საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირმა ინაშვილი საქართველოსა და აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებს, IRI-სა და NDI-ს საქართველოში კვლევების ჩატარება და გამოქვეყნება აეკრძალოთ
ირმა ინაშვილი საქართველოსა და აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებს, IRI-სა და NDI-ს საქართველოში კვლევების ჩატარება და გამოქვეყნება აეკრძალოთ

„პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ ლი­დე­რი ირმა ინაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და აშშ-ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­დებს IRI-სა და NDI-ს სა­ქარ­თვე­ლო­ში კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა აეკ­რძა­ლოთ.

ინაშ­ვი­ლის თქმით, ქვე­ყა­ნა­ში მსგავ­სი კვლე­ვე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის აკ­რძალ­ვა სა­ჭი­როა იმის­თვის, რომ შე­წყდეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ტყუ­ე­ბა და მათი აზ­რით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა.

“დღე­ვან­დე­ლი ჩვე­ნი ბრი­ფინ­გი ეძღვნე­ბა IRI-ს (სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი) მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მო­ნა­ცე­მებს და არა მხო­ლოდ IRI-ს მო­ნა­ცე­მებს. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ პო­ლი­ტი­კურ­მა პრო­ცე­სებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ი­ღო უკი­დე­გა­ნო და ტო­ტა­ლუ­რი ტყუ­ი­ლის სახე.

თა­ვად IRI ამ­ბობს, რომ კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა ივ­ნის-ივ­ლის­ში. არა­და, კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რებ­ზე, რო­მე­ლიც ივ­ლი­სის შუა რი­ცხვებ­ში შედ­გა, ჩვენ გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ კვლე­ვა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვთ აპ­რილ-მა­ის­ში. ვფიქ­რობ, გვზვე­რავ­დნენ, რას ვი­ტყო­დით ჩვენ, თუ ისი­ნი მე­სა­მე ძა­ლად გა­მოგ­ვა­ცხა­დებ­დნენ. ახლა აცხა­დე­ბენ, რომ კვლე­ვა თით­ქოს­და ივ­ნის-ივ­ლის­ში ჩა­ა­ტა­რეს, რაც სიც­რუ­ეა.

მო­დით, ვი­ლა­პა­რა­კოთ იმა­ზე, რა არის სი­მარ­თლე და რო­გო­რია რე­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი:

ჩვენ გვაქვს ე.წ. გარე მეხ­სი­ე­რე­ბა, რო­მელ­ზეც ჩა­წე­რი­ლია 750 000-ზე მეტი აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი, სა­უ­ბა­რია აუ­დიო, ხმო­ვან გა­მო­კი­თხვა­ზე, იგი­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ზე და ასე­ვე გა­მო­კი­თხვის თით­ქმის 1 200 000 ფურ­ცე­ლი, სა­დაც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია: რეს­პონ­დენ­ტის სა­ხე­ლი, გვა­რი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი, პრო­ფე­სია და ა. შ. მაგ­რამ კვლავ ვამ­ბობ, ეს 750 0000 აუ­დიო, ხმო­ვა­ნი გა­მო­კი­თხვაა.

დღეს ჩვენ წარ­მო­ვად­გი­ნეთ აუ­დიო გა­მო­კი­თხვის მარ­ტი-აპ­რი­ლის შე­დე­გე­ბი. სა­უ­ბა­რია 189 533 აუ­დიო ჩა­ნა­წერ­ზე და ყვე­ლა ეს ჩა­ნა­წე­რი გა­და­ე­ცე­მა ეუთო-ს, ევ­რო­კავ­ში­რის, ამე­რი­კის, საფ­რან­გე­თის, გერ­მა­ნი­ი­სა და შვე­ი­ცა­რი­ის სა­ელ­ჩო­ებს. მე­ტიც, იმი­სათ­ვის, რომ სრუ­ლად ვამ­ხი­ლოთ IRI-ს ტყუ­ი­ლი და დე­ზინ­ფორ­მა­ცია, მომ­დევ­ნო სამ კვი­რა­ში წარ­მო­გიდ­გენთ მაის-ივ­ნი­სის გა­მო­კი­თხვის შე­დე­გებს, დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლით! შემ­დეგ სამ კვი­რა­ში ივ­ლის-აგ­ვის­ტოს მო­ნა­ცე­მებ­სა და დო­კუ­მენ­ტურ მა­სა­ლას, ამ­გვა­რად, ოქ­ტომ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში 1 მი­ლი­ონ 200 000 აუ­დიო, ხმო­ვან ჩა­ნა­წერს წარ­მო­გიდ­გენთ! დღეს ხელთ გვაქვს 750 000 აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, ეს არის მარ­ტის, აპ­რი­ლის, მა­ი­სის, ივ­ლი­სი­სა და აგ­ვის­ტოს ნა­წი­ლის დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლა!

