პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რემონტი სახლიდან გაუსვლელად
რემონტი სახლიდან გაუსვლელად

პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში მთელ მსოფ­ლი­ო­ში კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და სა­ცა­ლო გა­ყიდ­ვებ­ში ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის წილი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ონ­ლა­ინ სა­ცა­ლო გა­ყიდ­ვე­ბის წილი ამ ეტაპ­ზე მა­ინც ძა­ლი­ან და­ბა­ლია და სხვა­დას­ხვა კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, სა­ერ­თო სა­ცა­ლო გა­ყიდ­ვე­ბის მხო­ლოდ 1-2%–ს შე­ად­გენს. თუმ­ცა, რო­გორც სხვა გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლი­თე­ბიც გვიჩ­ვე­ნებს, რამ­დე­ნი­მე წელ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­იზ­რდე­ბა.

მა­გა­ლი­თად, პო­ლო­ნეთ­ში, 2016-19 წლებ­ში ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვე­ბის მო­ცუ­ლო­ბა 80%–ით გა­ი­ზარ­და. მიმ­დი­ნა­რე წელს კი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 60% ელ. კო­მერ­ცი­ის პლატ­ფორ­მებს იყე­ნებს, რაც ამ სეგ­მენ­ტის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და, შე­დე­გად, ბაზ­რის მო­თხოვ­ნის ცვლი­ლე­ბე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

არ­სე­ბულ ტრენ­დს თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვე­ბის წილი ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქარ­თუ­ლი ბაზ­რის ინ­ტე­რე­სე­ბის ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად, აქ­ტი­უ­რად იზ­რდე­ბა. ზრდა სრუ­ა­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლია ახა­ლი მომ­ხმა­რებ­ლის ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბის შექ­მნა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რო­მელ­თა მთა­ვა­რი მი­ზა­ნიც, ელ. კო­მერ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვე­ბის ბაზ­რის წი­ლის ზრდა იქ­ნე­ბა. თუმ­ცა. სამ­შე­ნებ­ლო და სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის შე­ძე­ნა მომ­ხმა­რე­ბელს ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში ყო­ველ­თვის უჭირ­და. სწო­რედ ამი­ტომ ამ კომ­პა­ნი­ე­ბის რი­ცხვს ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ყვე­ლა­ზე დიდი სამ­შე­ნებ­ლო და სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის ჰი­პერ­მარ­კე­ტი „მი­ჰა­უ­სიც“ შე­უ­ერ­თდა და პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ა­წე­სა ონ­ლა­ინ ფას­დაკ­ლე­ბის დღე – ოთხშა­ბა­თი.

რო­მე­ლი კომ­პა­ნი­აა სა­ი­მე­დო ონ­ლა­ინ შეს­ყიდ­ვე­ბის­თვის

„მა­სა­ლე­ბის შე­ძე­ნა მომ­ხმა­რე­ბელს ონ­ლა­ინ ყო­ველ­თვის უჭირ­და, რად­გან რთუ­ლია რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თის და­ნახ­ვა და იმის აღ­ქმა, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, ამი­ტომ მომ­ხმა­რე­ბე­ლი სამ­შე­ნებ­ლო და სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის შერ­ჩე­ვას და ერ­თმა­ნეთ­ზე შე­ხა­მე­ბას ძა­ლი­ან დიდ დროს უთ­მობს ხოლ­მე. პრო­დუქ­ტის შერ­ჩე­ვის გა­სა­მარ­ტი­ვებ­ლად მომ­ხმა­რე­ბელს ვთა­ვა­ზობთ დი­ზა­ი­ნე­რის მომ­სა­ხუ­რე­ბის სერ­ვისს რო­მე­ლიც შექ­მნის და მი­აწ­ვდის მომ­ხმა­რე­ბელს სახ­ლის რე­ა­ლურ დი­ზა­ინს იმ პრო­დუქ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­მელ­საც მომ­ხმა­რე­ბე­ლი აარ­ჩევს. შე­სა­ბა­მი­სად ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მომ­ხმა­რე­ბელს გა­რის­კვა ფაქ­ტი­უ­რად აღარ უწევს რად­გან რე­მონ­ტის და­წყე­ბამ­დე ხე­დავს, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა მისი სახ­ლის სა­ბო­ლოო სახე, რაც უმარ­ტი­ვებს რო­გორც რე­მონ­ტის, ასე­ვე მა­სა­ლე­ბის შერ­ჩე­ვი­სა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცესს“, – ამ­ბობს გოგა ბი­ბი­ლუ­რი, „მი­ჰა­უ­სის“ ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტი ბევრ კომ­პა­ნი­ას არ აქვს იდე­ა­ლუ­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვე­ბის სა­ი­ტი რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტა­ში უნდა ეხ­მა­რე­ბო­დეს მომ­ხმა­რე­ბელს.

