სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოთახებში წვიმს... ტომოგრაფიის გასაკეთებლად პაციენტები სხვა კლინიკებში გადაჰყავდათ" - რატომ ვერ შეიქმნა ინფექციურ საავადმყოფოში სამუშაო პირობები?
"ოთახებში წვიმს... ტომოგრაფიის გასაკეთებლად პაციენტები სხვა კლინიკებში გადაჰყავდათ" - რატომ ვერ შეიქმნა ინფექციურ საავადმყოფოში სამუშაო პირობები?

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრი შიდსი­თა და კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს აღარ მი­ი­ღებს. ამის შე­სა­ხებ მე­დი­ის­თვის გუ­შინ გახ­და ცნო­ბი­ლი.

რა­ტომ მი­ი­ღო ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ხელ­მძღვა­ნელ­მა ასე­თი რა­დი­კა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - ამ კი­თხვა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძეს ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­უ­ცია, თუმ­ცა სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია იმ უმ­ძი­მე­სი პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ, რაც ცენ­ტრის სრულ­ყო­ფი­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას შე­უძ­ლე­ბელს ხდი­და.

იმას, რომ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი ფუნ­ქცი­ის­თვის შე­უ­სა­ბა­მო პი­რო­ბებ­ში უწევ­და მუ­შა­ო­ბა, არა­ვინ უარ­ყოფს. მათ შო­რის არც მოქ­მე­დი და არც - წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ცენ­ტრის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა დღემ­დე ვერ­ცერ­თმა მთავ­რო­ბამ შეძ­ლო.

სა­ა­ვად­მყო­ფო, რო­მელ­მაც კო­რო­ნა­ვირუს­თან წარ­მა­ტე­ბულ ბრძო­ლა­ში ლო­მის წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა, წლე­ბია, იჯა­რით აღე­ბულ შე­ნო­ბა­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. ტე­რი­ტო­რია, სა­დაც ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს და შიდსის ცენ­ტრის შე­ნო­ბაა გან­თავ­სე­ბუ­ლი, 2009 წელს გა­ი­ყი­და. ის კომ­პა­ნია "ავერ­სი ფარ­მამ" შე­ი­ძი­ნა, რის შემ­დე­გაც ფარ­თის მე­პატ­რო­ნე ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს შე­ნო­ბის გა­რე­მონ­ტე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევს.

ასევე დაგაინტერესებთ
21:25 / 27-07-2020

"რა გაუკეთა" და "რა გაუფუჭა" ბატონმა დავით სერგეენკომ ქართულ მედიცინას?" - ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი სერგეენკოს წინააღმდეგ

17:53 / 20-08-2020

სკანდალი სამედიცინო სფეროში - ცერცვაძე ამბობს, რომ ინფექციური საავადმყოფო კოვიდ და აივი პაციენტებს აღარ მიიღებს, ტიკარაძე მათ დაჯარიმებით ემუქრება

20:06 / 21-08-2020

ინფექციურ საავადმყოფოს გადაუდებელი სამუშაოებისთვის 300 ათასი ლარი გამოეყო

07:30 / 22-08-2020

"ბატონო დიმიტრი! როგორ უნდა მოვქცეულიყავით - დაგვეყენებინა პაციენტების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ?" - ცერცვაძე ხუნდაძეს პასუხობს

21:36 / 22-08-2020

"რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის მუქარას, მინდა ყველას შევახსენო, რომ იძულებული გაგვხადეს შეგვეჩერებინა პაციენტების მიღება" - ცერცვაძე

სა­ა­ვად­მყო­ფოს თანმშრომ­ლებ­მა ამის გამო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­აც გა­მარ­თეს, სა­დაც მათ "ავერ­სის" მიერ კლი­ნი­კის სა­ხუ­რა­ვის შე­კე­თე­ბის მიზ­ნით ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბას­თან ჯე­ბი­რე­ბის აღ­მარ­თვა გა­აპ­რო­ტეს­ტეს. ელე­მენ­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბის არ­ქო­ნის გამო შე­წუ­ხე­ბუ­ლი ექი­მე­ბი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­უ­ბარს მე­დი­ას­თან არ ერი­დე­ბოდ­ნენ.

