მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გენოციდის ბრალდება, როგორც რუსული პროპაგანდისტული იარაღი და „ცხინვალი 1920“- ფილმად გადაღებული ისტორიული სინამდვილე
გენოციდის ბრალდება, როგორც რუსული პროპაგანდისტული იარაღი და „ცხინვალი 1920“- ფილმად გადაღებული ისტორიული სინამდვილე

პუ­ტი­ნის რუ­სე­თი სულ უფრო ხში­რად და ეფექ­ტუ­რად იყე­ნებს პრო­პა­გან­დას, რო­გორც სხვა ქვეყ­ნებ­ში სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სის გა­ტა­რე­ბის ია­რაღს. მარ­თა­ლია, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვი ეს ხრი­კი ახა­ლი ნამ­დვი­ლად არ არის, თუმ­ცა აშ­კა­რაა, რომ ბოლო წლებ­ში მისი მას­შტა­ბე­ბი გა­ი­ზარ­და და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი ომე­ბის ნა­წი­ლად იქცა. სი­ახ­ლე არც ის გახ­ლავთ, რომ ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში კრემ­ლი­სათ­ვის სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი ძა­ლე­ბი მთა­ვარ ია­რაღს წარ­მო­ად­გე­ნენ და ხოლო აპე­ლი­რე­ბა ისე­თი მგრძნო­ბი­ა­რე თე­მით, რო­გო­რიც გე­ნო­ცი­დია, ერ­თი­ო­რად "მომ­გე­ბი­ა­ნია" მათ­თვის.

დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი „ცხინ­ვა­ლი 1920", რო­მელ­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი შე­მოდ­გო­მა­ზე იხი­ლავს, სი­მარ­თლის დად­გე­ნის მცდე­ლო­ბას­თან ერ­თად, ამ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის პა­სუ­ხია, რო­მელ­საც მხო­ლოდ ერთი მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი აქვს - სი­მარ­თლე.

რო­გო­რია რუ­სუ­ლი ნა­რა­ტი­ვი, ვის და რაში სჭირ­დე­ბა ის­ტო­რი­ის გა­ყალ­ბე­ბა და რა როლი ექ­ნე­ბა ფილ­მს 1920 წელს მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნის დო­კუ­მენ­ტუ­რად ასახ­ვის პრო­ცეს­ში - ამ და სხვა კი­თხვებს სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი და "ცხინ­ვა­ლი 1920-ის" გა­და­ღე­ბის ერთ-ერთი ინი­ცი­ა­ტო­რი, და­ვით ბრაგ­ვა­ძე პა­სუ­ხობს.

_ რო­გორ მიხ­ვე­დით ფილ­მის გა­და­ღე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე და რა­ტომ შე­ირ­ჩა ეს ფორ­მა­ტი ოსურ-რუ­სუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის პა­სუ­ხად?

_ ცხინ­ვა­ლის მა­რი­ო­ნე­ტულ­მა რე­ჟიმ­მა 2020 წელი „გე­ნო­ცი­დის წლად" გა­მო­ა­ცხა­და. ზო­გა­დად, სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი პრო­პა­გან­და მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად კრემ­ლის წა­ქე­ზე­ბით, დიდი ხა­ნია, ცდი­ლობს ამ სა­კი­თხის აქ­ტუ­ა­ლი­ზე­ბას. მათი ნა­რა­ტი­ვი არ ეფუძ­ნე­ბა არა­ნა­ირ დო­კუ­მენ­ტურ მა­სა­ლას და მიზ­ნად ის­ტო­რი­უ­ლი სი­ნამ­დვი­ლის წარ­მო­ჩე­ნას არ ისა­ხავს. მათი უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია, კი­დევ უფრო გა­ამ­ძაფ­რონ მტრის ხა­ტის შეგ­რძნე­ბა ქარ­თვე­ლებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ამ სა­კი­თხზე ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ე.წ. ტვი­ნის გა­მო­რე­ცხვის (Brain wash) პრო­ცე­სი. სწო­რედ ამი­ტომ, სა­ჭი­რო ჩავ­თვა­ლეთ, მოგ­ვეხ­დი­ნა გარ­კვე­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა, ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა კვლე­ვა, მოგ­ვე­ძი­ე­ბი­ნა სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბი და მხო­ლოდ დო­კუ­მენ­ტუ­რად და­დას­ტუ­რე­ბულ ფაქ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ფილ­მი, რო­მელ­შიც მაქ­სი­მა­ლუ­რად ზუს­ტად იქ­ნე­ბო­და ასა­ხუ­ლი 1920 წელს ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი.

_ რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად შეძ­ლებს ფილ­მი სრუ­ლად ასა­ხოს ის­ტო­რი­უ­ლი სი­ნამ­დვი­ლე?

_ შე­იძ­ლე­ბა გა­დაჭ­რით ით­ქვას, რომ სცე­ნარ­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუფ­მა, რო­მე­ლიც ამ პე­რი­ო­დის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის გა­მორ­ჩე­უ­ლი მკვლევ­რე­ბის­გან შედ­გე­ბა, შე­ის­წავ­ლა რო­გორც უკვე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, ისე აქამ­დე გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბე­ლი სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბი. ცხა­დია, 100 პრო­ცენ­ტით იმის გა­მო­რი­ცხვა, რომ ფილ­მის გა­მოს­ვლის შემ­დეგ ახა­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა აღარ მოხ­დე­ბა - არ შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა ამის ალ­ბა­თო­ბა საკ­მა­ოდ მცი­რეა. ამ დრო­ის­თვის თით­ქმის სრუ­ლა­დაა და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სა­კი­თხზე არ­სე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლე­ბი. ამი­ტომ, ვფიქ­რობთ, ფილ­მი ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხი იქ­ნე­ბა კრემ­ლი­სა და სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­ჟი­მის პრო­პა­გან­და­ზე და ის შეძ­ლებს ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ცე­სის ადეკ­ვა­ტუ­რად წარ­მო­ჩე­ნას.

_ რა მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა მი­აწ­ვდი­ნოს ფილმმა მავ­თულხლარ­თებს მიღ­მა მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს?

_ ფილმზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი შე­თან­ხმდა, რომ ჩვე­ნი მი­ზა­ნი არაა, ასე ვთქვათ, „ქარ­თუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი“ პრო­დუქ­ტის შექ­მნა. ჩვენ სა­კითხს ვუდ­გე­ბით ობი­ექ­ტუ­რო­ბის, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბი­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის კრი­ტე­რი­უ­მე­ბით, რაც იმ­თა­ვით­ვე გა­მო­რი­ცხავს ყო­ველ­გვარ მი­ზან­მი­მარ­თულ გა­დაც­დო­მას.

მთა­ვა­რი მე­სი­ჯი იქ­ნე­ბა სი­მარ­თლე - მხო­ლოდ დო­კუ­მენ­ტუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბის თხრო­ბა. ფილმში გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი სი­ტყვა გა­მაგ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბით. კვლე­ვის პრო­ცეს­ში გა­მო­იკ­ვე­თა ისიც, რომ ბოლ­შე­ვი­კუ­რი აჯან­ყე­ბის ჩახ­შო­ბი­სას სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მხრი­დან გარ­კვე­ულ ეპი­ზო­დებ­ში ად­გი­ლი ჰქონ­და ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბა­საც. ჩვენ არც მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის და­მალ­ვას ვა­პი­რებთ, რად­გან მიგ­ვაჩ­ნია, რომ ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რე­ბით გა­ყო­ფი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერ­თმა­ნეთს მხო­ლოდ სი­მარ­თლის ენით უნდა ესა­უბ­როს. თუმ­ცა, აქე­დან­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ "გე­ნო­ცი­დის“, „ეთ­ნი­კუ­რი წმენ­დი­სა“ და მსგავ­სი ტერ­მი­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას რუ­სუ­ლი და სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი პრო­პა­გან­დის მხრი­დან, არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი გა­აჩ­ნია, რად­გან ეს იყო სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ბრძო­ლა მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი აჯან­ყე­ბუ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და არა ბრძო­ლა ეთ­ნი­კუ­რი ოსე­ბის წი­ნა­აღ­დეგ. სხვა­თა შო­რის, დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლე­ბი­დან იკ­ვე­თე­ბა ისიც, რომ ოსუ­რი მო­სახ­ლე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი ამ აჯან­ყე­ბას სა­ერ­თოდ არ თა­ნა­უგ­რძნობ­და.

_ რო­გო­რია რუ­სუ­ლი ნა­რა­ტი­ვი, რა კამ­პა­ნი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს რუ­სეთ­ში ამ კუ­თხით და ზო­გა­დად, რო­გორ მუ­შა­ობს პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნა?

