასე­ვე აქვს ბინა ყაზ­ბე­გის ქუ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც 85 ათას დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი და ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი ნუ­ცუ­ბი­ძე­ზე, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 250 000 დო­ლარს შე­ად­გენს. ფა­რუ­ლა­ვა შე­მო­სავ­ლებს არ აკონ­კრე­ტებს, თუმ­ცა მხო­ლოდ მის გარ­დე­რობ­ში უამ­რა­ვი ძვირ­ფა­სი ბრენ­დის კა­ბაა, თი­თო­ე­უ­ლის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე ათას დო­ლარს შე­ად­გენს.

თიკა კან­დე­ლა­კი

თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბუ­ლი რუსი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და ბიზ­ნეს­ლე­დი თინა კან­დე­ლა­კი, ამ­ჟა­მად ფე­დე­რა­ლუ­რი სპორ­ტუ­ლი ტე­ლე­არ­ხის "Матч ТВ"-ს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რია და ფლობს სა­კუ­თარ კოს­მე­ტი­კუ­რი ბრენდ AnsaLigy-ს. თი­ნას აქვს ასე­ვე მოს­კოვ­ში სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი - "თი­ნა­თი­ნი"...

კან­დე­ლა­კი რუ­სეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და პრო­დი­უ­სე­რია. მისი მოს­კო­ვუ­რი აპარ­ტა­მენ­ტი 400 კვ. მეტ­რი ფარ­თის და დუპ­ლექ­სის ტი­პის სა­ცხოვ­რე­ბე­ლია პა­ნო­რა­მუ­ლი ფან­ჯრე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა ორ­სარ­თუ­ლი­ან ფე­შე­ნე­ბე­ლურ სახ­ლს "რუბ­ლი­ოვ­კა­ზე" - "ოც­ნე­ბის სახ­ლის" მშე­ნებ­ლო­ბა სამი წელი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და მას თა­ვად კან­დე­ლა­კი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

რეს­ტო­რა­ნი „თი­ნა­თი­ნი“ მოს­კო­ვის პრეს­ტი­ჟულ უბან­ში მდე­ბა­რე­ობს და ის მდიდ­რე­ბის საყ­ვა­რე­ლი თავ­შეყ­რის ად­გი­ლია, სა­დაც სტუმ­რებს ხა­ჭა­პუ­რით, ხინ­კლით, გებ­ჟა­ლი­ით, ფხა­ლე­უ­ლი­სა და სხვა ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბა შე­უძ­ლი­ათ. მა­გა­ლი­თად, ხა­ჭა­პუ­რის ფასი და­ახ­ლო­ე­ბით 8 დო­ლა­რის ფარ­გლებ­შია, ერთი ცალი ხინ­კა­ლი კი 2 დო­ლა­რამ­დე ღირს.

მაკა ასა­თი­ა­ნი

დი­ზა­ი­ნე­რი და უბ­რა­ლოდ ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი ქალი მაკა ასა­თი­ა­ნი ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" 25%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი გახ­ლდათ. ის ასე­ვე ფლობ­და აქ­ცი­ებს "მერ­სე­დე­სის" სა­დი­ლე­რო კომ­პა­ნია შპს "აკა­სა" და შპს "ნო­ღე­ლა­ში".

წლე­ბის წინ მა­კას ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს და­ფუძ­ნე­ბით და­ი­წყო. კარ­გა ხანს მა­მის, კახი ასა­თი­ა­ნის კუთ­ვნილ კომ­პა­ნი­ას - "აირ­ზე­ნა­საც" ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მაკა ასა­თი­ა­ნის მე­უღ­ლის, კოტე გო­გე­ლი­ას ქო­ნე­ბა, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 50 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია. გო­გე­ლია-ასა­თი­ა­ნის წყვი­ლი შვე­ი­ცა­რი­ა­ში ცხოვ­რობს.

ქეთა თო­ფუ­რია

რუ­სუ­ლი ჯგუ­ფის "ა-სტუ­დი­ოს" ქარ­თვე­ლი სო­ლის­ტი, ქეთა თო­ფუ­რია რუ­სუ­ლი ბა­ზარ­ზე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლია, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი კა­რი­ე­რით უდი­დე­სი კა­პი­ტა­ლი და­აგ­რო­ვა. ქე­თას ყო­ფი­ლი ქმა­რი მი­ლი­ო­ნე­რი ებ­რა­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ლევ გე­იხ­მა­ნი გახ­ლდათ, რო­მელ­თან გა­შო­რე­ბის შემ­დე­გაც ქო­ნე­ბის რა ნა­წი­ლი ერგო მომ­ღე­რალს სა­ი­დუმ­ლოა.

