მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ატარებენ საგამოძიებო ექსპერიმენტს ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნის ადგილას - დეტალები მაწევანის ტყიდან
როგორ ატარებენ საგამოძიებო ექსპერიმენტს ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნის ადგილას - დეტალები მაწევანის ტყიდან

თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მა­წე­ვა­ნის ტყე­ში, სა­დაც 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ცხე­და­რი იპო­ვეს, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ექ­სპე­რი­მენტს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად ეს­წრე­ბი­ან თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მამა ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი და ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი.

რო­გორც რა­მიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ექ­სპე­რი­მენ­ტი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა, რომ­ლი­თაც ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ამ დრომ­დე არ­სე­ბულ კი­თხებს პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მა.

"ტემ­პე­რა­ტუ­რა გა­ი­ზო­მე­ბა ავ­ტო­მო­ბილ­ში, აგ­რეთ­ვე გა­ი­ზო­მე­ბა ის, თუ რო­გორ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ცხე­და­რი. ეს არის 24-სა­ა­თი­ა­ნი ექ­სპე­რი­მენ­ტი. ეს ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა იმი­სათ­ვის, რომ და­დას­ტურ­დეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბა. დე­ტა­ლებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ ვი­სა­უბ­რებ. ამ ყვე­ლა­ფერს შე­მოწ­მე­ბა და ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნა სჭირ­დე­ბა. რა კი­თხვე­ბი­ცაა მას სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვაც­ნობთ. უნდა შე­მო­ვი­დეს ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ ავ­ტო­მო­ბილ­შიც იყო თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი და იმ გზით უნდა შე­მო­ვი­დეს რა გზი­თაც ვი­თომ შე­მო­ვი­და. ეს მან­ქა­ნა შე­მოყ­ვა­ნი­ლი იყო და ამას ჩვენ და­ვა­დას­ტუ­რებთ სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბის მეშ­ვე­ო­ბით", - გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

ექ­სპე­რი­მენ­ტის და­წყე­ბამ­დე თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მა­მამ, ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მკვლე­ლო­ბა­ზე ეჭვი იმ დღი­დან გა­უჩ­ნდა, როცა ტე­რი­ტო­რია ნახა. მი­სი­ვე თქმით, თეთ­რი­წყა­როს პო­ლი­ცი­ის მხრი­დან „ხე­ლის და­ფა­რე­ბა“ იწყე­ბა.

,"იწყე­ბა ხე­ლის და­ფა­რე­ბა თეთ­რი­წყა­როს პო­ლი­ცი­ის მხრი­დან. ას­ჯერ მით­ქვამს და კი­დევ ვი­ტყვი ამას. უნ­დობ­ლო­ბა მქონ­და ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის მი­მართ, ახლა ვენ­დო­ბი ირაკ­ლი შო­თა­ძეს და ვნა­ხოთ... ვი­თომ 4 დღე იყო მან­ქა­ნა და ვერ ნა­ხეს? ხე­დავთ რამ­დე­ნი ხალ­ხი და­დის, გავ­ჩერ­დეთ 2 სა­ა­თი და ნა­ხავთ რამ­დე­ნი მან­ქა­ნა გა­ივ­ლის. ეჭვი იმ დღი­დან გა­მიჩ­ნდა, რო­დე­საც ტე­რი­ტო­რია ვნა­ხე, უბ­რა­ლოდ აქამ­დე ხელს აფა­რებ­დნენ. აფ­ცი­ა­უ­რით და­წყე­ბუ­ლი ბა­ჭუ­ლაშ­ვი­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, აქ დამ­თავ­რდა ყვე­ლა­ფე­რი, სი­ნათ­ლე რომ ჩაქ­რა სოფ­ლებ­ში, მა­შინ მო­ი­ტა­ნეს მან­ქა­ნა,“ - აღ­ნიშ­ნა ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მა­წე­ვა­ნის ტყე­ში, სა­დაც 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ცხე­და­რი იპო­ვეს, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახლა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ექ­სპე­რი­მენტს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად ეს­წრე­ბი­ან თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მამა ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი და ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი.

რო­გორც მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ექ­სპე­რი­მენ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ­ლი­თაც ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ამ დრომ­დე არ­სე­ბულ კი­თხებს პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაკა
3

დღეში რამდენ სხვადასხვა ვერსიას გვთავაზობენ. თვითონაც დაიბნენ მგონი.

