პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ბედნიერებაც და უბედურებაც ცხოვრებაში თან დამყვება"
"ბედნიერებაც და უბედურებაც ცხოვრებაში თან დამყვება"

სა­ხე­ლი, გვა­რი: თამ­თა შე­და­ნია.

ასა­კი: 28 წლის.

პრო­ფე­სია: პიარ-მარ­კე­ტო­ლო­გი, მო­დე­ლი. მუ­შა­ობ­და ტე­ლე­წამ­ყვა­ნა­დაც.

სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი: აქვს შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი, რაც სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბა­სა და სა­მო­დე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

გან­ტვირ­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა: წიგ­ნე­ბის კი­თხვა.

ცხოვ­რე­ბის დე­ვი­ზი: "არა­სო­დეს და­ნებ­დე".

- თამ­თა, ზა­ფხულს რო­გორ ატა­რებ?

- ამ­ჟა­მად აგა­რაკ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბი, სა­დაც აუზი გვაქვს. მთე­ლი ოჯა­ხი ერ­თად ვის­ვე­ნებთ. ზა­ფხუ­ლის გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ზღვა­ზეც გა­ვა­ტა­რე. პან­დე­მი­ის დროს ჩა­კე­ტი­ლო­ბამ ის გა­მო­იწ­ვია, რომ მინ­და გა­რეთ, ბუ­ნე­ბა­ში, მე­გობ­რებ­თან და ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად, მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რი დრო გა­ვა­ტა­რო. რაც კა­რან­ტი­ნი­სას და­მაკ­ლდა, ახლა მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­ნა­ზღა­უ­რებ.

- შეკ­რე­ბე­ბის აკ­რძალ­ვის გარ­და, პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად, დის­კომ­ფორ­ტს რა გიქ­მნი­და?

- რა თქმა უნდა, ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ას ვი­ცავ­დი, რო­გორც რი­გი­თი, კა­ნონ­მორ­ჩი­ლი მო­ქა­ლა­ქე. უბ­რა­ლოდ, ჩემ­ზე იმ პე­რი­ოდ­მა ცუ­დად იმოქ­მე­და, როცა ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბაც არ შეგ­ვეძ­ლო და შინ ვი­ყა­ვით გა­მო­კე­ტი­ლი. ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ასე იყო სა­ჭი­რო... გა­მი­ჭირ­და, რად­გან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ვარ: ადა­მი­ა­ნებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, აზ­რის გაც­ვლა ყო­ველ­თვის მჭირ­დე­ბა. ეს რომ და­მაკ­ლდა, ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახ­ლობ­ლებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დი.

- სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით ბო­ლოს რო­დის იმ­გზავ­რე?

- 3 წლის წინ მეტ­რო­თი ვიმ­გზავ­რე. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს ძი­რი­თა­დად, არ ვი­ყე­ნებ: იმი­ტომ - არა, რომ ვუ­კად­რი­სობ. მირ­ჩევ­ნია, ფე­ხით მეტი ვი­ა­რო, ვიდ­რე ტრან­სპორ­ტით. ისე, ძი­რი­თა­დად, სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ვა­ად­გილ­დე­ბი, მაგ­რამ ტაქ­სით მგზავ­რო­ბაც მი­წევს.

- შენ და შენს გო­გო­ნას რა 3 სა­ერ­თო თვი­სე­ბა გა­ხა­სი­ა­თებთ?

- სი­ჯი­უ­ტე (თუმ­ცა, ახლა მია დი­დად ჯი­უ­ტი აღარ არის), მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა (როცა რა­ღა­ცის მიღ­წე­ვა გვინ­და, მეც და მიაც ამის­თვის ბო­ლომ­დე ვიბ­რძვით) და ორი­ვე­ნი კე­თი­ლე­ბი, პო­ზი­ტი­უ­რე­ბი ვართ.

- თქვენ შო­რის გან­მას­ხვა­ვე­ბელ თვი­სე­ბებ­ზე რას გვე­ტყვი?

