სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუცოს ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა - გელა დაიაურის ემოციური პოსტი და გარდაცვლილი მეუღლის სასიყვარულო წერილები არქივიდან
მუცოს ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა - გელა დაიაურის ემოციური პოსტი და გარდაცვლილი მეუღლის სასიყვარულო წერილები არქივიდან

მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ი­დან 10 წელი გა­ვი­და. პო­ე­ტი გელა და­ი­ა­უ­რი გარ­დაც­ვლი­ლი ცოლ-შვი­ლის ფო­ტოს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს და წერს:

"უთ­ქვე­ნო­ბის ტკი­ვი­ლი­ა­ნი ათი წელი ჩა­მო­ი­მარ­ცვლა, ჩე­მე­ბო. მე­ნატ­რე­ბით, მახ­სოვ­ხართ, მტკი­ვი­ხართ, მიყ­ვარ­ხართ... უფალ­მა და­გიმ­კვიდ­როთ სა­სუ­ფე­ვე­ლი!".

2010 წლის 22 ივ­ლისს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა და და­ამ­წუხ­რა მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ - "ჯი­პის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­დაც 10 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზი­დან გა­და­ვარ­და, ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ 7 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის - 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. და­ი­ღუპ­ნენ გელა და­ი­ა­უ­რის მე­უღ­ლე, ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი და პო­ე­ტი თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და მისი ორი ვაჟი - დე­მეტ­რე და ჯარ­ჯი, თე­ო­ნას და - ნა­თია, გელა და­ი­ა­უ­რის მეჯ­ვა­რე ბერ­დია არა­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე სოფო ღო­ღო­ბე­რი­ძე და მათი ვაჟი - მა­მუ­კა. სა­უ­ბე­დუ­როდ, დე­მეტ­რე და­ი­ა­უ­რი და მა­მუ­კა არა­ბუ­ლი ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე არ­ღუნ­მა გა­ი­ტა­ცა, ვერ იპოვ­ნეს. თვი­თონ გელა და­ი­ა­უ­რი, თე­ო­ნას ძმა თორ­ნი­კე ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და და­ი­ა­უ­რე­ბი­სა და არა­ბუ­ლე­ბის მე­გო­ბა­რი თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი გა­დარ­ჩნენ.

მხო­ლოდ თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი­სა და გელა და­ი­ა­უ­რის უახ­ლო­ეს­მა ადა­მი­ა­ნებ­მა იცი­ან, რო­გორ გა­ნიც­დი­და თე­ო­ნა მე­უღ­ლეს­თან გან­შო­რე­ბას, რო­გორ უყ­ვარ­და და რო­გორ ენატ­რე­ბო­და, რო­დე­საც ქორ­წი­ნე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე, წყვილს ერ­თმა­ნე­თის­გან შორს მო­უ­წია ყოფ­ნამ. გელა მა­შინ შა­ტილ­ში ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას ას­წავ­ლი­და, თე­ო­ნა კი ფეხ­მძი­მედ იყო და გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ამ­ჯო­ბი­ნეს, თბი­ლის­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. დრო შე­მოდ­გო­მი­დან ზა­ფხუ­ლამ­დე უსაშ­ვე­ლოდ ძნე­ლი და ტკი­ვი­ლით სავ­სე აღ­მოჩ­ნდა ორი­ვეს­თვის... გელა დღემ­დე ინა­ხავს წე­რი­ლებს, რომ­ლებ­საც ბარ­ში დარ­ჩე­ნი­ლი თე­ო­ნა სწერ­და, რომ­ლე­ბი­და­ნაც სა­ოც­რად დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და მო­ნატ­რე­ბა იგ­რძნო­ბა.

გთა­ვა­ზობთ ამ წე­რი­ლე­ბის ნა­წილს ჟურ­ნალ "გზის" არ­ქი­ვი­დან:

"...შენ­მა ერ­თმა ლექსმა ისევ ამი­ჩუ­ყა გული, კუნწ... მა­ინც რა ვარ ასე­თი? რო­გორ მიყ­ვარ­ხარ და ზოგ­ჯერ, რა უბე­დუ­რე­ბის ეჭ­ვე­ბი ამეკ­ვი­ა­ტე­ბა ხოლ­მე. რო­გორ მინ­და, რომ არ მოგ­წყინ­დე..."

