სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადგილები შავ ზღვაზე, სადაც წყალი ყველაზე მეტადაა დაბინძურებული - რას ამბობს ექსპერტი და რას ურჩევს დამსვენებელს?
ადგილები შავ ზღვაზე, სადაც წყალი ყველაზე მეტადაა დაბინძურებული - რას ამბობს ექსპერტი და რას ურჩევს დამსვენებელს?

ყო­ველ­წლი­უ­რად, ზა­ფხუ­ლი­სა და ზღვის სე­ზო­ნის დად­გო­მას­თან ერ­თად, შავი ზღვის და­ბინ­ძუ­რე­ბის სა­კი­თხი აქ­ტი­ურ­დე­ბა. ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით წელს ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან არა­ერ­თი კრი­ტი­კუ­ლი მო­საზ­რე­ბა გა­მო­ით­ქვა. მა­გა­ლი­თად, BBC-ის მიერ შავი ზღვის და­ბინ­ძუ­რე­ბის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბულ ბოლო სი­უ­ჟეტ­ში შავი ზღვა ევ­რო­პა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ბინ­ძურ ზღვად მო­იხ­სე­ნი­ეს. კო­რეს­პონ­დენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ბინ­ძუ­რე­ბის დონე იმ­დე­ნად მა­ღა­ლია, რომ ნა­პი­რი­დან 400 კი­ლო­მეტრზე, არა მხო­ლოდ ზე­და­პირ­ზე, არა­მედ ეკო­სის­ტე­მა­ზეც ვრცელ­დე­ბა. სი­უ­ჟეტ­ში ასე­ვე სა­უ­ბა­რია იმა­ზეც, რომ ზღვის წყალ­ში არ­სე­ბობს ბაქ­ტე­რი­ე­ბი, რომ­ლებ­მაც შე­საძ­ლოა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზმს ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნას. ზღვა­ში უც­ნო­ბი ვირუ­სე­ბი­სა და ბაქ­ტე­რი­ე­ბის არ­სე­ბო­ბის სა­კითხს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ერთ-ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი, სა­დაც წერ­და, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, ზღვის წყლის ჩაყ­ლაპ­ვის შე­დე­გად რამ­დე­ნი­მე ბავ­შვი უც­ნო­ბი ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­და და იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მოხ­ვდა. (ავტ. შე­ნიშ­ვნა: ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის დად­გე­ნი­ლი გა­მო­იწ­ვია თუ არა ზღვის წყალ­მა ბავ­შვე­ბის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა, თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ათზე მეტი ბავ­შვი ერთი და იგი­ვე დი­აგ­ნო­ზით მოხ­ვდა კლინ­კა­ში და თით­ქმის ყვე­ლა მათ­გა­ნი და­სა­სა­ვე­ნებ­ლად ბა­თუმ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

AMBEBI.GE გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია CENN-ის ეკო­ლო­გი­ის ექ­სპერტს, კახა გუჩ­მა­ნი­ძეს ესა­უბ­რა.

- რო­გო­რია შავი ზღვის წყლის ხა­რის­ხობ­რი­ვი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი წელს? რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა იგი სა­ბა­ნა­ოდ?

- შავი ზღვა, რა თქმა უნდა, არის და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ისე, რომ იგი ცალ­სა­ხად სა­ში­ში იყოს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბით­ვის, ცხა­დია, ასე არ არის. არ­სე­ბობს შავ ზღვა­ზე მო­ნაკ­ვე­თე­ბი, სა­დაც ბა­ნა­ო­ბა არის სრუ­ლი­ად მი­ზან­შე­წო­ნი­ლი და არ­სე­ბობს ისე­თი ად­გი­ლე­ბიც, სა­დაც ზღვა­ში ჩას­ვლა საფრ­თხის­შემ­ცვე­ლია ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის.

- რო­მე­ლია ეს ად­გი­ლე­ბი?

- ზღვა შე­და­რე­ბით სუფ­თაა სარ­ფი-გო­ნი­ოს მო­ნაკ­ვეთ­ზე, მწვა­ნე კონ­ცხის მიმ­დე­ბა­რედ და შეკ­ვე­თილ­ში ნა­წი­ლობ­რივ. ის ტე­რი­ტო­რია კი, სა­დაც ჩა­ე­დი­ნე­ბა მდი­ნა­რე ბარ­ცხა­ნა და მდი­ნა­რე ჟი­ლი­ნის არხი, ვფიქ­რობ, რომ ბა­ნა­ო­ბა უსაფრ­თხო არ არის. ასე­ვე, აერ­პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ბენ­ზეს მიმ­დე­ბა­რედ, პორ­ტის მახ­ლობ­ლად, ბა­ნა­ო­ბა არ არის სა­სურ­ვე­ლი. ობე­ლის­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, იახ­ტკლუ­ბის მიმ­დე­ბა­რედ არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ კო­ლექ­ტო­რი იყოს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, რად­გან ძა­ლი­ან მძაფ­რი, უსი­ა­მოვ­ნო სუნი იგ­რძნო­ბა.

- რა არის შავი ზღვის და­ბინ­ძუ­რე­ბის ძი­რი­თა­დი წყა­რო­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რო­ტო­რი­ა­ზე?

- სა­ქარ­თვე­ლოს აკ­ვა­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბობს და­ბინ­ძუ­რე­ბის რამ­დე­ნი­მე კერა:

  • პირ­ვე­ლი უმ­თავ­რე­სი კერა, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო გა­მოწ­ვე­ვა, რო­გორც ბა­თუ­მის­თვის, ისე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ეს არის გა­უ­მარ­თა­ვი წყა­ლა­რი­ნე­ბის სის­ტე­მა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ტე­მა სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გებს იწ­ვევ­და, ვი­ნა­ი­დან აუ­ა­რე­სებ­და ზღვის წყლის ხა­რის­ხობ­რივ მაჩ­ვე­ნებ­ლებს და დიდი ზი­ა­ნი მოჰ­ქონ­და ზღვის იხ­ტიო ფა­უ­ნის­თვი­საც. ეს პრობლმა გერ­მა­ნი­ის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის ბან­კის და­ფი­ნა­სე­ბით ამოქ­მე­დე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ნა­წი­ლობ­რივ გა­მოს­წორ­და. თუმ­ცა დღემ­დე არ­სე­ბობს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, სა­დაც წყა­ლა­რი­ნე­ბის სის­ტე­მა ან არ არ­სე­ბობს, ან გა­უ­მარ­თა­ვია, რაც არის ზღვის და­ბინ­ძუ­რე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი წყა­რო.
  • და­ბინ­ძუ­რე­ბის კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კე­რაა სამ­რეწ­ვე­ლო სექ­ტო­რი. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, წვრილ სამ­რეწ­ვე­ლო ობი­ექ­ტებს არ გა­აჩ­ნი­ათ სა­თა­ნა­დო სა­ფილტრი სის­ტე­მე­ბი და მოხ­მა­რე­ბუ­ლი სამ­რეწ­ვე­ლო წყლე­ბი, სა­ბო­ლო­ოდ, ზღავ­ში ჩა­ე­დე­ნე­ბა.
  • ასე­ვე, ერთ-ერთი და­მა­ბინ­ძუ­რე­ბე­ლია გა­უ­მარ­თა­ვი ნარ­ჩე­ნე­ბის სის­ტე­მა ზო­გა­დად რე­გი­ონ­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით, მა­ღალმთი­ან აჭა­რა­ში. რთუ­ლი რე­ლი­ე­ფი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ ხდე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი და­სუფ­თა­ვე­ბა. არ­სე­ბობს ბევ­რი უკა­ნო­ნო ნა­გავ­საყ­რე­ლი, სა­ი­და­ნაც წყალ­მო­ვარ­დნის შემ­თხვე­ვა­ში, ეს მყა­რი ნარ­ჩე­ნე­ბი, ნა­გა­ვი, ხვდე­ბა მდი­ნა­რე­ებ­ში, მდი­ნა­რე­ე­ბი­დან კი - შავ ზღვა­ში.
  • ასე­ვე, პრობ­ლე­მას ქმნის კუს­ტა­რუ­ლად დამ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ფილტრე­ბი, ე.წ. შამ­ბო­ე­ბი, რაც უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, გა­უ­მარ­თა­ვია. ისე­დაც, ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ასე­თი კუს­ტა­რუ­ლი სა­ფილტრე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ამის გამო სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო წყლე­ბის ჩა­დი­ნე­ბა ხდე­ბა პირ­და­პირ მდი­ნა­რე­ებ­ში და მდი­ნა­რე­ე­ბი­დან ზღვა­ში.
  • ასე­ვე, გა­მოწ­ვე­ვაა მდი­ნა­რე­ე­ბი ბარ­ცხა­ნა, ჟი­ლი­ნის არხი, კუ­მის წყა­ლი და ა.შ. რომ­ლე­ბიც არის და­ბინ­ძუ­რე­ბის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი კერა.
  • პრობ­ლე­მაა, ადა­მი­ა­ნე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბა­ლი დო­ნეც ამ კუ­თხით. ხში­რად, ჩვენ არ ვუფრ­თხილ­დე­ბით შავ ზღავს და ვა­ნაგ­ვი­ა­ნებთ პლი­აჟს.

აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვუს­ვათ ხაზი ბა­თუ­მის მთა­ვა­რი ნა­გავ­საყ­რე­ლის ფაქ­ტორ­საც, რო­მე­ლიც უკა­ნო­ნოა. ეს ნა­გავ­საყ­რე­ლი არის გან­თავ­სე­ბუ­ლი მდი­ნა­რე ჭო­რო­ხის მარ­ჯვე­ნა დელ­ტა­ზე, ყვე­ლა გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ნორ­მის დარ­ღვე­ვით, რის გა­მოც უცა­ბე­დი წყალ­მო­ვარ­დნე­ბის დროს ხდე­ბა ნაგ­ვის ჩა­ტა­ნა მდი­ნა­რე­ში, ხოლო მდი­ნა­რი­დან ზღავ­ში. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში გა­ფორმ­და მე­მო­რან­დუ­მი იბი­არ­დთან და მისი და­ფი­ნან­სე­ბით უნდა მომ­ხდა­რი­ყო ახა­ლი ნა­გავ­საყ­რე­ლის გან­თავ­სე­ბა აჭა­რა­ში და მომ­ხდა­რი­ყო აღ­ნიშ­ნუ­ლი უკა­ნო­ნო ნა­გავ­საყ­რე­ლის კონ­სერ­ვა­ცია, სამ­წუ­ხა­როდ, ეს მა­შინ ვერ მო­ხერ­ხდა. მაგ­რამ ახლა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი შედ­გა და, და­ახ­ლო­ე­ბით, ნა­ხე­ვარ წე­ლი­წად­ში ცე­ცხლა­ურ­ში მო­ე­წყო­ბა ახა­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის ნა­გავ­საყ­რე­ლი. თუმ­ცა ეს გა­ცი­ლე­ბით ადრე უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო.

- ხდე­ბა თუ არა შავი ზღვის წყლის ხა­რის­ხობ­რი­ვი მაჩ­ვე­ნებ­ლის კონ­ტრო­ლი სე­ზო­ნუ­რად, რათა დად­გინ­დეს რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა ბა­ნა­ო­ბა?

- დიახ, გა­რე­მოს დაც­ვის სა­ა­გენ­ტო და არა მხო­ლოდ ეს უწყე­ბა, იკ­ვლევს შავი ზღვის წყლის ხა­რის­ხობ­რივ მაჩ­ვე­ნე­ბელს პე­რი­ო­დუ­ლად, კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს სხვა­დას­ხვა ჩხირ­ზე, ვირუს­სა და ძა­ლი­ან ბევრ პა­რა­მეტრზე. ამ კვლე­ვე­ბით დგინ­დე­ბა, რომ შავი ზღვის ხა­რის­ხობ­რი­ვი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, სა­ბა­ნო კუ­თხით, არის კარ­გი, რა­საც არ ვე­თან­ხმე­ბი, რად­გან ანა­ლი­ზე­ბის აღე­ბა არ ხდე­ბა ობი­ექ­ტუ­რად. რო­დე­საც ჩვენ ეს გვა­ინ­ტე­რე­სებს, სინ­ჯე­ბი უნდა იქ­ნეს აღე­ბუ­ლი პლი­აჟ­თან ახ­ლოს წყლი­დან, სა­დაც ბა­ნა­ობს ადა­მი­ა­ნი და არა სიღ­რმი­დან, სა­დაც წყა­ლი გა­ცი­ლე­ბით სუფ­თაა და იფილტრე­ბა. იმ სიღ­რმე­ში, ჩვე­უ­ლებ­რივ, არ ცუ­რა­ვენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ამი­ტომ ეს ანა­ლი­ზე­ბი ვერ ჩა­ით­ვლე­ბა სან­დოდ. ეს ხება, დიდი ალ­ბა­თო­ბოთ, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად.