ორი წლის წინ და­ას­რუ­ლა წყნეთ­ში სა­კუ­თა­რი ვი­ლის მშე­ნებ­ლო­ბა თო­ფუ­რი­ამ. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ის ყო­ველ ზა­ფხულს წყნეთ­ში ჩა­მო­დი­ო­და და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ოლი­ვია იქ ატა­რებ­და ძი­რი­თად დროს. რო­გორც ჩანს, სწო­რედ ეს გახ­ლდათ მი­ზე­ზი, რომ სა­კუ­თა­რი სახ­ლი საყ­ვა­რელ ად­გი­ლას ჰქო­ნო­და.

ქეთი მე­ლუა

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მოღ­ვა­წე ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი, ქეთი მე­ლუა, უცხო­უ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით 20 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის მფლო­ბე­ლია. ქუ­თა­ის­ში და­ბა­დე­ბუ­ლი მე­ლუა ბელ­ფას­ტში გა­ი­ზარ­და და მისი სას­ცე­ნო დე­ბი­უ­ტი 2003 წელს შედ­გა. პირ­ვე­ლი ალ­ბო­მის გა­მოშ­ვე­ბის შემ­დეგ კი ბრი­ტა­ნეთ­ში სა­უ­კე­თე­სო ქალი შემ­სრუ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მო­ი­პო­ვა.

სო­ფი­კო შე­ვარ­დნა­ძე

ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ტელე და რა­დი­ო­წამ­ყვა­ნი სო­ფი­კო შე­ვარ­დნა­ძე, ამ­ჟა­მად რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს და მოღ­ვა­წე­ობს. რო­გორც ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა ყო­ველ­თვის ოც­ნე­ბობ­და სას­ტუმ­რო­ში ცხოვ­რე­ბა­ზე და ახლა მისი ბინა ნამ­დვი­ლად ჰგავს სას­ტუმ­როს. მდი­და­რი ჟურ­ნა­ლის­ტის სახ­ლი მოს­კო­ვის ის­ტო­რი­ულ უბან­ში მდე­ბა­რე­ობს და 1914 წელს არის აშე­ნე­ბუ­ლი.

1920-იან წლებ­ში აქ ცნო­ბი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კლუ­ბი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და, სა­დაც რე­გუ­ლა­რუ­ლად და­დი­ოდ­ნენ ბულ­გა­კო­ვი, ტოლსტოი და სხვა­ნი. სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­რე პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლიშ­ვი­ლი თბი­ლის­ში და­ი­ბა­და და უზ­რუნ­ვე­ლი ბავ­შვო­ბა პა­რიზ­ში გა­ა­ტა­რა. ნიუ-იორკში უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, მცი­რე ხანს ბოს­ტონ­ში მუ­შა­ობ­და, 2006 წლი­დან კი მოს­კოვ­ში და­ი­წყო ცხოვ­რე­ბა.

ანუ­კი არე­ში­ძე

ანუ­კი არე­ში­ძე ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლი­სა და ექი­მის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. გო­გო­ნას ბედ­ნი­ე­რი ბავ­შვო­ბა ჰქონ­და, ოც­ნე­ბობ­და მო­დე­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც თი­ნე­ი­ჯე­რო­ბა­ში აის­რუ­ლა, თუმ­ცა, მალე სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ ბიჭ­ზე გა­თხოვ­და. კახი კა­ლა­ძე მა­შინ კა­რი­ე­რის პიკ­ზე იყო და ფეხ­ბურ­თელს უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა ეტ­რფო­და.

ხში­რად ვრცელ­დე­ბო­და ჭო­რე­ბი, რომ კა­ლა­ძე, რო­მე­ლი­მე მო­დელ­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ იტა­ლი­ა­ში ერთ-ერთი სა­ა­გენ­ტოს მიერ მიწ­ვე­უ­ლი დამ­წყე­ბი მო­დე­ლი მალე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­ცო­ლის სტა­ტუ­სით გა­მო­ა­ჩი­ნა. ანუ­კის სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე იც­ნობ­დნენ, თუმ­ცა მო­დელ­მა კა­რი­ე­რა­ზე უარი თქვა და იტა­ლი­ა­ში ტან­საც­მლის დი­ზა­ი­ნი შე­ის­წავ­ლა.