***

"შენი ბა­რა­თე­ბი მა­სულ­დგმუ­ლებს და მაძ­ლე­ბი­ნებს. თავს შენც გა­უფრ­თხილ­დი. არ და­გა­ვი­წყდეს, გე­ლო­დე­ბი და უზო­მოდ მიყ­ვარ­ხარ! გკოც­ნი, ჩემო ერ­თა­დერ­თო. მეც უკვე ძა­ლი­ან მი­ჭირს უშე­ნოდ. ფე­ხით წა­მოს­ვლა­ზე არც იფიქ­რო, კუნ­წულ. მე­ნატ­რე­ბი, მაგ­რამ ცოტა ხან­საც გავძლებ. სა­ერ­თოდ ვე­ღარ ვმღე­რი - თით­ქოს არც არას­დროს მიმ­ღე­რია. ძნე­ლია თურ­მე უშე­ნო­ბა, მე კი­დევ არა მი­შავს, მაგ­რამ ჩვე­ნი პა­ტა­რა... კარ­გია, რომ მე­გობ­რე­ბი გსტუმ­რო­ბენ და თავს მარ­ტო არ გრძნობ".

***

"გა­მარ­ჯო­ბა, ჩემო სა­ნატ­რე­ლო. მარ­თლაც, რო­გო­რი სა­ნატ­რე­ლი გა­მიხ­დი. და­მი­ჯე­რე, ჩემი დილა ცრემ­ლე­ბით იწყე­ბა და ცრემ­ლე­ბით მთავ­რდე­ბა, თუმ­ცა, უფალს მა­ინც მად­ლო­ბას ვწი­რავ ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის; იმის­თვის, რომ შენი თავი მა­ჩუ­ქა; იმის­თვის, რომ ერთ თვე­ში მაგ­რად ჩა­გე­ხუ­ტე­ბი... ვიცი, რა ძნე­ლია უპა­სუ­ხო წე­რი­ლე­ბის წერა, მაგ­რამ ჩემ­თვის უფრო ძნე­ლია, შენ რომ არ შე­გიძ­ლია პა­სუ­ხის გა­ცე­მა. შენ­ზე ვდარ­დობ. პა­ტა­რა­ზე ხომ მო­გი­ყე­ვი, ძა­ლი­ან ცელ­ქი და მო­უს­ვე­ნა­რია. დე­და­შე­ნი ხში­რად მკი­თხუ­ლობს, კარ­გი ადა­მი­ა­ნია, ყვე­ლა­ზე მე­ტად მისი ლა­პა­რა­კი მამ­შვი­დებს. მუ­ცო­ში რა­ტომ მი­დი­ხარ, უბ­რა­ლოდ? ვერც მე გწერ გემ­რი­ე­ლად, ყვე­ლას კომ­პი­უ­ტერ­თან უნდა ჯდო­მა. ხომ იცი, ახა­ლი რო­მაა, ყვე­ლას უხა­რია... გეხ­ვე­წე­ბი, არ გე­წყი­ნოს, ბევ­რს თუ ვერ მოგ­წერ. შენს ბა­ლიშს ისევ შენი სუნი აქვს და არ ვცვლი... მიყ­ვარ­ხარ! შენი ლექ­სე­ბი ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. რა­ღა­ცებს მეც ვჩხაპ­ნი ხოლ­მე, მაგ­რამ მე­რი­დე­ბა, რომ მოგ­წე­რო. ჩემ­ზე არ ინერ­ვი­უ­ლო, თავს გა­უფრ­თხილ­დი. იცის, უფალ­მა, რო­გორ მიყ­ვარ­ხარ და ყო­ველ­თვის შენს კარ­გად ყოფ­ნას, ჩვე­ნი ოჯა­ხის სიმ­ტკი­ცე­სა და ჩვე­ნი პა­ტა­რას ჯან­მრთე­ლო­ბას ვე­ვედ­რე­ბი მას. მიყ­ვარ­ხარ, მომ­წე­რე ხში­რად, შენ ხომ სწრა­ფად წერ. გკოც­ნი ძა­ლი­ან ბევ­რს!"