მათი მო­ნა­თხრო­ბით, ყო­ვე­ლი გაწ­ვი­მე­ბი­სას სა­მუ­შაო ოთა­ხებ­შიც ისე­ვე წვიმს, რო­გორც - ღია ცის ქვეშ.

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კორ­პუ­სი - ფოტო: გიგა კუ­ჭა­ვა

თა­ვად კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ღიად და ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რობ­და ყვე­ლა იმ პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ, რომ­ლის წი­ნა­შეც სა­ა­ვად­მყო­ფო იდგა.

ცერ­ცვა­ძის ნა­ამ­ბო­ბის მი­ხედ­ვით, შე­ნო­ბის ავა­რი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ზო­გი­ერთ სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რებს სა­ერ­თოდ ვერ ვერ ატა­რე­ბენ. მა­გა­ლი­თად, ვერ იყე­ნე­ბენ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის ორ ახალ აპა­რატს, რო­მელ­საც სპე­ცი­ფი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის მი­ხედ­ვით მო­წყო­ბი­ლი ოთა­ხი სჭირ­დე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, "კა­ტეს" აპა­რა­ტუ­რა მათ სა­წყობ­ში ინა­ხე­ბა, პა­ცი­ენ­ტე­ბი კი, მათ შო­რის კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის გა­სა­კე­თებ­ლად სხვა კლი­ნი­კებ­ში გა­დაჰ­ყავ­დათ, რაც ცენ­ტრის­თვის და­მა­ტე­ბი­თი ფი­ნან­სუ­რი ხარ­ჯია, პა­ცი­ენ­ტის­თვის კი - დის­კომ­ფორ­ტი.

გუ­შინ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ მე­დი­ის­თვის აქამ­დე უც­ნო­ბი პა­რა­დოქ­სუ­ლი ფაქ­ტის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა. ცერ­ცვა­ძემ "პირ­ველ არხს" უთხრა, რომ თე­ბერ­ვალ­ში ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ, მი­სი­ვე რე­გუ­ლი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­ვენ­ტი­ლა­ციო სის­ტე­მის არ­ქო­ნის გამო, სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლა.

"თე­ბერ­ვალ­ში თვი­თონ სა­მი­ნის­ტრომ, მი­სი­ვე რე­გუ­ლი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­სა­მარ­თლო­ში გვი­ჩივ­ლა. კუ­რი­ო­ზუ­ლი შემ­თხვე­ვაა, სა­სა­მარ­თლო­ში გვი­ჩივ­ლა, რომ ცენ­ტრს არ ჰქონ­და სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­ვენ­ტი­ლა­ციო სის­ტე­მა. ანუ, სა­მი­ნის­ტრომ სა­სა­მარ­თლო­ში გვი­ჩივ­ლა იმ ხარ­ვე­ზის­თვის, რო­მე­ლი ხარ­ვე­ზის გა­მოს­წო­რე­ბას ჩვენ მა­ნამ­დეც და შემ­დე­გაც თვი­თონ სა­მი­ნის­ტროს ვთხოვ­დით", – გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

რა­ტომ გახ­და მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი პრობ­ლე­მა ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს­თვის შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის შექ­მნა - ამ კი­თხვა­ზეე პა­სუ­ხი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­ში არ აქვთ.

AMBEBI.GE-მ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კი­თხვე­ბით მი­მარ­თა, თუმ­ცა მათ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან და­უდ­გე­ნე­ლი ვა­დით შე­ი­კა­ვეს თავი.

"ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტარს არ ვა­კე­თებთ და არ ვიცი ზუს­ტად რო­დის გა­ვა­კე­თებთ. როცა გა­დავ­წყვეტთ, გა­გა­გე­ბი­ნებთ" - გან­გვი­ცხა­დეს უწყე­ბა­ში.

ჯან­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში მე­დი­ას­თან ფაქ­ტობ­რი­ვად სა­ჯა­როო "აღ­სა­რე­ბა" გა­ა­კე­თა და მო­ი­ბო­დი­შა იმის გამო, რომ ვერც მან შეძ­ლო ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა.

"მე მარ­თლაც ადა­მი­ა­ნუ­რად ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ და ეს დიდ­წი­ლად ჩემი ბრა­ლიც არის, რომ ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ნამ მი­ნის­ტრად ვმსა­ხუ­რობ­დი, ვერ მო­ვა­ხერ­ხე ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა და მარ­თლაც მძი­მე ტვირ­თად მა­წევს. შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი ტვირ­თი ჩემი მი­ნის­ტრო­ბი­დან სწო­რედ ეს იყოს" - გა­ნუ­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ ჟურ­ნა­ლის­ტებს.

მან იმ უშე­დე­გო მცდე­ლო­ბებ­ზეც ისა­უბ­რა, რაც სა­ხელ­მწი­ფოს მისი მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში ჰქონ­და.

"ჩვენ რამ­დე­ნი­მე მცდე­ლო­ბა გვქონ­და, რომ სხვა­დას­ხვა გა­დაჭ­რის გზე­ბი მოგ­ვე­ძებ­ნა ამ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­საგ­ვა­რებ­ლად, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მო­ვა­ხერ­ხე ამის გა­კე­თე­ბა. პირ­ვე­ლი 2013-2014 წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო მცდე­ლო­ბა, რომ მოვ­ლა­პა­რა­კე­ბუ­ლი­ყა­ვით იმ იუ­რი­დი­ულ დო­ნე­ზე, იმ კონ­ტრაქ­ტით რაც არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­პატ­რო­ნე­სა და სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის და ვერ შევ­თან­ხმდით ამ დე­ტა­ლებ­ზე. ამის შემ­დეგ, გვქონ­და მცდე­ლო­ბა, რომ იგი­ვე ფარ­თი მოგ­ვე­ძებ­ნა, სა­დაც იჯა­რით ავი­ღებ­დით, სა­ხელ­მწი­ფო იქი­რა­ვებ­და და გა­და­ვი­ტან­დით და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, სამ­წუ­ხა­როდ, ესეც ვერ მო­ხერ­ხდა" - აღ­ნიშ­ნა სერ­გე­ენ­კომ.

რა­ტომ ჩა­ი­შა­ლა ცენ­ტრის პრო­ექ­ტი­რე­ბის­თვის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ყვე­ლა ტენ­დე­რი - ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის არა­ერ­თი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პა­სუ­ხის­მგე­ბელ უწყე­ბას დღემ­დე არ გა­უ­ცია. პირ­ვე­ლი ტენ­დე­რი ცენ­ტრის პრო­ექ­ტი­რე­ბის­თვის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ 2017 წელს გა­მო­ა­ცხა­და. 266 949 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ტენ­დე­რი ჩა­ი­შა­ლა.

მე­ო­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დე­რი , რო­მე­ლიც მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონდმა გა­მო­ა­ცხა­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­წყდა. გა­მარ­ჯვე­ბულ კომ­პა­ნი­ას ახა­ლი შე­ნო­ბა 18 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა აე­შე­ნე­ბი­ნა. პრო­ექ­ტის დი­ზა­ი­ნის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი იყო 300 ათა­სი ევრო, მშე­ნებ­ლო­ბის­თვის კი - 6 მი­ლი­ო­ნი ევრო.