- რა ტი­პის ნაგ­ვით არის და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი, ძი­რი­თა­დად, ზღვა?

- ძი­რი­თა­დი და­ბინ­ძუ­რე­ბა ხდე­ბა პლას­ტი­კი­თა და პლასტმა­სით, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ნარ­ჩე­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც ზღავ­ში ხვდე­ბა. პლას­ტი­კა და პლას­მა­სი არის უმ­თავ­რე­სი გა­მოწ­ვე­ვა მსოფ­ლი­ოს­თვი­საც. ასე­ვე, გვხვდე­ბა მა­კუ­ლა­ტუ­რა, თუ­ნუ­ქის ბოთ­ლე­ბი, ხის ანახ­ვე­ტე­ბი, საკ­ვე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბი და ა.შ. მა­კუ­ლა­ტუ­რა და ხის ტო­ტე­ბის მოხ­ვედ­რა ნაკ­ლე­ბად სა­ზი­ა­ნოა ადა­მი­ა­ნის­თვის, ვიდ­რე პლას­ტი­კის, რომ­ლის დაშ­ლაც არ ხდე­ბა გა­რე­მო­ში.

სა­ერ­თოდ, ბუ­ნე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­თან არის ბმა­ში. რო­დე­საც ბინ­ძურ­დე­ბა ზღვა, ეს აბინ­ძუ­რებს იხ­ტიო ფა­უ­ნას, თევ­ზებს და შემ­დეგ ხვდე­ბა ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში. რაც იწ­ვევს ტყვი­ის მა­ტე­ბას და სხვა­დახ­ვა ტი­პის ბაქ­ტე­რი­ე­ბის გა­ჩე­ნას ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში.

- რა უნდა გა­ა­კე­თოს სა­ხელ­მწი­ფომ და თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა იმის­თვის, რომ შავი ზღვა და­ვიც­ვათ და­ბინ­ძუ­რე­ბის­გან?

- სა­ქარ­თვე­ლომ 1992 წელს ხელი მო­ა­წე­რა ბუ­ქა­რეს­ტის კონ­ვენ­ცი­ას, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს შავი ზღვის და­ბინ­ძუ­რე­ბის­გან დაც­ვას, ჩვენ ამას გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს ასე­ვე ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. სა­ხელ­მწი­ფომ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის სის­ტე­მის დახ­ვე­წა. უნდა გან­ხი­ორ­ცი­ელ­დეს მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი მცი­რე ტი­პის სამ­რეწ­ვე­ლო ობი­ექ­ტებ­ზე და მოხ­დეს კონ­ტრო­ლი იმი­სა, თუ რა­მე­ნად იცა­ვენ ისი­ნი რე­გუ­ლა­ცი­ებს. გარ­და ამი­სა, წყა­ლა­რი­ნე­ბის სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა არის უმ­თავ­რე­სი გა­მოწ­ვე­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ამ მხრი­ვაც არ­სე­ბობს ცნო­ბი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მა. თუ ჩვენ გა­ვუფრ­თხილ­დე­ბით და მი­ნუ­მუმ ჩვენს საკ­ვებ ნარ­ჩე­ნებს არ მო­ვის­ვრით ზღვა­ში, ამით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ვი­ცავთ ზღავს და­ბინ­ძუ­რე­ბის­გან.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პაატა
1

არის ასეთი საოვარი ორგანიზაცია, შავი ზღვის კონვენციური ინსპექცია, რომელიც წესით ამ საკითხებით უნდა იყოს დაკავებული, მაგრამ, იმის ნაცვლად, რომ ქალაქის ფეკალური ჩაღვრის ადგილები გამოავლინოს და ზომები მიიღოს, პორტში შემოსულ გემებს ზდევს, 

