პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ბაჩალიაშვილის "ფეისბუქზე" შესვლა ვერ მოხერხდა, ვერანაირი კოდი ვერ მოერგო" - რა თქვა ადვოკატმა ექსპერტიზის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ
"ბაჩალიაშვილის "ფეისბუქზე" შესვლა ვერ მოხერხდა, ვერანაირი კოდი ვერ მოერგო" - რა თქვა ადვოკატმა ექსპერტიზის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ

23 წლის პრო­გა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში და­ბა­რე­ბის შემ­დეგ მათ გა­ნუ­ცხა­დეს, რომ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია აქვთ, რომ­ლის პროგ­რა­მი­რე­ბა და და­მუ­შა­ვე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მათ გა­ნუ­მარ­ტეს, რომ ვერც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლი­დან, ვერც ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მი­სა­მარ­თი­დან და ვერც "იუ­თუ­ბი­დან" ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ იღე­ბენ და ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას აშშ-დან ელი­ან.

"რო­გორც გა­ვი­გე, რა­ღაც ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი კი­დევ მო­ი­ძი­ეს და ამ ყვე­ლაფ­რის პროგ­რა­მი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­სა­ბა­მი­სად, და­მა­ტე­ბით არის ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ­ლის და­მუ­შა­ვე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ყვე­ლა­ფე­რი ეს უნდა და­მუ­შავ­დეს, რომ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღოთ. ფა­ი­ლი მო­ი­ძებ­ნა, სა­დაც იყო კო­დი­რე­ბა, მაგ­რამ მა­ინც ვერ იხ­სნე­ბა. ჩვე­ნი მო­თხოვ­ნაა, რომ საქ­მე­ში FBI ჩა­ერ­თოს.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რო­დე­საც ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვაა, მა­შინ უკვე ფე­დე­რა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბი ბი­უ­როს ნე­ბის გა­რე­შე არ ხდე­ბა მი­ღე­ბა. ეს უკვე არის მო­თხოვ­ნა და სა­ვალ­დე­ბუ­ლოა", - გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, რო­დის და რა ვი­თა­რე­ბა­ში გა­უქ­მდა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის „ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დი ეს მხო­ლოდ მას შემ­დეგ გა­ირ­კვე­ვა, რო­დე­საც ამე­რი­კი­დან ში­ნარ­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცია იქ­ნე­ბა.

"ერთი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დი, რო­მე­ლიც გაქ­რა. მე­ო­რე, არ­სე­ბობ­და, რო­მელ­შიც ვერ შე­ვე­დით. ვე­რა­ნა­ი­რი კოდი ვერ მო­ერ­გო, ვერ გა­იხ­სნა. ამი­ტომ მიმ­დი­ნა­რე­ობს ახლა იმა­ზე მუ­შა­ო­ბა, რომ და­ვად­გი­ნოთ, რა­ტომ არ მო­ერ­გო, არ­ცერ­თმა ელექტრო­ნულ­მა და არ­ცერ­თმა კოდ­მა არ იმუ­შა­ვა“, - გან­მარ­ტავს რა­მიშ­ვი­ლი.

ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ მა­სა­ლებს აღად­გე­ნენ.

„რო­გორც ამ­ბო­ბენ, ყვე­ლაფ­რის აღ­დგე­ნას და და­მუ­შა­ვე­ბას შეძ­ლე­ბენ. გა­რან­ტი­ას იძ­ლე­ვი­ან, რომ რო­დე­საც „ფე­ის­ბუ­ქის“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან ში­ნა­არ­სობ­რივ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღე­ბენ, ნდმ-ის დო­ნე­ზეც კი იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი იდენ­ტუ­რიო. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, ჩვე­ნი მხრი­დან იქ­ნე­ბა მო­წო­დე­ბა და მო­თხოვ­ნა, რომ ყვე­ლა­ფე­რი იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით“, - აცხა­დებს რა­მიშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
11

და ფეისბუკს რომ მიმართოს პროკურატურამ ,არა? მე გამიგია ,შენ შეგიძლია წაშალო შენი აკაუნტი ,გააუქმო მაგრამ იქიდან ვერ ამოშლი და რჩება ყველაფერი!

