Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი სული, სულ აქაა, სულ..." - ვინ იყო გოგონა, რომელიც საბედისწერო ავარიას დედასთან ერთად ემსხვერპლა
"ჩემი სული, სულ აქაა, სულ..." - ვინ იყო გოგონა, რომელიც საბედისწერო ავარიას დედასთან ერთად ემსხვერპლა

23 აგ­ვის­ტოს შა­ტი­ლის გზა­ზე მომ­ხდარ ავა­რი­ას 17 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, სამი კი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო.

რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, შემ­ზა­რა­ვი ავ­ტო­ა­ვა­რი­ის დროს და­ღუ­პულ 17 ადა­მი­ანს შო­რის არის დედა-შვი­ლი, მაია მა­მუ­ჩაშ­ვი­ლი და მისი 31 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი, ნუცა ყა­ნა­დაშ­ვი­ლი.

ლაშა თურ­მა­ნი­ძე, ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია "ივერ ტუ­რის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი:

- ნუ­ცას ახლო არ ვიც­ნობ­დი, მე­გობ­რებ­ში მყავ­და და გვქონ­და მი­მო­წე­რა. მეც ვა­პი­რებ­დი ტუ­რის მო­წყო­ბას გუ­შინ, მაგ­რამ უა­მინ­დო­ბის გამო გა­დავ­დე. ვე­რი­დე­ბი ხოლ­მე ასეთ ამინ­დებ­ში ტუ­რის მო­წყო­ბას. ორი დღის წინ ვე­სა­უბ­რე ნუ­ცას, ხევ­სუ­რე­თის ტურ­ზე უარი ვუ­თხა­რი, უა­მინ­დო­ბის გამო უნდა გა­დავ­დო - მეთ­ქი, მე­გო­ნა, არ წა­ვი­დო­და, წა­სუ­ლა მა­ინც.

გუ­შინ "ფე­ის­ბუქ­ზე" ხევ­სუ­რეთ­ში ყოფ­ნი­სას და­წე­რა: "ჩემი სული, სულ აქაა, სულ..." - ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დია მოხ­და, ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ.

“17 ადა­მი­ანს შო­რის ჩემი ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი ტუ­რის­ტი ნუცა ყა­ნა­დაშ­ვი­ლი და ჩემი კო­ლე­გა სერ­გო გორ­ლი­უ­კო­ვია. რთუ­ლია სი­ტყვე­ბის მო­ძებ­ნა, ძა­ლი­ან დიდი გუ­ლის­ტკი­ვი­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი..." - წერს ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია “გა­ი­ცა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს” ხელ­მძღვა­ნე­ლი ნიკა ჯმუ­ხა­ძე.

"დიდი ხა­ნია ვიც­ნობ ნუ­ცას, ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია მთლად მეც არ მაქვს, მაგ­რამ ჩვენ­მა სა­ერ­თო მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, რომ ნუცა დე­დას­თან ერ­თად იყო და ორი­ვე­ნი გარ­და­იც­ვალ­ნენ. ეს სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი სხვებ­მაც და­მი­დას­ტუ­რეს. ნუ­ცას, და­ახ­ლო­ე­ბით, 4 წე­ლია ვიც­ნობ და რამ­დე­ნი­მე რე­გი­ონ­ში ვყო­ფილ­ვართ ერ­თად. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი და ჩემ­თვის საყ­ვა­რე­ლი ტუ­რის­ტი იყო. რო­გორც გა­ვი­გე, ხევ­სუ­რე­თის შე­რე­უ­ლი ჯგუ­ფი იყო, რო­გორც ზო­გა­დად ხდე­ბა ხოლ­მე. მე­ო­რე გარ­დაც­ვლი­ლი, გიდი - სერ­გო გორ­ლი­უ­კო­ვია, სხვა­დას­ხვა ტუ­რებ­ზე გა­და­ვიკ­ვე­თეთ ბევ­რჯერ, მა­საც ახ­ლოს ვიც­ნობ­დი და კარ­გის მეტი არაფ­რის თქმა არ შე­მიძ­ლია. ჯგუ­ფის სხვა წევ­რებ­ზე არა­ფე­რი ვიცი. სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დი­აა და ვწუხ­ვარ..." - გვი­თხრა ნიკა ჯმუ­ხა­ძემ.

"ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა დედა-შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია და­უ­დას­ტუ­რა kvirispalitra.ge - ს.