ყოფილა შემთხვევა, 65 000 ლარით დაჯარიმდა გემი, რომელმაც ზღვაში 1 ლ, ნავთობპროდუქტი ჩაეღვარა და გარემოს 45 ლარის ზიანი მიაყენა, ამ დროს, ბათუმის ცენტრში, რესტორან პორტის კაპიტანის მიმდებარედ, ერთი 50 წელია მდებარეობს ტუალეტი, რომელიც პირდაპირ ზღვაში იღვრება,

ასეთ რეალობაში ვებრძვით შავი ზღვის დაბინძურებას

!!!!!!!
2

ბათუმში ორბის კოროუსებთან დრის მეორე ნახევარში ვერ იბანავებ, იმდენი ნაგავი მოაქვს, თითქოს ქათმების ფერმა გაურეცხავთო იმდენი თეთრი ბუმბული მოაქვს.ეს მხოლოდ წელს არ ხდება, შარშან და შარშანწინაც ასე იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ადგილები შავ ზღვაზე, სადაც წყალი ყველაზე მეტადაა დაბინძურებული - რას ამბობს ექსპერტი და რას ურჩევს დამსვენებელს?

ადგილები შავ ზღვაზე, სადაც წყალი ყველაზე მეტადაა დაბინძურებული - რას ამბობს ექსპერტი და რას ურჩევს დამსვენებელს?

ყოველწლიურად, ზაფხულისა და ზღვის სეზონის დადგომასთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების საკითხი აქტიურდება. ამ საკითხთან დაკავშირებით წელს ავტორიტეტული ორგანიზაციების მხრიდან არაერთი კრიტიკული მოსაზრება გამოითქვა. მაგალითად, BBC-ის მიერ შავი ზღვის დაბინძურების შესახებ მომზადებულ ბოლო სიუჟეტში შავი ზღვა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ ზღვად მოიხსენიეს. კორესპონდენტის ინფორმაციით, დაბინძურების დონე იმდენად მაღალია, რომ ნაპირიდან 400 კილომეტრზე, არა მხოლოდ ზედაპირზე, არამედ ეკოსისტემაზეც ვრცელდება. სიუჟეტში ასევე საუბარია იმაზეც, რომ ზღვის წყალში არსებობს ბაქტერიები, რომლებმაც შესაძლოა ადამიანის ორგანიზმს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეუქმნას. ზღვაში უცნობი ვირუსებისა და ბაქტერიების არსებობის საკითხს სოციალურ ქსელშიც აქტიურად განიხილავენ. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ სავარაუდოდ, ზღვის წყლის ჩაყლაპვის შედეგად რამდენიმე ბავშვი უცნობი ვირუსით დაინფიცირდა და იაშვილის კლინიკაში მოხვდა. (ავტ. შენიშვნა: ჯერჯერობით არ არის დადგენილი გამოიწვია თუ არა ზღვის წყალმა ბავშვების დაინფიცირება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ათზე მეტი ბავშვი ერთი და იგივე დიაგნოზით მოხვდა კლინკაში და თითქმის ყველა მათგანი დასასავენებლად ბათუმში იმყოფებოდა.

AMBEBI.GE გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-ის ეკოლოგიის ექსპერტს, კახა გუჩმანიძეს ესაუბრა.

- როგორია შავი ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი წელს? რამდენად უსაფრთხოა იგი საბანაოდ?

- შავი ზღვა, რა თქმა უნდა, არის დაბინძურებული, მაგრამ ისე, რომ იგი ცალსახად საშიში იყოს ადამიანის ჯანმრთელობითვის, ცხადია, ასე არ არის. არსებობს შავ ზღვაზე მონაკვეთები, სადაც ბანაობა არის სრულიად მიზანშეწონილი და არსებობს ისეთი ადგილებიც, სადაც ზღვაში ჩასვლა საფრთხისშემცველია ადამიანის ორგანიზმისთვის.

- რომელია ეს ადგილები?

