სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გაუყიდეს საზღვარგარეთ მცხოვრებ ვეტერან ფეხბურთელს სახლი საქართველოში თაღლითებმა
როგორ გაუყიდეს საზღვარგარეთ მცხოვრებ ვეტერან ფეხბურთელს სახლი საქართველოში თაღლითებმა

ბელ­გი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს და სსრკ ჭა­ბუკ­თა ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი ფორ­ვარ­დი, 1984 წლის ევ­რო­პის ვიცე ჩე­მი­ო­ნი (U 18) გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­უ­ლი თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლი გახ­და. მისი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლოდ, 250 000 აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საა, ვინ­მე ევ­გე­ნი კოს­ტენ­კომ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი მინ­დო­ბი­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მე­სა­მე პირს გა­და­უ­ფორ­მა, რო­მელ­მაც სახ­ლი იპო­თე­კით დატ­ვირ­თა და შემ­დეგ გა­ას­ხვი­სა.

სახ­ლი რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­ვდა სხვა­დას­ხვა მე­სა­კუთ­რის ხელ­ში ისე, რომ რე­ა­ლურ­მა მე­პატ­რო­ნემ ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და, რომ არა მისი ოჯა­ხის ახ­ლობ­ლის მიერ სახ­ლის ფა­სად­ზე ამო­კი­თხუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, რომ ის იყი­დე­ბო­და.

რო­გორც გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­უ­ლი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, მას სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბის გა­ყიდ­ვის ან მას­ში შეს­ვლი­სა და ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა არა­ნა­ი­რი დო­კუ­მენ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე არ მი­უ­ცია არც აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის­თვის და არც ახ­ლან­დე­ლი მე­სა­კუთ­რის­თვის, რო­მე­ლიც სა­ჯა­რო რე­ესტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ახლა თეა შან­ში­აშ­ვი­ლია.

გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თავს თხოვ­ნით, დრო­უ­ლად გა­მო­ი­ძი­ონ საქ­მე და და­უბ­რუ­ნონ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­შიც მთე­ლი თა­ვი­სი რე­სურ­სი და შრო­მა ჩადო.

„2002 წელს თბი­ლის­ში, დიდ დი­ღომ­ში შე­ვი­ძი­ნე მი­წის ფარ­თო­ბი (გო­გი­ძის ქ.,7), რო­მელ­ზეც ემიგ­რა­ცი­ა­ში მძი­მე შრო­მი­თა და წვა­ლე­ბით, ახ­ლობ­ლე­ბი­სა და ნა­თე­სა­ვე­ბის მხარ­და­ჭე­რით ავა­შე­ნე სახ­ლი. აღ­ნიშ­ნულ სახ­ლს 2016 წლამ­დე პატ­რო­ნობ­და მა­მა­ჩე­მი შალ­ვა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი. მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სახლ-კარ­ში არა­ვინ ცხოვ­რობ­და, ნა­თე­სა­ვე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი აკი­თხავ­დნენ და უვ­ლიდ­ნენ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად. 2020 წლის ივ­ნის­ში ჩემი ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებ­მა სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩი­ნეს და შე­მა­ტყო­ბი­ნეს, რომ ჩემ­თვის უც­ნო­ბი პი­რე­ბი თაღ­ლი­თუ­რი გზით და­ე­პატ­რო­ნენ ჩემ კუთ­ვნილ სახლ-კარს და გა­და­ყი­დეს, ისე რომ საქ­მის კურ­სში არ ვყო­ფილ­ვარ. პან­დე­მი­ის, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო ვერ ვა­ხერ­ხებ ჩა­მოს­ვლას სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ შო­კის მომ­გვრე­ლი ფაქ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სას­წრა­ფოდ 2020 წლის 23 ივ­ნისს ავიყ­ვა­ნე გა­მოც­დი­ლი ად­ვო­კა­ტი ოთარ კა­ჭ­კა­ჭაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი“, - გან­გვი­მარ­ტა გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­ულ­მა.