ეს არის ერ­თა­დერ­თი გზა, რომ და­ვა­მარ­ცხოთ ტო­ტა­ლუ­რი ტყუ­ი­ლი და და­ვამ­ტკი­ცოთ ჩვე­ნი სი­მარ­თლე.

ვიდ­რე და­ვა­სა­ხე­ლებ კონ­კრე­ტულ ციფ­რებს, კვლავ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ყვე­ლა ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­და­ე­ცე­მა ეუთო-ს, ევ­რო­კავ­ში­რის, ამე­რი­კის, საფ­რან­გე­თის, გერ­მა­ნი­ი­სა და შვე­რი­ცა­რი­ის სა­ელ­ჩო­ებს!

ა.წ. მარტ-აპ­რილ­ში აუ­დიო გა­მო­კი­თხვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 189 533-მა რეს­პონ­დენ­ტმა.

გა­მო­კი­თხვის პირ­ვე­ლი კი­თხვაა: თა­ნახ­მა ხართ თუ არა, რომ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლომ გა­მო­ა­ცხა­დოს სამ­ხედ­რო მი­უმხრობ­ლო­ბა:

პა­სუ­ხე­ბი შემ­დეგ­ნა­ი­რია: 65.32% თა­ნახ­მაა; 12.93% წი­ნა­აღ­მდე­გია; 21.75% თავს იკა­ვებს.

მე­ო­რე კი­თხვაა: მი­გაჩ­ნი­ათ თუ არა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ და მხო­ლოდ რუ­სეთ­თან სამ­შვი­დო­ბო პო­ლი­ტი­კით; მოს­კოვ­თან, სო­ხუმ­თან და ცხინ­ვალ­თან პირ­და­პი­რი დი­ა­ლო­გით; ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნით; სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბით?

ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხე­ბი შემ­დეგ­ნა­ი­რია: 70.51% თა­ნახ­მაა; 17.26% წი­ნა­აღ­მდე­გია; 12.23% თავს იკა­ვებს.

მე­სა­მე კი­თხვაა: 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე რო­მელ პარ­ტი­ას და/ან მის კან­დი­დატს და­უ­ჭერთ მხარს?

ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხე­ბი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: პირ­ველ რიგ­ში უნდა ით­ქვას, რომ 69.94% მარტ-აპ­რილ­ში თავს არი­დებ­და ამ კი­თხვა­ზე პა­სუხს. რე­ა­ლუ­რად მარტ-აპ­რილ­ში ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხობ­და მხო­ლოდ 30%. ამ 30 პრო­ცენ­ტში პირ­ველ ად­გილ­ზე ვი­ყა­ვით ჩვენ, „სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი“, და აქვე გე­ტყვით, რომ ამ ად­გილს დღე­საც ვი­ნარ­ჩუ­ნებთ. მე­ო­რე ად­გილ­ზე იყო „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და მარტ-აპ­რილ­ში მისი რე­ი­ტინ­გი იყო 11.16%. მე­სა­მე ად­გილ­ზე იყო „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და მე­ო­თხე­ზე სხვა და­ნარ­ჩე­ნი პარ­ტი­ე­ბი.

ამას­თან, IRI-ს, NDI-ს, „ედი­სონ რი­სერჩს“ ვა­ცხა­დებთ მა­ტყუ­ა­რა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბად და ამ მა­ტყუ­ა­რა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც თით­ქოს­და 1500 რეს­პონ­დენტს გა­მო­ი­კი­თხა­ვენ ხოლ­მე, ჩვენ გა­დავ­ცემთ 20-ჯერ მეტ აუ­დიო ჩა­ნა­წერს, ანუ 30-30 000 აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერს! მეტი რა­ო­დე­ნო­ბის გა­და­ცე­მას არ სა­ჭი­რო­ე­ბენ! პი­რი­ქით, ჩვენ მო­რიგ ჯერ­ზე მივ­მარ­თავთ აშშ-ს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ მხი­ლე­ბუ­ლი სიც­რუ­ის გამო, სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­იწ­ვი­ონ IRI-ს დი­რექ­ტო­რი, ჯონ დი­პპო­რო, რო­გორც სულ ცოტა ხნის წინ გა­იწ­ვი­ეს ლორა თორნ­ტო­ნი. ჯონ დი­პპო­რო ისე­თი­ვე მა­ტყუ­ა­რაა, რო­გორც ლორა თორნ­ტო­ნი! ვწუხ­ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ჯერ ვერ თა­ვი­სუფ­ლდე­ბა მსგავ­სი მა­ტყუ­ა­რე­ბი­სა­გან, მაგ­რამ მალე გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, ყვე­ლას ვარ­წმუ­ნებ ამა­ში!

