საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერს რუსული მედია თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე?
რას წერს რუსული მედია თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე?

გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე რუ­სუ­ლი მე­დი­ი­სა და ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი გან­ხილ­ვის სა­გა­ნია... ზოგი მათ­გა­ნი წერს, რომ "ინ­ტერ­ნეტ­ხა­ნა­ში ახალ­გაზ­რდე­ბის გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში და­კარ­გვა სულ უფრო თვალ­ში­სა­ცე­მი გახ­და...".

"ქარ­თუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სის­ტე­მე­ბი, სხვა­დას­ხვა პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით, თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტუ­რით არის აღ­ჭურ­ვი­ლი და მუ­შა­ო­ბაც არ უნდა გა­უ­ჭირ­დეთ, თუმ­ცა რო­დე­საც გა­მო­ძი­ე­ბა ჩიხ­ში შე­დის, ეს აჩენს კი­თხვებ­სა და ეჭ­ვებს, აქ­ტი­ურ­დე­ბა მე­დია და სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს..." - წე­რენ ისი­ნი.

theworldnews.net-ის ცნო­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რო­გორ გაქ­რა ახალ­გაზ­რდა ქა­ლის კვა­ლი, თუმ­ცა ოჯა­ხი თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას გა­მო­რი­ცხავს...

"მა­მა­მი­სი და ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ გო­გო­ნას თავი მო­ეკ­ლა... მათ­თვის ასე­ვე უც­ნო­ბია, რა უნ­დო­და გო­გო­ნას იმ რა­ი­ონ­ში, სა­დაც მათ არც ახ­ლობ­ლე­ბი ჰყავთ და აღარც ნა­თე­სა­ვე­ბი. ის სახ­ლი­დან, შა­ბათს, 18 ივ­ლისს გა­ვი­და და მას შემ­დეგ, ოჯა­ხის წევ­რებს არ უნა­ხავთ. ის ტყე­ში, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს...." - წერს გა­მო­ცე­მა.

ასევე დაგაინტერესებთ
17:30 / 22-07-2020

"მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას ერთ-ერთ ევროპულ უნივერსიტეტში გეგმავდა" - თსუ-ს განცხადება თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებაზე

18:08 / 22-07-2020

"წასვლა გადავწყვიტე, მე არ შემიძლია..." - "ზეგ"-ის პროგრამების მენეჯერი თამარ ბაჩალიაშვილთან ბოლო მიმოწერას ასაჯაროებს

19:04 / 22-07-2020

"საფულეში ჰქონდა წერილები... ერთში ეწერა - "გამოიყენე, ჩემი ანაბარი" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

21:09 / 22-07-2020

"გარდაცვალების შემდეგ ბაჩალიაშვილის სხეული მოათავსეს ავტომობილში და მიიყვანეს იმ ადგილას, აქვს არსებობის უფლება ამ ვერსიას" - ადვოკატი

22:26 / 22-07-2020

"დამღუპეს, ჩემი სიცოცხლე რა დღეში ჩამიგდეს..." - თამარ ბაჩალიაშვილის მამის ემოციური ეთერი

11:13 / 23-07-2020

„ცხოვრებაში არ გვინახავს" - პაატა ბურჭულაძის ვაჟი უარყოფს, რომ გარდაცვლილი გოგონა მის კომპანიაში მუშაობდა

15:53 / 23-07-2020

მისი, როგორც ექსპერტის, სერთიფიკატი საქართველოში აღიარებული ჯერ არ არის -  ვინ არის გალინა კარმუშინა, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩაერთო

"პროგ­რა­მის­ტის სიკ­ვდი­ლი, უამ­რა­ვი კი­თხვის ნიშ­ნით..." - წერს ekhokavkaza.com და დას­ძენს, თუ რო­გორ გა­მორ­ბო­და გო­გო­ნას აყ­ვი­რე­ბუ­ლი მამა სახ­ლი­დან სი­ტყვე­ბით, "ის მკვდა­რი იპოვ­ნეს ტყე­ში...".

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქუ­ჩის კა­მე­რებ­მა ჰი­უნ­და­ის მარ­კის ნაც­რის­ფე­რი ავ­ტო­მან­ქა­ნა სო­ფელ ხა­იშ­თან (თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) და­ა­ფიქ­სი­რეს.

ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ მათ­თვის უც­ნო­ბია, რა­ტომ იმ­ყო­ფე­ბო­და ახალ­გაზ­რდა ქალი ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით... ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით­ვე, თა­მა­რი სახ­ლი­დან იშ­ვი­ა­თად გა­დი­ო­და, სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ებს ძი­რი­თა­დად სახ­ლი­დან აკე­თებ­და და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე, მას არც ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტი ჰქო­ნია" – წერს გა­მო­ცე­მა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ახალ­გაზ­რდა ქა­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა შე­საძ­ლოა კავ­შირ­ში ყო­ფი­ლი­ყო მის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან - თა­მარ­მა სამ­სა­ხუ­რი, სა­დაც 2017 წლი­დან მუ­შა­ობ­და, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე და­ტო­ვა, დე­დამ არ იცის, რა სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობ­და ზუს­ტად შვი­ლის სამ­სა­ხუ­რი და სად იყო ოფი­სი.

ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, გო­გო­ნა სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლში გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და ატი­რე­ბუ­ლი მო­დი­ო­და, რაც მა­თი­ვე თქმით, დიდი ალ­ბა­თო­ბით სამ­სა­ხურ­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს უკავ­შირ­დე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა შე­ემ­თხვა ახალ­გაზ­რდა ქალს, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ასა­კის­თვის ძალ­ზე ჭკვი­ა­ნი და წარმ­ტე­ბუ­ლია" - წერს yandex.ru.

მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც:

"მე არ ვიცი ქარ­თუ­ლი, მაგ­რამ ძა­ლი­ან მძი­მე იყო ოჯა­ხის ტრა­გე­დია... არა­ერ­თხელ ვყო­ფილ­ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც ზღვა­ზე, ასე­ვე მთა­ში და ვიცი, რომ გზე­ბი და­ცუ­ლია, ყველ­გან ჭკვი­ა­ნი და სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბია. რა­ტომ მხო­ლოდ ერთი ფრაგ­მენ­ტი?... იმე­დია, სხვე­ბიც იქ­ნე­ბა და ბევრ რა­მეს ახ­დის ფარ­დას...

რა­ღაც მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ჰქო­ნია მან­ქა­ნა­შიო, იმე­დია, რო­მე­ლი­მე აფ­თი­აქს ექ­ნე­ბა ჩა­ნა­წე­რი, თუ ნამ­დვი­ლად შე­ი­ძი­ნა... კი­დევ - თუ სახ­ლი­დან მუ­შა­ობ­და, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი რო­გორ მო­დი­ო­და? ერთი სი­ტყვით, საკ­მა­ოდ ხიშ­რად ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში და მტკი­ცედ მჯე­რა, რომ ეს ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სია, მოს­კო­ვის გა­რე­უ­ბა­ნი ან რუ­სე­თის რო­მე­ლი­მე "მძი­მე" რე­გი­ო­ნი არ არის, სა­დაც მკვლე­ლო­ბის მუდ­მი­ვი წა­ხა­ლი­სე­ბა, მათი გავ­ლე­ნე­ბის მი­ხედ­ვით ხდე­ბა, ევ­რო­პის სტან­დარ­ტე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ქვე­ყა­ნაა და ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა" - წერს მოს­კო­ვე­ლი ლუდ­მი­ლა ლინ­კო­ვა.

"მგო­ნია, ყვე­ლა­ზე მეტი იმ კომ­პა­ნი­ამ იცის, სა­დაც გო­გო­ნა მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოს საკ­მა­ოდ მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ჰყავს და არა საბ­ჭო­თა კლა­სის, სა­ქა­ღალ­დე­ე­ბით მო­სი­ა­რუ­ლე ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი. ერთი სი­ტყვით, -თუ იქ­ნე­ბა ნება, ეს საქ­მე გა­ირ­კვე­ვა, მოკ­ლეს თუ თავი მო­იკ­ლა. თუ თვით­მკვლე­ლო­ბაა, ის ვი­ღა­ცამ მი­იყ­ვა­ნა აქამ­დე..."- მი­აჩ­ნია ედ­გარ მა­ლინს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თიკა
58

რატომ უნდა იყოს რუსული პრესა ჩვენთვის მნიშვნელოვანი???????????

გიორგი
127

რაში გვაინტერესებს რას წერს რუსული მედია 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რას წერს რუსული მედია თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე?

რას წერს რუსული მედია თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე?

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმე რუსული მედიისა და ინტერნეტმომხმარებლების აქტიური განხილვის საგანია... ზოგი მათგანი წერს, რომ "ინტერნეტხანაში ახალგაზრდების გაურკვეველ ვითარებაში დაკარგვა სულ უფრო თვალშისაცემი გახდა...".

"ქართული საგამოძიებო სისტემები, სხვადასხვა პარტნიორი ქვეყნების დახმარებით, თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი და მუშაობაც არ უნდა გაუჭირდეთ, თუმცა როდესაც გამოძიება ჩიხში შედის, ეს აჩენს კითხვებსა და ეჭვებს, აქტიურდება მედია და საზოგადოება, რაც ხელისუფლებას მოდუნების საშუალებას არ აძლევს..." - წერენ ისინი.

theworldnews.net-ის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, როგორ გაქრა ახალგაზრდა ქალის კვალი, თუმცა ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს...