გოგა ბი­ბი­ლუ­რის თქმით, „1. არ უნდა და­ჭირ­დეს სახ­ლი­დან გას­ვლა - სწო­რედ ამი­ტომ მომ­ხმა­რე­ბელს ვთა­ვა­ზობთ სახ­ლის კა­რამ­დე მი­ტა­ნის სერ­ვისს, 2. პრო­დუქ­ტის აღ­წე­რი­ლო­ბამ უნდა შე­უქ­მნას რე­ა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნა პრო­დუქ­ტის შე­სა­ხებ - ჰი­პერ­მარ­კე­ტის გახ­სნამ­დე 40 000–ზე მეტი ფოტო გა­და­ვი­ღეთ, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად ასა­ხავს პრო­დუქტს. ასე­ვე, ვებ გვერდს ყო­ველ­დღი­უ­რად ემა­ტე­ბა პრო­დუქ­ტე­ბის აღ­წე­რა, რო­მე­ლიც ამარ­ტი­ვებს პრო­დუქ­ტე­ბის შე­და­რე­ბი­სა და შერ­ჩე­ვის პრო­ცესს 3. და­ეხ­მა­როს პრო­დუქ­ტის არ­ჩე­ვა­ში - ვებ გვერ­დის ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში გაშ­ვე­ბამ­დე შევ­ქმე­ნით რე­მონ­ტის გზამ­კვლე­ვი, რო­მე­ლიც მომ­ხამ­რე­ბელს აც­ნობს თი­თო­ე­ულ პრო­დუქტს, ეხ­მა­რე­ბა მათ შე­და­რე­ბა­ში და რაც მთა­ვა­რია, აძ­ლევს რჩე­ვებს, თუ რას უნდა მი­აქ­ცი­ოს ყუ­რა­დღე­ბა პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნის დროს. და­ბო­ლოს, და­ეხ­მა­როს რე­მონ­ტის და­გეგ­მვა­ში - რის­თვი­საც მომ­ხმა­რე­ბელს დი­ზა­ი­ნე­რის მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და VR–სერ­ვისს ვთა­ვა­ზობთ, რო­მე­ლიც, რო­გორც მა­ნამ­დეც მით­ქვამს, მომ­ხმა­რე­ბელს მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რე­ა­ლუ­რად წარ­მო­იდ­გი­ნოს, რო­გო­რი იქ­ნე­ბა მისი დას­რუ­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი“.

ვაჭ­რო­ბა 24/7

„მი­ჰა­უ­სის“ ვებ გვერ­დზე მომ­ხმა­რე­ბელს ყო­ველ დღე, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უძ­ლია პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნა. მიმ­დი­ნა­რე პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ყვე­ლა­ზე დიდ სამ­შე­ნებ­ლო–სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის ჰი­პერ­მარ­კეტ­ში ყო­ვე­ლი ოთხშა­ბა­თი სა­დე­ზინ­ფექ­ციო დღედ არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, სწო­რედ ამი­ტომ ოთხშა­ბა­თი ონ­ლა­ინ ფას­დაკ­ლე­ბის დღედ გა­მო­ცხად­და და მომ­ხმა­რე­ბელს 19 აგ­ვის­ტო­დან ყო­ველ ოთხშა­ბათს შე­ეძ­ლე­ბა მი­ი­ღოს ექ­სკლუ­ზი­უ­რი ფას­დაკ­ლე­ბე­ბი.

„მი­ჰა­უს­ში“ 21 ქვე­ყა­ნა­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი 60 000–მდე და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ჰი­პერ­მარ­კე­ტის შო­უ­რუ­მე­ბი და პა­ვი­ლი­ო­ნე­ბი 12 000 კვად­რა­ტულ მეტრს მო­ი­ცავს და ის „თბი­ლი­სის ზღვის პლა­ზა­ში“ 17 ივ­ლისს გა­იხ­სნა.

NS

გიო
0

იმდენი შენი ... რაც ამას რემონტი სახლიდან გაუსვლელად ქვია და არის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით
ავტორი:

რემონტი სახლიდან გაუსვლელად

რემონტი სახლიდან გაუსვლელად

პანდემიის პირობებში მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო გაიზარდა საცალო გაყიდვებში ელექტრონული კომერციის წილი. საქართველოში ონლაინ საცალო გაყიდვების წილი ამ ეტაპზე მაინც ძალიან დაბალია და სხვადასხვა კვლევების თანახმად, საერთო საცალო გაყიდვების მხოლოდ 1-2%–ს შეადგენს. თუმცა, როგორც სხვა განვითარებადი ქვეყნების მაგალითებიც გვიჩვენებს, რამდენიმე წელში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

მაგალითად, პოლონეთში, 2016-19 წლებში ონლაინ გაყიდვების მოცულობა 80%–ით გაიზარდა. მიმდინარე წელს კი ქვეყნის მოსახლეობის 60% ელ. კომერციის პლატფორმებს იყენებს, რაც ამ სეგმენტის განვითარებისა და, შედეგად, ბაზრის მოთხოვნის ცვლილებების დამსახურებაა.

