საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შაქარაშვილი ჩხუბში არ მონაწილეობდა, არ ეხმარებოდა ძმაკაცებს და შეიძლება ამის გამო სცემეს" - დაკავებული არასრულწლოვნის მამა
"შაქარაშვილი ჩხუბში არ მონაწილეობდა, არ ეხმარებოდა ძმაკაცებს და შეიძლება ამის გამო სცემეს" - დაკავებული არასრულწლოვნის მამა

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის ზ.ხ.-ს მამა თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძე ვა­რა­უ­დობს, რომ 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი სა­ბურ­თა­ლო­ე­ლებ­მა სცე­მეს, რად­გან "ჩხუბ­ში მათ არ ეხ­მა­რე­ბო­და".

ამის შე­სა­ხებ მან ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მომ­ხდარ­თან მის შვილს არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ აქვს.

"მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ჩემს ბიჭს არ უცე­მია. ლო­გი­კუ­რად ვისი ნა­ცე­მია? ბო­ლოს ნა­ხეთ სამი მან­ქა­ნით, ვინც ჩა­მო­ვი­და... ანუ სა­ბურ­თა­ლო­ე­ლე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ ნა­ხა­ლოვ­კე­ლე­ბის სა­ცემ­რად. გა­ი­გეს, რომ ნა­ხა­ლოვ­კე­ლებ­მა სცე­მეს სა­ბურ­თა­ლო­ე­ლე­ბი. ჩა­მო­ვიდ­ნენ შუ­რის სა­ძი­ებ­ლად. გა­ი­გეს, რომ შა­ქა­რაშ­ვი­ლი ჩხუბ­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და, არ ეხ­მა­რე­ბო­და მათ. მერე სა­ერ­თოდ გა­იქ­ცა და შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით სცე­მეს.

ასევე დაგაინტერესებთ
13:52 / 31-07-2020

"მაგ სიმართლით იარე" - დაკავებული არასრულწლოვნის მამა გიორგი შაქარაშვილის დედასთან შეხვედრას ითხოვს, ბიძას კი - კარიერისტს უწოდებს

20:47 / 31-07-2020

"გუკა ამირხანაშვილს შეეშინდა, ფეხებზე დაიკიდა ძმაკაცი და მთელი ღამე ლისზე სვამდა" - დაკავებული არასრულწლოვნის მამა

21:14 / 31-07-2020

"მესაუბრა გიორგის დედ-მამა, სადმე არ შეგვხვდეს, თორემ საშინელებას დავატრიალებთო" - მირიან ნიკოლაძის პასუხი თამაზ ხომასურიძეს

12:43 / 11-08-2020

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებას "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს წაუყენებენ - რა მასალების გახმაურებას აპირებს პროკურატურა (ექსკლუზივი)

ქურ­დულ მენ­ტა­ლი­ტეტ­ში ასე ხდე­ბა რა, ნა­ხა­ლოვ­კე­ლი ბიჭი ვარ და ვიცი. ორი ძმა­კა­ცი რომ ჩხუ­ბობს და ერთი ძმა­კა­ცი ჩხუ­ბი­დან გა­იქ­ცე­ვა, ის მე­ო­რე სცემს იმას, ეტყვის, რა­ტომ გა­მე­ქე­ციო.

ვგუ­ლის­ხმობ ქე­ი­ფის დროს, აგა­რაკ­ზე რაც მოხ­და. ჩი­ქო­ვანს რომ თავი გა­უ­ტე­ხეს, ცხო­ნე­ბუ­ლი არ ეხ­მა­რე­ბო­და ძმა­კა­ცებს, აშ­ვე­ლებ­და და შე­იძ­ლე­ბა ამის გუ­ლის­თვის ცე­მეს, რომ არ გვეხ­მა­რე­ბო­დიო" - აღ­ნიშ­ნა თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი 6 არას­რულ­წლო­ვა­ნი სა­სა­მარ­თლომ კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა. ამას­თან, გა­და­ი­სინ­ჯა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა.

