თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დღეს წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების სია იმ ფორმულის გახმოვანებაა, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილი „რასაც ვერ იყიდის ფულით, იყიდის დიდი ფულით.“
თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე იმავე პრინციპს გამოიყენებს ბიძინა ივანიშვილი, რაც საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოიყენა.
„ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა ყველანაირი მომხიბვლელობა და მიზიდულობა ყველანაირ ჯგუფში, რადგან ვერავინ ვერ შემოგვთავაზა, გარდა ფულის ტომრებისა, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა დაავალა, იყიდონ არჩევნები. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნასწავლი გაკვეთილი არის ერთადერთი სტრატეგია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ პრეზენტაციაში გვანახა. ეს გაკვეთილი ძალიან ცუდად ჟღერს - ივანიშვილმა პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის დახარჯა ფული, წააგო პირველი ტური და მერე გადაწყვიტა დაეხარჯა ბევრი ფული. მან დღეს სია შემოგვთავაზა, რომელიც სწორედ ამ ფორმულის გახმოვანებაა: რასაც ვერ იყიდის ფულით, იყიდის დიდი ფულით. პატარა ბიზნესმენების შესაძლებლობები - ეს არის ფული, რომელსაც მისი ფინანსური შესაძლებლობა დაემატება, როგორც დიდი ფული და ის უყიდის მაგალითად სონღულაშვილს ნახევარ კახეთს. ეს ძალიან სამწუხაროა“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
თინიკო ცოტა უხერხული ხომ არ არის თქვენი მხრიდან ლაპარაკი კაცზე რომელმაც ტყაპუჭი მოგიგდოთ მხარზე და გენერალ სიმუსივით დააბოტებდი ჩვენი ჯარის წინ და პატაკს იბარებდი,ოხ ეს ოხერი ამნეზია როგორ ყოველთვის მაშინ გემართებათ როცა ცურდებით დიდი სავარძლებიდან
ეტყობა ამ ქალბატონს არ მისცა დიდი ფული ბიძინამ იმტოა ასე გამწარებული.პატარა ფულმა ვერ დაა კმაყოფილა ამ ქალბატონის მოთხოვნილებები დიდი ფული არ მისცა.რას იზამ მართალია მადა ჭამაში მოდის იმ დროს გაუჩერა ბიძინამ დაფინანსება როცა მადა კარგათ ქენდა მოსული ამას და მის ქმარს.ვწუხვარ და განვისდი