პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს ტერმინი ”რიქოლი” ავტოინდუსტრიაში და შეიმჩნევა თუ არა მისი გახშირების ტენდენცია
რას ნიშნავს ტერმინი ”რიქოლი” ავტოინდუსტრიაში და შეიმჩნევა თუ არა მისი გახშირების ტენდენცია

ავტო-ინ­დუსტრი­ა­ში ჩა­ხე­დუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ე.წ. „რი­ქო­ლი“ ნაც­ნო­ბი მოვ­ლე­ნაა, თუმ­ცა მათ, ვინც ამ სფე­რო­ში კარ­გად ვერ ერ­კვე­ვა ხში­რად შეხ­ვდე­ბო­და მსოფ­ლიო მე­დი­ა­ში პე­რი­ო­დუ­ლად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, მსხვი­ლი ავ­ტო­კონ­ცერ­ნე­ბის მიერ სა­კუ­თა­რი მო­დე­ლე­ბის „რი­ქო­ლის“ შე­სა­ხებ.

ტერ­მი­ნი „რი­ქო­ლი“ ხში­რად „ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის უკან გაწ­ვე­ვად“ ითარ­გმნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ზო­გი­ერთ მომ­ხმა­რე­ბელ­ში აღიქ­მე­ბა რო­გორც მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი მო­დე­ლე­ბის მოგ­რო­ვე­ბა და ავ­ტომ­წარ­მო­ე­ბელ­თან უკან გაგ­ზავ­ნა, რაც რა თქმა უნდა სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

რას ნიშ­ნავს რე­ა­ლუ­რად “რი­ქო­ლი” და რა­ტომ ხდე­ბა მისი გა­მო­ცხა­დე­ბა?

თუ ავ­ტომ­წარ­მო­ე­ბე­ლი რამ­დე­ნი­მე ერ­თე­ულ მო­დელ­ში ერ­თმა­ნე­თის მსგავს გა­უ­მარ­თა­ო­ბას აღ­მო­ა­ჩენს, ის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იწყებს მი­ზე­ზის გარ­კვე­ვას და, თუ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­უ­მარ­თა­ო­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია რა­ი­მე სა­ხის ქარ­ხნუ­ლი დე­ფექ­ტით, თავს ვალ­დე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევს, იზ­რუ­ნოს მომ­ხმა­რე­ბელ­ზე და აცხა­დებს ”რი­ქოლს”, რაც გუ­ლის­ხმობს ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­ში, იმა­ვე ქარ­ხა­ნა­ში ან იმა­ვე დე­ტა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ყვე­ლა ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­მოწ­მე­ბას და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლის ჩა­ნაც­ვლე­ბას, რათა გა­მო­ი­რი­ცხოს აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­უ­მარ­თა­ო­ბის სხვა ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე გა­ჩე­ნის თუნ­დაც მცი­რე­ო­დე­ნი შან­სი. შე­მოწ­მე­ბა ხდე­ბა ად­გი­ლობ­რივ ოფი­ცი­ა­ლურ ცენ­ტრებ­ში და ხარ­ვე­ზის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, მისი აღ­მო­ფხვრის სრუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა, ჩა­სა­ნაც­ვლე­ბე­ლი დე­ტა­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ჩათ­ვლით, რა თქმა უნდა, უფა­სოა.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­სობ­რი­ვი და გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნია ბოლო პე­რი­ო­დის მსოფ­ლიო „რი­ქო­ლე­ბის“ სი­ა­ში, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო კონ­ცერნ „ტა­კა­ტას“ სა­ხელ­თან, რომ­ლის მიერ წარ­მო­ე­ბულ უსაფრ­თხო­ე­ბის ბა­ლი­შებ­საც ისე­თი მსხვი­ლი ავ­ტომ­წარ­მო­ებ­ლე­ბი იყე­ნებ­დნენ, რო­გო­რე­ბი­ცაა: ტო­ი­ო­ტა, BMW, ნი­სა­ნი, ჰონ­და, მაზ­და, ფიატ-კრა­ის­ლე­რი, ფორ­დი, ფოლკს­ვა­გე­ნი.. ამ კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 100 მი­ლი­ონ მან­ქა­ნა­ზე ჩა­სა­ნაც­ვლე­ბე­ლი იყო გარ­კვე­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ბა­ლი­შე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი „რი­ქო­ლი“ ყვე­ლა ამ მე­გა­კონ­ცერნს შე­ე­ხო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყვე­ლა გაწ­ვე­ვის მი­ზეზ­ში ნახ­სე­ნე­ბია სი­ტყვა ”სა­ვა­რა­უ­დო/შე­საძ­ლო”, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში გა­უ­მარ­თა­ო­ბის მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი ალ­ბა­თო­ბა არ­სე­ბობს და მწარ­მო­ე­ბე­ლი ცდი­ლობს, და­ა­ზღვი­ოს მომ­ხმა­რე­ბე­ლი ამ არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ალ­ბა­თო­ბის­გა­ნაც კი. ასე რომ, თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­წარ­მო­ე­ბა­ში „მან­ქა­ნე­ბის გაწ­ვე­ვა“ ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნად იქცა, რაც მწარ­მო­ებ­ლის მხრი­დან გაზ­რდილ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს.

