მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზები იმაზეც დარდობენ, რა მოხდება, თუ თავად ექიმები დავირუსდებიან - ჩაკეტილ აფხაზეთში სოციალურ ვითარებასთან ერთად, ეპიდსიტუაციაც მწვავდება
აფხაზები იმაზეც დარდობენ, რა მოხდება, თუ თავად ექიმები დავირუსდებიან - ჩაკეტილ აფხაზეთში სოციალურ ვითარებასთან ერთად, ეპიდსიტუაციაც მწვავდება

29 ივ­ლი­სის მო­ნა­ცე­მე­ბით, რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ერთ დღე-ღა­მე­ში კო­ვიდ-19-ის 8 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და. ე.წ. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­გი­ონ­ში, სულ 71 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, რაც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ი­სა და ქარ­თუ­ლი მხა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არა­სა­ი­მე­დო ინ­ფორ­მა­ცი­აა, რად­გან ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის არარ­სე­ბო­ბი­სა და სხვა ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პა­ცი­ენ­ტე­ბის სრუ­ლად აღ­რი­ცხვა, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია.

Апсадгьыл-инфо-ს ცნო­ბით, ამ დრო­ის­თვის, გუ­და­უ­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 11 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იმ­ყო­ფე­ბა, 20 - სახ­ლში, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­შია, 37 გა­მო­ჯან­მრთელ­და, 2 კი - გარ­და­იც­ვა­ლა. ად­გი­ლობ­რი­ვებს არ სჯე­რათ, რომ ვინც ექი­მებ­მა ვირუ­სის მსუ­ბუ­ქი ფორ­მე­ბის გამო შინ გა­ამ­წე­სეს, რე­კო­მენ­და­ცი­ებს და­ი­ცა­ვენ და კონ­ტაქ­ტი არა­ვის­თან ექ­ნე­ბათ.

და­ვირუ­სე­ბუ­ლებს შო­რის არის ორი ე.წ. დე­პუ­ტა­ტი, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი - ტეს­ტის პა­სუ­ხებს ელო­დე­ბი­ან. ამის გამო, სო­ხუმ­ში "ქარ­თულ მხა­რეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვა" გა­და­ი­დო.

რე­გი­ონ­ში ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის ვი­თა­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბის კვალ­დაკ­ვალ, გაგ­რის ცენ­ტრში, შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნი­სა და რუ­სეთ­თან ჩა­კე­ტი­ლი სა­ზღვრის გახ­სნის მო­თხოვ­ნით, აქ­ცია გა­ი­მარ­თა. ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­შიც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ყო­ველ­გვა­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვი­სა და პირ­ბა­დე­ე­ბის გა­რე­შე დგა­ნან. ისი­ნი "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან" სო­ცი­ა­ლურ მხარ­და­ჭე­რას ითხოვ­დნენ.

"შვი­ლი მყავს ცუ­დად და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­ვიყ­ვა­ნო ად­ლერ­ში, რათა ანა­ლი­ზე­ბი ჩა­ა­ბა­როს. თუ გზა არ გა­იხ­სნა და ანა­ლი­ზე­ბი ვერ ჩა­ვა­ბა­რეთ, ბავ­შვის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა..." - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი ეკა­ტე­რი­ნა ჟდა­ნო­ვა-ბარ­ცი­ცი ერთ-ერთ გა­მო­ცე­მას­თან. მი­სი­ვე თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი იმ­დე­ნად მწვა­ვეა, რომ არა­ვინ იცის ხალ­ხი ზამ­თრის გა­და­ტა­ნას რო­გორ მო­ა­ხერ­ხებს.

მას მა­შინ­ვე უპა­სუ­ხეს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და ინ­ტერ­ნეტ­ში. ერთ-ერთი კო­მენ­ტა­ტო­რი წერს, რომ ასეთ "სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, მას შე­უძ­ლია ბავ­შვი სამ­კურ­ნა­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­იყ­ვა­ნოს, სა­დაც ასეთ დროს, არა­ვი­თა­რი შე­ზღუდ­ვა არ არის".