- ზღვა შედარებით სუფთაა სარფი-გონიოს მონაკვეთზე, მწვანე კონცხის მიმდებარედ და შეკვეთილში ნაწილობრივ. ის ტერიტორია კი, სადაც ჩაედინება მდინარე ბარცხანა და მდინარე ჟილინის არხი, ვფიქრობ, რომ ბანაობა უსაფრთხო არ არის. ასევე, აერპორტის ტერიტორიაზე, ბენზეს მიმდებარედ, პორტის მახლობლად, ბანაობა არ არის სასურველი. ობელისკის მიმდებარე ტერიტორიაზე, იახტკლუბის მიმდებარედ არ არის გამორიცხული, რომ კოლექტორი იყოს დაზიანებული, რადგან ძალიან მძაფრი, უსიამოვნო სუნი იგრძნობა.

- რა არის შავი ზღვის დაბინძურების ძირითადი წყაროები საქართველოს ტეროტორიაზე?

- საქართველოს აკვატორიაზე არსებობს დაბინძურების რამდენიმე კერა:

  • პირველი უმთავრესი კერა, რომელიც წლების განმავლობაში იყო გამოწვევა, როგორც ბათუმისთვის, ისე მთელი საქართველოსთვის, ეს არის გაუმართავი წყალარინების სისტემა. აღნიშნული სისტემა სავალალო შედეგებს იწვევდა, ვინაიდან აუარესებდა ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებს და დიდი ზიანი მოჰქონდა ზღვის იხტიო ფაუნისთვისაც. ეს პრობლმა გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის დაფინასებით ამოქმედებული პროექტის ფარგლებში, ნაწილობრივ გამოსწორდა. თუმცა დღემდე არსებობს ტერიტორიები, სადაც წყალარინების სისტემა ან არ არსებობს, ან გაუმართავია, რაც არის ზღვის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყარო.
  • დაბინძურების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კერაა სამრეწველო სექტორი. ხშირ შემთხვევაში, წვრილ სამრეწველო ობიექტებს არ გააჩნიათ სათანადო საფილტრი სისტემები და მოხმარებული სამრეწველო წყლები, საბოლოოდ, ზღავში ჩაედენება.
  • ასევე, ერთ-ერთი დამაბინძურებელია გაუმართავი ნარჩენების სისტემა ზოგადად რეგიონში და განსაკუთრებით, მაღალმთიან აჭარაში. რთული რელიეფიდან გამომდინარე ვერ ხდება სრულყოფილი დასუფთავება. არსებობს ბევრი უკანონო ნაგავსაყრელი, საიდანაც წყალმოვარდნის შემთხვევაში, ეს მყარი ნარჩენები, ნაგავი, ხვდება მდინარეებში, მდინარეებიდან კი - შავ ზღვაში.
  • ასევე, პრობლემას ქმნის კუსტარულად დამზადებული საფილტრები, ე.წ. შამბოები, რაც უმეტეს შემთხვევაში, გაუმართავია. ისედაც, ძალიან უხერხულია 21-ე საუკუნეში ასეთი კუსტარული საფილტრების გამოყენება. ამის გამო საკანალიზაციო წყლების ჩადინება ხდება პირდაპირ მდინარეებში და მდინარეებიდან ზღვაში.
  • ასევე, გამოწვევაა მდინარეები ბარცხანა, ჟილინის არხი, კუმის წყალი და ა.შ. რომლებიც არის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი კერა.
  • პრობლემაა, ადამიანების ცნობიერების დაბალი დონეც ამ კუთხით. ხშირად, ჩვენ არ ვუფრთხილდებით შავ ზღავს და ვანაგვიანებთ პლიაჟს.

აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი ბათუმის მთავარი ნაგავსაყრელის ფაქტორსაც, რომელიც უკანონოა. ეს ნაგავსაყრელი არის განთავსებული მდინარე ჭოროხის მარჯვენა დელტაზე, ყველა გარემოსდაცვითი ნორმის დარღვევით, რის გამოც უცაბედი წყალმოვარდნების დროს ხდება ნაგვის ჩატანა მდინარეში, ხოლო მდინარიდან ზღავში. წინა ხელისუფლების პერიოდში გაფორმდა მემორანდუმი იბიარდთან და მისი დაფინანსებით უნდა მომხდარიყო ახალი ნაგავსაყრელის განთავსება აჭარაში და მომხდარიყო აღნიშნული უკანონო ნაგავსაყრელის კონსერვაცია, სამწუხაროდ, ეს მაშინ ვერ მოხერხდა. მაგრამ ახლა მოლაპარაკებები შედგა და, დაახლოებით, ნახევარ წელიწადში ცეცხლაურში მოეწყობა ახალი თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელი. თუმცა ეს გაცილებით ადრე უნდა გაკეთებულიყო.