დღეს ანუ­კი სა­კუ­თარ სა­მო­დე­ლო ხაზს და მა­ღა­ზი­ებს ფლობს. გარ­და იმი­სა, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ლი­ო­ნე­რის ცო­ლია, მისი შე­მო­სა­ვა­ლი საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვია, რად­გან „ანო­უ­კის“ ტან­საც­მე­ლი, სა­ქორ­წი­ნო კა­ბე­ბი და ფეხ­საც­მე­ლი ათა­სო­ბით ლარი ღირს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Besika
41

მაკა რა ქალიაა

ვისი იმედი უნდა გვქონდეს.
19

ერთი გამაგებინეთ, შევარდნაძის შვილიშვილი რომ გაიქცა, რაში ადგას საქართველოს, ასევე ყველა ის, ვინც შეძლებულები, დღეს საზღვარგარეთაა. ესენი დაბრუნდებიან და ააშენებენ საქართველოს? ხომ ატყობთ, ქურდიც არ ბრუნდება, აბა პამპერსების შემცვლელებთ გინდათ საქართველოს აღორძინება? და ესენი კიდევ, ქედმაღლურად გვიყურებენ საქართველოში მყოფ ქართველებს. კარგით რა, ამასაც რომ ვერ ხედავთ, ცუდათა გაქვთ საქმე.

ავტორი:

ყველაზე მდიდარი პოპულარული ქართველი ქალები - ფული, კარიერა და მდიდარი მშობლები...

ყველაზე მდიდარი პოპულარული ქართველი ქალები - ფული, კარიერა და მდიდარი მშობლები...

ისინი არასოდეს ყოფილან კონკიები, მათ დაბადებიდანვე საინტერესო ცხოვრება ჰქონდათ. ზოგიერთ მათგანს მდიდარი მემკვიდრეობა და პოპულარული ოჯახისშვილობა დაბადებიდან ერგო. გაგაცნობთ ყველაზე მდიდარ ქართველ ქალებს, რომლებიც დღეს სერიოზულ კაპიტალს ფლობენ...

ია ფარულავა

ია ფარულავა რამდენიმე წლის წინ ამბობდა, რომ მისი შემოსავლის წყარო ძირითადად სატელევიზიო კონტრაქტებია, თუმცა მსახიობი ღარიბი არასოდეს ყოფილა. ფარულავას რამდენიმე უძრავი ქონება აქვს, მათ შორის ბანკის მიერ მილიონ დოლარად შეფასებული სახლი აბანოთუბანში, რომელიც პოპულარულ სასტუმროდ აქცია.

ასევე აქვს ბინა ყაზბეგის ქუჩაზე, რომელიც 85 ათას დოლარად არის შეფასებული და ორსართულიანი სახლი ნუცუბიძეზე, რომლის ღირებულებაც 250 000 დოლარს შეადგენს. ფარულავა შემოსავლებს არ აკონკრეტებს, თუმცა მხოლოდ მის გარდერობში უამრავი ძვირფასი ბრენდის კაბაა, თითოეულის საბაზრო ღირებულება რამდენიმე ათას დოლარს შეადგენს.

თიკა კანდელაკი

თბილისში დაბადებული რუსი ტელეწამყვანი და ბიზნესლედი თინა კანდელაკი, ამჟამად ფედერალური სპორტული ტელეარხის "Матч ТВ"-ს გენერალური პროდიუსერია და ფლობს საკუთარ კოსმეტიკური ბრენდ AnsaLigy-ს. თინას აქვს ასევე მოსკოვში საკუთარი სახელობის ქართული რესტორანი - "თინათინი"...

კანდელაკი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანი და პროდიუსერია. მისი მოსკოვური აპარტამენტი 400 კვ. მეტრი ფართის და დუპლექსის ტიპის საცხოვრებელია პანორამული ფანჯრებით. რაც შეეხება ორსართულიან ფეშენებელურ სახლს "რუბლიოვკაზე" - "ოცნების სახლის" მშენებლობა სამი წელი მიმდინარეობდა და მას თავად კანდელაკი ხელმძღვანელობდა.

რესტორანი „თინათინი“ მოსკოვის პრესტიჟულ უბანში მდებარეობს და ის მდიდრების საყვარელი თავშეყრის ადგილია, სადაც სტუმრებს ხაჭაპურით, ხინკლით, გებჟალიით, ფხალეულისა და სხვა ქართული კერძების დაგემოვნება შეუძლიათ. მაგალითად, ხაჭაპურის ფასი დაახლოებით 8 დოლარის ფარგლებშია, ერთი ცალი ხინკალი კი 2 დოლარამდე ღირს.

მაკა ასათიანი

დიზაინერი და უბრალოდ ძალიან პოპულარული ქართველი ქალი მაკა ასათიანი ტელეკომპანია "მაესტროს" 25%-იანი წილის მფლობელი გახლდათ. ის ასევე ფლობდა აქციებს "მერსედესის" სადილერო კომპანია შპს "აკასა" და შპს "ნოღელაში".

წლების წინ მაკას ბიზნესსაქმიანობა სამოდელო სააგენტოს დაფუძნებით დაიწყო. კარგა ხანს მამის, კახი ასათიანის კუთვნილ კომპანიას - "აირზენასაც" ხელმძღვანელობდა. მაკა ასათიანის მეუღლის, კოტე გოგელიას ქონება, არაოფიციალური მონაცემებით, 50 მილიონი დოლარია. გოგელია-ასათიანის წყვილი შვეიცარიაში ცხოვრობს.

