პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი ფოტოებს იღებდა, რა დროსაც წყალში გადავარდა" - ვინ იყო 16 წლის მოზარდი, რომლის ცხედარი მაშველებმა ზღვაში 2 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს
"გიორგი ფოტოებს იღებდა, რა დროსაც წყალში გადავარდა" - ვინ იყო 16 წლის მოზარდი, რომლის ცხედარი მაშველებმა ზღვაში 2 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მაშ­ვე­ლებ­მა ორ­დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად ბა­თუმ­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის ცხე­და­რი ზღვა­ში იპო­ვეს.

რო­გორც სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლი იყო 30-მდე მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი, მათ შო­რის მყვინ­თავ­თა ჯგუ­ფი. ად­გილ­ზე მუ­შა­ობ­და 2 სკუ­ტე­რი და 2 ნავი. მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო დრო­ნი. ამას­თან, ექო­ლო­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და წყლის ფსკე­რის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა.

"არას­რულ­წლოვ­ნის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 16 ივ­ლისს შე­მო­ვი­და, რის შემ­დე­გაც სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­მა და­ი­წყო აქ­ტი­უ­რი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი რო­გორც წლის ზე­და­პირ­ზე, ასე­ვე წყალ­ში" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გარ­დაც­ვლი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი გი­ორ­გი სტე­ფა­ნაშ­ვი­ლია. რო­გორც kvirispalitra.ge-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, და­კარ­გუ­ლი მო­ზარ­დი რუს­თა­ვი­დან გახ­ლდათ და ბა­თუმ­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად ის­ვე­ნებ­და.

და­კარ­გუ­ლი ბი­ჭის ახ­ლო­ბე­ლი: "იმ ად­გი­ლას, სა­დაც დი­ლის 7 სა­ათ­ზე ბი­ჭებ­მა გა­ი­სე­ირ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტეს, ზღვა­ში საკ­მა­ოდ ღრმად შე­დის ხიდი და იმ ხიდ­ზე გა­ვიდ­ნენ. სრუ­ლი­ად ფხიზ­ლე­ბი იყ­ვნენ, ფო­ტო­ებს იღებ­დნენ და სწო­რედ ფო­ტოს გა­და­ღე­ბის დროს გა­და­ვარ­და წყალ­ში.

რომ ჩა­ვარ­და, მე­გო­ბა­რიც გა­დახ­ტა საშ­ვე­ლად, თუმ­ცა გი­ორ­გის ამ ბი­ჭის ჩათ­რე­ვაც და­უ­წყია და ვერ შეძ­ლო შვე­ლა, იმ წამ­სვე ატე­ხეს ხმა­უ­რი და ადა­მი­ა­ნე­ბის საშ­ვე­ლად და­ძა­ხე­ბა და­ნარ­ჩე­ნებ­მა...

გამ­ვლე­ლი 2 ბიჭი შე­ვი­და საშ­ვე­ლად და მაშ­ვე­ლე­ბიც, თუმ­ცა შტორ­მის მე­ო­რე დღე იყო, ტალ­ღე­ბი ისევ იყო ზღვა­ზე, წყა­ლიც ღრმაა და დი­ნე­ბას წა­ღე­ბუ­ლი ჰყავ­და უკვე...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"გიორგი ფოტოებს იღებდა, რა დროსაც წყალში გადავარდა" - ვინ იყო 16 წლის მოზარდი, რომლის ცხედარი მაშველებმა ზღვაში 2 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს

"გიორგი ფოტოებს იღებდა, რა დროსაც წყალში გადავარდა" - ვინ იყო 16 წლის მოზარდი, რომლის ცხედარი მაშველებმა ზღვაში 2 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ორდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად ბათუმში გაუჩინარებული არასრულწლოვნის ცხედარი ზღვაში იპოვეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 30-მდე მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი. ადგილზე მუშაობდა 2 სკუტერი და 2 ნავი. მობილიზებული იყო დრონი. ამასთან, ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა წყლის ფსკერის დათვალიერება.

"არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 16 ივლისს შემოვიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაიწყო აქტიური საძიებო სამუშაოები როგორც წლის ზედაპირზე, ასევე წყალში" - ნათქვამია ინფორმაციაში.

გარდაცვლილი არასრულწლოვანი გიორგი სტეფანაშვილია. როგორც kvirispalitra.ge-სთვის გახდა ცნობილი, დაკარგული მოზარდი რუსთავიდან გახლდათ და ბათუმში მეგობრებთან ერთად ისვენებდა.

დაკარგული ბიჭის ახლობელი: "იმ ადგილას, სადაც დილის 7 საათზე ბიჭებმა გაისეირნება გადაწყვიტეს, ზღვაში საკმაოდ ღრმად შედის ხიდი და იმ ხიდზე გავიდნენ. სრულიად ფხიზლები იყვნენ, ფოტოებს იღებდნენ და სწორედ ფოტოს გადაღების დროს გადავარდა წყალში.

რომ ჩავარდა, მეგობარიც გადახტა საშველად, თუმცა გიორგის ამ ბიჭის ჩათრევაც დაუწყია და ვერ შეძლო შველა, იმ წამსვე ატეხეს ხმაური და ადამიანების საშველად დაძახება დანარჩენებმა...

გამვლელი 2 ბიჭი შევიდა საშველად და მაშველებიც, თუმცა შტორმის მეორე დღე იყო, ტალღები ისევ იყო ზღვაზე, წყალიც ღრმაა და დინებას წაღებული ჰყავდა უკვე...წაიკითხეთ სრულად

"ღამურებზე ლუგარში ბევრი კვლევა ტარდება, მაგრამ ხალხს არ ვეუბნებით, მოგვაწოდონ" - გამყრელიძე ოსურ მედიას პასუხობს

რა ტოქსიკური თვისებები აქვთ პროდუქტებს - სურსათის ექსპერტის რეკომენდაციები

რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ საზამთრომ და ნესვმა არ მოგწამლოთ - "თუ ეს ზოლი ყვითელი ფერისაა, ნიშნავს რომ დაბინძურებულია ნიტრატებით"