რუ­სუ­ლი ნა­რა­ტი­ვე­ბის სა­ძებ­ნე­ლად შორს წას­ვლა არაა სა­ჭი­რო. ამის გა­სა­გე­ბად საკ­მა­რი­სია, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მიერ შარ­შან გა­კე­თე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რი მო­ვის­მი­ნოთ, რო­მელ­შიც მან სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი და უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის სა­კი­თხე­ბი ისე მი­მო­ი­ხი­ლა, რომ ერთი ფაქ­ტიც არ და­უ­სახ­ლე­ბია, რო­მე­ლიც ოდ­ნავ ახ­ლოს მა­ინც იყო სი­მარ­თლეს­თან.

ამ შემ­თხვე­ვა­ში, რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ნა­რა­ტი­ვის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი ის­ტო­რი­ის გა­ყალ­ბე­ბა და ამ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ით გარ­კვე­უ­ლი ზე­წო­ლის ბერ­კე­ტის შექ­მნაა.

მათ შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ იმე­დი, რომ შექ­მნი­ან სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზრს, ყვე­ლას და­ა­ჯე­რე­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა რეს­პუბ­ლი­კამ ოსუ­რი მო­სახ­ლე­ბის გე­ნო­ცი­დი მო­ახ­დი­ნა. ეს ნა­რა­ტი­ვი არ იქ­ნე­ბა გამ­ყა­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბით, მაგ­რამ მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაა.

არ შე­იძ­ლე­ბა იმის გა­მო­რი­ცხვაც, რომ ამ გან­წყო­ბებს კრემ­ლი მო­მა­ვალ­ში თბი­ლის­ზე ზე­წო­ლის­თვის გა­მო­ი­ყე­ნებს, გარ­კვე­უ­ლი მუ­ქა­რე­ბის სა­ხით, რომ შე­საძ­ლოა, მოხ­დეს რუ­სე­თის მიერ „ოსე­ბის გე­ნო­ცი­დის“ აღი­ა­რე­ბა. ამ გა­და­სა­ხე­დი­დან, ეს პერ­სპექ­ტი­ვა ვინ­მეს შე­იძ­ლე­ბა არა­რე­ა­ლუ­რად მო­ეჩ­ვე­ნოს, თუმ­ცა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ პუ­ტი­ნის რუ­სე­თი ხში­რად დგამს ისეთ ნა­ბი­ჯებს, რო­მე­ლიც მი­სი­ვე ინ­ტე­რე­სებ­საც აზი­ა­ნებს ხოლ­მე. ამი­ტომ გა­დაჭ­რით არაფ­რის გა­მო­რი­ცხვა შე­იძ­ლე­ბა.

_ ბოლო პე­რი­ოდ­ში ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გაჩ­ნდა უამ­რა­ვი სტა­ტია, პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ნა­ხა­ტე­ბი და სა­ინ­ფორ­მა­ციო ომის სხვა კომ­პო­ნენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც თით­ქოს­და "გე­ნო­ციდს" ასა­ხა­ვენ... რა სა­ინ­ფორ­მა­ციო ვე­ლის შექ­მნას ცდი­ლობს ოსუ­რი მხა­რე?

_ რუ­სე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­ჟი­მის მიზ­ნე­ბი უფრო ვიწ­როა და შიდა მოხ­მა­რე­ბა­ზეა გათ­ვლი­ლი. ე.წ. გე­ნო­ცი­დის სა­კი­თხის აქ­ტუ­ა­ლი­ზე­ბით, ისი­ნი, ერთი მხრივ, ქმნი­ან გან­ცდას, რომ „სა­ხელ­მწი­ფო მუ­შა­ობს“ და ოსუ­რი სა­კი­თხის სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე გან­ხილ­ვა ხდე­ბა. მე­ო­რე მხრივ, ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რა­ო­დენ მძი­მეა ქარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის უფ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ის­ტო­რი­ის გა­ყალ­ბე­ბა და იმის აქ­ტუ­ა­ლი­ზე­ბა, რომ ქარ­თვე­ლე­ბი არა მხო­ლოდ 30, არა­მედ 100 წლის წი­ნაც „დევ­ნიდ­ნენ ოსებს“, სე­პა­რა­ტის­ტულ რე­ჟიმს ქარ­თველ­თა შე­ვიწ­რო­ე­ბის­თვის გარ­კვე­ულ იდე­ო­ლო­გი­ურ სა­ფუძ­ველს უმ­ზა­დებს.

_ თქვე­ნი აზ­რით, იქ­ნე­ბა თუ არა "ცხინ­ვა­ლი 1920" საკ­მა­რი­სი რუ­სუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ის ამ კონ­კრე­ტულ ნა­წილ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად და ზო­გა­დად, რა როლი შეძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ფილ­მს?

_ სამ­წუ­ხა­როდ, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩვე­ნი რე­სურ­სე­ბი ძალ­ზედ ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლია. თუმ­ცა, რო­გორც ზე­მო­თაც აღ­ვნიშ­ნე, ჩვე­ნი მი­ზა­ნია მხო­ლოდ დო­კუ­მენ­ტუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბის გად­მო­ცე­მა. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს ფილ­მი საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ითა­მა­შებს და პა­სუხს გას­ცემს რუ­სუ­ლი, ან სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი პრო­პა­გან­დის აბ­სურ­დულ ბრალ­დე­ბებს. ამა­ვე დროს, ის დარ­ჩე­ბა წყა­როდ ჩვე­ნი ქვეყ­ნის უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის.

"ცხინ­ვა­ლი 1920-ზე" მო­მუ­შა­ვე ჯგუ­ფის მი­ზა­ნი ფილ­მის ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ამ­დე მი­ტა­ნაა - რო­გორც ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ასე­ვე და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ ოსე­ბამ­დე და ქარ­თვე­ლე­ბამ­დე. დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ურ და რუ­სულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც უნდა გავ­რცელ­დეს.

mimino
0

ასეთი სამეცნიერო დოკუმენტური ფილმები ბევრი უნდა გადავიღოთ ყველა ისტორიულ ფაქტზე.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

გენოციდის ბრალდება, როგორც რუსული პროპაგანდისტული იარაღი და „ცხინვალი 1920“- ფილმად გადაღებული ისტორიული სინამდვილე

გენოციდის ბრალდება, როგორც რუსული პროპაგანდისტული იარაღი და „ცხინვალი 1920“- ფილმად გადაღებული ისტორიული სინამდვილე

პუტინის რუსეთი სულ უფრო ხშირად და ეფექტურად იყენებს პროპაგანდას, როგორც სხვა ქვეყნებში საკუთარი ინტერესის გატარების იარაღს. მართალია, საგარეო პოლიტიკის მიზნების მისაღწევი ეს ხრიკი ახალი ნამდვილად არ არის, თუმცა აშკარაა, რომ ბოლო წლებში მისი მასშტაბები გაიზარდა და რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომების ნაწილად იქცა. სიახლე არც ის გახლავთ, რომ ასეთ შემთხვევებში კრემლისათვის სეპარატისტული ძალები მთავარ იარაღს წარმოადგენენ და ხოლო აპელირება ისეთი მგრძნობიარე თემით, როგორიც გენოციდია, ერთიორად "მომგებიანია" მათთვის.

დოკუმენტური ფილმი „ცხინვალი 1920", რომელსაც მაყურებელი შემოდგომაზე იხილავს, სიმართლის დადგენის მცდელობასთან ერთად, ამ დეზინფორმაციის პასუხია, რომელსაც მხოლოდ ერთი მთავარი გზავნილი აქვს - სიმართლე.

როგორია რუსული ნარატივი, ვის და რაში სჭირდება ისტორიის გაყალბება და რა როლი ექნება ფილმს 1920 წელს მომხდარი მოვლენის დოკუმენტურად ასახვის პროცესში - ამ და სხვა კითხვებს საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი და "ცხინვალი 1920-ის" გადაღების ერთ-ერთი ინიციატორი, დავით ბრაგვაძე პასუხობს.

_ როგორ მიხვედით ფილმის გადაღების გადაწყვეტილებამდე და რატომ შეირჩა ეს ფორმატი ოსურ-რუსული დეზინფორმაციის პასუხად?

_ ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა 2020 წელი „გენოციდის წლად" გამოაცხადა. ზოგადად, სეპარატისტული პროპაგანდა მნიშვნელოვანწილად კრემლის წაქეზებით, დიდი ხანია, ცდილობს ამ საკითხის აქტუალიზებას. მათი ნარატივი არ ეფუძნება არანაირ დოკუმენტურ მასალას და მიზნად ისტორიული სინამდვილის წარმოჩენას არ ისახავს. მათი უმთავრესი მიზანია, კიდევ უფრო გაამძაფრონ მტრის ხატის შეგრძნება ქართველებსა და საქართველოსთან მიმართებაში. ამ საკითხზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობისთვის ე.წ. ტვინის გამორეცხვის (Brain wash) პროცესი. სწორედ ამიტომ, საჭირო ჩავთვალეთ, მოგვეხდინა გარკვეული რეაგირება, ჩაგვეტარებინა კვლევა, მოგვეძიებინა საარქივო მასალები და მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებულ ფაქტებზე დაყრდნობით გაგვეკეთებინა ფილმი, რომელშიც მაქსიმალურად ზუსტად იქნებოდა ასახული 1920 წელს ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენები.

_ როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებს ფილმი სრულად ასახოს ისტორიული სინამდვილე?

_ შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ სცენარზე მომუშავე ჯგუფმა, რომელიც ამ პერიოდის საქართველოს ისტორიის გამორჩეული მკვლევრებისგან შედგება, შეისწავლა როგორც უკვე გამოქვეყნებული, ისე აქამდე გამოუქვეყნებელი საარქივო მასალები. ცხადია, 100 პროცენტით იმის გამორიცხვა, რომ ფილმის გამოსვლის შემდეგ ახალი დოკუმენტების მოძიება აღარ მოხდება - არ შეიძლება, თუმცა ამის ალბათობა საკმაოდ მცირეა. ამ დროისთვის თითქმის სრულადაა დამუშავებული საკითხზე არსებული დოკუმენტური მასალები. ამიტომ, ვფიქრობთ, ფილმი ადეკვატური პასუხი იქნება კრემლისა და სეპარატისტული რეჟიმის პროპაგანდაზე და ის შეძლებს ისტორიული პროცესის ადეკვატურად წარმოჩენას.

_ რა მთავარი გზავნილები შეიძლება მიაწვდინოს ფილმმა მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ ადამიანებს?

_ ფილმზე მუშაობის პროცესში შემოქმედებითი ჯგუფი შეთანხმდა, რომ ჩვენი მიზანი არაა, ასე ვთქვათ, „ქართული პროპაგანდისტული“ პროდუქტის შექმნა. ჩვენ საკითხს ვუდგებით ობიექტურობის, კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის კრიტერიუმებით, რაც იმთავითვე გამორიცხავს ყოველგვარ მიზანმიმართულ გადაცდომას.

მთავარი მესიჯი იქნება სიმართლე - მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტების თხრობა. ფილმში გაჟღერებული ყოველი სიტყვა გამაგრებული იქნება ისტორიული წყაროებით. კვლევის პროცესში გამოიკვეთა ისიც, რომ ბოლშევიკური აჯანყების ჩახშობისას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელთა მხრიდან გარკვეულ ეპიზოდებში ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებასაც. ჩვენ არც მსგავსი ფაქტების დამალვას ვაპირებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ხელოვნური ბარიერებით გაყოფილი საზოგადოება ერთმანეთს მხოლოდ სიმართლის ენით უნდა ესაუბროს. თუმცა, აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ "გენოციდის“, „ეთნიკური წმენდისა“ და მსგავსი ტერმინების გამოყენებას რუსული და სეპარატისტული პროპაგანდის მხრიდან, არანაირი საფუძველი გააჩნია, რადგან ეს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბრძოლა მტრულად განწყობილი შეირაღებული აჯანყებულების წინააღმდეგ და არა ბრძოლა ეთნიკური ოსების წინააღდეგ. სხვათა შორის, დოკუმენტური მასალებიდან იკვეთება ისიც, რომ ოსური მოსახლების უდიდესი ნაწილი ამ აჯანყებას საერთოდ არ თანაუგრძნობდა.

_ როგორია რუსული ნარატივი, რა კამპანიები მიმდინარეობს რუსეთში ამ კუთხით და ზოგადად, როგორ მუშაობს პროპაგანდისტული მანქანა?

რუსული ნარატივების საძებნელად შორს წასვლა არაა საჭირო. ამის გასაგებად საკმარისია, ვლადიმერ პუტინის მიერ შარშან გაკეთებული კომენტარი მოვისმინოთ, რომელშიც მან საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები ისე მიმოიხილა, რომ ერთი ფაქტიც არ დაუსახლებია, რომელიც ოდნავ ახლოს მაინც იყო სიმართლესთან.

ამ შემთხვევაში, რუსული პროპაგანდისტული ნარატივის ერთადერთი მიზანი ისტორიის გაყალბება და ამ გაყალბებული ისტორიით გარკვეული ზეწოლის ბერკეტის შექმნაა.

მათ შეიძლება ჰქონდეთ იმედი, რომ შექმნიან საზოგადოებრივ აზრს, ყველას დააჯერებენ, რომ საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ოსური მოსახლების გენოციდი მოახდინა. ეს ნარატივი არ იქნება გამყარებული ისტორიული წყაროებით, მაგრამ მთავარი მიზანი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაა.

არ შეიძლება იმის გამორიცხვაც, რომ ამ განწყობებს კრემლი მომავალში თბილისზე ზეწოლისთვის გამოიყენებს, გარკვეული მუქარების სახით, რომ შესაძლოა, მოხდეს რუსეთის მიერ „ოსების გენოციდის“ აღიარება. ამ გადასახედიდან, ეს პერსპექტივა ვინმეს შეიძლება არარეალურად მოეჩვენოს, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ პუტინის რუსეთი ხშირად დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც მისივე ინტერესებსაც აზიანებს ხოლმე. ამიტომ გადაჭრით არაფრის გამორიცხვა შეიძლება.

_ ბოლო პერიოდში ინტერნეტსივრცეში გაჩნდა უამრავი სტატია, პროპაგანდისტული ნახატები და საინფორმაციო ომის სხვა კომპონენტები, რომლებიც თითქოსდა "გენოციდს" ასახავენ... რა საინფორმაციო ველის შექმნას ცდილობს ოსური მხარე?

_ რუსეთისგან განსხვავებით, სეპარატისტული რეჟიმის მიზნები უფრო ვიწროა და შიდა მოხმარებაზეა გათვლილი. ე.წ. გენოციდის საკითხის აქტუალიზებით, ისინი, ერთი მხრივ, ქმნიან განცდას, რომ „სახელმწიფო მუშაობს“ და ოსური საკითხის საერთაშორისო დონეზე განხილვა ხდება. მეორე მხრივ, ყველასთვის ცნობილია, რაოდენ მძიმეა ქართული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე. ისტორიის გაყალბება და იმის აქტუალიზება, რომ ქართველები არა მხოლოდ 30, არამედ 100 წლის წინაც „დევნიდნენ ოსებს“, სეპარატისტულ რეჟიმს ქართველთა შევიწროებისთვის გარკვეულ იდეოლოგიურ საფუძველს უმზადებს.

_ თქვენი აზრით, იქნება თუ არა "ცხინვალი 1920" საკმარისი რუსული იდეოლოგიის ამ კონკრეტულ ნაწილთან საბრძოლველად და ზოგადად, რა როლი შეძლება ჰქონდეს ფილმს?

_ სამწუხაროდ, მოწინააღმდეგე მხარისგან განსხვავებით, ჩვენი რესურსები ძალზედ ლიმიტირებულია. თუმცა, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ჩვენი მიზანია მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტების გადმოცემა. მიგვაჩნია, რომ ეს ფილმი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს და პასუხს გასცემს რუსული, ან სეპარატისტული პროპაგანდის აბსურდულ ბრალდებებს. ამავე დროს, ის დარჩება წყაროდ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხით დაინტერესებული პირებისთვის.

"ცხინვალი 1920-ზე" მომუშავე ჯგუფის მიზანი ფილმის ფართო აუდიტორიამდე მიტანაა - როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასევე დანარჩენ საქართველოში მცხოვრებ ოსებამდე და ქართველებამდე. დოკუმენტური ფილმი ჩრდილოკავკასიურ და რუსულ საზოგადოებაშიც უნდა გავრცელდეს.

"ჩვენთვის არასასიამოვნო შემთხვევა გამოვლინდა ქობულეთში... მინდა გავაფრთხილო ვიზიტორები" - პაატა იმნაძე

თმის შეკვრა მჭიდროდ, მარკირებული წყლის ბოთლები, თერმოსკრინინგი... - რა რეკომენდაციები შეიმუშავა ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებისთვის

"მეძუძურს რძე რომ გაუშრეს და პატარას ბატატი აჭამოს, ჯანმრთელი გაიზრდება" - 82 წლის ფერმერი, რომელმაც ტროპიკული კულტურა ინტერნეტით აღმოაჩინა