პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარკვეულ პატივისცემას იწვევს ბოკერიას გამბედაობა, როცა ასეთი მაღალი ანტირეიტინგით შედიხარ მაჟორიტარობის ბრძოლაში" - გია ხუხაშვილი
"გარკვეულ პატივისცემას იწვევს ბოკერიას გამბედაობა, როცა ასეთი მაღალი ანტირეიტინგით შედიხარ მაჟორიტარობის ბრძოლაში" - გია ხუხაშვილი

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ მხრი­დან მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბად პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბის წარ­დგე­ნას „პო­ლი­ტი­კუ­რად სწორ ნა­ბიჯს“ უწო­დებს.

მისი თქმით, პო­ლი­ტი­კა­ში შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტია მა­ღა­ლი ცნო­ბა­დო­ბა.

ამას­თან, ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, ფოთი-ხობი-სე­ნა­კის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტად გიგა ბო­კე­რი­ას წარ­დგე­ნა მის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო.

„პა­რა­დოქ­სია ამას რომ ვამ­ბობ, მაგ­რამ გარ­კვე­ულ პა­ტი­ვის­ცე­მა­საც იწ­ვევს მისი გამ­ბე­და­ო­ბა, რო­დე­საც ასე­თი მა­ღა­ლი ან­ტი­რე­ი­ტინ­გით შე­დი­ხარ მა­ჟო­რი­ტა­რულ ბრძო­ლა­ში. ბო­კე­რია უფრო მე­ტად კუ­ლი­სე­ბი­დან ახ­დენ­და ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ჯა­რო აქ­ტი­ვო­ბას ცდი­ლობ­და, მას ასე პირ­და­პირ ამომ­რჩე­ველ­თან სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი არ მო­უ­სინ­ჯავს და მისი გამ­ბე­და­ობ­და აქ იწ­ვევს გარ­კვე­ულ პა­ტი­ვის­ცე­მას. ძა­ლი­ან ბუნ­დო­ვა­ნად მეჩ­ვე­ნე­ბა მისი შან­სე­ბი, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, თე­ო­რი­უ­ლა­დაც თუ იქ­ნე­ბა იმის შან­სი, რომ ბო­კე­რი­ამ მო­ი­გოს, ეს იქ­ნე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სრუ­ლი კო­ლაფ­სის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი”, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ზუგ­დიდ­ში კონ­კუ­რენ­ტუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა.