ქეთა თოფურია

რუსული ჯგუფის "ა-სტუდიოს" ქართველი სოლისტი, ქეთა თოფურია რუსული ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მომღერალია, რომელმაც საკუთარი კარიერით უდიდესი კაპიტალი დააგროვა. ქეთას ყოფილი ქმარი მილიონერი ებრაელი ბიზნესმენი ლევ გეიხმანი გახლდათ, რომელთან გაშორების შემდეგაც ქონების რა ნაწილი ერგო მომღერალს საიდუმლოა.

ორი წლის წინ დაასრულა წყნეთში საკუთარი ვილის მშენებლობა თოფურიამ. ბოლო წლების განმავლობაში ის ყოველ ზაფხულს წყნეთში ჩამოდიოდა და მისი ქალიშვილი ოლივია იქ ატარებდა ძირითად დროს. როგორც ჩანს, სწორედ ეს გახლდათ მიზეზი, რომ საკუთარი სახლი საყვარელ ადგილას ჰქონოდა.

ქეთი მელუა

დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი, ქეთი მელუა, უცხოური მედიის ინფორმაციით 20 მილიონი დოლარის მფლობელია. ქუთაისში დაბადებული მელუა ბელფასტში გაიზარდა და მისი სასცენო დებიუტი 2003 წელს შედგა. პირველი ალბომის გამოშვების შემდეგ კი ბრიტანეთში საუკეთესო ქალი შემსრულებლის სტატუსი მოიპოვა.

სოფიკო შევარდნაძე

ძვირადღირებული და გავლენიანი ტელე და რადიოწამყვანი სოფიკო შევარდნაძე, ამჟამად რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა ყოველთვის ოცნებობდა სასტუმროში ცხოვრებაზე და ახლა მისი ბინა ნამდვილად ჰგავს სასტუმროს. მდიდარი ჟურნალისტის სახლი მოსკოვის ისტორიულ უბანში მდებარეობს და 1914 წელს არის აშენებული.

1920-იან წლებში აქ ცნობილი ლიტერატურული კლუბი ფუნქციონირებდა, სადაც რეგულარულად დადიოდნენ ბულგაკოვი, ტოლსტოი და სხვანი. საქართველოს მეორე პრეზიდენტის შვილიშვილი თბილისში დაიბადა და უზრუნველი ბავშვობა პარიზში გაატარა. ნიუ-იორკში უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, მცირე ხანს ბოსტონში მუშაობდა, 2006 წლიდან კი მოსკოვში დაიწყო ცხოვრება.

ანუკი არეშიძე

ანუკი არეშიძე ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლისა და ექიმის ოჯახში დაიბადა. გოგონას ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, ოცნებობდა მოდელობაზე, რომელიც თინეიჯერობაში აისრულა, თუმცა, მალე საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბიჭზე გათხოვდა. კახი კალაძე მაშინ კარიერის პიკზე იყო და ფეხბურთელს უამრავი ქართველი გოგონა ეტრფოდა.

ხშირად ვრცელდებოდა ჭორები, რომ კალაძე, რომელიმე მოდელზე იყო შეყვარებული, თუმცა საბოლოოდ იტალიაში ერთ-ერთი სააგენტოს მიერ მიწვეული დამწყები მოდელი მალე საზოგადოებაში საცოლის სტატუსით გამოაჩინა. ანუკის საქართველოში უკვე იცნობდნენ, თუმცა მოდელმა კარიერაზე უარი თქვა და იტალიაში ტანსაცმლის დიზაინი შეისწავლა.

დღეს ანუკი საკუთარ სამოდელო ხაზს და მაღაზიებს ფლობს. გარდა იმისა, რომ ოფიციალური მილიონერის ცოლია, მისი შემოსავალი საკმაოდ შთამბეჭდავია, რადგან „ანოუკის“ ტანსაცმელი, საქორწინო კაბები და ფეხსაცმელი ათასობით ლარი ღირს.

"თურქული კინოინდუსტრიის მეფე" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს "სანჯარ ეფე" რეალურ ცხოვრებაში: ცეცხლოვანი ენგინ აქიურექის იდუმალი ცხოვრება კადრს მიღმა

"საერთოდ არ ეტყობოდა, თუ ბოლო დღეები ჰქონდა... გეგმებს სახავდა, ზარებს პასუხობდა" - როგორ იხსენებენ კოვიდით გარდაცვლილ რეჟისორს მეგობრები, კოლეგები და მოსწავლეები

"ლუნა ყიფშიძე, გვიყვარხარ შენს დაიკოს და ძამიკოებს" - გიორგი ყიფშიძეს მეოთხე შვილი შეეძინა