და­მა­ტე­ბი­თი გან­მარ­ტე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად და­ვუ­კავ­შირ­დით „ტო­ი­ო­ტას“ ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენტს, რო­მელ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ყო­ვე­ლი „რე­ქო­ლის“/გაწ­ვე­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლად იღებს აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას და მკაც­რად გა­წე­რი­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის მი­ხედ­ვით მოქ­მე­დებს.

გთა­ვა­ზობთ მათ მიერ მო­წო­დე­ბულ კო­მენ­ტარს უც­ვლე­ლი სა­ხით:

”გვსურს გან­ვმარ­ტოთ, რომ „რი­ქო­ლის“ გა­მო­ცხა­დე­ბა უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში არ გუ­ლის­ხმობს პრობ­ლე­მის და­ნამ­დვი­ლე­ბით არ­სე­ბო­ბას, არა­მედ მიზ­ნად ისა­ხავს გარ­კვე­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას (შე­მოწ­მე­ბას ან ნა­წი­ლე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ ჩა­ნაც­ვლე­ბას), შე­საძ­ლო გა­უ­მარ­თა­ო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის შემ­თხვე­ვა­ში, გაწ­ვე­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორც წესი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბით ვრცელ­დე­ბა. თუ გა­საწ­ვე­ვი მან­ქა­ნე­ბის სი­ა­ში მოხ­ვედ­რი­ლია ად­გი­ლობ­რივ ოფი­ცი­ა­ლურ დი­ლერ­თან შე­ძე­ნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი, ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სი­დან ტექ­ნი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, თი­თო­ე­უ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის მფლო­ბელ­თან ხდე­ბა უშუ­ა­ლო და­კავ­ში­რე­ბა და შემ­დგო­მი კო­მუ­ნი­კა­ცია დი­ლერ­თან ვი­ზი­ტი­სა და აღ­ნიშ­ნუ­ლი „რი­ქო­ლის“ ფარ­გლებ­ში ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი უფა­სო სა­მუ­შა­ო­ე­ბის თა­ო­ბა­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბულ ავ­ტო­მო­ბი­ლებს, ჩვენს ოფი­ცი­ა­ლურ დი­ლე­რებ­თან სერ­ვის­ზე ვი­ზი­ტის შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ამ მან­ქა­ნებ­ზე აგ­რეთ­ვე ამოწ­მე­ბენ „გახ­სნი­ლი რი­ქო­ლის“ არ­სე­ბო­ბას და ასე­თის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ტექ­ნი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე ხდე­ბა მათ­თან გან­მე­ო­რე­ბი­თი და­კავ­ში­რე­ბა და ყვე­ლა შემ­დგო­მი პრო­ცე­დუ­რის და­გეგ­მვა.

