საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის დედაა. 65- წლმადე ასაკის რუსუდან ტომარაძე კორონავირუსის დიაგნოზით გუშინ გარდაიცვალა. ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რიცხვი 1 429-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 1150 ადამიანი.
"დედას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაც კოვიდინფექციამ დაამძიმა", - განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ ჩვენთან საუბარში.
რა გვეშველება , შეზღუდეთ მეზობელი ქვეყნებიდან ვითომ ბიზნეს ვიზიტის საფუძველზე ხალხის მასიური შემოშვება !!!!! ბიზნესის მართვას ძალიან კარგად ახერებენ ინტერნეტის მეშვეობით , ძალიან მოვდუნდით !!! ეკონომის სამინსიტრო ნუ უშვებთ აზერბაიჯანი , სასომხეთი და რუსეთიდან მასიურად ხალხს !!!!!