ამ ეტაპ­ზე ბოლო და­პი­რე­ბა ინ­ფექ­ცი­ურ­მა სა­ა­ვად­მყო­ფომ 2019 წლის დე­კემ­ბრის ბო­ლოს, პან­დე­მი­ამ­დე მი­ი­ღო. პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია თენ­გიზ ცერ­ცვა­ძეს დაჰ­პირ­და, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­უგ­ვა­რე­ბელ პრობ­ლე­მას მო­აგ­ვა­რებ­და და ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს­თვის სა­ხელ­მწი­ფო ახალ შე­ნო­ბას გა­მო­ყოფ­და.

და­პი­რე­ბი­დან რვა თვის თავ­ზე პრობ­ლე­მა კვლავ მო­უგ­ვა­რე­ბე­ლია, თუმ­ცა იმე­დის­მომ­ცე­მი სი­ახ­ლე იყო ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მთავ­რო­ბამ ცენ­ტრის­თვის ახა­ლი შე­ნო­ბა შე­ი­ძი­ნა.

"მთავ­რო­ბამ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს­თვის ახა­ლი შე­ნო­ბა შე­ი­ძი­ნა, რო­მე­ლიც 40 მი­ლი­ო­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საა და ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­მონ­ტის სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა, რათა მათ მი­ე­ცეთ იმ პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი ნორ­მა­ლუ­რი კლი­ნი­კის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის არის სა­ჭი­რო", - აღ­ნიშ­ნა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირინოლა
9

საინტერესოა, რომ ჟურნალისტთაგან არავის მოსდის აზრად, რომ ავერსს კითხვები დაუსვას მაშინ, როცა ვისთვისაც ბაჩალიაშვილს გამარჯობა უთქვამს ან არც უთქვამს, ტელევარსკვლავი გახადეს...

qeTo
6

სამაგიეროდ, ბორიას სტომატოლოგი ყოველდღე სალონში ზის და თმებს იყენებს! ამას ფული ხომ უნდა ბიუჯეტიდან! სად ცალია თქვენი ტომოგრაფიისათვის!

ავტორი:

"ოთახებში წვიმს... ტომოგრაფიის გასაკეთებლად პაციენტები სხვა კლინიკებში გადაჰყავდათ" - რატომ ვერ შეიქმნა ინფექციურ საავადმყოფოში სამუშაო პირობები?

"ოთახებში წვიმს... ტომოგრაფიის გასაკეთებლად პაციენტები სხვა კლინიკებში გადაჰყავდათ" - რატომ ვერ შეიქმნა ინფექციურ საავადმყოფოში სამუშაო პირობები?

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი შიდსითა და კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს აღარ მიიღებს. ამის შესახებ მედიისთვის გუშინ გახდა ცნობილი.

რატომ მიიღო ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება - ამ კითხვაზე ოფიციალური პასუხი თენგიზ ცერცვაძეს ჯერჯერობით არ გაუცია, თუმცა საყოველთაოდ ცნობილია იმ უმძიმესი პირობების შესახებ, რაც ცენტრის სრულყოფილად ფუნქციონირებას შეუძლებელს ხდიდა.

იმას, რომ ინფექციური საავადმყოფოს წლების განმავლობაში მისი ფუნქციისთვის შეუსაბამო პირობებში უწევდა მუშაობა, არავინ უარყოფს. მათ შორის არც მოქმედი და არც - წინა ხელისუფლება. მიუხედავად ამისა, ცენტრის პრობლემის მოგვარება დღემდე ვერცერთმა მთავრობამ შეძლო.

საავადმყოფო, რომელმაც კორონავირუსთან წარმატებულ ბრძოლაში ლომის წვლილი შეიტანა, წლებია, იჯარით აღებულ შენობაში ფუნქციონირებს. ტერიტორია, სადაც ინფექციური საავადმყოფოს და შიდსის ცენტრის შენობაა განთავსებული, 2009 წელს გაიყიდა. ის კომპანია "ავერსი ფარმამ" შეიძინა, რის შემდეგაც ფართის მეპატრონე ინფექციურ საავადმყოფოს შენობის გარემონტების უფლებას არ აძლევს.