გარ­და ამი­სა, მივ­მარ­თავ სა­ქარ­თვე­ლოს და აშშ-ს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ აეკ­რძა­ლოს IRI-ს სა­ქარ­თვე­ლო­ში ე.წ. კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მო­ტყუ­ე­ბა, რად­გან ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია მხი­ლე­ბუ­ლია ტყუ­ილ­ში! ისე­ვე, რო­გორც NDI!

მო­ვი­თხოვთ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან,- შე­წყდეს ტყუ­ი­ლი! აიკ­რძა­ლოს ქვე­ყა­ნა­ში მსგავ­სი კვლე­ვე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა, თუ ორ­გა­ნი­ზა­ცია არ წარ­მო­ად­გენს მი­ნი­მუმ 200 000 აუ­დიო ჩა­ნა­წერს, რო­გორც უტყუ­არ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას.

მივ­მარ­თავ თხოვ­ნით მე­დი­ას, ჩემს კო­ლე­გებს, რომ სრულ­ფა­სოვ­ნად, პა­ტი­ოს­ნად გა­შუქ­დეს დღე­ვან­დე­ლი ბრი­ფინ­გი, რათა ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქემ გა­ი­გოს, რა დიდ ტყუ­ილ­თან გვაქვს საქ­მე და რა თვალ­სა­ჩი­ნოა ჩვე­ნი სი­მარ­თლე“, - გა­ნა­ცხა­და ირმა ინაშ­ვილ­მა.

R

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არა ქოცს! არა ნაცს!
25

შენი საქმეც ვერ უნდა იყოს მთლად კარგად!

?
41

დააა,ეს გონებაშეზღუდული პარტიის ლიდერია?ვაი საქართველო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ირმა ინაშვილი საქართველოსა და აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებს, IRI-სა და NDI-ს საქართველოში კვლევების ჩატარება და გამოქვეყნება აეკრძალოთ

ირმა ინაშვილი საქართველოსა და აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებს, IRI-სა და NDI-ს საქართველოში კვლევების ჩატარება და გამოქვეყნება აეკრძალოთ

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი საქართველოსა და აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებს IRI-სა და NDI-ს საქართველოში კვლევების ჩატარება და გამოქვეყნება აეკრძალოთ.

ინაშვილის თქმით, ქვეყანაში მსგავსი კვლევების გამოქვეყნების აკრძალვა საჭიროა იმისთვის, რომ შეწყდეს საზოგადოების მოტყუება და მათი აზრით მანიპულირება.

“დღევანდელი ჩვენი ბრიფინგი ეძღვნება IRI-ს (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს და არა მხოლოდ IRI-ს მონაცემებს. უპირველეს ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ პოლიტიკურმა პროცესებმა საქართველოში მიიღო უკიდეგანო და ტოტალური ტყუილის სახე.

თავად IRI ამბობს, რომ კვლევა ჩაატარა ივნის-ივლისში. არადა, კონფიდენციალურ შეხვედრებზე, რომელიც ივლისის შუა რიცხვებში შედგა, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ კვლევა ჩატარებული აქვთ აპრილ-მაისში. ვფიქრობ, გვზვერავდნენ, რას ვიტყოდით ჩვენ, თუ ისინი მესამე ძალად გამოგვაცხადებდნენ. ახლა აცხადებენ, რომ კვლევა თითქოსდა ივნის-ივლისში ჩაატარეს, რაც სიცრუეა.

მოდით, ვილაპარაკოთ იმაზე, რა არის სიმართლე და როგორია რეალური მონაცემები:

ჩვენ გვაქვს ე.წ. გარე მეხსიერება, რომელზეც ჩაწერილია 750 000-ზე მეტი აუდიო ჩანაწერი, საუბარია აუდიო, ხმოვან გამოკითხვაზე, იგივე ინტერვიუზე და ასევე გამოკითხვის თითქმის 1 200 000 ფურცელი, სადაც დაფიქსირებულია: რესპონდენტის სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, პროფესია და ა. შ. მაგრამ კვლავ ვამბობ, ეს 750 0000 აუდიო, ხმოვანი გამოკითხვაა.

დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ აუდიო გამოკითხვის მარტი-აპრილის შედეგები. საუბარია 189 533 აუდიო ჩანაწერზე და ყველა ეს ჩანაწერი გადაეცემა ეუთო-ს, ევროკავშირის, ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიისა და შვეიცარიის საელჩოებს. მეტიც, იმისათვის, რომ სრულად ვამხილოთ IRI-ს ტყუილი და დეზინფორმაცია, მომდევნო სამ კვირაში წარმოგიდგენთ მაის-ივნისის გამოკითხვის შედეგებს, დოკუმენტური მასალით! შემდეგ სამ კვირაში ივლის-აგვისტოს მონაცემებსა და დოკუმენტურ მასალას, ამგვარად, ოქტომბრის შუა რიცხვებში 1 მილიონ 200 000 აუდიო, ხმოვან ჩანაწერს წარმოგიდგენთ! დღეს ხელთ გვაქვს 750 000 აუდიოჩანაწერი, ეს არის მარტის, აპრილის, მაისის, ივლისისა და აგვისტოს ნაწილის დოკუმენტური მასალა!

