სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
24 აგვისტოდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად ელიზაბეტ ჯილბერტის "ჭამე, ილოცე, შეიყვარე" გამოვა
24 აგვისტოდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად ელიზაბეტ ჯილბერტის "ჭამე, ილოცე, შეიყვარე" გამოვა

24 აგ­ვის­ტო­დან გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" მკი­თხვე­ლი სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად ელი­ზა­ბეტ ჯილ­ბერ­ტის რო­მანს "ჭამე, ილო­ცე, შე­იყ­ვა­რე" მი­ი­ღებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-მა" გა­და­წყვი­ტა, ბოლო წლე­ბის ბესტსე­ლე­რე­ბი უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ე­ხა­და, რათა მეტ მკი­თხველს ჰქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ეც­ნოს ამ პო­პუ­ლა­რულ ლი­ტე­რა­ტუ­რას.

ამის­თვის ტარ­დე­ბა გა­მო­კი­თხვა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც, მკი­თხვე­ლი თა­ვად ირ­ჩევს, თუ რო­მე­ლი წიგ­ნის შე­ძე­ნა სურს პრე­სას­თან ერ­თად, ფას­დაკ­ლე­ბით.

მკი­თხვე­ლის ამ­ჟა­მინ­დე­ლი რჩე­უ­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 8,50 ლარი, გა­ზეთ­თან ერ­თად - 10,00 ლარი.

ელი­ზა­ბეტ ჯილ­ბერტს კარ­გად იც­ნობს თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის მკი­თხვე­ლი. მწე­რა­ლი რამ­დე­ნი­მე წელს ჟურ­ნა­ლის­ტად მუ­შა­ობ­და. ამ პე­რი­ოდ­ში და­წე­რი­ლი მისი სა­დე­ბი­უ­ტო მო­თხრო­ბა „პი­ლიგ­რი­მე­ბი“ 1993 წელს „Esquire“- ში, ერთ-ერთ ავ­ტო­რი­ტე­ტულ ჟურ­ნალ­ში და­ი­ბეჭ­და. ეს ახალ­გაზ­რდა ავ­ტო­რის უდა­ვო აღი­ა­რე­ბა იყო.

2000-იანი წლე­ბის შუ­ა­ხა­ნებ­ში მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში კრი­ზი­სი და­ი­წყო, რა­საც გან­ქორ­წი­ნე­ბა მოჰ­ყვა და მწე­რა­ლი ხან­გრძლივ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში წა­ვი­და, რომ­ლის შე­დე­გია მისი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რო­მა­ნი „ჭამე, ილო­ცე, შე­იყ­ვა­რე“ _ დღეს უკვე სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი ბესტსე­ლე­რი სუ­ლი­ერ ძი­ე­ბებ­ზე, სიყ­ვა­რულ­სა და მე­გობ­რო­ბა­ზე. ამ რო­მა­ნის მოვ­ლე­ნებ­სა და ფი­ლო­სო­ფი­ურ იდე­ებს არა­ერ­თი სტა­ტია თუ გა­და­ცე­მა მი­ე­ძღვნა, მათ შო­რის ლე­გენ­და­რუ­ლი ოპრა უინფრის შოუს ერ­თდრო­უ­ლად ორი გა­მოშ­ვე­ბა. გა­და­ი­ღეს ფილ­მიც, რო­მელ­შიც მთა­ვარ გმი­რებს ჯუ­ლია რო­ბერტსი და ხა­ვი­ერ ბარ­დე­მი გა­ნა­სა­ხი­ე­რე­ბენ.

2001 წელს ელი­ზა­ბეტ ჯილ­ბერ­ტი ჩვე­ნი დრო­ე­ბის 100 ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი სუ­ლი­ე­რი ლი­დე­რე­ბის რი­ცხვში შე­იყ­ვა­ნეს.

სპე­ცი­ა­ლუ­რად "კვი­რის პა­ლიტ­რის" მკი­თხვე­ლი­სათ­ვის "ჭამე, ილო­ცე, შე­იყ­ვა­რე" გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ყდის დი­ზა­ი­ნით გა­მო­ვა.

იკი­თხეთ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­სა და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის წერ­ტი­ლებ­ში.

ავტორი:

24 აგვისტოდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად ელიზაბეტ ჯილბერტის "ჭამე, ილოცე, შეიყვარე" გამოვა

24 აგვისტოდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად ელიზაბეტ ჯილბერტის "ჭამე, ილოცე, შეიყვარე" გამოვა

24 აგვისტოდან გაზეთ "კვირის პალიტრის" მკითხველი სპეციალურ ფასად ელიზაბეტ ჯილბერტის რომანს "ჭამე, ილოცე, შეიყვარე" მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ გამომცემლობა "პალიტრა L-მა" გადაწყვიტა, ბოლო წლების ბესტსელერები უფრო ხელმისაწვდომი გაეხადა, რათა მეტ მკითხველს ჰქონდეს შესაძლებლობა, გაეცნოს ამ პოპულარულ ლიტერატურას.

ამისთვის ტარდება გამოკითხვა, რომლის მეშვეობითაც, მკითხველი თავად ირჩევს, თუ რომელი წიგნის შეძენა სურს პრესასთან ერთად, ფასდაკლებით.

მკითხველის ამჟამინდელი რჩეულის სპეციალური ფასია 8,50 ლარი, გაზეთთან ერთად - 10,00 ლარი.

ელიზაბეტ ჯილბერტს კარგად იცნობს თანამედროვე ლიტერატურის მკითხველი. მწერალი რამდენიმე წელს ჟურნალისტად მუშაობდა. ამ პერიოდში დაწერილი მისი სადებიუტო მოთხრობა „პილიგრიმები“ 1993 წელს „Esquire“- ში, ერთ-ერთ ავტორიტეტულ ჟურნალში დაიბეჭდა. ეს ახალგაზრდა ავტორის უდავო აღიარება იყო.

2000-იანი წლების შუახანებში მის პირად ცხოვრებაში კრიზისი დაიწყო, რასაც განქორწინება მოჰყვა და მწერალი ხანგრძლივ მოგზაურობაში წავიდა, რომლის შედეგია მისი ავტობიოგრაფიული რომანი „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ _ დღეს უკვე საყოველთაოდ აღიარებული ბესტსელერი სულიერ ძიებებზე, სიყვარულსა და მეგობრობაზე. ამ რომანის მოვლენებსა და ფილოსოფიურ იდეებს არაერთი სტატია თუ გადაცემა მიეძღვნა, მათ შორის ლეგენდარული ოპრა უინფრის შოუს ერთდროულად ორი გამოშვება. გადაიღეს ფილმიც, რომელშიც მთავარ გმირებს ჯულია რობერტსი და ხავიერ ბარდემი განასახიერებენ.

2001 წელს ელიზაბეტ ჯილბერტი ჩვენი დროების 100 ყველაზე გავლენიანი სულიერი ლიდერების რიცხვში შეიყვანეს.

სპეციალურად "კვირის პალიტრის" მკითხველისათვის "ჭამე, ილოცე, შეიყვარე" განახლებული ყდის დიზაინით გამოვა.

იკითხეთ წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში.

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი მე-18)

"ფენიქსის" ავტორები ბათუმსა და ოზურგეთში ადგილობრივ მკითხველს შეხვდნენ

20 აგვისტოდან ჟურნალ "გზასთან“ ერთად თანამედროვე ავტორის იაგო თვალაბეიშვილის "ტრანსმუტაცია“ გამოვა