პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"მძიმე ფსიქიური სტრესის მდგომარეობაშია, გარკვეულ დეტალებს ახლა იხსენებს" - ქუთაისში ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი
"მძიმე ფსიქიური სტრესის მდგომარეობაშია, გარკვეულ დეტალებს ახლა იხსენებს" - ქუთაისში ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი

ქუ­თა­ის­ში მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ 45 წლის ქალს ბრალს დღეს წა­რუდ­გე­ნენ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მის­თვის აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სა­სა­მარ­თლო იმ­სჯე­ლებს.

ად­ვო­კა­ტის თქმით, და­კა­ვე­ბუ­ლი მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებს ეტა­პობ­რი­ვად იხ­სე­ნებს. ბრალ­დე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს, თუმ­ცა აღი­ა­რებს თუ არა ბრალს, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ად­ვო­კა­ტი ჯერ­ჯე­რო­ბით არ სა­უბ­რობს.

„ის არის მძი­მე ფსი­ქი­უ­რი სტრე­სის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. გარ­კვე­ულ დე­ტა­ლებს ახლა იხ­სე­ნებს. ამ დე­ტა­ლე­ბის და­ზუს­ტე­ბის მიზ­ნით თა­ნამ­შრომ­ლობს გა­მო­ძი­ე­ბას­თან. რაც შე­ე­ხე­ბა აღი­ა­რე­ბის სა­კითხს, თვი­თინ­კრი­მი­ნი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მოვ­ლე­ნებს წინ არ გა­ვუს­წრებ, არ და­ვარ­ღვევ მის უფ­ლე­ბებს და თავს შე­ვი­კა­ვებ კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან. დე­ტა­ლე­ბი გა­ირ­კვე­ვა საქ­მის მსვლე­ლო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. სი­მარ­თლის დად­გე­ნის სურ­ვი­ლი და ინ­ტე­რე­სი ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­საც აქვს“, - გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა ესმა ნო­რა­კი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ელი­სო ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა იმ ბი­ნის მცხოვ­რებ­ლე­ბიც და­ა­კა­ვეს, სა­დაც 18 ივ­ლისს მკვლე­ლო­ბა მოხ­და.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 45 წლის ქალი და­ა­კა­ვეს, რო­მელ­მაც თა­ვის მე­გო­ბარ ახალ­გაზ­რდა ქალს სტუმ­რად ყოფ­ნის დროს, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკო
2

ბრალს რატომ არ აღიარებს? ქურდობა უნდა?

ავტორი:

"მძიმე ფსიქიური სტრესის მდგომარეობაშია, გარკვეულ დეტალებს ახლა იხსენებს" - ქუთაისში ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი

"მძიმე ფსიქიური სტრესის მდგომარეობაშია, გარკვეულ დეტალებს ახლა იხსენებს" - ქუთაისში ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი

ქუთაისში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 45 წლის ქალს ბრალს დღეს წარუდგენენ, მოგვიანებით კი მისთვის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს.

ადვოკატის თქმით, დაკავებული მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და მომხდარის დეტალებს ეტაპობრივად იხსენებს. ბრალდებული გამოძიებასთან თანამშრომლობს, თუმცა აღიარებს თუ არა ბრალს, ამასთან დაკავშირებით ადვოკატი ჯერჯერობით არ საუბრობს.

„ის არის მძიმე ფსიქიური სტრესის მდგომარეობაში. გარკვეულ დეტალებს ახლა იხსენებს. ამ დეტალების დაზუსტების მიზნით თანამშრომლობს გამოძიებასთან. რაც შეეხება აღიარების საკითხს, თვითინკრიმინირებასთან დაკავშირებით მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, არ დავარღვევ მის უფლებებს და თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან. დეტალები გაირკვევა საქმის მსვლელობის განმავლობაში. სიმართლის დადგენის სურვილი და ინტერესი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფსაც აქვს“, - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ესმა ნორაკიამ.

შეგახსენებთ, რომ ელისო ჩეჩელაშვილის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა იმ ბინის მცხოვრებლებიც დააკავეს, სადაც 18 ივლისს მკვლელობა მოხდა.

გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 45 წლის ქალი დააკავეს, რომელმაც თავის მეგობარ ახალგაზრდა ქალს სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა - კადრები სასამრთლოდან

სამართალდამცავი, რომელიც ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა დღეს დაასახელა, გამოკითხვაზე დაიბარეს

"ვეკითხებოდი, რა დაგემართა, შვილო, იქნებ, რამეში დაგეხმარო - მეთქი, ტიროდა ბავშვი, არ მეუბნებოდა“ - რას ითხოვს გარდაცვლილი პროგრამისტის მამა?