"ნუცა მხატ­ვა­რი იყო, სა­ოც­რად ნი­ჭი­ე­რი და უაღ­რე­სად კარ­გი პი­როვ­ნე­ბა. მოგ­ზა­უ­რო­ბა უყ­ვარ­და ძა­ლი­ან, სა­ოც­რად კარ­გი დედა ჰყავ­და, მაია დე­ი­და, უთ­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი. ერ­თად წა­სუ­ლან ტურ­ზე და ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი შე­ვი­ტყვეთ. შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ, ვერ ვლა­პა­რა­კობ". იხი­ლეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
1

მთელი შაბათი დღე და ღამე წვიმდა, რომელმა მძღოლმა გადაწყვიტა ამ გზაზე წასვლა, ან ამ საწყლებმა რატო არ გადადეს ექსკურსია :-((( იქ წინა დღეების ნაწვიმარზეც ვერ ბედავენ იქაურები ტურისტების აყვანას. გამისკდა გული

ავტორი:

"ჩემი სული, სულ აქაა, სულ..." - ვინ იყო გოგონა, რომელიც საბედისწერო ავარიას დედასთან ერთად ემსხვერპლა

"ჩემი სული, სულ აქაა, სულ..." - ვინ იყო გოგონა, რომელიც საბედისწერო ავარიას დედასთან ერთად ემსხვერპლა

23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარ ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

როგორც შევიტყვეთ, შემზარავი ავტოავარიის დროს დაღუპულ 17 ადამიანს შორის არის დედა-შვილი, მაია მამუჩაშვილი და მისი 31 წლის ქალიშვილი, ნუცა ყანადაშვილი.

ლაშა თურმანიძე, ტურისტული კომპანია "ივერ ტურის" წარმომადგენელი:

- ნუცას ახლო არ ვიცნობდი, მეგობრებში მყავდა და გვქონდა მიმოწერა. მეც ვაპირებდი ტურის მოწყობას გუშინ, მაგრამ უამინდობის გამო გადავდე. ვერიდები ხოლმე ასეთ ამინდებში ტურის მოწყობას. ორი დღის წინ ვესაუბრე ნუცას, ხევსურეთის ტურზე უარი ვუთხარი, უამინდობის გამო უნდა გადავდო - მეთქი, მეგონა, არ წავიდოდა, წასულა მაინც.

გუშინ "ფეისბუქზე" ხევსურეთში ყოფნისას დაწერა: "ჩემი სული, სულ აქაა, სულ..." - ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, ძალიან ვწუხვარ.

“17 ადამიანს შორის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ტურისტი ნუცა ყანადაშვილი და ჩემი კოლეგა სერგო გორლიუკოვია. რთულია სიტყვების მოძებნა, ძალიან დიდი გულისტკივილია ეს ყველაფერი..." - წერს ტურისტული კომპანია “გაიცანი საქართველოს” ხელმძღვანელი ნიკა ჯმუხაძე.

"დიდი ხანია ვიცნობ ნუცას, ზუსტი ინფორმაცია მთლად მეც არ მაქვს, მაგრამ ჩვენმა საერთო მეგობარმა მითხრა, რომ ნუცა დედასთან ერთად იყო და ორივენი გარდაიცვალნენ. ეს სამწუხარო ამბავი სხვებმაც დამიდასტურეს. ნუცას, დაახლოებით, 4 წელია ვიცნობ და რამდენიმე რეგიონში ვყოფილვართ ერთად. ძალიან კარგი ადამიანი და ჩემთვის საყვარელი ტურისტი იყო. როგორც გავიგე, ხევსურეთის შერეული ჯგუფი იყო, როგორც ზოგადად ხდება ხოლმე. მეორე გარდაცვლილი, გიდი - სერგო გორლიუკოვია, სხვადასხვა ტურებზე გადავიკვეთეთ ბევრჯერ, მასაც ახლოს ვიცნობდი და კარგის მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. ჯგუფის სხვა წევრებზე არაფერი ვიცი. საშინელი ტრაგედიაა და ვწუხვარ..." - გვითხრა ნიკა ჯმუხაძემ.

"ოჯახის ახლობელმა დედა-შვილის გარდაცვალების თაობაზე ინფორმაცია დაუდასტურა kvirispalitra.ge - ს.

"ნუცა მხატვარი იყო, საოცრად ნიჭიერი და უაღრესად კარგი პიროვნება. მოგზაურობა უყვარდა ძალიან, საოცრად კარგი დედა ჰყავდა, მაია დეიდა, უთბილესი ადამიანი. ერთად წასულან ტურზე და ეს საშინელი ამბავი შევიტყვეთ. შოკირებულები ვართ, ვერ ვლაპარაკობ". იხილეთ სრულად

კორონავირუსი "ქართული ოცნების" სათაო ოფისში დასაქმებულ პირთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდასტურდა - ამირან გამყრელიძე

"100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა მიიღო" - რამდენი აბიტურიენტი გახდა წელს სტუდენტი და როგორ გადანაწილდა გრანტები

"ტიფიანი მერი" - ყველაზე საშიში ქალი ამერიკაში