- მია უკვე ისე მემ­სგავ­სე­ბა, რომ ჩემი ბევ­რი თვი­სე­ბა "აქვს აღე­ბუ­ლი". გან­სხვა­ვე­ბას დი­დად ვერ ვამ­ჩნევ.

- რამ­დენ უცხო ენას ფლობ?

- ინ­გლი­სურს და რუ­სულს. იტა­ლი­უ­რის სრულ­ფა­სოვ­ნად შეს­წავ­ლის სურ­ვი­ლი მაქვს.

- ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან უფრო ხში­რად გი­ტი­რია თუ უბე­დუ­რე­ბის­გან?

- ბედ­ნი­ე­რე­ბაც და უბე­დუ­რე­ბაც ცხოვ­რე­ბა­ში თან დამ­ყვე­ბა. ყვე­ლა­ზე რთუ­ლია, ბედ­ნი­ე­რი დიდ­ხანს იყო. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი აზ­რიც არ­სე­ბობს, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბა ცოტა ხანს გრძელ­დე­ბა. სულ ვზრუ­ნავ, ბედ­ნი­ე­რი წუ­თე­ბი, ეპი­ზო­დე­ბი ცხოვ­რე­ბა­ში დიდ­ხანს გა­მიგ­რძელ­დეს. უბე­დუ­რე­ბა­ზე სა­ერ­თოდ არ ვფიქ­რობ - ცხა­დია, თუ ეს ტრა­გე­დი­ას არ ეხე­ბა: ბევ­რი ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გე... სა­ერ­თოდ, ადა­მი­ანს შე­გიძ­ლია, უბე­დუ­რიც იყო და ბედ­ნი­ე­რიც - ორი­ვე გან­წყო­ბას თა­ვად ქმნი. უბ­რა­ლოდ, უნდა ეცა­დო, უფრო ბედ­ნი­ე­რი იყო, რად­გან ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, უფრო ლა­მა­ზიც ხარ, კარ­გიც, პო­ზი­ტი­უ­რიც, სა­სი­ა­მოვ­ნოც... შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც ისე გა­მი­ხარ­დეს, რომ ცრემ­ლე­ბიც წა­მო­მი­ვი­დეს, მაგ­რამ ხში­რად ვტი­რი-მეთ­ქი, ვერ ვი­ტყვი. თუ ვტი­რი, შე­იძ­ლე­ბა, გან­ვმარ­ტოვ­დე (რაც იშ­ვი­ა­თად მომ­ხდა­რა). იხი­ლეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
paata
3

ღმერთმა დაგლოცოთ! წარმატებები!

vera
1

es gogo momcons ar magizianebs tingica ar aris dzalian moridebulia:) gaixare

ავტორი:

"ბედნიერებაც და უბედურებაც ცხოვრებაში თან დამყვება"

"ბედნიერებაც და უბედურებაც ცხოვრებაში თან დამყვება"

სახელი, გვარი: თამთა შედანია.

ასაკი: 28 წლის.

პროფესია: პიარ-მარკეტოლოგი, მოდელი. მუშაობდა ტელეწამყვანადაც.

სამომავლო გეგმები: აქვს შეთავაზებები, რაც საზღვარგარეთ გამგზავრებასა და სამოდელო საქმიანობის გაგრძელებას უკავშირდება.

განტვირთვის საუკეთესო საშუალება: წიგნების კითხვა.

ცხოვრების დევიზი: "არასოდეს დანებდე".

- თამთა, ზაფხულს როგორ ატარებ?

- ამჟამად აგარაკზე ვიმყოფები, სადაც აუზი გვაქვს. მთელი ოჯახი ერთად ვისვენებთ. ზაფხულის გარკვეული პერიოდი ზღვაზეც გავატარე. პანდემიის დროს ჩაკეტილობამ ის გამოიწვია, რომ მინდა გარეთ, ბუნებაში, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, მაქსიმალურად ბევრი დრო გავატარო. რაც კარანტინისას დამაკლდა, ახლა მაქსიმალურად ვინაზღაურებ.

- შეკრებების აკრძალვის გარდა, პანდემიასთან დაკავშირებული რეკომენდაციებიდან ყველაზე მეტად, დისკომფორტს რა გიქმნიდა?

