მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"17 ივლისს აფთიაქში შეიძინა მედიკამენტები... ბავშვს ყავდა ფსიქოლოგი" - თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი დეტალები
"17 ივლისს აფთიაქში შეიძინა მედიკამენტები... ბავშვს ყავდა ფსიქოლოგი" - თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი დეტალები

გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის თა­მარ ბა­შა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე, რომ­ლის ცხე­და­რიც 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ იპო­ვეს, გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა შსს-ს, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"პირ­ველ რიგ­ში, ვუ­სამ­ძიმ­რებთ გარ­დაც­ვლი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯახს და გვსურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ამ ეტაპ­ზე ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცია თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

გაც­ნო­ბებთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში 18 ივ­ლისს, სა­ღა­მოს შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ. შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ძებ­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ხოლო 19 ივ­ლისს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლით.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ინ­ტენ­სი­უ­რი სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, მათ შო­რის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ფო­ტო­სუ­რა­თი და­იგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ყვე­ლა და­ნა­ყოფს, ასე­ვე, ძებ­ნა­ზე გა­და­ე­ცა მისი ავ­ტო­მან­ქა­ნა. კა­მე­რე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა ბო­ლოს და­ფიქ­სირ­და თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხა­ი­შის "ჭკვი­ან" კა­მე­რა­ზე, სა­დაც ჩანს, რომ მან­ქა­ნას იგი თა­ვად მარ­თავ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დგომ, პო­ლი­ცი­ის მიერ სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გაგ­რძელ­და ხა­ი­შის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მათ შო­რის, გა­მო­ი­კი­თხა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა.

ასევე დაგაინტერესებთ
15:53 / 23-07-2020

მისი, როგორც ექსპერტის, სერთიფიკატი საქართველოში აღიარებული ჯერ არ არის -  ვინ არის გალინა კარმუშინა, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩაერთო

16:35 / 23-07-2020

"პირველადი დათვალიერებით, ცხედარზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება" - რას აცხადებს შსს 23 წლის გოგონას გარდაცვალებაზე?

16:57 / 23-07-2020

"ექსპერტიზის ბიუროში გვითხრეს, უსიამოვნო სიტუაციიდან გამომდინარე, სასურველია, ჩასასვენებელი არ გახსნათო" - თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა

17:26 / 23-07-2020

რატომ ვერ იპოვეს თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი დროულად - შსს-ს განმარტება

17:45 / 23-07-2020

რას საქმიანობს ავსტრიული კომპანია SpryFlash, სადაც ასევე მუშაობდა თამარ ბაჩალიაშვილი და რას ჰყვებიან გარდაცვლილ გოგოზე

18:11 / 23-07-2020

"სიკვდილის ხანდაზმულობა 3-7 დღეა... შორს წასული გვამური მოვლენების გამო დაზიანებების აღმოჩენა შეუძლებელი იყო" - ექსპერტი

18:52 / 23-07-2020

"ადამიანი, რომელიც მუშაობს ორ სამსახურში, ხომ შეიძლება სტრესი ჰქონდეს?!" - ბაჩალიაშვილის მეგობარი ფსიქოლოგზე გავრცელებულ ინფორმაციაზე

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­კარ­გუ­ლი გო­გო­ნას სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, პო­ლი­ცი­ე­ლებ­თან ერ­თად, ყო­ველ­დღი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი, რა დრო­საც გა­მო­ყე­ნე­ბულ იქნა დრო­ნე­ბი, სხვა სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ვერ­ტმფრე­ნი.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ცხე­და­რი 2020 წლის 22 ივ­ლისს აღ­მო­ჩე­ნილ იქნა მის­სა­ვე ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში, თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ მა­წე­ვა­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, და­უ­სახ­ლე­ბელ ად­გი­ლას.

