ტურისტული კომპანია Treveler.ge-ის ხელმძღვანელი და თანამშრომელი, პოლიციის მცხეთის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ..საუბარია კომპანიაზე, რომლის კუთვნილი მიკროავტობუსი გუშინ შატილის გზაზე ხევში გადავარდა.
როგორც კომპანიის თანამშრომელი "ინტერპრესნიუსთან" ამბობს, სამართალდამცავები ტურზე მყოფი მოქალაქეების ვინაობითა და მათი საკონტაქტო ინფორმაციით დაინტერესდნენ.
"გამოკითხვაზე ვიყავი ღამით და დილით დასრულდა. ჩემთან ერთად იყო კომპანიის ხელმძღვანელი შალვა ბოლოთაშვილი. მე ამ ეტაპზე ვიყავი ოპერატორი და ვპასუხობდი სატელეფონო ზარებს, ისე გიდი ვარ. გამოკითხვაზე დაინტერესდნენ ტურზე მყოფი ადამიანების სიით და ტელეფონის ნომრებით. დანარჩენი რაც აინტერესებდათ და რაც საჭირო იყო გამოძიებისთვის და შემეძლო რამეში დახმარება, დაწვრილებით მივაწოდე ინფორმაცია,“- განაცხადა კომპანიის თანამშრომელმა.
შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.
ასეთი ტურების ავტოტრანსპორტისა მძღოლების მხრივ სრული განუკითხაობაა.
რეგულაციებია გასამკაცრებელი.
როდესაც მიდიხარ ტურზე და ანდობ შენს მგზავრობას ვიღაცას, უნდა დარწმუნდე რომ იმსახურებს. ესეთი ტრაგედია არ უნდა იყოს საჭირო, რომ მივხვდეთ, არ სეიძლება ენდოთ ყველას. ეს შალვა 20 ლარით ნაკლებად რომ გაყოლოდა ნებისმიერს წაიყვანადა. არა შემოწმება, არა ტექინსპექტირების საბუთი რომ გამართულია, არა დაზღვევა და არც ოფიციალურად გაყიდული ტური და გადახდილი გადასახადი. ესე უბრალოდ იქირავა 20 წლის მიკროავტობუსი 300 ლარად და გაუშვა 18 მგზავრი იქ სადაც არ უნდა გაეშვა.
რა შეუმოწმა ტრანსპორტს? რა შეუმოწმა მძღოლს? ტექ პასპორტს თუ მაინც ჩახედა, მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობა რამდენი ეწერა? ის თუ მაინც იკითხა სხვები რატომ აუქმებდნენ უამინდობის გამო ტურს? ან თვალით თუ მაინც დაათვალიერა რითი უშვებდა ამ ხალხს? ან საერთოდ ბიუჯეტში 1 თეთრი გადაიხადა და დააფიქსირა მაგ დღეს სად რამდენი მიკროავტობუსი და ეგრედწოდებული ტური გაუშვა?
რამდენჯერ საზღვარზე დატოვა ხალხი? რამდენი კაბადოკიის და ირანის და ბაქოს ტური ჩაშალა იმის გამო, რომ ვერ გაერკვა ელემენტარულში?
ან ეხლა რა პასუხისმგებლობას იღებს? ადვილია თქვა რომ დამთვარდა მაგისთვისაც ცხოვრება. დაუმთავრებენ გარდაცვლილების ოჯახები, თორე ესე ფულის მონობა და 20 ლარისთვის გარისკული სიცოცხლეები უღირს რამედ? თუ მეგობრებს და უსაყვარლეს ხალხს უშვებდა, არ იცოდა რომ უკეთესი ტრანსპორტიც არსებობს? უფრო უსაფრთხო? და უფრო სანდო?
ანდეს სიცოცხლე და შეცდნენ. გული მტკივა იმ გარდაცვლილების გამო, მაგრამ ჩვენ მაინც ვისწავლოთ, რომ არ შეილება ესე ბრმად ნდობა და გარისკვა თუნდაც მეგობრის.