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ უშუ­ა­ლო და­კავ­ში­რე­ბა ავ­ტომფლო­ბელ­თან შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მომ­ხმა­რე­ბელს ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნის ან სერ­ვი­სის გავ­ლის შემ­დეგ არ შე­უც­ვლია სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია . თუმ­ცა კომ­პა­ნია „ტო­ი­ო­ტა“-მ მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ზრუნ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით უფრო დიდი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა და დღეს­დღე­ო­ბით ტო­ი­ო­ტას და ლექ­სუ­სის მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლის უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა მფლო­ბელს (მა­თაც, ვინც ავ­ტო­მო­ბი­ლი მე­ო­რად ბა­ზარ­ზე შე­ი­ძი­ნა) ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შე­უძ­ლია გა­არ­კვი­ოს სა­ჭი­რო­ებს თუ არა მისი ავ­ტო­მო­ბი­ლი სერ­ვი­სის რო­მე­ლი­მე სპე­ცი­ა­ლურ კამ­პა­ნი­ას. ამის­თვის, მან უბ­რა­ლოდ უნდა შე­იყ­ვა­ნოს სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო (VIN) ნო­მე­რი სპე­ცი­ა­ლურ ველ­ში https://www.toyota.ge/vincheck ლინკზე. და­დე­ბი­თი პა­სუ­ხის შემ­თხვე­ვა­ში, მფლო­ბელ­მა უნდა მი­მარ­თოს შე­სა­ბა­მი­სად TOYOTA-ს ან LEXUS-ის ოფი­ცი­ა­ლურ დი­ლე­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში: ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლისს, ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თე­გე­ტა­სა და ლექ­სუს თბი­ლისს, სა­დაც კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში მისი ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­მოწ­მე­ბა და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კამ­პა­ნი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მოხ­დე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად უფა­სოდ.

გვსურს აქვე და­ვა­მა­ტოთ, რომ ვი­ნა­ი­დან ტო­ი­ო­ტას ფი­ლო­სო­ფია და­ფუძ­ნე­ბუ­ლია მუდ­მივ სწრაფ­ვა­ზე გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კენ, კომ­პა­ნია უწყვეტ რე­ჟიმ­ში ადევ­ნებს თვალ­ყურს თა­ვი­სი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ციო მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს ანა­ლი­ზი­სა და შე­ფა­სე­ბის ახალ-ახა­ლი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რაც თა­ვის მხრივ იწ­ვევს ახა­ლი „რი­ქოლ“ კამ­პა­ნი­ე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, მუდ­მი­ვად ხდე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სიის გა­ნახ­ლე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­სურ­ვე­ლია მომ­ხმა­რებ­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლის ვინ კო­დის შე­მოწ­მე­ბა პორ­ტალ­ზე მოხ­დეს არა ერთჯე­რა­დად, არა­მედ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით, ახა­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რას ნიშნავს ტერმინი ”რიქოლი” ავტოინდუსტრიაში და შეიმჩნევა თუ არა მისი გახშირების ტენდენცია

რას ნიშნავს ტერმინი ”რიქოლი” ავტოინდუსტრიაში და შეიმჩნევა თუ არა მისი გახშირების ტენდენცია

ავტო-ინდუსტრიაში ჩახედული ადამიანებისთვის ე.წ. „რიქოლი“ ნაცნობი მოვლენაა, თუმცა მათ, ვინც ამ სფეროში კარგად ვერ ერკვევა ხშირად შეხვდებოდა მსოფლიო მედიაში პერიოდულად გავრცელებული ინფორმაცია, მსხვილი ავტოკონცერნების მიერ საკუთარი მოდელების „რიქოლის“ შესახებ.