გარ­დაც­ვლი­ლის აღ­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იყო თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლი, ასე­ვე, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის დად­გე­ნის მიზ­ნით და­ნიშ­ნულ სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა­ში ჩარ­თუ­ლია ოჯა­ხის მიერ მოწ­ვე­უ­ლი ექ­სპერ­ტი.

პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით, გარ­დაც­ვლილს სხე­ულ­ზე ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბა. საქ­მე­ზე ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, მათ შო­რის, დად­გე­ნი­ლია, რომ 17 ივ­ლისს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა აფ­თი­აქ­ში შე­ი­ძი­ნა გარ­კვე­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რაც გა­მო­ძი­ე­ბის მიერ დგინ­დე­ბა, არის თუ არა მისი ჩან­თი­დან ამო­ღე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის იდენ­ტუ­რი. ამო­ღე­ბუ­ლია ასე­ვე წე­რი­ლი, სა­დაც სა­უ­ბა­რია ანა­ბა­რის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გა­მო­თხო­ვი­ლია ინ­ფორ­მა­ცია თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბის შე­სა­ხებ. ასე­ვე, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სა­მუ­შაო ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლია კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა, გა­მო­ი­კი­თხნენ მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი, გა­მო­თხო­ვი­ლია ვი­დე­ო­კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა მუ­შა­ობს ყვე­ლა შე­საძ­ლო ვერ­სი­ა­ზე", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ.

მა­მუ­კა ჭე­ლი­ძე ადას­ტუ­რებს, რომ გარ­დაც­ვლილ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს ფსი­ქო­ლო­გი ჰყავ­და და მას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბიც გა­ი­ა­რა.

რო­გორც ჭე­ლი­ძემ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ფსი­ქო­ლო­გი უკვე და­კი­თხუ­ლია, თუმ­ცა თავი შე­ი­კა­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბის­გან, თუ რაზე ესა­უბ­რა ის გა­მომ­ძი­ებ­ლებს.

„ბავ­შვს ჰყავ­და ფსი­ქო­ლო­გი, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბის მიერ და­კი­თხუ­ლია. დე­ტა­ლებ­ზე, თუ რაზე ისა­უბ­რა ფსი­ქო­ლოგ­მა, ოჯა­ხი დღეს ძა­ლი­ან მძი­მე მო­რა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და რა თქმა უნდა, ამა­ზე სა­უ­ბა­რი არ იქ­ნე­ბა სწო­რი, რომ არ და­ვუმ­ძი­მოთ მათ ეს მდგო­მა­რე­ო­ბა. გი­დას­ტუ­რებთ იმას, რომ მას ჰყავ­და ფსი­ქო­ლო­გი, ჰქონ­და გარ­კვე­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი. რა თქმა უნდა, დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი სწო­რი არ იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს ოჯა­ხი და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. ის გუ­შინ თეთ­რი­წყა­როს ტყე­ში, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. გო­გო­ნას ცხე­და­რი ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო­დან სახ­ლში დღეს გა­და­ას­ვე­ნეს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ira
49

ესეიგი ფსიქოლოგმა რა პრობლემებიც ქონდა და მაგიტამაც არუნდა ამ გამწარებულ ოჯახს ,,დაამატოს"ზემოდან

Giorgi sixarulidze
488

ეხლა მთავარია რომ ამ ნაძირალა ავანტიურისტმა ჰალსტუხჭამიას ლაქია გვარამიამ არ მოახდინოს ოჯახზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ! 

 

ჰალსტუხჭამია და გვარამია ხომ ყველაფრის მკადრებელი არსებები არიან ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"17 ივლისს აფთიაქში შეიძინა მედიკამენტები... ბავშვს ყავდა ფსიქოლოგი" - თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი დეტალები

"17 ივლისს აფთიაქში შეიძინა მედიკამენტები... ბავშვს ყავდა ფსიქოლოგი" - თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი დეტალები

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაშალიაშვილის საქმეზე, რომლის ცხედარიც 5-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს, განცხადება გააკეთა შსს-ს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"პირველ რიგში, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს და გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული პირველადი ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში 18 ივლისს, საღამოს შემოვიდა შეტყობინება თამარ ბაჩალიაშვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო თამარ ბაჩალიაშვილის ძებნის ღონისძიებები, ხოლო 19 ივლისს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით.

სამართალდამცველების მხრიდან მიმდინარეობდა ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები, მათ შორის, თამარ ბაჩალიაშვილის ფოტოსურათი დაიგზავნა საქართველოს მასშტაბით ყველა დანაყოფს, ასევე, ძებნაზე გადაეცა მისი ავტომანქანა. კამერების დათვალიერების შედეგად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა ბოლოს დაფიქსირდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის "ჭკვიან" კამერაზე, სადაც ჩანს, რომ მანქანას იგი თავად მართავდა. აღნიშნულის შემდგომ, პოლიციის მიერ საძიებო სამუშაოები გაგრძელდა ხაიშის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, გამოიკითხა ადგილობრივი მოსახლეობა.

აღსანიშნავია, რომ დაკარგული გოგონას სამძებრო ღონისძიებებში, პოლიციელებთან ერთად, ყოველდღიურად მონაწილეობდნენ მეხანძრე-მაშველები, რა დროსაც გამოყენებულ იქნა დრონები, სხვა სპეციალური ტექნიკური საშუალებები და ვერტმფრენი.

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი 2020 წლის 22 ივლისს აღმოჩენილ იქნა მისსავე ავტომანქანაში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას.

გარდაცვლილის აღმოჩენისთანავე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროცესში ჩართული იყო თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი, ასევე, გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში ჩართულია ოჯახის მიერ მოწვეული ექსპერტი.

პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, დადგენილია, რომ 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები, რაც გამოძიების მიერ დგინდება, არის თუ არა მისი ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური. ამოღებულია ასევე წერილი, სადაც საუბარია ანაბარის გამოყენებაზე, რასთან დაკავშირებითაც გამოთხოვილია ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ. ასევე, თამარ ბაჩალიაშვილის სამუშაო ადგილიდან ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, გამოიკითხნენ მისი თანამშრომლები, ოჯახის წევრები, გამოთხოვილია ვიდეოკამერის ჩანაწერები.

გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე", - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მამუკა ჭელიძე ადასტურებს, რომ გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს ფსიქოლოგი ჰყავდა და მასთან კონსულტაციებიც გაიარა.

როგორც ჭელიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ფსიქოლოგი უკვე დაკითხულია, თუმცა თავი შეიკავა ინფორმაციის გამჟღავნებისგან, თუ რაზე ესაუბრა ის გამომძიებლებს.

„ბავშვს ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოძიების მიერ დაკითხულია. დეტალებზე, თუ რაზე ისაუბრა ფსიქოლოგმა, ოჯახი დღეს ძალიან მძიმე მორალურ მდგომარეობაშია და რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი არ იქნება სწორი, რომ არ დავუმძიმოთ მათ ეს მდგომარეობა. გიდასტურებთ იმას, რომ მას ჰყავდა ფსიქოლოგი, ჰქონდა გარკვეული კონსულტაციები. რა თქმა უნდა, დეტალებზე საუბარი სწორი არ იქნება“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ოჯახი და სამართალდამცველები 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის გუშინ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გოგონას ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სახლში დღეს გადაასვენეს.

"თამუნა იქ ვიღაცამ დაიბარა" - რას ჰყვება გარდაცვლილი 23 წლის გოგონას ბიძა?

პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ნასვამი ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს დაეჯახა, დაკავებულია - მოზარდი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა

"დასკვნაში ყველაფერი გამოჩნდება - დალია, დაალევინეს, ინექცია აქვს გაკეთებული, თუ..." - შეძლებს თუ არა ექსპერტიზის პასუხი 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების მიზეზისთვის ფარდის ახდას?