სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ 5 დღე ავტომობილი იქ არ მდგარა" - მიხეილ რამიშვილი
"შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ 5 დღე ავტომობილი იქ არ მდგარა" - მიხეილ რამიშვილი

23 წლის გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის ვერ­სია, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მან­ქა­ნა 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან იდგა სრუ­ლი სიც­რუ­ეა.

ად­ვო­კა­ტის თქმით, სოფ­ლის მცხოვ­რებ­ლებ­ზე დიდი ზე­წო­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბა, თუმ­ცა მო­ი­ძებ­ნა ერთი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი­თაც მტკიც­დე­ბა, რომ მან­ქა­ნა 5 დღე იქ არ იდგა.

„გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ვცდი­ლობ­დი, დავ­რწმუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი რამ­დე­ნად ამ­ბობ­დნენ სი­მარ­თლეს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, მაგ­რამ დავ­რწმუნ­დი, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად არის ძა­ლი­ან დიდი სიც­რუე და შე­მიძ­ლია, მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვთქვა, რომ 5 დღე ავ­ტო­მო­ბი­ლი იქ არ მდგა­რა და მი­უ­ხე­დავდ იმი­სა, რომ, ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლებ­ზე არის ძა­ლი­ან დიდი ზე­წო­ლა, მე შე­მიძ­ლია, გი­თხრათ, რომ ისი­ნი ჰყავთ ტე­რო­რის ქვეშ, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მარ­თლა ივაჟ­კა­ცა და სამი დღის ჩა­ნა­წე­რი გა­ა­კე­თა, რო­მე­ლიც ეტყო­ბა მერე და­ა­ფიქ­სი­რეს და მა­ინც გა­მოჩ­ნდნენ, შე­ე­შა­ლათ მო­რი­გე­ო­ბა და გარ­კვე­უ­ლი დევ­ნაც კი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ამ პი­როვ­ნე­ბა­ზე. მან გა­ა­კე­თა 3 დღის ჩა­ნა­წე­რი თუ რა დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ნა­ხი­რი გა­და­ად­გილ­დე­ბა, ამ ნა­ხირს თა­ვი­სი მწყემ­სი ჰყავს, თა­ვის დამ­ცვე­ლი ძაღ­ლი ჰყავს და შე­მიძ­ლია, გი­თხრათ, რომ იქ ავ­ტო­მო­ბი­ლი არ დგას, არ იქ­ნე­ბო­და იქ 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და ამას კი­დევ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის, დრო­ნე­ბის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბიც ადას­ტუ­რებს“, - გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

ად­ვო­კა­ტი თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას გა­მო­რი­ცხავს.

"უკვე, მე პირ­და­პირ შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ არა­ნა­ირ თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი აღარ არის", - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
37

ეგ თავიდანვე ცხადი იყო. მაშინ შსს-მ დადოს დრონის ჩანაწერები! მაგრამ,ეგ რომ გააკეთონ თვითმკვლელობის ვერსიას რა უყონ მერე!

დათო
71

ამ პროვოკატორს ფულს ვინ უხდის ეგაა გამოსაძიებელი

ავტორი:

"შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ 5 დღე ავტომობილი იქ არ მდგარა" - მიხეილ რამიშვილი

"შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ 5 დღე ავტომობილი იქ არ მდგარა" - მიხეილ რამიშვილი

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ის ვერსია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა 5 დღის განმავლობაში თეთრიწყაროს ტყესთან იდგა სრული სიცრუეა.

ადვოკატის თქმით, სოფლის მცხოვრებლებზე დიდი ზეწოლა ხორციელდება, თუმცა მოიძებნა ერთი ადამიანი, რომლის ვიდეო ჩანაწერებითაც მტკიცდება, რომ მანქანა 5 დღე იქ არ იდგა.

„გარკვეული პერიოდი ვცდილობდი, დავრწმუნებულიყავი რამდენად ამბობდნენ სიმართლეს პოლიციელები, მაგრამ დავრწმუნდი, რომ აბსოლუტურად არის ძალიან დიდი სიცრუე და შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ 5 დღე ავტომობილი იქ არ მდგარა და მიუხედავდ იმისა, რომ, ჩემი ინფორმაციით, იმ სოფლის მაცხოვრებლებზე არის ძალიან დიდი ზეწოლა, მე შემიძლია, გითხრათ, რომ ისინი ჰყავთ ტერორის ქვეშ, მაგრამ აღმოჩნდა ერთი ადამიანი, რომელმაც მართლა ივაჟკაცა და სამი დღის ჩანაწერი გააკეთა, რომელიც ეტყობა მერე დააფიქსირეს და მაინც გამოჩნდნენ, შეეშალათ მორიგეობა და გარკვეული დევნაც კი განახორციელეს ამ პიროვნებაზე. მან გააკეთა 3 დღის ჩანაწერი თუ რა დიდი რაოდენობის ნახირი გადაადგილდება, ამ ნახირს თავისი მწყემსი ჰყავს, თავის დამცველი ძაღლი ჰყავს და შემიძლია, გითხრათ, რომ იქ ავტომობილი არ დგას, არ იქნებოდა იქ 5 დღის განმავლობაში და ამას კიდევ ტელევიზიების, დრონების მიერ გადაღებული ფაქტებიც ადასტურებს“, - განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

"უკვე, მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არანაირ თვითმკვლელობაზე საუბარი აღარ არის", - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"ექსპერტიზის თანახმად, წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის გიორგი გახარიას" - პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიმართ ე.წ. მუქარის წერილზე

ახალქალაქში დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის მანქანა აფეთქდა

"ორგანიზმში არ არის ალკოჰოლი ან ფსიქოაქტიური ნივთიერება, აღმოჩენილია 4 სახის მედიკამენტი" - ახალი დეტალები ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზაზე