სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხედარი ისეთ დღეში იყო, დღემდე შოკში ვარ...  მინდა გავიგო სიმართლე, ვინ მოკლა ჩემი შვილი" - რას ამბობს გარდაცვლილი 23 წლის გოგონას მამა დნმ-ს ანალიზზე?
"ცხედარი ისეთ დღეში იყო, დღემდე შოკში ვარ...  მინდა გავიგო სიმართლე, ვინ მოკლა ჩემი შვილი" - რას ამბობს გარდაცვლილი 23 წლის გოგონას მამა დნმ-ს ანალიზზე?

მე არ ვი­თხოვ ცხედ­რის­თვის დნმ-ის ანა­ლი­ზის ჩა­ტა­რე­ბას. მჯე­რა ჩემი ად­ვო­კა­ტის და ექ­სპერ­ტის, - ამის შე­სა­ხებ 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მა­მამ, ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა, "პა­ლიტ­რა­ვი­დე­ოს­თან" გა­ნა­ცხა­და.

ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და მთავ­რო­ბას უნ­დობ­ლო­ბას არ უცხა­დებს.

"და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბას, არა­ვის არ ვუ­ცხა­დებ უნ­დობ­ლო­ბას, არც ამ მთავ­რო­ბას, არც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს. მე უნ­დობ­ლო­ბას ვუ­ცხა­დებ გა­მო­ძი­ე­ბას. და­ი­კი­თხოს ის პი­როვ­ნე­ბა, ღამე, სამ სა­ათ­ზე რომ მი­თხრა კომ­პი­უ­ტე­რი გავ­ხსე­ნით, მა­გა­ზე ვმუ­შა­ობ, ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე იყო შენი შვი­ლიო, ახლა რომ იძა­ხი­ან არ არის გახ­სნი­ლიო. მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი რომ იყო გუ­შინ ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში, ერთი ამ­ბა­ვი იყო, კი­ნა­ღამ შე­ჭა­მეს კაცი. რა­ტომ იყო გახ­სნი­ლი კომ­პი­უ­ტე­რი?!" - გა­ნა­ცხა­და ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ის გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ცხედ­რის­თვის დნმ-ის ანა­ლი­ზის ჩა­ტა­რე­ბას არ ითხოვს.

"ცხე­და­რი რომ ვნა­ხე ისეთ დღე­ში იყო, თით­ქოს სა­დღაც "შე­ბო­ლეს". ასე­თი რამ არ მი­ნა­ხავს, დღემ­დე შოკ­ში ვარ. და­ხუ­რულ სივ­რცე­ში აწე­ულ შუ­შებ­ში, ასე­თი რა­ღაც არ ხდე­ბა. ჩემ გუ­ლის­ტკი­ვილს არა­ვინ უს­მენს. ერთი სი­ტყვა წა­მომ­ცდა დნმ... ჯერ ეს ად­რეა. მე ვენ­დო­ბი ად­ვო­კატს, ექ­სპერტს. გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, ემო­ცი­უ­რი ვი­ყა­ვი და ვთქვი დნმ. მე არ ვი­თხოვ ცხედ­რის­თვის დნმ-ის ანა­ლი­ზის ჩა­ტა­რე­ბას. მჯე­რა, ჩემი ად­ვო­კა­ტის და ექ­სპერ­ტის. ვი­თხოვ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ი­ძი­ოს საქ­მე, იქ ბევ­რი კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნია, ვინც გულ­თან მი­ი­ტანს. მინ­და გა­ვი­გო სი­მარ­თლე, ვინ მოკ­ლა ჩემი შვი­ლი. მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი, ვინ მი­იყ­ვა­ნა თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე" , - გა­ნა­ცხა­და ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

გუ­შინ, ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი კომ­პი­უ­ტე­რის სკა­ნი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რა და­ი­წყო.

ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის ფაქ­ტი, რომ ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში მას ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კომ­პი­უ­ტე­რი და­ლუ­ქულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ დახ­ვდა, ბევრ კი­თხვის ნი­შანს აჩენს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში რა­მიშ­ვი­ლი აცხა­დებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი ამარ­თლებს გარ­დაც­ვლი­ლის მა­მის­თვის პო­ლი­ცი­ე­ლის მიერ ნათ­ქვამ ფრა­ზას - "კომ­პი­უ­ტე­რი გავ­ხსე­ნით და თქვე­ნი გოგო შარ­ში" არი­სო.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
/SS
18

ვაი საცოდავი მამებიიი და დედებიიი და რამდენი??? სადააა კანონი და სამართალი??? ამდენი უდანაშაულო ბავშვების სიკვდილი შეიძლება??? და არ შეიზლება მკვლელების სიკვდილი??? რა ხდება საცოდავ საქართველოში??ხალხის გამოსვლას ელოდებიან??

!!!
0

ღმერთმა ძალა მისცეთ და სიმართლეც გამოუჩინოთ

ავტორი:

"ცხედარი ისეთ დღეში იყო, დღემდე შოკში ვარ...  მინდა გავიგო სიმართლე, ვინ მოკლა ჩემი შვილი" - რას ამბობს გარდაცვლილი 23 წლის გოგონას მამა დნმ-ს ანალიზზე?

"ცხედარი ისეთ დღეში იყო, დღემდე შოკში ვარ...  მინდა გავიგო სიმართლე, ვინ მოკლა ჩემი შვილი" - რას ამბობს გარდაცვლილი 23 წლის გოგონას მამა დნმ-ს ანალიზზე?

მე არ ვითხოვ ცხედრისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას. მჯერა ჩემი ადვოკატის და ექსპერტის, - ამის შესახებ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა, "პალიტრავიდეოსთან" განაცხადა.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავრობას უნდობლობას არ უცხადებს.

"დაველოდოთ გამოძიებას, არავის არ ვუცხადებ უნდობლობას, არც ამ მთავრობას, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს. მე უნდობლობას ვუცხადებ გამოძიებას. დაიკითხოს ის პიროვნება, ღამე, სამ საათზე რომ მითხრა კომპიუტერი გავხსენით, მაგაზე ვმუშაობ, ძალიან დიდი პრობლემის წინაშე იყო შენი შვილიო, ახლა რომ იძახიან არ არის გახსნილიო. მიხეილ რამიშვილი რომ იყო გუშინ ექსპერტიზის ბიუროში, ერთი ამბავი იყო, კინაღამ შეჭამეს კაცი. რატომ იყო გახსნილი კომპიუტერი?!" - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

მისივე თქმით, ის გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას არ ითხოვს.

"ცხედარი რომ ვნახე ისეთ დღეში იყო, თითქოს სადღაც "შებოლეს". ასეთი რამ არ მინახავს, დღემდე შოკში ვარ. დახურულ სივრცეში აწეულ შუშებში, ასეთი რაღაც არ ხდება. ჩემ გულისტკივილს არავინ უსმენს. ერთი სიტყვა წამომცდა დნმ... ჯერ ეს ადრეა. მე ვენდობი ადვოკატს, ექსპერტს. გაბრაზებული, ემოციური ვიყავი და ვთქვი დნმ. მე არ ვითხოვ ცხედრისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას. მჯერა, ჩემი ადვოკატის და ექსპერტის. ვითხოვ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძიოს საქმე, იქ ბევრი კეთილი ადამიანია, ვინც გულთან მიიტანს. მინდა გავიგო სიმართლე, ვინ მოკლა ჩემი შვილი. მეორე ვარიანტი, ვინ მიიყვანა თვითმკვლელობამდე" , - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

გუშინ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერის სკანირების პროცედურა დაიწყო.

ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ექსპერტიზის ბიუროში მას ბაჩალიაშვილის კომპიუტერი დალუქულ მდგომარეობაში არ დახვდა, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში რამიშვილი აცხადებს, აღნიშნული ფაქტი ამართლებს გარდაცვლილის მამისთვის პოლიციელის მიერ ნათქვამ ფრაზას - "კომპიუტერი გავხსენით და თქვენი გოგო შარში" არისო.

"სახლიდან გასვლის დროს შავი ზედა ეცვა, ხოლო როცა მისი ცხედარი იპოვეს - თეთრი" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"სიტყვა მოგვცეს, რომ სწრაფად გამოიძიებენ" - თამარ ბაჩალიაშვილის მამის კომენტარი მამუკა ჭელიძესთან შეხვედრის შემდეგ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს ხვდებიან