ტერმინი „რიქოლი“ ხშირად „ავტომობილების უკან გაწვევად“ ითარგმნება და შესაბამისად, ზოგიერთ მომხმარებელში აღიქმება როგორც მსოფლიოს მასშტაბით ავტომობილების გარკვეული მოდელების მოგროვება და ავტომწარმოებელთან უკან გაგზავნა, რაც რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება.

რას ნიშნავს რეალურად “რიქოლი” და რატომ ხდება მისი გამოცხადება?

თუ ავტომწარმოებელი რამდენიმე ერთეულ მოდელში ერთმანეთის მსგავს გაუმართაობას აღმოაჩენს, ის დაუყოვნებლივ იწყებს მიზეზის გარკვევას და, თუ აღნიშნული გაუმართაობა გამოწვეულია რაიმე სახის ქარხნული დეფექტით, თავს ვალდებულად მიიჩნევს, იზრუნოს მომხმარებელზე და აცხადებს ”რიქოლს”, რაც გულისხმობს ანალოგიურ პერიოდში, იმავე ქარხანაში ან იმავე დეტალების გამოყენებით დამზადებული ყველა ავტომობილის შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში სათადარიგო ნაწილის ჩანაცვლებას, რათა გამოირიცხოს აღნიშნული გაუმართაობის სხვა ავტომობილებზე გაჩენის თუნდაც მცირეოდენი შანსი. შემოწმება ხდება ადგილობრივ ოფიციალურ ცენტრებში და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი აღმოფხვრის სრული მომსახურება, ჩასანაცვლებელი დეტალის ღირებულების ჩათვლით, რა თქმა უნდა, უფასოა.

ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი და გახმაურებული კამპანია ბოლო პერიოდის მსოფლიო „რიქოლების“ სიაში, დაკავშირებული იყო კონცერნ „ტაკატას“ სახელთან, რომლის მიერ წარმოებულ უსაფრთხოების ბალიშებსაც ისეთი მსხვილი ავტომწარმოებლები იყენებდნენ, როგორებიცაა: ტოიოტა, BMW, ნისანი, ჰონდა, მაზდა, ფიატ-კრაისლერი, ფორდი, ფოლკსვაგენი.. ამ კამპანიის ფარგლებში, მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით 100 მილიონ მანქანაზე ჩასანაცვლებელი იყო გარკვეული უსაფრთხოების ბალიშები და შესაბამისად, აღნიშნული „რიქოლი“ ყველა ამ მეგაკონცერნს შეეხო.

აღსანიშნავია, რომ ყველა გაწვევის მიზეზში ნახსენებია სიტყვა ”სავარაუდო/შესაძლო”, რაც იმას ნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში გაუმართაობის მხოლოდ თეორიული ალბათობა არსებობს და მწარმოებელი ცდილობს, დააზღვიოს მომხმარებელი ამ არასასიამოვნო ალბათობისგანაც კი. ასე რომ, თანამედროვე ავტოწარმოებაში „მანქანების გაწვევა“ ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რაც მწარმოებლის მხრიდან გაზრდილ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

დამატებითი განმარტებების მისაღებად დავუკავშირდით „ტოიოტას“ ოფიციალური წარმომადგენლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს, რომელმაც დაადასტურა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ყოველი „რექოლის“/გაწვევის სპეციალური კამპანიის გამოცხადების შემთხვევაში ადგილობრივი წარმომადგენლობა ოპერატიულად იღებს აღნიშნულ ინფორმაციას და მკაცრად გაწერილი პროცედურების მიხედვით მოქმედებს.

