გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ახალი მოწმე გამოჩნდა, რომელმაც გამოკითხვაზე განაცხადა, რომ 15 ივლისს, ვარკეთილში ერთ-ერთი კორპუსის ავტოფარეხებთან მან რამდენიმე პირის საუბარი მოისმინა, რომელიც სავარაუდოდ, შაქარაშვილს ეხებოდა.
კერძოდ კი, მოწმის ჩვენების მიხედვით, ერთ-ერთმა პირმა მეორეს ჰკითხა, „ის ხომ გადააგდეო“, რაზეც მეორემ უპასუხა, რომ „კიდევ კარგი გადავაგდეთო“.
აღნიშნულ გარემოებებზე მოწმე საქმის მასალების ახალ, 21-ე ტომში საუბრობს.
"როდესაც მე მათ გვერდით გავიარე ახალგაზრდა მაღალი ბიჭი ეკითხებოდა ახალგაზრდა დაბალ ბიჭს, ის ხომ გადააგდეო, პატარამ ხელი უბიძგა და უთხრა გაჩუმდიო და გააგრძელა საუბარი - კიდევ კარგი გადავაგდეთო, თორემ დაგვენძრეოდაო. მაღალმა ბიჭმა გააგრძელა საუბარი და ამბობდა „ეს არ გვეთქვა, ის ამბავიც შეიძლება, არ მომხდარიყოო. შაქარაშვილებმა რომ გაიგონ, მაგრად დაგვარტყამენო“.
მე გავაგრძელე გზა, მეკეთა ყურსასმენები, მაგრამ იყო გათიშული და ვცდილობდი, მათი საუბარი მომესმინა, ვიყავი მათგან ზურგით და ვეღარ ვხედავდი, რა დროსაც ერთ-ერთმა ახალგაზრდამ თქვა, რომ ამირხანაშვილმა მაგრად ი....ა. მე არ გავჩერებულვარ, ავედი სახლში გადავიხედე აივნიდან და დავინახე, რომ ის ოთხი პიროვნება მოძრაობდა და მათთან იყო მეხუთე პიროვნებაც, მაგრამ მისი აღწერა არ შემიძლია“,- აცხადებს მოწმე ჩვენებაში.
მოწმე ჩვენებაში ყვება, რომ უბანში აღნიშნული ოთხი პირი არასდროს შეუმჩნევია. თუმცა ნახვის დროს შეუძლია, რომ იცნოს.
sazogadoeba da ojaxi elodeba mkvlelebis dasjas da naxet raxdeba,ese gamodis mkvlelebi garet arian.iqneba es pirovnebac mosyidulia da atqmevines da daawerines kvalis arevis miznit.meore tve daiwyo da mkvlelebi garet arian. hvidmeti piri ki zis,tu asea mahin arcerti ar agiarebs danahaulso,mkvlelebi garet yofilan da imitomac duman tu asea.
საჭირო იყო, აბსოლიტურად ყველას აყვანა და იზოლიაციაში მოქცევა. შემდეგ, დღისით და ღამით ინდივიდუალური და ჯვარედინი ინტენსიური დაკითხვები. თუ საჭირო იქნებოდა, დაშინებებიც და დაბრახუნებაც და წინასწარპატიმრობის სამ დღეში, ისე დაამღერებდნენ დანაშაულს, როგორც დები იშხნელები გიტარაზე, მ ა გ რ ა მ ??? მერე? ლომჯარიებს და მისთანებს, სახელმწიფო გადაყვებოდა. ცოტა დაფიქრდით, მომავალში, რომ ასე უმწეო მდგომარეობაში, არ ჩავარდეთ.