nata
5

არ მგონია რგ საქმე გაიხსნას. ძალიან სამწუხაროა

ავტორი:

"ბაჩალიაშვილის "ფეისბუქზე" შესვლა ვერ მოხერხდა, ვერანაირი კოდი ვერ მოერგო" - რა თქვა ადვოკატმა ექსპერტიზის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ

"ბაჩალიაშვილის "ფეისბუქზე" შესვლა ვერ მოხერხდა, ვერანაირი კოდი ვერ მოერგო" - რა თქვა ადვოკატმა ექსპერტიზის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ

23 წლის პროგამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ექსპერტიზის ბიუროში დაბარების შემდეგ მათ განუცხადეს, რომ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია აქვთ, რომლის პროგრამირება და დამუშავება მიმდინარეობს.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ განუმარტეს, რომ ვერც სოციალურ ქსელიდან, ვერც ელექტრონული ფოსტის მისამართიდან და ვერც "იუთუბიდან" ინფორმაციას ვერ იღებენ და ინფორმაციის მიღებას აშშ-დან ელიან.

"როგორც გავიგე, რაღაც ინფორმაციები კიდევ მოიძიეს და ამ ყველაფრის პროგრამირება მიმდინარეობს. შესაბამისად, დამატებით არის ინფორმაციები, რომლის დამუშავება მიმდინარეობს. ყველაფერი ეს უნდა დამუშავდეს, რომ სრული ინფორმაცია მივიღოთ. ფაილი მოიძებნა, სადაც იყო კოდირება, მაგრამ მაინც ვერ იხსნება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ საქმეში FBI ჩაერთოს.

მოგეხსენებათ, როდესაც შინაარსობრივი ინფორმაციის გამოთხოვაა, მაშინ უკვე ფედერალური საგამოძიები ბიუროს ნების გარეშე არ ხდება მიღება. ეს უკვე არის მოთხოვნა და სავალდებულოა", - განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატის განმარტებით, როდის და რა ვითარებაში გაუქმდა თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქის“ გვერდი ეს მხოლოდ მას შემდეგ გაირკვევა, როდესაც ამერიკიდან შინარსობრივი ინფორმაცია იქნება.

"ერთი "ფეისბუქის" გვერდი, რომელიც გაქრა. მეორე, არსებობდა, რომელშიც ვერ შევედით. ვერანაირი კოდი ვერ მოერგო, ვერ გაიხსნა. ამიტომ მიმდინარეობს ახლა იმაზე მუშაობა, რომ დავადგინოთ, რატომ არ მოერგო, არცერთმა ელექტრონულმა და არცერთმა კოდმა არ იმუშავა“, - განმარტავს რამიშვილი.

ადვოკატის განმარტებით, საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ მასალებს აღადგენენ.

„როგორც ამბობენ, ყველაფრის აღდგენას და დამუშავებას შეძლებენ. გარანტიას იძლევიან, რომ როდესაც „ფეისბუქის“ ადმინისტრაციიდან შინაარსობრივ ინფორმაციას მიიღებენ, ნდმ-ის დონეზეც კი იქნება ყველაფერი იდენტურიო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი მხრიდან იქნება მოწოდება და მოთხოვნა, რომ ყველაფერი იყოს მაქსიმალურად დაჩქარებული ტემპით“, - აცხადებს რამიშვილი.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"ოჯახმა ამ წერილის შესახებ არაფერი იცოდა" - რას ამბობს ადვოკატი ბაჩალიაშვილის ჩანაწერზე, რომელიც ჟურნალისტმა გაასაჯაროვა

"გაგვიმყარდა ვარაუდი, რომ თამარს ვიღაც აშინებდა, ემუქრებოდა" - კიდევ რა წერია ბაჩალიაშვილის ბლოკნოტში და რატომ არ ამოიღო ის გამოძიებამ აქამდე?

გორში დაკარგული გოგონა იპოვეს - ის, სავარაუდოდ, ოჯახის შექმნის მიზნით მოიტაცეს