იურისტი
1

ეს ექსპერიმენტი ბლეფია რეალობას რო დაუახლოვო უნდა იყვეს იგივე ბუნებრივი და კლიმატური პირობები (თანაც ექსპერიმენტის ადგილას) რაც გვამის არმოჩენის დღეს და მის წინა 2-3 დღე იყო,ალბათ ხვდებით რომ ცდომილება უკვე საკმაოდ დიდია დღის ხანგრძლივობით,ტემპერატურით,ტენიანობით,ატმოსფერული წნევით და სხვა ეს და სხვა დეტალების რეალური მონაცემებიდან აცდენა სურათს მკვეთრად შეცვლის. ადვოკატს ეს გვამის აღმოჩენის უახლოეს პერიოდში რომ ჩაეტარებინა კიდე რაღაცას იტყოდა მაგრამ ამდენი ხნის თან ფერისცვალების შემდეგ არაფრის მთქმელია საინტერესოა გამოძიებას თუ მოსთხოვეს ასეთის ჩატარება და როდის. ზოგადად ექსპერიმენტი თავის დროზე მოქმედი პირის გარეშე ნაკლებ პროდუქტიულია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

როგორ ატარებენ საგამოძიებო ექსპერიმენტს ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნის ადგილას - დეტალები მაწევანის ტყიდან

როგორ ატარებენ საგამოძიებო ექსპერიმენტს ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნის ადგილას - დეტალები მაწევანის ტყიდან

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტყეში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს. ექსპერიმენტს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებიან თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი და ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპერიმენტი 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება, რომლითაც ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ამ დრომდე არსებულ კითხებს პასუხი გაეცემა.

"ტემპერატურა გაიზომება ავტომობილში, აგრეთვე გაიზომება ის, თუ როგორ მდგომარეობაში იყო ცხედარი. ეს არის 24-საათიანი ექსპერიმენტი. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დადასტურდეს ჭეშმარიტება. დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ. ამ ყველაფერს შემოწმება და ექსპერტების დასკვნა სჭირდება. რა კითხვებიცაა მას საზოგადოებას გავაცნობთ. უნდა შემოვიდეს ავტომობილი, რომელ ავტომობილშიც იყო თამარ ბაჩალიაშვილი და იმ გზით უნდა შემოვიდეს რა გზითაც ვითომ შემოვიდა. ეს მანქანა შემოყვანილი იყო და ამას ჩვენ დავადასტურებთ სატელიტური სურათების მეშვეობით", - განაცხადა რამიშვილმა.

ექსპერიმენტის დაწყებამდე თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა, რომ მკვლელობაზე ეჭვი იმ დღიდან გაუჩნდა, როცა ტერიტორია ნახა. მისივე თქმით, თეთრიწყაროს პოლიციის მხრიდან „ხელის დაფარება“ იწყება.

,"იწყება ხელის დაფარება თეთრიწყაროს პოლიციის მხრიდან. ასჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვი ამას. უნდობლობა მქონდა ქვემო ქართლის პოლიციის მიმართ, ახლა ვენდობი ირაკლი შოთაძეს და ვნახოთ... ვითომ 4 დღე იყო მანქანა და ვერ ნახეს? ხედავთ რამდენი ხალხი დადის, გავჩერდეთ 2 საათი და ნახავთ რამდენი მანქანა გაივლის. ეჭვი იმ დღიდან გამიჩნდა, როდესაც ტერიტორია ვნახე, უბრალოდ აქამდე ხელს აფარებდნენ. აფციაურით დაწყებული ბაჭულაშვილით დამთავრებული, აქ დამთავრდა ყველაფერი, სინათლე რომ ჩაქრა სოფლებში, მაშინ მოიტანეს მანქანა,“ - აღნიშნა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ცნობისთვის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტყეში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, ტერიტორიაზე ახლა საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს. ექსპერიმენტს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებიან თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი და ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

როგორც მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპერიმენტი განხორციელდება 24 საათის განმავლობაში, რომლითაც ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ამ დრომდე არსებულ კითხებს პასუხი გაეცემა.

ძალადობის ბრალდებით თბილისში ძიძა დააკავეს - "ინტენსიურად, ფიზიკურად ძალადობდა 2 წლის ბავშვზე"

"ძაღლის აღებულმა გეზმა დაადასტურა გიორგის ჩასვლა, როგორც გზიდან დაშვებულ ფერდობზე, ასევე მისვლა არაგვის პირას" - რას წერს მირიან ნიკოლაძე

"თამუნას ორგანიზმში აღმოჩნდა კლოფელინი, რომელიც ადამიანს თიშავს... ასევე მის მანქანაში ნაპოვნია ბოთლი" - ადვოკატი ახალ დეტალებს ამხელს