"მამამისი და ოჯახის სხვა წევრები გამორიცხავენ, რომ გოგონას თავი მოეკლა... მათთვის ასევე უცნობია, რა უნდოდა გოგონას იმ რაიონში, სადაც მათ არც ახლობლები ჰყავთ და აღარც ნათესავები. ის სახლიდან, შაბათს, 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ, ოჯახის წევრებს არ უნახავთ. ის ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს...." - წერს გამოცემა.

"პროგრამისტის სიკვდილი, უამრავი კითხვის ნიშნით..." - წერს ekhokavkaza.com და დასძენს, თუ როგორ გამორბოდა გოგონას აყვირებული მამა სახლიდან სიტყვებით, "ის მკვდარი იპოვნეს ტყეში...".

გავრცელებული ინფორმაციით, ქუჩის კამერებმა ჰიუნდაის მარკის ნაცრისფერი ავტომანქანა სოფელ ხაიშთან (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) დააფიქსირეს.

ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ მათთვის უცნობია, რატომ იმყოფებოდა ახალგაზრდა ქალი ამ ტერიტორიაზე საკუთარი მანქანით... ოჯახის წევრების თქმითვე, თამარი სახლიდან იშვიათად გადიოდა, სამსახურის საქმეებს ძირითადად სახლიდან აკეთებდა და გაუჩინარებამდე, მას არც ოჯახური კონფლიქტი ჰქონია" – წერს გამოცემა.

მათივე ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ ახალგაზრდა ქალის გაუჩინარება შესაძლოა კავშირში ყოფილიყო მის საქმიანობასთან - თამარმა სამსახური, სადაც 2017 წლიდან მუშაობდა, გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა, დედამ არ იცის, რა სამუშაოს შესრულებას გულისხმობდა ზუსტად შვილის სამსახური და სად იყო ოფისი.

ოჯახის წევრების თქმით, გოგონა სამსახურიდან სახლში გაღიზიანებული და ატირებული მოდიოდა, რაც მათივე თქმით, დიდი ალბათობით სამსახურში არსებულ პრობლემებს უკავშირდება. საინტერესოა, რა შეემთხვა ახალგაზრდა ქალს, რომელიც თავისი ასაკისთვის ძალზე ჭკვიანი და წარმტებულია" - წერს yandex.ru.

მომხდარ ტრაგედიას აქტიურად განიხილავენ რუსი ინტერნეტმომხმარებლებიც:

"მე არ ვიცი ქართული, მაგრამ ძალიან მძიმე იყო ოჯახის ტრაგედია... არაერთხელ ვყოფილვარ საქართველოში, როგორც ზღვაზე, ასევე მთაში და ვიცი, რომ გზები დაცულია, ყველგან ჭკვიანი და სათვალთვალო კამერებია. რატომ მხოლოდ ერთი ფრაგმენტი?... იმედია, სხვებიც იქნება და ბევრ რამეს ახდის ფარდას...

რაღაც მედიკამენტები ჰქონია მანქანაშიო, იმედია, რომელიმე აფთიაქს ექნება ჩანაწერი, თუ ნამდვილად შეიძინა... კიდევ - თუ სახლიდან მუშაობდა, სამსახურიდან გაღიზიანებული როგორ მოდიოდა? ერთი სიტყვით, საკმაოდ ხიშრად ვარ საქართველოში და მტკიცედ მჯერა, რომ ეს ჩრდილოეთ კავკასია, მოსკოვის გარეუბანი ან რუსეთის რომელიმე "მძიმე" რეგიონი არ არის, სადაც მკვლელობის მუდმივი წახალისება, მათი გავლენების მიხედვით ხდება, ევროპის სტანდარტებით აღჭურვილი ქვეყანაა და ყველაფერი გაირკვევა" - წერს მოსკოველი ლუდმილა ლინკოვა.

"მგონია, ყველაზე მეტი იმ კომპანიამ იცის, სადაც გოგონა მუშაობდა, თუმცა ვფიქრობ, საქართველოს საკმაოდ მაღალკვალიფიციური, კარგად მომზადებული სამართალდამცველები ჰყავს და არა საბჭოთა კლასის, საქაღალდეებით მოსიარულე ჩინოვნიკები. ერთი სიტყვით, -თუ იქნება ნება, ეს საქმე გაირკვევა, მოკლეს თუ თავი მოიკლა. თუ თვითმკვლელობაა, ის ვიღაცამ მიიყვანა აქამდე..."- მიაჩნია ედგარ მალინს.

პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვნებზე განცხადებას ავრცელებს

"თამუნამ მანქანა დაახლოებით 20 დღის წინ იყიდა, შერჩევაში ვეხმარებოდი... წარმოუდგენელია თავი მოეკლა" - რას ამბობს გარდაცვლილი პროგრამისტის ახლობელი?

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა - გარდაცვლილის მამა დაზარალებულად ცნეს