„ზუგ­დიდ­ში საკ­მა­ოდ კონ­კუ­რენ­ტუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა იმი­ტომ, რომ ტრა­დი­ცი­უ­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბას იქ არ აქვს მყა­რი პო­ზი­ცი­ე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად გარ­კვე­ულ ინ­ტრი­გას უნდა ვე­ლო­დოთ. ერთი მხრივ, შიდა კონ­კუ­რენ­ცი­ის თვალ­სა­ზი­რი­სით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რა ხდე­ბა „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­სა“ და „ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს“ შო­რის და მე­ო­რე მხრივ, რა პო­ზი­ცი­ა­შია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“. გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ინ­ტრი­გა არის ზუგ­დი­დი, მაგ­რამ ბო­კე­რი­ას, რო­გორც ან­ტიგ­მი­რის შე­დე­გიც, რა თქმა უნდა, სა­ინ­ტე­რე­სოა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უგუ­ლა­ვა ორ­ჯერ იჯდა ცი­ხე­ში, ნაკ­ლე­ბად ან­ტიგ­მი­რია. ბო­კე­რი­ა­სად­მი აგ­რე­სია ძა­ლი­ან მა­ღა­ლია „ან­ტი­მი­შას“ თვალ­საზ­რი­სით. ამომ­რჩე­ვე­ლი არა­ნაკ­ლებ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აკის­რებს ბო­კე­რი­ას ე.წ „სის­ხლი­ან 9 წელ­ზე“ ვიდ­რე მი­შას და მე­ო­რე მხრივ, მის მი­მართ თვი­თონ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ელექ­ტო­რატ­შიც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი აგ­რე­სი­აა. შე­სა­ბა­მი­სად, მისი ჯა­მუ­რი ან­ტი­რე­ი­ტინ­გი მა­ღა­ლია. უგუ­ლა­ვას მი­მართ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ელექ­ტო­რატ­ში აგ­რე­სია არ არის გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ის „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მი­მართ ბევ­რად უფრო კო­რექ­ტუ­ლი იყო თა­ვის მოქ­მე­დე­ბებ­სა და რი­ტო­რი­კა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, “ევ­რო­პულ­მა სა­ქარ­თვე­ლომ” რე­გი­ო­ნებ­ში მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბის ნა­წი­ლი წა­რად­გი­ნა. კან­დი­და­ტე­ბი პარ­ტი­ის ლი­დერ­მა და­ვით ბაქ­რა­ძემ და­ა­სა­ხე­ლა. რე­გი­ო­ნე­ბის მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქებ­ში“ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” კან­დი­და­ტე­ბი იქ­ნე­ბი­ან: ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი- თე­ლა­ვი-ახ­მე­ტა-ყვა­რე­ლი-ლა­გო­დე­ხი; გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი- გურ­ჯა­ა­ნი-სა­გა­რე­ჯო-სიღ­ნა­ღი-დე­დოფ­ლის­წყა­რო; ირმა ნა­დირშვი­ლი- რუს­თა­ვი; აჰ­მედ იმან­ყუ­ლი­ე­ვი - მარ­ნე­უ­ლი, გარ­და­ბა­ნი; ოთარ კა­ხი­ძე- ქუ­თა­ი­სი; სერ­გო რა­ტი­ა­ნი- სა­ჩხე­რე-ჭი­ა­თუ­რა-ხა­რა­გა­უ­ლი; გიგი წე­რე­თე­ლი- ზეს­ტა­ფო­ნი-ბაღ­და­თი-თერ­ჯო­ლა-ტყი­ბუ­ლი; აკა­კი ბო­ბო­ხი­ძე- სამ­ტრე­დია-წყალ­ტუ­ბო-ვანი-ხონი; გიგი უგუ­ლა­ვა- ზუგ­დი­დი; გიგა ბო­კე­რია- ფოთი-ხობი-სე­ნა­კი; ლელა ქე­ბუ­რია - აბა­შა-მარ­ტვი­ლი-წა­ლენ­ჯი­ხა-ჩხო­რო­წყუ; ხა­თუ­ნა გო­გო­რიშ­ვი­ლი- ოზურ­გე­თი-ლან­ჩხუ­თი-ჩო­ხა­ტა­უ­რი; ტა­რი­ელ ნა­კა­ი­ძე- ხულო-შუ­ა­ხე­ვი-ქედა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
eka
57

ვაი ჩვენს დღეს წინასწარ.

ალექს
59

ბობოხიძეს რად უნდა არჩევა, პირდაპირ პარლამენტარიზმის ცოცხალ ძეგლად შევიყვანოთ , დავდგათ პარლამენტის წინ კი არა, შიგნით, დარბაზში, აქაც და იქაც, ქუთაისში ! დააწვიმს ვითომ ?

ავტორი:

"გარკვეულ პატივისცემას იწვევს ბოკერიას გამბედაობა, როცა ასეთი მაღალი ანტირეიტინგით შედიხარ მაჟორიტარობის ბრძოლაში" - გია ხუხაშვილი

"გარკვეულ პატივისცემას იწვევს ბოკერიას გამბედაობა, როცა ასეთი მაღალი ანტირეიტინგით შედიხარ მაჟორიტარობის ბრძოლაში" - გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი „ევროპული საქართველოს“ მხრიდან მაჟორიტარობის კანდიდატებად პარტიის ლიდერების წარდგენას „პოლიტიკურად სწორ ნაბიჯს“ უწოდებს.

მისი თქმით, პოლიტიკაში შედეგის მისაღებად, მნიშვნელოვანი ელემენტია მაღალი ცნობადობა.