საავადმყოფოს თანმშრომლებმა ამის გამო საპროტესტო აქციაც გამართეს, სადაც მათ "ავერსის" მიერ კლინიკის სახურავის შეკეთების მიზნით ადმინისტრაციულ შენობასთან ჯებირების აღმართვა გააპროტესტეს. ელემენტარული პირობების არქონის გამო შეწუხებული ექიმები დაწესებულებაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე საუბარს მედიასთან არ ერიდებოდნენ.

მათი მონათხრობით, ყოველი გაწვიმებისას სამუშაო ოთახებშიც ისევე წვიმს, როგორც - ღია ცის ქვეშ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციული კორპუსი - ფოტო: გიგა კუჭავა

თავად კლინიკის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე წლების განმავლობაში ღიად და ხმამაღლა საუბრობდა ყველა იმ პრობლემის შესახებ, რომლის წინაშეც საავადმყოფო იდგა.

ცერცვაძის ნაამბობის მიხედვით, შენობის ავარიული მდგომარეობის გამო ზოგიერთ სამედიცინო პროცედურებს საერთოდ ვერ ვერ ატარებენ. მაგალითად, ვერ იყენებენ კომპიუტერული ტომოგრაფიის ორ ახალ აპარატს, რომელსაც სპეციფიკური უსაფრთხოების ნორმების მიხედვით მოწყობილი ოთახი სჭირდება.

მისივე თქმით, "კატეს" აპარატურა მათ საწყობში ინახება, პაციენტები კი, მათ შორის კოვიდინფიცირებულები, კომპიუტერული ტომოგრაფიის გასაკეთებლად სხვა კლინიკებში გადაჰყავდათ, რაც ცენტრისთვის დამატებითი ფინანსური ხარჯია, პაციენტისთვის კი - დისკომფორტი.

გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში თენგიზ ცერცვაძემ მედიისთვის აქამდე უცნობი პარადოქსული ფაქტის შესახებაც ისაუბრა. ცერცვაძემ "პირველ არხს" უთხრა, რომ თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ, მისივე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ინფექციურ საავადმყოფოს სავალდებულო სავენტილაციო სისტემის არქონის გამო, სასამართლოში უჩივლა.

"თებერვალში თვითონ სამინისტრომ, მისივე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, სასამართლოში გვიჩივლა. კურიოზული შემთხვევაა, სასამართლოში გვიჩივლა, რომ ცენტრს არ ჰქონდა სავალდებულო სავენტილაციო სისტემა. ანუ, სამინისტრომ სასამართლოში გვიჩივლა იმ ხარვეზისთვის, რომელი ხარვეზის გამოსწორებას ჩვენ მანამდეც და შემდეგაც თვითონ სამინისტროს ვთხოვდით", – განაცხადა ცერცვაძემ.

რატომ გახდა მოუგვარებელი პრობლემა ინფექციური საავადმყოფოსთვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა - ამ კითხვაზეე პასუხი სახელმწიფო უწყებებში არ აქვთ.

AMBEBI.GE-მ ჯანდაცვის სამინისტროს კითხვებით მიმართა, თუმცა მათ ინფექციური საავადმყოფოს საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან დაუდგენელი ვადით შეიკავეს თავი.

"ამ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებთ და არ ვიცი ზუსტად როდის გავაკეთებთ. როცა გადავწყვეტთ, გაგაგებინებთ" - განგვიცხადეს უწყებაში.

ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა მიმდინარე წლის მარტში მედიასთან ფაქტობრივად საჯაროო "აღსარება" გააკეთა და მოიბოდიშა იმის გამო, რომ ვერც მან შეძლო ინფექციური საავადმყოფოს პრობლემის მოგვარება.