- ხდება თუ არა შავი ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლის კონტროლი სეზონურად, რათა დადგინდეს რამდენად უსაფრთხოა ბანაობა?

- დიახ, გარემოს დაცვის სააგენტო და არა მხოლოდ ეს უწყება, იკვლევს შავი ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებელს პერიოდულად, კვლევა მიმდინარეობს სხვადასხვა ჩხირზე, ვირუსსა და ძალიან ბევრ პარამეტრზე. ამ კვლევებით დგინდება, რომ შავი ზღვის ხარისხობრივი მაჩვენებელი, საბანო კუთხით, არის კარგი, რასაც არ ვეთანხმები, რადგან ანალიზების აღება არ ხდება ობიექტურად. როდესაც ჩვენ ეს გვაინტერესებს, სინჯები უნდა იქნეს აღებული პლიაჟთან ახლოს წყლიდან, სადაც ბანაობს ადამიანი და არა სიღრმიდან, სადაც წყალი გაცილებით სუფთაა და იფილტრება. იმ სიღრმეში, ჩვეულებრივ, არ ცურავენ ადამიანები, ამიტომ ეს ანალიზები ვერ ჩაითვლება სანდოდ. ეს ხება, დიდი ალბათობოთ, მიზანმიმართულად.

- რა ტიპის ნაგვით არის დაბინძურებული, ძირითადად, ზღვა?

- ძირითადი დაბინძურება ხდება პლასტიკითა და პლასტმასით, მუნიციპალური ნარჩენებით, რომლებიც ზღავში ხვდება. პლასტიკა და პლასმასი არის უმთავრესი გამოწვევა მსოფლიოსთვისაც. ასევე, გვხვდება მაკულატურა, თუნუქის ბოთლები, ხის ანახვეტები, საკვების ნარჩენები და ა.შ. მაკულატურა და ხის ტოტების მოხვედრა ნაკლებად საზიანოა ადამიანისთვის, ვიდრე პლასტიკის, რომლის დაშლაც არ ხდება გარემოში.

საერთოდ, ბუნებაში ყველაფერი ერთმანეთთან არის ბმაში. როდესაც ბინძურდება ზღვა, ეს აბინძურებს იხტიო ფაუნას, თევზებს და შემდეგ ხვდება ჩვენს ორგანიზმში. რაც იწვევს ტყვიის მატებას და სხვადახვა ტიპის ბაქტერიების გაჩენას ჩვენს ორგანიზმში.

- რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და თითოეულმა ჩვენგანმა იმისთვის, რომ შავი ზღვა დავიცვათ დაბინძურებისგან?

- საქართველომ 1992 წელს ხელი მოაწერა ბუქარესტის კონვენციას, რომელიც ითვალისწინებს შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვას, ჩვენ ამას გვავალდებულებს ასევე ასოცირების ხელშეკრულება. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ნარჩენების მართვის სისტემის დახვეწა. უნდა განხიორციელდეს მაქსიმალური მონიტორინგი მცირე ტიპის სამრეწველო ობიექტებზე და მოხდეს კონტროლი იმისა, თუ რამენად იცავენ ისინი რეგულაციებს. გარდა ამისა, წყალარინების სისტემის გაუმჯობესება არის უმთავრესი გამოწვევა.

რაც შეეხება მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, ამ მხრივაც არსებობს ცნობიერების პრობლემა. თუ ჩვენ გავუფრთხილდებით და მინუმუმ ჩვენს საკვებ ნარჩენებს არ მოვისვრით ზღვაში, ამით მნიშვნელოვნად დავიცავთ ზღავს დაბინძურებისგან.

მტკვარში მაშველებმა დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სკანდალი სამედიცინო სფეროში - ცერცვაძე ამბობს, რომ ინფექციური საავადმყოფო კოვიდ და აივი პაციენტებს აღარ მიიღებს, ტიკარაძე მათ დაჯარიმებით ემუქრება

24 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების პროგნოზი