არსებულ ტრენდს თუ დავაკვირდებით, ონლაინ გაყიდვების წილი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ქართული ბაზრის ინტერესების ცვლილებასთან ერთად, აქტიურად იზრდება. ზრდა სრუალად დამოკიდებულია ახალი მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული პლატფორმების შექმნასა და განვითარებაზე, რომელთა მთავარი მიზანიც, ელ. კომერციის განვითარებასთან ერთად, ონლაინ გაყიდვების ბაზრის წილის ზრდა იქნება. თუმცა. სამშენებლო და სარემონტო მასალების შეძენა მომხმარებელს ონლაინ სივრცეში ყოველთვის უჭირდა. სწორედ ამიტომ ამ კომპანიების რიცხვს ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „მიჰაუსიც“ შეუერთდა და პირველად საქართველოში დააწესა ონლაინ ფასდაკლების დღე – ოთხშაბათი.

რომელი კომპანიაა საიმედო ონლაინ შესყიდვებისთვის

„მასალების შეძენა მომხმარებელს ონლაინ ყოველთვის უჭირდა, რადგან რთულია რეალური სურათის დანახვა და იმის აღქმა, თუ როგორი იქნება დასრულებული პროექტი, ამიტომ მომხმარებელი სამშენებლო და სარემონტო მასალების შერჩევას და ერთმანეთზე შეხამებას ძალიან დიდ დროს უთმობს ხოლმე. პროდუქტის შერჩევის გასამარტივებლად მომხმარებელს ვთავაზობთ დიზაინერის მომსახურების სერვისს რომელიც შექმნის და მიაწვდის მომხმარებელს სახლის რეალურ დიზაინს იმ პროდუქტების გამოყენებით, რომელსაც მომხმარებელი აარჩევს. შესაბამისად ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს გარისკვა ფაქტიურად აღარ უწევს რადგან რემონტის დაწყებამდე ხედავს, თუ როგორი იქნება მისი სახლის საბოლოო სახე, რაც უმარტივებს როგორც რემონტის, ასევე მასალების შერჩევისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს“, – ამბობს გოგა ბიბილური, „მიჰაუსის“ ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი.

საქართველოში ციფრული მარკეტი ბევრ კომპანიას არ აქვს იდეალურად მოწესრიგებული. ონლაინ გაყიდვების საიტი რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემის გადაწყვეტაში უნდა ეხმარებოდეს მომხმარებელს.

გოგა ბიბილურის თქმით, „1. არ უნდა დაჭირდეს სახლიდან გასვლა - სწორედ ამიტომ მომხმარებელს ვთავაზობთ სახლის კარამდე მიტანის სერვისს, 2. პროდუქტის აღწერილობამ უნდა შეუქმნას რეალური წარმოდგენა პროდუქტის შესახებ - ჰიპერმარკეტის გახსნამდე 40 000–ზე მეტი ფოტო გადავიღეთ, რომელიც რეალურად ასახავს პროდუქტს. ასევე, ვებ გვერდს ყოველდღიურად ემატება პროდუქტების აღწერა, რომელიც ამარტივებს პროდუქტების შედარებისა და შერჩევის პროცესს 3. დაეხმაროს პროდუქტის არჩევაში - ვებ გვერდის ონლაინ სივრცეში გაშვებამდე შევქმენით რემონტის გზამკვლევი, რომელიც მომხამრებელს აცნობს თითოეულ პროდუქტს, ეხმარება მათ შედარებაში და რაც მთავარია, აძლევს რჩევებს, თუ რას უნდა მიაქციოს ყურადღება პროდუქტის შეძენის დროს. დაბოლოს, დაეხმაროს რემონტის დაგეგმვაში - რისთვისაც მომხმარებელს დიზაინერის მომსახურებისა და VR–სერვისს ვთავაზობთ, რომელიც, როგორც მანამდეც მითქვამს, მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, რეალურად წარმოიდგინოს, როგორი იქნება მისი დასრულებული პროექტი“.

ვაჭრობა 24/7

„მიჰაუსის“ ვებ გვერდზე მომხმარებელს ყოველ დღე, 24 საათის განმავლობაში შეუძლია პროდუქტის შეძენა. მიმდინარე პანდემიიდან გამომდინარე, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდ სამშენებლო–სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტში ყოველი ოთხშაბათი სადეზინფექციო დღედ არის გამოცხადებული, სწორედ ამიტომ ოთხშაბათი ონლაინ ფასდაკლების დღედ გამოცხადდა და მომხმარებელს 19 აგვისტოდან ყოველ ოთხშაბათს შეეძლება მიიღოს ექსკლუზიური ფასდაკლებები.

„მიჰაუსში“ 21 ქვეყანაში წარმოებული 60 000–მდე დასახელების პროდუქტია წარმოდგენილი. ჰიპერმარკეტის შოურუმები და პავილიონები 12 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს და ის „თბილისის ზღვის პლაზაში“ 17 ივლისს გაიხსნა.

NS

ვასილ მაღლაფერიძე პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგა

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - განახლებული ინფორმაცია ეპიდსიტუაციის შესახებ

საერთაშორისო  რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა  30 სექტემბრამდე გახანგრძლივდა