***

"გა­მარ­ჯო­ბა, კუნ­წულ. რა ხდე­ბა მუ­ცოს ჭა­ლა­ში? ხომ მშვი­დო­ბაა? კუნ­წულ, ისევ იმ ვა­გონ­ში ხომ არ და­გა­ძი­ნეს? არ გა­მი­ცივ­დე, იცო­დე. მო­მე­ნატ­რა მან­და­უ­რო­ბა. ხვალ წირ­ვა­ზე მივ­დი­ვარ სა­მე­ბა­ში. მე­ნატ­რე­ბი უზო­მოდ და ერთი სუ­ლით ვე­ლო­დე­ბი შენს წე­რი­ლებს. მო­მი­ყე­ვი მუ­ცოს ამ­ბე­ბი. ნე­ტავ, ჩემ­თან იყო ახლა. რო­გორ აღარ მომ­წონს სამ­ყა­რო უშე­ნოდ. რო­გო­რი მო­წყე­ნი­ლი დავ­დი­ვარ, რომ იცო­დე. ყო­ველ სა­ღა­მოს ვკი­თხუ­ლობ შენს წე­რი­ლებს ცრემ­ლე­ბით და მერე ვინ იცის, რო­დის ჩა­მე­ძი­ნე­ბა ხოლ­მე ფიქ­რე­ბით დაღ­ლილს. ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­ხარ მე და ამ ცელქ ბავ­შვს. მიყ­ვარ­ხარ და მე­ნატ­რე­ბი, ღმერ­თმა იცის, რო­გორ..."

***

"გა­მარ­ჯო­ბა, კუნ­წულ, ხომ კარ­გად ხარ? ხომ მშვი­დო­ბით მო­ი­ა­რე მუ­ცოს ჭალა? მე ისევ და ისევ მე­ნატ­რე­ბი და მე­ნატ­რე­ბი. დის­კის ჩა­წე­რა და­ვი­წყე, სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხე­ბაც გა­ვარ­კვიე, რაც მა­ინ­ტე­რე­სებ­და. შენ რომ ჩა­მოხ­ვალ, ერ­თად მო­ვი­ფიქ­როთ და დავ­გეგ­მოთ ყვე­ლა­ფე­რი. ჩვე­ნი პა­ტა­რა ამ წუ­თას, იცი, რო­გორ ფარ­თხა­ლებს? აქ ძა­ლი­ან დათ­ბა, უკვე გა­ზა­ფხუ­ლის სუნი ტრი­ა­ლებს, მაგ­რამ ჩემ­თვის შენი ჩა­მოს­ვლა იქ­ნე­ბა გა­ზა­ფხუ­ლი. მე­ნატ­რე­ბი, მიყ­ვარ­ხარ..."

***

"ძა­ლი­ან მე­წყი­ნა, ასე უცებ რომ და­მემ­შვი­დო­ბე. არა უშავს, თუ არ გცა­ლია. ცოტა ცრემ­ლებს დავღვრი და წყე­ნაც გა­და­მივ­ლის. მა­პა­ტიე, ვიცი, ეგო­ის­ტი ვარ..."

***

"ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბი, უსაშ­ვე­ლოდ. ეს თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბი არ მეშ­ვე­ბა, ტვი­ნი მე­მა­ტე­ბა ალ­ბათ. გო­ნე­ბით შენ­თან ვარ. აქ კი­დევ მე­უბ­ნე­ბი­ან, რა გა­თი­შუ­ლი და­დი­ხა­რო. ალ­ბათ, უჩე­მო­ბას მი­ეჩ­ვიე კი­დეც. არა­და, რო­გორ არ მინ­და, ასე იყოს. მე ვერ მი­ვეჩ­ვიე. ხან­და­ხან მგო­ნი, გა­წუ­ხებ თით­ქოს. ამ­დე­ნი "მიყ­ვარ­ხარ", ამ­დე­ნი "მე­ნატ­რე­ბი"... მგო­ნია, დაგ­ღა­ლე და ვერ ვხვდე­ბი. ახლა სა­ში­ნელ ხა­სი­ათ­ზე ვარ, ცრემ­ლე­ბი მახ­რჩობს. ვიცი, უსაშ­ვე­ლო წუ­წუ­ნი მიყ­ვარს, მაგ­რამ ვის ვუ­თხრა, თუ არა შენ. რა­ღაც სულ სხვა­ნა­ი­რად მო­გე­კედ­ლე და რო­გორ არ მინ­და, ჩე­მით და­ი­ღა­ლო. მა­პა­ტიე, ზოგ­ჯერ უც­ნა­უ­რი აზ­რე­ბი შე­მი­პყრობს ხოლ­მე. შენ ხარ ერ­თა­დერ­თი სიმ­დიდ­რე ჩემ­თვის, მეტი არა­ფე­რი გა­მაჩ­ნია. და ზოგ­ჯერ, როცა ცუდ რა­მეს წარ­მო­ვიდ­გენ, ვხვდე­ბი, თუ შენ ჩემ გვერ­დით არ იქ­ნე­ბი, უბ­რა­ლოდ, მოვ­კვდე­ბი! არ ვიცი, რა­ტომ, მაგ­რამ ხან­და­ხან მე­ში­ნია ამ­ხე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბის! ჩემ­ზე არ იდარ­დო. ახლა, როცა ცოტა ვი­ბო­დი­ა­ლე, და­ვის­ვე­ნე, მა­პა­ტიე. შენ მანდ შენი სი­მარ­ტო­ვეც გე­ყო­ფა, ამ­დე­ნი წუ­წუ­ნით კი­დევ მე აქე­დან გა­წყენ თავს. მგო­ნი, გა­დამ­რია ამ სიყ­ვა­რულ­მა! მიყ­ვარ­ხარ! უზო­მოდ კი არა, უფრო მე­ტად! გკოც­ნი..."

