მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეუბნებოდა "ამაზონიდან" მაქვს შეთავაზება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ შეთავაზება არ დავკარგოო" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა
"მეუბნებოდა "ამაზონიდან" მაქვს შეთავაზება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ შეთავაზება არ დავკარგოო" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დედა თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას გა­მო­რი­ცხავს. რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" სა­უბ­რი­სას თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, გო­გო­ნას უამ­რა­ვი ოც­ნე­ბა და გეგ­მა ჰქონ­და და ამის შე­სა­ხებ დე­და­საც უყ­ვე­ბო­და.

"მე, რო­გორც გულ­მოკ­ლუ­ლი დედა, გთხოვთ, რომ გა­ერ­თი­ან­დეს სა­ხელ­მწი­ფო და მე­დია და ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით, ეს ძა­ლი­ან ჩახ­ლარ­თუ­ლი ამ­ბა­ვი, იქ­ნებ გა­მო­ი­ძი­ოთ. მინ­და, რა­ღაც ვერ­სი­ამ­დე მი­ვი­დეთ. არ ვიცი რა ვი­ფიქ­რო, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი და ვა­კუ­უმ­ში ვარ, რა­ტომ შე­იძ­ლე­ბო­და ჩემი კა­ფან­და­რა და უწყი­ნა­რი გოგო უღვთოდ მო­ეკ­ლათ?

მე გა­მოვ­რი­ცხავ თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას, ჩემს თა­მუ­ნას უყ­ვარ­და სი­ცო­ცხლე, ოც­ნე­ბობ­და, ამ­ბი­ცი­უ­რი ბავ­შვი იყო, დიდი მიზ­ნე­ბი ქონ­და. მე­უბ­ნე­ბო­და "ამა­ზო­ნი­დან" მაქვს შე­თა­ვა­ზე­ბა და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ შე­თა­ვა­ზე­ბა არ დავ­კარ­გოო. რა­ტომ მო­იკ­ლავ­და თავს ჩემი შვი­ლი?! გთხოვთ ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც და გა­მო­ძი­ე­ბა­საც, რომ კონ­სე­სუ­სამ­დე მი­დით და და­მეხ­მა­რეთ, რომ არ ამომ­ხდეს სული ჩემი შვი­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცულ სიკ­ვდილ­ზე" - აღ­ნიშ­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა "შე­საძ­ლოა ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვა", რა­საც მისი სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა.

"არ ვამ­ბობ, რომ უშუ­ა­ლოდ სამ­სა­ხურ­ში მოხ­და რა­ღაც. თა­მუ­ნა იმ­დე­ნად ჭკვი­ა­ნი და და­უ­ო­კე­ბე­ლი იყო, ვფიქ­რობ ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვა, თუნ­დაც სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბის გა­რე­შე, რომ ხომ არ მოხ­და მისი ლიკ­ვი­და­ცია. მე გუ­შინ ისიც წა­ვი­კი­თხე, რომ საფ­რან­გეთ­ში ვი­ღაც ლექ­ტო­რის­გან ჰქონ­და შე­თა­ვა­ზე­ბა, რო­მე­ლიც თა­მუ­ნას ბი­ნით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­სა და სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დას სთა­ვა­ზობ­და, ოღონდ იქ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, რო­გორც პერ­სპექ­ტი­უ­რი სტუ­დენ­ტი, მაგ­რამ თა­მუ­ნამ ამა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

ვფიქ­რობ, რა­ღა­ცის ში­შის გამო. იმ­დე­ნად უნ­დო­და ევ­რო­პა­ში სწავ­ლა, რომ ამა­ზე უარი არ თქვა. ის რა­ღაც ტე­რო­რის ქვეშ იყო და ამი­ტომ თქვა უარი, არ ვუ­კავ­ში­რებ ამას არც სამ­სა­ხურს... კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, ისე არ მინ­და მოვ­კვდე, რომ არ გა­ვი­გო რას შე­ე­წი­რა ჩემი შვი­ლი" - გა­ნა­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დე­დამ.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:((((
1