რა­ტომ ენდო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო რე­ესტრი ყალბ დო­კუ­მენტს და რამ­დე­ნად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ვე­ტე­რან ფეხ­ბურ­თელს ქო­ნე­ბა უკან და­უბ­რუნ­დეს, ამ კი­თხვე­ბით მის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცველს, იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნია OK&CG-ის დამ­ფუძ­ნე­ბელს, ოთარ კა­ჭ­კა­ჭაშ­ვილს მივ­მარ­თეთ.

აღ­მოჩ­ნდა, რომ ად­ვო­კა­ტებ­მა თბი­ლი­სის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნულ პრო­კუ­რა­ტუ­რას 3 კვი­რის წინ მი­მარ­თეს და დე­ტა­ლუ­რად აღუ­წე­რეს ფაქ­ტის სიმ­ძი­მე. ამას­თან, მო­ი­თხო­ვეს, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნამ­დე სახ­ლის­თვის ყა­და­ღა და­ე­დოთ, თუმ­ცა რო­გორც ად­ვო­კა­ტი ოთარ კა­ჭ­კა­ჭაშ­ვი­ლი აცხა­დებს, ამა­ზე და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი უარი მი­ი­ღეს. მი­სი­ვე მტკი­ცე­ბით, საქ­მის ად­ვო­კა­ტე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რას დღემ­დე არ და­უ­ბა­რე­ბია გა­მო­კი­თხვა­ზე და არც საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტა­ცია გა­მო­უ­თხო­ვია სა­ჯა­რო რე­ესტრი­დან.

ად­ვო­კა­ტის თქმით, ეს ბა­დებს სა­ფუძ­ვლი­ან ეჭვს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა არა­ო­პე­რა­ტი­უ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტი სა­უბ­რობს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან უცხო­უ­რი, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, დსთ-სა და მის ყო­ფილ წევრ ქვეყ­ნებ­ში (ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, უკ­რა­ი­ნა­ში) შედ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­მართ სრუ­ლი­ად გა­უ­აზ­რე­ბელ მიდ­გო­მა­ზე, რის გა­მოც შე­იძ­ლე­ბა, თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის უძ­რა­ვი და მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა თაღ­ლი­თე­ბის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდეს. ამ­რი­გად, ად­ვო­კა­ტის თქმით, მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვალ სა­ჯა­რო რე­ესტრსაც ეკის­რე­ბა.

„დსთ კი დავ­ტო­ვეთ, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ მის წევრ ან ყო­ფილ წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში დამ­ზა­დე­ბულ დო­კუ­მენტს სა­ქარ­თვე­ლო­ში ლე­გა­ლი­ზა­ცია არ ესა­ჭი­რო­ე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ასე­თი ტი­პის დო­კუ­მენ­ტე­ბი არის მი­სა­ღე­ბი და საკ­მა­რი­სია მისი მხო­ლოდ ნო­ტა­რი­უ­ლად თარ­გმნა და და­მოწ­მე­ბა. თუმ­ცა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მაა ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში შედ­გე­ნილ დო­კუ­მენტზე - მისი და­მოწ­მე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ან აპოს­ტი­ლი­ზა­ცი­ის ფორ­მით. მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში აქვს მას იუ­რი­დი­უ­ლი ძალა.

ჩვენს გაკ­ვირ­ვე­ბას იწ­ვევს ეს ფაქ­ტი, რა­ტომ სარ­გებ­ლო­ბენ დსთ-სა და მისი ყო­ფი­ლი წევ­რი ქვეყ­ნე­ბი ამ პრი­ო­რი­ტე­ტით და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან რა­ტომ არ არის უფრო ფრთხი­ლი მიდ­გო­მა მათ მი­მართ. სა­ნამ ასე­თი დო­კუ­მენ­ტე­ბის შე­მოწ­მე­ბის მე­ქა­ნიზ­მი უფრო არ გამ­კაცრ­დე­ბა, თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის უძ­რა­ვი თუ მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა საფრ­თხის ქვეშ იქ­ნე­ბა, რად­გან ამ მე­თო­დით ნე­ბის­მი­ერ პირს შე­უძ­ლია, ნე­ბის­მი­ე­რი პი­რის უძ­რა­ვი ან მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა გა­ას­ხვი­სოს ისე, რომ მე­სა­კუთ­რემ ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­დეს და გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­უ­ლის მსგავ­სად მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ი­გოს ან გა­არ­კვი­ოს ისეთ დროს, როცა შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან გვი­ან იყოს. სწო­რედ ამი­ტომ იკ­ვე­თე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს როლი ამ საქ­მე­ში“, - გან­მარ­ტა ოთარ კა­ჭ­კა­ჭაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­უ­ლის­თვის ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა, ოთარ კა­ჭ­კა­ჭაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ მისი გუნ­დი გა­მო­ძი­ე­ბის მი­მართ ოპ­ტი­მის­ტუ­რად არის გან­წყო­ბი­ლი, ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ და­ზა­რა­ლე­ბულს კუთ­ვნილ სახ­ლს ვერ და­უბ­რუ­ნე­ბენ, სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა სხვა კუ­თხით გაგ­რძელ­დე­ბა:

„არ გვინ­და, და­ვუშ­ვათ ის შემ­თხვე­ვა, რომ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა ვერ დაბ­რუნ­დე­ბა, რად­გან სხვაგ­ვა­რად ამ საქ­მი­დან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა იქ­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი. მი­ზე­ზი კი ისაა, რომ შე­საძ­ლოა, საქ­მე­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი გვა­რე­ბი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­დეს და საქ­მე გვქონ­დეს თაღ­ლი­თურ სქე­მას­თან. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის ვერ გა­მო­იკ­ვე­თა, მა­შინ მომ­ზად­დე­ბა სარ­ჩე­ლი და მივ­მარ­თავთ სა­ხელ­მწი­ფოს, გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­ულს აუ­ნა­ზღა­უ­როს მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლი“, - გან­მარ­ტავს ად­ვო­კა­ტი.

ჯერ­ჯე­რო­ბით, უც­ნო­ბია, აქვს თუ არა გა­მო­ძი­ე­ბას რა­ი­მე სი­ახ­ლე და იკ­ვე­თე­ბა თუ არა დამ­ნა­შა­ვე­თა წრე, თუმ­ცა რო­გორც საქ­მის ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, სა­ნამ დსთ-სა და მის ყო­ფი­ლი წევრ ქვეყ­ნებ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­მართ შე­მოწ­მე­ბის მე­ქა­ნიზ­მი არ შე­იც­ვლე­ბა, მა­ნამ­დე ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის კერ­ძო სა­კუთ­რე­ბას შე­იძ­ლე­ბა, საფრ­თხე და­ე­მუქ­როს.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
5

თიბისი ბანკი კლიენტებს პარავს თანხას, არასამუშაო საათებში ირიხცება თანხა უკრაინაში და ცხელ ხაზზე თუ დარეკავ არ რეაგირებენ, გეტყვიან არასამუშაო საათებია და შემდგომში შემოიტანე განცხადებაო, რეაგირება რომ მოახდინონ შეუძლიათ დარეკონ უკრაინაში და დაბლოკონ ის ანგარიში სადაც გადაირიცხა, მაგრამ თვითონ დგანან ამ თათლითობის უკან, უკვე 1000-ობით დაზარალებულია, რატომ ამ საკითხზე არ წერთ არაფერს?

ლევანი
1

ძალიან მნიშვნელოვანი შემთხვევაა და სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს ამ შემთხვევის გამოძიებაში!!! ვთხოვ შესაბამის ყველა უწყებას დახმარებისკენ, თითოეული ჩვენთაგანი შეიძლება გავხდეთ მსგავსი შემთხვევის მსხვერპლი!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

როგორ გაუყიდეს საზღვარგარეთ მცხოვრებ ვეტერან ფეხბურთელს სახლი საქართველოში თაღლითებმა

როგორ გაუყიდეს საზღვარგარეთ მცხოვრებ ვეტერან ფეხბურთელს სახლი საქართველოში თაღლითებმა

ბელგიაში მცხოვრები ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი, საქართველოს და სსრკ ჭაბუკთა ნაკრების ყოფილი ფორვარდი, 1984 წლის ევროპის ვიცე ჩემიონი (U 18) გიორგი ჭინჭარაული თაღლითობის მსხვერპლი გახდა. მისი უძრავი ქონება, რომელიც საშუალოდ, 250 000 აშშ დოლარის ღირებულებისაა, ვინმე ევგენი კოსტენკომ გაყალბებული მინდობილობის გამოყენებით მესამე პირს გადაუფორმა, რომელმაც სახლი იპოთეკით დატვირთა და შემდეგ გაასხვისა.