- რა თქმა უნდა, ყველა რეკომენდაციას ვიცავდი, როგორც რიგითი, კანონმორჩილი მოქალაქე. უბრალოდ, ჩემზე იმ პერიოდმა ცუდად იმოქმედა, როცა ავტომობილით გადაადგილებაც არ შეგვეძლო და შინ ვიყავით გამოკეტილი. ჩვენი ჯანმრთელობისთვის ასე იყო საჭირო... გამიჭირდა, რადგან კომუნიკაბელური ვარ: ადამიანებთან კომუნიკაცია, აზრის გაცვლა ყოველთვის მჭირდება. ეს რომ დამაკლდა, ძალიან განვიცადე, მიუხედავად იმისა, რომ ახლობლებს სოციალური ქსელით ვეკონტაქტებოდი.

- საზოგადოებრივი ტრანსპორტით ბოლოს როდის იმგზავრე?

- 3 წლის წინ მეტროთი ვიმგზავრე. საზოგადოებრივ ტრანსპორტს ძირითადად, არ ვიყენებ: იმიტომ - არა, რომ ვუკადრისობ. მირჩევნია, ფეხით მეტი ვიარო, ვიდრე ტრანსპორტით. ისე, ძირითადად, საკუთარი ავტომობილით გადავაადგილდები, მაგრამ ტაქსით მგზავრობაც მიწევს.

- შენ და შენს გოგონას რა 3 საერთო თვისება გახასიათებთ?

- სიჯიუტე (თუმცა, ახლა მია დიდად ჯიუტი აღარ არის), მიზანდასახულობა (როცა რაღაცის მიღწევა გვინდა, მეც და მიაც ამისთვის ბოლომდე ვიბრძვით) და ორივენი კეთილები, პოზიტიურები ვართ.

- თქვენ შორის განმასხვავებელ თვისებებზე რას გვეტყვი?

- მია უკვე ისე მემსგავსება, რომ ჩემი ბევრი თვისება "აქვს აღებული". განსხვავებას დიდად ვერ ვამჩნევ.

- რამდენ უცხო ენას ფლობ?

- ინგლისურს და რუსულს. იტალიურის სრულფასოვნად შესწავლის სურვილი მაქვს.

- ბედნიერებისგან უფრო ხშირად გიტირია თუ უბედურებისგან?

- ბედნიერებაც და უბედურებაც ცხოვრებაში თან დამყვება. ყველაზე რთულია, ბედნიერი დიდხანს იყო. გავრცელებული აზრიც არსებობს, რომ ბედნიერება ცოტა ხანს გრძელდება. სულ ვზრუნავ, ბედნიერი წუთები, ეპიზოდები ცხოვრებაში დიდხანს გამიგრძელდეს. უბედურებაზე საერთოდ არ ვფიქრობ - ცხადია, თუ ეს ტრაგედიას არ ეხება: ბევრი ადამიანი დავკარგე... საერთოდ, ადამიანს შეგიძლია, უბედურიც იყო და ბედნიერიც - ორივე განწყობას თავად ქმნი. უბრალოდ, უნდა ეცადო, უფრო ბედნიერი იყო, რადგან ასეთ შემთხვევაში, უფრო ლამაზიც ხარ, კარგიც, პოზიტიურიც, სასიამოვნოც... შეიძლება, რაღაც ისე გამიხარდეს, რომ ცრემლებიც წამომივიდეს, მაგრამ ხშირად ვტირი-მეთქი, ვერ ვიტყვი. თუ ვტირი, შეიძლება, განვმარტოვდე (რაც იშვიათად მომხდარა). იხილეთ სრულად

"მამამ თქვა, არ მინდა ჩემი შვილი კეკელკა გაიზარდოსო და რუსულენოვან სკოლაში შემიყვანა" - თინა კანდელაკი

რომელ უნივერსიტეტებში ჩააბარეს და რა პროფესიები აირჩიეს ცნობილი ქართველების შვილებმა

ედუარდ შევარდნაძისა და რეი ჩარლზის ოფიციალური შეხვედრის აქამდე უცნობი კადრები  - როგორ ეხუმრა ექსპრეზიდენტი ლეგენდარულ მომღერალს