გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ დღეს ცხედარს სახლში ვერ გადმოასვენებენ, რადგან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ამის მიზეზად, ყინულის არ ქონა დაასახელა.
როგორც "მთავარის" ეთერში გარდაცვლილი გოგონას მამა ამბობს, ამის შემდეგ ყინული ოჯახმა თავად იშოვა და ცხედარს ხვალ დილით გადმოასვენებენ.
"გვითხრეს, ძალიან ისეთ მდგომარეობაში ვართო... თან ყინული არ გვაქვსო და ამიტომ შევფერხდით.
ჩემი ბიძაშვილი იყო იქ და ასე უთხრეს. არ გვაქვს ამჟამადო, მერე რუსთავში ირბინეს ბიჭებმა. ყინული ჩვენ ვიშოვეთ და დილით გადმოვასვენებთ ცხედარს" - აღნიშნა გარდაცვლილის მამამ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს თეთრიწყაროს რაიონში, ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
სამხარაულის კიდევ ვინმეს სჯერა?
შემძრა ამ ტრაგედიამ. რა ხდება ეს ქვეყანაში? დღე არ გავა, რომ ვინმე არ დაჭრან, მოკლან, გააუპატიურონ და ღმერთმა იცის კიდევ რა უბედურება! ამ ხელისუფლებას არჩევნების კანდიდატების მეტი რომ არაფერი ახსოვს, ხმა ამოიღოს, გაატაროს ქმედითი ღონისძიება! არ უნდათ რომ ხალხმა ხმა მისცეს? თუ უბდათ შტურმით აიღოს მოსახლეობამ უწყებბი?ე