ოთხშა­ბათს, ე.წ. პრე­ზი­დენ­ტმა ას­ლან ბჟა­ნი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თა და რეს­პუბ­ლი­კა­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბის შე­სა­ხებ აუ­წყა. მი­სი­ვე თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­შფო­თე­ბის მი­ზე­ზი ეს­მის, "თუმ­ცა, ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა უფრო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია..."

ამ ფონ­ზე, აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა იმა­ზეც დარ­დობს, რა მოხ­დე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ თა­ვად ექი­მე­ბი და­ვირუს­დე­ბი­ან... ekhokavkaza.com-ის პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ და­ვირუ­სე­ბულ­თა უმე­ტე­სო­ბა რუ­სე­თი­დან შე­მო­ვი­და, ამი­ტომ, ცოტა ხნით სა­ზღვრის გახ­სნა­ზე არც უნდა იფიქ­რონ.

თუმ­ცა, ბევ­რი მათ­გა­ნი მა­ინც იმ აზ­რზეა, რომ სრუ­ლი ჩა­კე­ტი­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ადა­მი­ა­ნებს მშივ­რებს მო­უ­წევთ ყოფ­ნა და ეს ბევ­რად უა­რე­სია, ვიდ­რე ვირუ­სი.

"აგ­ვის­ტოს ბო­ლოს, უფრო მეტ ბავ­შვს მო­უ­წევს სამ­კურ­ნა­ლოდ წას­ვლა, რად­გან ჩვენ მათ სრულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბით და მკურ­ნა­ლო­ბით ვერ ვუზ­რუნ­ველ­ყოფთ. ამი­ტომ, გაგ­რა­ში გა­მო­სუ­ლი 30-მდე ადა­მი­ა­ნი მო­ნა­გო­ნი იქ­ნე­ბა. იქ­ნებ და­ფიქ­რდეს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­გორ გა­დაწ­ვი­ტონ ეს პრობ­ლე­მა..." - წერს " ად­გი­ლობ­რი­ვი ალექ­სან­დრ დოლ­ჟ­ნი­კო­ვი.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aburjga
43

კოვიდ19 -ის საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთის მოსახლეობას არაფერი აქვს სადარდო. როგორც ცნობილია რუსეთმა შექმნა ვაქცინა და 10 აგვისტოდან იწყებს მის გამოყენებას! 

dvalteli
1

gtxovt ar damblokot saqartvelo saavadmyofo araa rusetisken dauberet 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

აფხაზები იმაზეც დარდობენ, რა მოხდება, თუ თავად ექიმები დავირუსდებიან - ჩაკეტილ აფხაზეთში სოციალურ ვითარებასთან ერთად, ეპიდსიტუაციაც მწვავდება

აფხაზები იმაზეც დარდობენ, რა მოხდება, თუ თავად ექიმები დავირუსდებიან - ჩაკეტილ აფხაზეთში სოციალურ ვითარებასთან ერთად, ეპიდსიტუაციაც მწვავდება

29 ივლისის მონაცემებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ერთ დღე-ღამეში კოვიდ-19-ის 8 შემთხვევა გამოვლინდა. ე.წ. ოფიციალური ინფორმაციით, რეგიონში, სულ 71 ადამიანი დაინფიცირდა, რაც ადგილობრივი მედიისა და ქართული მხარის ინფორმაციით, არასაიმედო ინფორმაციაა, რადგან ჯანდაცვის სისტემის არარსებობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, პაციენტების სრულად აღრიცხვა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

Апсадгьыл-инфо-ს ცნობით, ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 11 ინფიცირებული იმყოფება, 20 - სახლში, თვითიზოლაციაშია, 37 გამოჯანმრთელდა, 2 კი - გარდაიცვალა. ადგილობრივებს არ სჯერათ, რომ ვინც ექიმებმა ვირუსის მსუბუქი ფორმების გამო შინ გაამწესეს, რეკომენდაციებს დაიცავენ და კონტაქტი არავისთან ექნებათ.