სახლი რამდენჯერმე მოხვდა სხვადასხვა მესაკუთრის ხელში ისე, რომ რეალურმა მეპატრონემ ამის შესახებ არაფერი იცოდა, რომ არა მისი ოჯახის ახლობლის მიერ სახლის ფასადზე ამოკითხული განცხადება, რომ ის იყიდებოდა.

როგორც გიორგი ჭინჭარაული ჩვენთან საუბარში განმარტავს, მას საკუთარი ქონების გაყიდვის ან მასში შესვლისა და ცხოვრების უფლება არანაირი დოკუმენტის საფუძველზე არ მიუცია არც აღნიშნული პირისთვის და არც ახლანდელი მესაკუთრისთვის, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით, ახლა თეა შანშიაშვილია.

გიორგი ჭინჭარაული საქართველოს პროკურატურას მიმართავს თხოვნით, დროულად გამოიძიონ საქმე და დაუბრუნონ უძრავი ქონება, რომლის მშენებლობაშიც მთელი თავისი რესურსი და შრომა ჩადო.

„2002 წელს თბილისში, დიდ დიღომში შევიძინე მიწის ფართობი (გოგიძის ქ.,7), რომელზეც ემიგრაციაში მძიმე შრომითა და წვალებით, ახლობლებისა და ნათესავების მხარდაჭერით ავაშენე სახლი. აღნიშნულ სახლს 2016 წლამდე პატრონობდა მამაჩემი შალვა ჭინჭარაული. მამის გარდაცვალების შემდეგ სახლ-კარში არავინ ცხოვრობდა, ნათესავები და ახლობლები აკითხავდნენ და უვლიდნენ შეძლებისდაგვარად. 2020 წლის ივნისში ჩემი ოჯახის ახლობლებმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს და შემატყობინეს, რომ ჩემთვის უცნობი პირები თაღლითური გზით დაეპატრონენ ჩემ კუთვნილ სახლ-კარს და გადაყიდეს, ისე რომ საქმის კურსში არ ვყოფილვარ. პანდემიის, მატერიალური პირობებისა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ ვახერხებ ჩამოსვლას საქართველოში. ამ შოკის მომგვრელი ფაქტიდან გამომდინარე სასწრაფოდ 2020 წლის 23 ივნისს ავიყვანე გამოცდილი ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილი, რომელმაც განახორციელა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები“, - განგვიმარტა გიორგი ჭინჭარაულმა.

რატომ ენდო საქართველოს საჯარო რეესტრი ყალბ დოკუმენტს და რამდენად არის შესაძლებელი ვეტერან ფეხბურთელს ქონება უკან დაუბრუნდეს, ამ კითხვებით მის ინტერესების დამცველს, იურიდიული კომპანია OK&CG-ის დამფუძნებელს, ოთარ კაჭკაჭაშვილს მივმართეთ.

აღმოჩნდა, რომ ადვოკატებმა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურას 3 კვირის წინ მიმართეს და დეტალურად აღუწერეს ფაქტის სიმძიმე. ამასთან, მოითხოვეს, დამნაშავეების გამოვლენამდე სახლისთვის ყადაღა დაედოთ, თუმცა როგორც ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილი აცხადებს, ამაზე დაუსაბუთებელი უარი მიიღეს. მისივე მტკიცებით, საქმის ადვოკატები პროკურატურას დღემდე არ დაუბარებია გამოკითხვაზე და არც საქმეში არსებული ყალბი დოკუმენტაცია გამოუთხოვია საჯარო რეესტრიდან.

ადვოკატის თქმით, ეს ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ გამოძიება არაოპერატიულად მიმდინარეობს.