საცოდაობაა რა :((

nanka2002
2

ამ გაუბედურებულ მშობლებს ახლა მარტო სიმართლის გაგების სურვილი თუ ასულდგმულებთ, ალბათ... მეზიზღება ეს დაუნდობელი წუთისოფელი. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მეუბნებოდა "ამაზონიდან" მაქვს შეთავაზება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ შეთავაზება არ დავკარგოო" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"მეუბნებოდა "ამაზონიდან" მაქვს შეთავაზება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ შეთავაზება არ დავკარგოო" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. როგორც ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" საუბრისას თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, გოგონას უამრავი ოცნება და გეგმა ჰქონდა და ამის შესახებ დედასაც უყვებოდა.

"მე, როგორც გულმოკლული დედა, გთხოვთ, რომ გაერთიანდეს სახელმწიფო და მედია და ერთობლივი ძალებით, ეს ძალიან ჩახლართული ამბავი, იქნებ გამოიძიოთ. მინდა, რაღაც ვერსიამდე მივიდეთ. არ ვიცი რა ვიფიქრო, განადგურებული და ვაკუუმში ვარ, რატომ შეიძლებოდა ჩემი კაფანდარა და უწყინარი გოგო უღვთოდ მოეკლათ?

მე გამოვრიცხავ თვითმკვლელობის ვერსიას, ჩემს თამუნას უყვარდა სიცოცხლე, ოცნებობდა, ამბიციური ბავშვი იყო, დიდი მიზნები ქონდა. მეუბნებოდა "ამაზონიდან" მაქვს შეთავაზება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ შეთავაზება არ დავკარგოო. რატომ მოიკლავდა თავს ჩემი შვილი?! გთხოვთ ჟურნალისტებსაც და გამოძიებასაც, რომ კონსესუსამდე მიდით და დამეხმარეთ, რომ არ ამომხდეს სული ჩემი შვილის იდუმალებით მოცულ სიკვდილზე" - აღნიშნა თამაზაშვილმა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, თამარ ბაჩალიაშვილმა "შესაძლოა ისეთი ინფორმაცია მოიპოვა", რასაც მისი სიცოცხლე შეეწირა.

"არ ვამბობ, რომ უშუალოდ სამსახურში მოხდა რაღაც. თამუნა იმდენად ჭკვიანი და დაუოკებელი იყო, ვფიქრობ ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, თუნდაც სამსახურის საქმეების გარეშე, რომ ხომ არ მოხდა მისი ლიკვიდაცია. მე გუშინ ისიც წავიკითხე, რომ საფრანგეთში ვიღაც ლექტორისგან ჰქონდა შეთავაზება, რომელიც თამუნას ბინით უზრუნველყოფასა და სწავლის საფასურის გადახდას სთავაზობდა, ოღონდ იქ დარჩენილიყო, როგორც პერსპექტიური სტუდენტი, მაგრამ თამუნამ ამაზე უარი განაცხადა.

ვფიქრობ, რაღაცის შიშის გამო. იმდენად უნდოდა ევროპაში სწავლა, რომ ამაზე უარი არ თქვა. ის რაღაც ტერორის ქვეშ იყო და ამიტომ თქვა უარი, არ ვუკავშირებ ამას არც სამსახურს... კიდევ ერთხელ ვამბობ, ისე არ მინდა მოვკვდე, რომ არ გავიგო რას შეეწირა ჩემი შვილი" - განაცხადა გარდაცვლილი გოგონას დედამ.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა და 4 განკურნებულია - ახალი მონაცემები

ხანძარი "ელიავას ბაზრობის" მიმდებარე ტერიტორიაზე - დამწვარია ხის ფარდული

ესპანეთში საქართველოს მოქალაქე, 23 წლის გოგო, სკვერში გარდაცვლილი იპოვეს