დავირუსებულებს შორის არის ორი ე.წ. დეპუტატი, დანარჩენები კი - ტესტის პასუხებს ელოდებიან. ამის გამო, სოხუმში "ქართულ მხარესთან ურთიერთობების საკითხების განხილვა" გადაიდო.

რეგიონში ეპიდსიტუაციის ვითარების გამწვავების კვალდაკვალ, გაგრის ცენტრში, შეზღუდვების მოხსნისა და რუსეთთან ჩაკეტილი საზღვრის გახსნის მოთხოვნით, აქცია გაიმართა. ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, რომელშიც აქციის მონაწილეები ყოველგვარი დისტანციის დაცვისა და პირბადეების გარეშე დგანან. ისინი "ხელმძღვანელობისგან" სოციალურ მხარდაჭერას ითხოვდნენ.

"შვილი მყავს ცუდად და აუცილებლად უნდა წავიყვანო ადლერში, რათა ანალიზები ჩააბაროს. თუ გზა არ გაიხსნა და ანალიზები ვერ ჩავაბარეთ, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება..." - ამბობს ადგილობრივი ეკატერინა ჟდანოვა-ბარციცი ერთ-ერთ გამოცემასთან. მისივე თქმით, მოსახლეობაში სოციალური პრობლემები იმდენად მწვავეა, რომ არავინ იცის ხალხი ზამთრის გადატანას როგორ მოახერხებს.

მას მაშინვე უპასუხეს სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტში. ერთ-ერთი კომენტატორი წერს, რომ ასეთ "სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციაში, მას შეუძლია ბავშვი სამკურნალოდ საქართველოში გადაიყვანოს, სადაც ასეთ დროს, არავითარი შეზღუდვა არ არის".

ოთხშაბათს, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ საზოგადოებას მიმართა და რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავების შესახებ აუწყა. მისივე თქმით, მოსახლეობის აღშფოთების მიზეზი ესმის, "თუმცა, ადამიანების ჯანმრთელობა უფრო პრიორიტეტულია..."

ამ ფონზე, აფხაზეთის მოსახლეობა იმაზეც დარდობს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ თავად ექიმები დავირუსდებიან... ekhokavkaza.com-ის პუბლიკაციაში ადგილობრივები ამბობენ, რომ დავირუსებულთა უმეტესობა რუსეთიდან შემოვიდა, ამიტომ, ცოტა ხნით საზღვრის გახსნაზე არც უნდა იფიქრონ.

თუმცა, ბევრი მათგანი მაინც იმ აზრზეა, რომ სრული ჩაკეტილობის შემთხვევაში, ადამიანებს მშივრებს მოუწევთ ყოფნა და ეს ბევრად უარესია, ვიდრე ვირუსი.

"აგვისტოს ბოლოს, უფრო მეტ ბავშვს მოუწევს სამკურნალოდ წასვლა, რადგან ჩვენ მათ სრულფასოვანი კვებით და მკურნალობით ვერ ვუზრუნველყოფთ. ამიტომ, გაგრაში გამოსული 30-მდე ადამიანი მონაგონი იქნება. იქნებ დაფიქრდეს ჩვენი ხელისუფლება, როგორ გადაწვიტონ ეს პრობლემა..." - წერს " ადგილობრივი ალექსანდრ დოლჟნიკოვი.

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს

"შეიძლება კიდევ დაგვჭირდეს ოპერაცია" - რას ამბობს გოგი თოფაძე შვილიშვილის მდგომარეობაზე

გენოციდის ბრალდება, როგორც რუსული პროპაგანდისტული იარაღი და „ცხინვალი 1920“- ფილმად გადაღებული ისტორიული სინამდვილე