საქართველოს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, ჩვენი პოზიცია შეუქცევადია, რომ კავკასიაში მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ირაკლი ჩიქოვანი გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა რუსეთი, საქართველოს გავლით, სომხეთში, 300 ერთეული სამხედრო მანქანის გადასაყვანად ემზადება.
მისი თქმით, ეს არის მორიგი ცრუ ინფორმაცია, რომელსაც კონკრეტული პარტიული მედიასაშუალებები იყენებენ საკუთარი პროპაგანდისთვის.
როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, საქართველოს პოზიცია არის ნათელი და ქვეყნის ყველა პარტნიორისათვის თვალსაჩინო.
"სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ ინფორმაციის დამახინჯებას და შესაბამისად ისე წარმოჩენას, რა ინტერესიც მათ გააჩნიათ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს პოზიცია არის ნათელი, განმარტებული და ჩვენი ყველა პარტნიორისათვის თვალსაჩინო", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
არა კრიმინალების გამპატიოსნებელ, ხოლო პატიოსნების გამკრიმინალებელ პარტიას.
არა მურუსიძე/ ჩინჩალაძის კლანის გამპატიოსნებელ, დამაწინაურებელ და მფარველ პარტიას.
არა კანონის უზენაესობის დამამცრობელ პარტიას.
არა ბიზნესის დამრეკეტებელ პარტიას.
არა დოკუმ,ენტაციის გამყალბებელი, ფულის გამთეთრებელი და სხვისი ბიზნესის მიმთვისებელი კრიმინალების მფარველ პარტიას.
არა ქოსათა პარტიას.
ალასანიას გვრიტები:ჩიქოვანი,ვიქტორ დოლიძე,ზურა აბაშიძე,წულუკიანი,ზალკალიანი,ფანჯიკიძე,ყოფილი მინისრტი,ამათ იმედზე იყავი ირაკლი?!