ამასთან, ხუხაშვილის თქმით, ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატად გიგა ბოკერიას წარდგენა მისთვის მოულოდნელი იყო.

„პარადოქსია ამას რომ ვამბობ, მაგრამ გარკვეულ პატივისცემასაც იწვევს მისი გამბედაობა, როდესაც ასეთი მაღალი ანტირეიტინგით შედიხარ მაჟორიტარულ ბრძოლაში. ბოკერია უფრო მეტად კულისებიდან ახდენდა ძალის დემონსტრირებას. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო აქტივობას ცდილობდა, მას ასე პირდაპირ ამომრჩეველთან საკუთარი ძალები არ მოუსინჯავს და მისი გამბედაობდა აქ იწვევს გარკვეულ პატივისცემას. ძალიან ბუნდოვანად მეჩვენება მისი შანსები, მაგრამ მეორე მხრივ, თეორიულადაც თუ იქნება იმის შანსი, რომ ბოკერიამ მოიგოს, ეს იქნება „ქართული ოცნების“ სრული კოლაფსის მაჩვენებელი”, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ზუგდიდში კონკურენტული არჩევნები იქნება.

„ზუგდიდში საკმაოდ კონკურენტული არჩევნები იქნება იმიტომ, რომ ტრადიციულად ხელისუფლებას იქ არ აქვს მყარი პოზიციები, შესაბამისად გარკვეულ ინტრიგას უნდა ველოდოთ. ერთი მხრივ, შიდა კონკურენციის თვალსაზირისით, მნიშვნელოვანია, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის და მეორე მხრივ, რა პოზიციაშია „ქართული ოცნება“. განსაკუთრებით დიდი ინტრიგა არის ზუგდიდი, მაგრამ ბოკერიას, როგორც ანტიგმირის შედეგიც, რა თქმა უნდა, საინტერესოა. მიუხედავად იმისა, რომ უგულავა ორჯერ იჯდა ციხეში, ნაკლებად ანტიგმირია. ბოკერიასადმი აგრესია ძალიან მაღალია „ანტიმიშას“ თვალსაზრისით. ამომრჩეველი არანაკლებ პასუხისმგებლობას აკისრებს ბოკერიას ე.წ „სისხლიან 9 წელზე“ ვიდრე მიშას და მეორე მხრივ, მის მიმართ თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატშიც საკმაოდ მაღალი აგრესიაა. შესაბამისად, მისი ჯამური ანტირეიტინგი მაღალია. უგულავას მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატში აგრესია არ არის გამომდინარე იქიდან, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ბევრად უფრო კორექტული იყო თავის მოქმედებებსა და რიტორიკაში“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, “ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების ნაწილი წარადგინა. კანდიდატები პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დაასახელა. რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებში“ევროპული საქართველოს” კანდიდატები იქნებიან: ზურაბ ჭიაბერაშვილი- თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი; გიორგი ღვინიაშვილი- გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო; ირმა ნადირშვილი- რუსთავი; აჰმედ იმანყულიევი - მარნეული, გარდაბანი; ოთარ კახიძე- ქუთაისი; სერგო რატიანი- საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული; გიგი წერეთელი- ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული; აკაკი ბობოხიძე- სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონი; გიგი უგულავა- ზუგდიდი; გიგა ბოკერია- ფოთი-ხობი-სენაკი; ლელა ქებურია - აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ; ხათუნა გოგორიშვილი- ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური; ტარიელ ნაკაიძე- ხულო-შუახევი-ქედა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, "ევროპული საქართველო“ მეორე ტურის დღეს, საარჩევნო უბნებთან დაანონსებულ "სირცხვილის კორიდორებში"  მონაწილეობას არ აპირებს

"თუ ვინმეს ნორმალურად მიაჩნია, რომ საქართველოში ხმებს იპარავენ და ოფისებს წვავენ, ასეთმა ამომრჩეველმა უნდა გაიაროს სირცხვილის კორიდორში" - ნინო ბურჯანაძე

არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა სტანდარტები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეამცირა- IRI-ს ევრაზიის დირექტორი