***

"დღეს ვე­ზი­ა­რე. სას­წა­უ­ლი გან­ცდაა - მა­ცხოვ­რის სის­ხლსა და ხორცს ეზი­ა­რე­ბი და სა­ოც­რად მშვიდ­დე­ბა სული. სულ სხვაა, როცა მო­ძღვა­რი დაგ­ლო­ცავს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მო­გი­წო­ნებს. მო­ნატ­რე­ბა აუ­ტა­ნე­ლია, მაგ­რამ მა­გა­საც ავი­ტან ჩვე­ნი და ჩვე­ნი შვი­ლის გუ­ლის­თვის. ჰო, მარ­თლა, დღეს რა­ღაც ჭკვი­ა­ნად იქ­ცე­ვა..."

***

"შენ მე­უბ­ნე­ბი, ნუ იტი­რე­ბო, მაგ­რამ როცა სი­ტყვე­ბი გუ­ლის გულ­ში გა­ივ­ლის, როცა სი­ხა­რუ­ლი­ცა და ტკი­ვი­ლის ჟრუ­ან­ტე­ლიც ერ­თდრო­უ­ლად და­გივ­ლის, ძნე­ლია თა­ვის შე­კა­ვე­ბა. მად­ლო­ბა უფალს, მე შენი შვი­ლის დედა რომ ვარ! შენც დიდი მად­ლო­ბა თბი­ლი სი­ტყვე­ბის­თვის და გულ­წრფე­ლი გრძნო­ბის­თვის, ჩემი ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნის­თვის. რო­გორ არ მინ­და ხოლ­მე, რომ გა­წყე­ნი­ნო. რო­გორ არ მინ­და იმა­ზე ვი­ფიქ­რო, ცხოვ­რე­ბა რომ აუ­წყო­ბე­ლი გვაქვს და ჯე­რაც რომ ვერ­სად და­ვი­ბუ­დეთ. არა უშავს, უფა­ლი მო­წყა­ლეა და ყვე­ლა­ფერ­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. რამ­დენ ოჯახს ვუ­ყუ­რებ, თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი აქვთ, მაგ­რამ მა­ინც ცა­რი­ე­ლე­ბი და­დი­ან ამ ქვე­ყა­ნა­ზე, უსიყ­ვა­რუ­ლოდ, უი­მე­დოდ, სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბი. რომ დავ­ფიქ­რდე­ბი, ჩვენ რამ­ხე­ლა წყა­ლო­ბის ღირ­სე­ბი გავ­ხდით, უსა­ზღვროდ ბედ­ნი­ე­რი ვარ - მი­ხა­რია, რომ სული ვი­პო­ვეთ და არა - ხორ­ცი. შენ გა­რე­შე აღა­რა­ფე­რი მა­ხა­რებს, მაგ­რამ ვცდი­ლობ, დარ­დმა არ დამ­თრგუ­ნოს, თა­ნაც, ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში... შენ ჩემი სი­ცო­ცხლე, ჩემი ყო­ვე­ლი ამო­სუნ­თქვა ხარ. პა­ტა­რამ მო­გი­კი­თხა დიდი სიყ­ვა­რუ­ლით, გკოც­ნით ორი­ვე".

***

"გა­სუ­ლი კა­ცი­სას რას გა­ი­გებ, - ასე და­ვარ­ქვი, კუნ­წულ, დღე­ვან­დელ დღეს. შეჩ­ვე­ვა­აო ყვე­ლა­ფე­რი, - თქვი ერთხელ და თით­ქოს ტყვია მომ­ხვდაო, ისე ამ­ტკივ­და გული. შენ ფიქ­რობ, არ უნდა გაც­ვი­თო სი­ტყვე­ბი, მე კი მგო­ნია, თუ გრძნო­ბა ცო­ცხლობს, არ უნდა შე­ვი­ნა­ხოთ სი­ტყვე­ბი ჩვენ­თვის. მეც დამ­ნა­შა­ვე ვარ, იმ­დენ რა­მეს ვერ გე­უბ­ნე­ბი... რომ შე­მეძ­ლოს, დღე­ში ათი­ა­თას­ჯერ გე­ტყო­დი, რო­გორ მიყ­ვარ­ხარ, რო­გორ მა­ხა­რებ და რო­გორ მტკი­ვა შენი ტკი­ვი­ლი. რო­გორ და­ვარ­ქვა შენს ყვე­ლა ამო­სუნ­თქვას შენი სა­ხე­ლი, შენს გუ­ლის­ცე­მას - სი­ხა­რუ­ლი ჩემი... არ იფიქ­რო, აი, ისევ წუ­წუ­ნებ­სო, გეხ­ვე­წე­ბი. უფალს ყო­ველ წამს მად­ლო­ბას ვწი­რავ, ჩემი ნა­წი­ლი, ჩემი ტან­ჯვი­სა და სი­ხა­რუ­ლის გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი, ჩემი დარ­დი, იმე­დი და ტკი­ვი­ლი რომ გაგ­ხა­და, ერთ უღელ­ში რომ შეგ­ვა­ბა... იცო­დე, მიყ­ვარ­ხარ!" ნა­ხეთ სრუ­ლად

თე­ო­ნას ბოლო წე­რი­ლი 2008 წლის 20 ივ­ნი­სით არის და­თა­რი­ღე­ბუ­ლი. თე­ო­ნა­სა და გე­ლას იმ წელს პირ­ვე­ლი შვი­ლი - დე­მეტ­რე შე­ე­ძი­ნათ და კი­დევ ერთი ზამ­თა­რი გა­ა­ტა­რეს ამ მო­ნატ­რე­ბა­სა და მო­ლო­დინ­ში. თუმ­ცა, ეს გან­შო­რე­ბა ყვე­ლა­ზე დიდ გან­შო­რე­ბას­თან შე­და­რე­ბით, თურ­მე, სათ­ქმე­ლიც არ ყო­ფი­ლა...

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
eh
1

ეს ის შემთხვევაა მწერლობას რომ აზრს უკარგავს. ყველა დაწერილი ტრაგედია გადაიდება გვერდზე რაღაცა დროით. რა ნიჭიერი გოგო იყო რამდენი რამე იკითხება ამ წერილებში

ნოდარი
2

ეეეხ, გელა ბატონო, განძი გყოლია და გაფრთხილება სჭირდებოდა...

ავტორი:

მუცოს ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა - გელა დაიაურის ემოციური პოსტი და გარდაცვლილი მეუღლის სასიყვარულო წერილები არქივიდან

მუცოს ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა - გელა დაიაურის ემოციური პოსტი და გარდაცვლილი მეუღლის სასიყვარულო წერილები არქივიდან

მუცოს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა. პოეტი გელა დაიაური გარდაცვლილი ცოლ-შვილის ფოტოს "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს და წერს:

"უთქვენობის ტკივილიანი ათი წელი ჩამოიმარცვლა, ჩემებო. მენატრებით, მახსოვხართ, მტკივიხართ, მიყვარხართ... უფალმა დაგიმკვიდროთ სასუფეველი!".

2010 წლის 22 ივლისს მთელი საქართველო შეძრა და დაამწუხრა მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ - "ჯიპის" მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა, ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის - 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაიღუპნენ გელა დაიაურის მეუღლე, ნიჭიერი მომღერალი და პოეტი თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი - დემეტრე და ჯარჯი, თეონას და - ნათია, გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და მათი ვაჟი - მამუკა. საუბედუროდ, დემეტრე დაიაური და მამუკა არაბული ადიდებულმა მდინარე არღუნმა გაიტაცა, ვერ იპოვნეს. თვითონ გელა დაიაური, თეონას ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი და დაიაურებისა და არაბულების მეგობარი თეონა ჭინჭარაული გადარჩნენ.

მხოლოდ თეონა ქუმსიაშვილისა და გელა დაიაურის უახლოესმა ადამიანებმა იციან, როგორ განიცდიდა თეონა მეუღლესთან განშორებას, როგორ უყვარდა და როგორ ენატრებოდა, როდესაც ქორწინებიდან ძალიან მალე, წყვილს ერთმანეთისგან შორს მოუწია ყოფნამ. გელა მაშინ შატილში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, თეონა კი ფეხმძიმედ იყო და გართულებების თავიდან ასაცილებლად ამჯობინეს, თბილისში დარჩენილიყო. დრო შემოდგომიდან ზაფხულამდე უსაშველოდ ძნელი და ტკივილით სავსე აღმოჩნდა ორივესთვის... გელა დღემდე ინახავს წერილებს, რომლებსაც ბარში დარჩენილი თეონა სწერდა, რომლებიდანაც საოცრად დიდი სიყვარული და მონატრება იგრძნობა.

გთავაზობთ ამ წერილების ნაწილს ჟურნალ "გზის" არქივიდან:

"...შენმა ერთმა ლექსმა ისევ ამიჩუყა გული, კუნწ... მაინც რა ვარ ასეთი? როგორ მიყვარხარ და ზოგჯერ, რა უბედურების ეჭვები ამეკვიატება ხოლმე. როგორ მინდა, რომ არ მოგწყინდე..."

***

"შენი ბარათები მასულდგმულებს და მაძლებინებს. თავს შენც გაუფრთხილდი. არ დაგავიწყდეს, გელოდები და უზომოდ მიყვარხარ! გკოცნი, ჩემო ერთადერთო. მეც უკვე ძალიან მიჭირს უშენოდ. ფეხით წამოსვლაზე არც იფიქრო, კუნწულ. მენატრები, მაგრამ ცოტა ხანსაც გავძლებ. საერთოდ ვეღარ ვმღერი - თითქოს არც არასდროს მიმღერია. ძნელია თურმე უშენობა, მე კიდევ არა მიშავს, მაგრამ ჩვენი პატარა... კარგია, რომ მეგობრები გსტუმრობენ და თავს მარტო არ გრძნობ".

***

"გამარჯობა, ჩემო სანატრელო. მართლაც, როგორი სანატრელი გამიხდი. დამიჯერე, ჩემი დილა ცრემლებით იწყება და ცრემლებით მთავრდება, თუმცა, უფალს მაინც მადლობას ვწირავ ასეთი სიყვარულისთვის; იმისთვის, რომ შენი თავი მაჩუქა; იმისთვის, რომ ერთ თვეში მაგრად ჩაგეხუტები... ვიცი, რა ძნელია უპასუხო წერილების წერა, მაგრამ ჩემთვის უფრო ძნელია, შენ რომ არ შეგიძლია პასუხის გაცემა. შენზე ვდარდობ. პატარაზე ხომ მოგიყევი, ძალიან ცელქი და მოუსვენარია. დედაშენი ხშირად მკითხულობს, კარგი ადამიანია, ყველაზე მეტად მისი ლაპარაკი მამშვიდებს. მუცოში რატომ მიდიხარ, უბრალოდ? ვერც მე გწერ გემრიელად, ყველას კომპიუტერთან უნდა ჯდომა. ხომ იცი, ახალი რომაა, ყველას უხარია... გეხვეწები, არ გეწყინოს, ბევრს თუ ვერ მოგწერ. შენს ბალიშს ისევ შენი სუნი აქვს და არ ვცვლი... მიყვარხარ! შენი ლექსები ძალიან მახარებს. რაღაცებს მეც ვჩხაპნი ხოლმე, მაგრამ მერიდება, რომ მოგწერო. ჩემზე არ ინერვიულო, თავს გაუფრთხილდი. იცის, უფალმა, როგორ მიყვარხარ და ყოველთვის შენს კარგად ყოფნას, ჩვენი ოჯახის სიმტკიცესა და ჩვენი პატარას ჯანმრთელობას ვევედრები მას. მიყვარხარ, მომწერე ხშირად, შენ ხომ სწრაფად წერ. გკოცნი ძალიან ბევრს!"