"მე მართლაც ადამიანურად ძალიან ვწუხვარ და ეს დიდწილად ჩემი ბრალიც არის, რომ ამ წლების განმავლობაში, სანამ მინისტრად ვმსახურობდი, ვერ მოვახერხე ამ პრობლემის მოგვარება და მართლაც მძიმე ტვირთად მაწევს. შეიძლება ყველაზე დიდი ტვირთი ჩემი მინისტრობიდან სწორედ ეს იყოს" - განუცხადა სერგეენკომ ჟურნალისტებს.

მან იმ უშედეგო მცდელობებზეც ისაუბრა, რაც სახელმწიფოს მისი მინისტრობის პერიოდში ჰქონდა.

"ჩვენ რამდენიმე მცდელობა გვქონდა, რომ სხვადასხვა გადაჭრის გზები მოგვეძებნა ამ ინფრასტრუქტურის მოსაგვარებლად, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე ამის გაკეთება. პირველი 2013-2014 წლების განმავლობაში იყო მცდელობა, რომ მოვლაპარაკებულიყავით იმ იურიდიულ დონეზე, იმ კონტრაქტით რაც არის გაფორმებული მეპატრონესა და სახელმწიფოს შორის და ვერ შევთანხმდით ამ დეტალებზე. ამის შემდეგ, გვქონდა მცდელობა, რომ იგივე ფართი მოგვეძებნა, სადაც იჯარით ავიღებდით, სახელმწიფო იქირავებდა და გადავიტანდით დაწესებულებას, სამწუხაროდ, ესეც ვერ მოხერხდა" - აღნიშნა სერგეენკომ.

რატომ ჩაიშალა ცენტრის პროექტირებისთვის გამოცხადებული ყველა ტენდერი - ამ კითხვაზე პასუხი ჟურნალისტების არაერთი მცდელობის მიუხედავად, პასუხისმგებელ უწყებას დღემდე არ გაუცია. პირველი ტენდერი ცენტრის პროექტირებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ 2017 წელს გამოაცხადა. 266 949 ლარის ღირებულების ტენდერი ჩაიშალა.

მეორე საერთაშორისო ტენდერი , რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, მოულოდნელად შეწყდა. გამარჯვებულ კომპანიას ახალი შენობა 18 თვის განმავლობაში უნდა აეშენებინა. პროექტის დიზაინისთვის გამოყოფილი იყო 300 ათასი ევრო, მშენებლობისთვის კი - 6 მილიონი ევრო.

ამ ეტაპზე ბოლო დაპირება ინფექციურმა საავადმყოფომ 2019 წლის დეკემბრის ბოლოს, პანდემიამდე მიიღო. პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია თენგიზ ცერცვაძეს დაჰპირდა, რომ წლების განმავლობაში მოუგვარებელ პრობლემას მოაგვარებდა და ინფექციური საავადმყოფოსთვის სახელმწიფო ახალ შენობას გამოყოფდა.

დაპირებიდან რვა თვის თავზე პრობლემა კვლავ მოუგვარებელია, თუმცა იმედისმომცემი სიახლე იყო ჯანდაცვის მინისტრის გუშინდელი განცხადება, რომლის მიხედვითაც, მთავრობამ ცენტრისთვის ახალი შენობა შეიძინა.

"მთავრობამ ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობა შეიძინა, რომელიც 40 მილიონის ღირებულებისაა და ასევე მიმდინარეობს რემონტის საკითხის მოგვარება, რათა მათ მიეცეთ იმ პირობებში მუშაობის საშუალება, რომელიც ნებისმიერი ნორმალური კლინიკის ფუნქციონირებისთვის არის საჭირო", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ

აფხაზეთში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა

„იმედის“ ეთერში მოგებების ფოიერვერკი იწყება - მოიგე 700 000 და 200 000 ლარი!

ხვალიდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს -  ამინდის პროგნოზი