გთავაზობთ მათ მიერ მოწოდებულ კომენტარს უცვლელი სახით:

”გვსურს განვმარტოთ, რომ „რიქოლის“ გამოცხადება უმრავლეს შემთხვევაში არ გულისხმობს პრობლემის დანამდვილებით არსებობას, არამედ მიზნად ისახავს გარკვეული ღონისძიებების გატარებას (შემოწმებას ან ნაწილების პროფილაქტიკურ ჩანაცვლებას), შესაძლო გაუმართაობის თავიდან ასაცილებლად. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, გაწვევის შესახებ ინფორმაცია, როგორც წესი, განსაკუთრებული ოპერატიულობით ვრცელდება. თუ გასაწვევი მანქანების სიაში მოხვედრილია ადგილობრივ ოფიციალურ დილერთან შეძენილი ავტომობილი, ცენტრალური ოფისიდან ტექნიკური მონაცემების მიღებისთანავე, თითოეული ავტომობილის მფლობელთან ხდება უშუალო დაკავშირება და შემდგომი კომუნიკაცია დილერთან ვიზიტისა და აღნიშნული „რიქოლის“ ფარგლებში ჩასატარებელი უფასო სამუშაოების თაობაზე.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ ავტომობილებს, ჩვენს ოფიციალურ დილერებთან სერვისზე ვიზიტის შემთხვევაში ჩვენი თანამშრომლები ამ მანქანებზე აგრეთვე ამოწმებენ „გახსნილი რიქოლის“ არსებობას და ასეთის დაფიქსირების შემთხვევაში, ტექნიკური ინფორმაციისა და სათადარიგო ნაწილების მიღებისთანავე ხდება მათთან განმეორებითი დაკავშირება და ყველა შემდგომი პროცედურის დაგეგმვა.

საგულისხმოა, რომ უშუალო დაკავშირება ავტომფლობელთან შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს ავტომობილის შეძენის ან სერვისის გავლის შემდეგ არ შეუცვლია საკონტაქტო ინფორმაცია . თუმცა კომპანია „ტოიოტა“-მ მომხმარებელზე ზრუნვის მიმართულებით უფრო დიდი ნაბიჯი გადადგა და დღესდღეობით ტოიოტას და ლექსუსის მარკის ავტომობილის უკლებლივ ყველა მფლობელს (მათაც, ვინც ავტომობილი მეორად ბაზარზე შეიძინა) ძალიან მარტივად შეუძლია გაარკვიოს საჭიროებს თუ არა მისი ავტომობილი სერვისის რომელიმე სპეციალურ კამპანიას. ამისთვის, მან უბრალოდ უნდა შეიყვანოს საკუთარი ავტომობილის საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი სპეციალურ ველში https://www.toyota.ge/vincheck ლინკზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მფლობელმა უნდა მიმართოს შესაბამისად TOYOTA-ს ან LEXUS-ის ოფიციალურ დილერებს საქართველოში: ტოიოტა ცენტრ თბილისს, ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და ლექსუს თბილისს, სადაც კამპანიის ფარგლებში მისი ავტომობილის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში კამპანიით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარება მოხდება აბსოლუტურად უფასოდ.

გვსურს აქვე დავამატოთ, რომ ვინაიდან ტოიოტას ფილოსოფია დაფუძნებულია მუდმივ სწრაფვაზე გაუმჯობესებისკენ, კომპანია უწყვეტ რეჟიმში ადევნებს თვალყურს თავისი ავტომანქანების საექსპლუატაციო მახასიათებლებს ანალიზისა და შეფასების ახალ-ახალი მეთოდების გამოყენებით, რაც თავის მხრივ იწვევს ახალი „რიქოლ“ კამპანიების გამოცხადებას და შესაბამისად, მუდმივად ხდება ავტომობილების სიის განახლება. აქედან გამომდინარე, სასურველია მომხმარებლის ავტომობილის ვინ კოდის შემოწმება პორტალზე მოხდეს არა ერთჯერადად, არამედ გარკვეული პერიოდულობით, ახალი სპეციალური კამპანიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

R

გიდები, ტუროპერატორები და ჟურნალისტები მთიან აჭარაში იმოგზაურებენ

რას წარმოადგენს და რატომ არის Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა მნიშვნელოვანი?

კაპანაძეების ოჯახმა კახეთში ბადრიჯნის მოსავალი ოთხჯერ გაზარდა