***

"გამარჯობა, კუნწულ. რა ხდება მუცოს ჭალაში? ხომ მშვიდობაა? კუნწულ, ისევ იმ ვაგონში ხომ არ დაგაძინეს? არ გამიცივდე, იცოდე. მომენატრა მანდაურობა. ხვალ წირვაზე მივდივარ სამებაში. მენატრები უზომოდ და ერთი სულით ველოდები შენს წერილებს. მომიყევი მუცოს ამბები. ნეტავ, ჩემთან იყო ახლა. როგორ აღარ მომწონს სამყარო უშენოდ. როგორი მოწყენილი დავდივარ, რომ იცოდე. ყოველ საღამოს ვკითხულობ შენს წერილებს ცრემლებით და მერე ვინ იცის, როდის ჩამეძინება ხოლმე ფიქრებით დაღლილს. ძალიან გვიყვარხარ მე და ამ ცელქ ბავშვს. მიყვარხარ და მენატრები, ღმერთმა იცის, როგორ..."

***

"გამარჯობა, კუნწულ, ხომ კარგად ხარ? ხომ მშვიდობით მოიარე მუცოს ჭალა? მე ისევ და ისევ მენატრები და მენატრები. დისკის ჩაწერა დავიწყე, საავტორო უფლებების შესახებაც გავარკვიე, რაც მაინტერესებდა. შენ რომ ჩამოხვალ, ერთად მოვიფიქროთ და დავგეგმოთ ყველაფერი. ჩვენი პატარა ამ წუთას, იცი, როგორ ფართხალებს? აქ ძალიან დათბა, უკვე გაზაფხულის სუნი ტრიალებს, მაგრამ ჩემთვის შენი ჩამოსვლა იქნება გაზაფხული. მენატრები, მიყვარხარ..."

***

"ძალიან მეწყინა, ასე უცებ რომ დამემშვიდობე. არა უშავს, თუ არ გცალია. ცოტა ცრემლებს დავღვრი და წყენაც გადამივლის. მაპატიე, ვიცი, ეგოისტი ვარ..."

***

"ძალიან მენატრები, უსაშველოდ. ეს თავის ტკივილები არ მეშვება, ტვინი მემატება ალბათ. გონებით შენთან ვარ. აქ კიდევ მეუბნებიან, რა გათიშული დადიხარო. ალბათ, უჩემობას მიეჩვიე კიდეც. არადა, როგორ არ მინდა, ასე იყოს. მე ვერ მივეჩვიე. ხანდახან მგონი, გაწუხებ თითქოს. ამდენი "მიყვარხარ", ამდენი "მენატრები"... მგონია, დაგღალე და ვერ ვხვდები. ახლა საშინელ ხასიათზე ვარ, ცრემლები მახრჩობს. ვიცი, უსაშველო წუწუნი მიყვარს, მაგრამ ვის ვუთხრა, თუ არა შენ. რაღაც სულ სხვანაირად მოგეკედლე და როგორ არ მინდა, ჩემით დაიღალო. მაპატიე, ზოგჯერ უცნაური აზრები შემიპყრობს ხოლმე. შენ ხარ ერთადერთი სიმდიდრე ჩემთვის, მეტი არაფერი გამაჩნია. და ზოგჯერ, როცა ცუდ რამეს წარმოვიდგენ, ვხვდები, თუ შენ ჩემ გვერდით არ იქნები, უბრალოდ, მოვკვდები! არ ვიცი, რატომ, მაგრამ ხანდახან მეშინია ამხელა ბედნიერების! ჩემზე არ იდარდო. ახლა, როცა ცოტა ვიბოდიალე, დავისვენე, მაპატიე. შენ მანდ შენი სიმარტოვეც გეყოფა, ამდენი წუწუნით კიდევ მე აქედან გაწყენ თავს. მგონი, გადამრია ამ სიყვარულმა! მიყვარხარ! უზომოდ კი არა, უფრო მეტად! გკოცნი..."