ამასთან, ადვოკატი საუბრობს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან უცხოური, უფრო კონკრეტულად, დსთ-სა და მის ყოფილ წევრ ქვეყნებში (ამ შემთხვევაში სავარაუდოდ, უკრაინაში) შედგენილი დოკუმენტაციის მიმართ სრულიად გაუაზრებელ მიდგომაზე, რის გამოც შეიძლება, თითოეული მოქალაქის უძრავი და მოძრავი ქონება თაღლითების ხელში აღმოჩნდეს. ამრიგად, ადვოკატის თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ საჯარო რეესტრსაც ეკისრება.

„დსთ კი დავტოვეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის წევრ ან ყოფილ წევრ სახელმწიფოებში დამზადებულ დოკუმენტს საქართველოში ლეგალიზაცია არ ესაჭიროება. საქართველოსთვის ასეთი ტიპის დოკუმენტები არის მისაღები და საკმარისია მისი მხოლოდ ნოტარიულად თარგმნა და დამოწმება. თუმცა განსხვავებული მიდგომაა ევროპის ქვეყნებში შედგენილ დოკუმენტზე - მისი დამოწმება აუცილებელია ლეგალიზაციის ან აპოსტილიზაციის ფორმით. მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს მას იურიდიული ძალა.

ჩვენს გაკვირვებას იწვევს ეს ფაქტი, რატომ სარგებლობენ დსთ-სა და მისი ყოფილი წევრი ქვეყნები ამ პრიორიტეტით და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან რატომ არ არის უფრო ფრთხილი მიდგომა მათ მიმართ. სანამ ასეთი დოკუმენტების შემოწმების მექანიზმი უფრო არ გამკაცრდება, თითოეული მოქალაქის უძრავი თუ მოძრავი ქონება საფრთხის ქვეშ იქნება, რადგან ამ მეთოდით ნებისმიერ პირს შეუძლია, ნებისმიერი პირის უძრავი ან მოძრავი ქონება გაასხვისოს ისე, რომ მესაკუთრემ ამის შესახებ არაფერი იცოდეს და გიორგი ჭინჭარაულის მსგავსად მოგვიანებით გაიგოს ან გაარკვიოს ისეთ დროს, როცა შეიძლება, ძალიან გვიან იყოს. სწორედ ამიტომ იკვეთება სახელმწიფოს როლი ამ საქმეში“, - განმარტა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი გიორგი ჭინჭარაულისთვის ქონების დაბრუნება, ოთარ კაჭკაჭაშვილი განმარტავს, რომ მისი გუნდი გამოძიების მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულს კუთვნილ სახლს ვერ დაუბრუნებენ, სამართლებრივი დავა სხვა კუთხით გაგრძელდება:

„არ გვინდა, დავუშვათ ის შემთხვევა, რომ უძრავი ქონება ვერ დაბრუნდება, რადგან სხვაგვარად ამ საქმიდან დაზარალებულის ინტერესების დაცვა იქნება შეუძლებელი. მიზეზი კი ისაა, რომ შესაძლოა, საქმეში მოხსენიებული გვარები საერთოდ არ არსებობდეს და საქმე გვქონდეს თაღლითურ სქემასთან. იმ შემთხვევაში, თუ დამნაშავეების ვერ გამოიკვეთა, მაშინ მომზადდება სარჩელი და მივმართავთ სახელმწიფოს, გიორგი ჭინჭარაულს აუნაზღაუროს მიყენებული ზარალი“, - განმარტავს ადვოკატი.

ჯერჯერობით, უცნობია, აქვს თუ არა გამოძიებას რაიმე სიახლე და იკვეთება თუ არა დამნაშავეთა წრე, თუმცა როგორც საქმის ადვოკატი აცხადებს, სანამ დსთ-სა და მის ყოფილი წევრ ქვეყნებში მომზადებული დოკუმენტაციის მიმართ შემოწმების მექანიზმი არ შეიცვლება, მანამდე ყველა მოქალაქის კერძო საკუთრებას შეიძლება, საფრთხე დაემუქროს.

Buongiorno იტალიიდან: ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ყველის – „მოცარელას“ ისტორია (+ შემწვარი ყველის სენდვიჩის რეცეპტი)

მათთვის, ვისაც რეიტინგულ უნივერსიტეტში ჩაბარება სურს

პირველად საქართველოში ფერმერებს დაზიანებული მოსავლის საწყისი ინვესტიციის უკან დაბრუნების შანსი ეძლევათ