ბრალ­დე­ბის მხა­რე ექ­ვსი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლის პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბას მო­ი­თხოვ­და, დაც­ვის მხა­რე კი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. არ­ცერ­თი ბრალ­დე­ბუ­ლი ბრალს არ აღი­ა­რებს. ცნო­ბის­თვის, გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე სულ 17 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი, რო­მელ­თა­გან 6 არას­რულ­წლო­ვა­ნია.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
moqalaqe
1

ეს რა სულელი ყოფილა! და ამას უნდა შაქარაშვილის დედასთან შეხვედრა და იმ თავსდატეხილი ტრაგედიით გაუბედურებულ ქალთან დალაპარაკება?! კაცი არავინ ჰყავს ამას გვერდში რჩევა რომ მისცეს და სისულელეები არ ალაპარაკოს? თავის შვილს დათვურ სამსახურს რომ უსრულებს ამას არავინ ეუბნება?!

ზურა
5

ანუ ქურდულს აწვება, ჩემი შვილი დამნაშავე არ არის, თავისიანებმა სცემეს რატო მოგვიტყდიო..მაგარი დოვოდია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"შაქარაშვილი ჩხუბში არ მონაწილეობდა, არ ეხმარებოდა ძმაკაცებს და შეიძლება ამის გამო სცემეს" - დაკავებული არასრულწლოვნის მამა

"შაქარაშვილი ჩხუბში არ მონაწილეობდა, არ ეხმარებოდა ძმაკაცებს და შეიძლება ამის გამო სცემეს" - დაკავებული არასრულწლოვნის მამა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე ვარაუდობს, რომ 19 წლის ფეხბურთელი საბურთალოელებმა სცემეს, რადგან "ჩხუბში მათ არ ეხმარებოდა".

ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა.

ის დარწმუნებულია, რომ მომხდართან მის შვილს არანაირი შეხება არ აქვს.

"მე დარწმუნებული ვარ ჩემს ბიჭს არ უცემია. ლოგიკურად ვისი ნაცემია? ბოლოს ნახეთ სამი მანქანით, ვინც ჩამოვიდა... ანუ საბურთალოელები ჩამოვიდნენ ნახალოვკელების საცემრად. გაიგეს, რომ ნახალოვკელებმა სცემეს საბურთალოელები. ჩამოვიდნენ შურის საძიებლად. გაიგეს, რომ შაქარაშვილი ჩხუბში არ მონაწილეობდა, არ ეხმარებოდა მათ. მერე საერთოდ გაიქცა და შურისძიების მიზნით სცემეს.

ქურდულ მენტალიტეტში ასე ხდება რა, ნახალოვკელი ბიჭი ვარ და ვიცი. ორი ძმაკაცი რომ ჩხუბობს და ერთი ძმაკაცი ჩხუბიდან გაიქცევა, ის მეორე სცემს იმას, ეტყვის, რატომ გამექეციო.

ვგულისხმობ ქეიფის დროს, აგარაკზე რაც მოხდა. ჩიქოვანს რომ თავი გაუტეხეს, ცხონებული არ ეხმარებოდა ძმაკაცებს, აშველებდა და შეიძლება ამის გულისთვის ცემეს, რომ არ გვეხმარებოდიო" - აღნიშნა თამაზ ხომასურიძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვანი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. ამასთან, გადაისინჯა დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

ბრალდების მხარე ექვსივე დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. ცნობისთვის, გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, რომელთაგან 6 არასრულწლოვანია.

თბილისში, ცირკთან არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს

შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არჩილ გაგნიძეს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა

"ოჯახმა ამ წერილის შესახებ არაფერი იცოდა" - რას ამბობს ადვოკატი ბაჩალიაშვილის ჩანაწერზე, რომელიც ჟურნალისტმა გაასაჯაროვა