***

"დღეს ვეზიარე. სასწაული განცდაა - მაცხოვრის სისხლსა და ხორცს ეზიარები და საოცრად მშვიდდება სული. სულ სხვაა, როცა მოძღვარი დაგლოცავს და გადაწყვეტილებას მოგიწონებს. მონატრება აუტანელია, მაგრამ მაგასაც ავიტან ჩვენი და ჩვენი შვილის გულისთვის. ჰო, მართლა, დღეს რაღაც ჭკვიანად იქცევა..."

***

"შენ მეუბნები, ნუ იტირებო, მაგრამ როცა სიტყვები გულის გულში გაივლის, როცა სიხარულიცა და ტკივილის ჟრუანტელიც ერთდროულად დაგივლის, ძნელია თავის შეკავება. მადლობა უფალს, მე შენი შვილის დედა რომ ვარ! შენც დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის და გულწრფელი გრძნობისთვის, ჩემი ოცნებების ახდენისთვის. როგორ არ მინდა ხოლმე, რომ გაწყენინო. როგორ არ მინდა იმაზე ვიფიქრო, ცხოვრება რომ აუწყობელი გვაქვს და ჯერაც რომ ვერსად დავიბუდეთ. არა უშავს, უფალი მოწყალეა და ყველაფერში დაგვეხმარება. რამდენ ოჯახს ვუყურებ, თითქოს ყველაფერი აქვთ, მაგრამ მაინც ცარიელები დადიან ამ ქვეყანაზე, უსიყვარულოდ, უიმედოდ, სასოწარკვეთილები. რომ დავფიქრდები, ჩვენ რამხელა წყალობის ღირსები გავხდით, უსაზღვროდ ბედნიერი ვარ - მიხარია, რომ სული ვიპოვეთ და არა - ხორცი. შენ გარეშე აღარაფერი მახარებს, მაგრამ ვცდილობ, დარდმა არ დამთრგუნოს, თანაც, ამ მდგომარეობაში... შენ ჩემი სიცოცხლე, ჩემი ყოველი ამოსუნთქვა ხარ. პატარამ მოგიკითხა დიდი სიყვარულით, გკოცნით ორივე".

***

"გასული კაცისას რას გაიგებ, - ასე დავარქვი, კუნწულ, დღევანდელ დღეს. შეჩვევააო ყველაფერი, - თქვი ერთხელ და თითქოს ტყვია მომხვდაო, ისე ამტკივდა გული. შენ ფიქრობ, არ უნდა გაცვითო სიტყვები, მე კი მგონია, თუ გრძნობა ცოცხლობს, არ უნდა შევინახოთ სიტყვები ჩვენთვის. მეც დამნაშავე ვარ, იმდენ რამეს ვერ გეუბნები... რომ შემეძლოს, დღეში ათიათასჯერ გეტყოდი, როგორ მიყვარხარ, როგორ მახარებ და როგორ მტკივა შენი ტკივილი. როგორ დავარქვა შენს ყველა ამოსუნთქვას შენი სახელი, შენს გულისცემას - სიხარული ჩემი... არ იფიქრო, აი, ისევ წუწუნებსო, გეხვეწები. უფალს ყოველ წამს მადლობას ვწირავ, ჩემი ნაწილი, ჩემი ტანჯვისა და სიხარულის გამზიარებელი, ჩემი დარდი, იმედი და ტკივილი რომ გაგხადა, ერთ უღელში რომ შეგვაბა... იცოდე, მიყვარხარ!" ნახეთ სრულად

თეონას ბოლო წერილი 2008 წლის 20 ივნისით არის დათარიღებული. თეონასა და გელას იმ წელს პირველი შვილი - დემეტრე შეეძინათ და კიდევ ერთი ზამთარი გაატარეს ამ მონატრებასა და მოლოდინში. თუმცა, ეს განშორება ყველაზე დიდ განშორებასთან შედარებით, თურმე, სათქმელიც არ ყოფილა...

"დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სამყაროვ" - კახა კალაძის უმცროსი ვაჟი 2 წლის გახდა (ფოტოები წვეულებიდან)

"გააკეთა შეუძლებელი და ანდრუშას სიცოცხლე აჩუქა!" - ვინ არის ახალგაზრდა, რომელმაც  თათია შარანგიას შვილი გადაურჩინა

"მამაპაპისეული სახლის შეკეთებაზე უარი მივიღეთ... ავედით გომის მთაზე და ჩვენს თვალწინ გადაიშალა მშენებლობათა მასშტაბური პეიზაჟი" - რას წერს ცნობილი ექიმი "ფეისბუქში"