ეს არის ერთადერთი გზა, რომ დავამარცხოთ ტოტალური ტყუილი და დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე.

ვიდრე დავასახელებ კონკრეტულ ციფრებს, კვლავ გავიმეორებ, რომ ყველა ეს ინფორმაცია გადაეცემა ეუთო-ს, ევროკავშირის, ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიისა და შვერიცარიის საელჩოებს!

ა.წ. მარტ-აპრილში აუდიო გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 189 533-მა რესპონდენტმა.

გამოკითხვის პირველი კითხვაა: თანახმა ხართ თუ არა, რომ ევროინტეგრაციის შენარჩუნებასთან ერთად, საქართველომ გამოაცხადოს სამხედრო მიუმხრობლობა:

პასუხები შემდეგნაირია: 65.32% თანახმაა; 12.93% წინააღმდეგია; 21.75% თავს იკავებს.

მეორე კითხვაა: მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოს ერთიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან სამშვიდობო პოლიტიკით; მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი დიალოგით; ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენით; სავიზო რეჟიმის გაუქმებით?

ამ კითხვაზე პასუხები შემდეგნაირია: 70.51% თანახმაა; 17.26% წინააღმდეგია; 12.23% თავს იკავებს.

მესამე კითხვაა: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რომელ პარტიას და/ან მის კანდიდატს დაუჭერთ მხარს?

ამ კითხვაზე პასუხები ასე გამოიყურება: პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ 69.94% მარტ-აპრილში თავს არიდებდა ამ კითხვაზე პასუხს. რეალურად მარტ-აპრილში ამ კითხვაზე პასუხობდა მხოლოდ 30%. ამ 30 პროცენტში პირველ ადგილზე ვიყავით ჩვენ, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, და აქვე გეტყვით, რომ ამ ადგილს დღესაც ვინარჩუნებთ. მეორე ადგილზე იყო „ქართული ოცნება“ და მარტ-აპრილში მისი რეიტინგი იყო 11.16%. მესამე ადგილზე იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და მეოთხეზე სხვა დანარჩენი პარტიები.

ამასთან, IRI-ს, NDI-ს, „ედისონ რისერჩს“ ვაცხადებთ მატყუარა ორგანიზაციებად და ამ მატყუარა ორგანიზაციებს, რომლებიც თითქოსდა 1500 რესპონდენტს გამოიკითხავენ ხოლმე, ჩვენ გადავცემთ 20-ჯერ მეტ აუდიო ჩანაწერს, ანუ 30-30 000 აუდიოჩანაწერს! მეტი რაოდენობის გადაცემას არ საჭიროებენ! პირიქით, ჩვენ მორიგ ჯერზე მივმართავთ აშშ-ს ხელისუფლებას, რომ მხილებული სიცრუის გამო, საქართველოდან გაიწვიონ IRI-ს დირექტორი, ჯონ დიპპორო, როგორც სულ ცოტა ხნის წინ გაიწვიეს ლორა თორნტონი. ჯონ დიპპორო ისეთივე მატყუარაა, როგორც ლორა თორნტონი! ვწუხვარ, რომ საქართველო ჯერ ვერ თავისუფლდება მსგავსი მატყუარებისაგან, მაგრამ მალე გათავისუფლდება, ყველას ვარწმუნებ ამაში!

გარდა ამისა, მივმართავ საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებას, რომ აეკრძალოს IRI-ს საქართველოში ე.წ. კვლევების ჩატარება და ქართველი ხალხის მოტყუება, რადგან ეს ორგანიზაცია მხილებულია ტყუილში! ისევე, როგორც NDI!

მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან,- შეწყდეს ტყუილი! აიკრძალოს ქვეყანაში მსგავსი კვლევების გამოქვეყნება და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება, თუ ორგანიზაცია არ წარმოადგენს მინიმუმ 200 000 აუდიო ჩანაწერს, როგორც უტყუარ მტკიცებულებას.

მივმართავ თხოვნით მედიას, ჩემს კოლეგებს, რომ სრულფასოვნად, პატიოსნად გაშუქდეს დღევანდელი ბრიფინგი, რათა ქართველი ჟურნალისტების დახმარებით საქართველოს ყველა მოქალაქემ გაიგოს, რა დიდ ტყუილთან გვაქვს საქმე და რა თვალსაჩინოა ჩვენი სიმართლე“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

R

თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"ჩემს ოჯახზე ზეწოლა ხდება იმის გამო, რომ მე მოვხსნა კანდიდატურა" - ჩხრეკა დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის კომპანიაში