მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერს რუსული მედია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე?
რას წერს რუსული მედია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე?

19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ტრა­გე­დი­ის გარ­შე­მო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებ­საც გას­ცდა. რუ­სუ­ლი და სხვა პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის მე­დია, ასე­ვე ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად მსჯე­ლო­ბენ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ და საქ­მის სა­ვა­რა­უ­დო სცე­ნა­რებ­საც გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

"ქუ­ჩის გარ­ჩე­ვებს ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე ისევ ეწი­რე­ბა..." - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის ჯერ კი­დევ და­უდ­გე­ნელ ვი­თა­რე­ბა­ში და­ღუპ­ვის ამ­ბავს გა­მო­ცე­მა nor.ge. ავ­ტო­რის თქმით, ეს არის მძი­მე მემ­კვიდ­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებს ერ­გოთ და ბო­ლომ­დე თავი ვერ და­აღ­წი­ეს.

korrespondent.net-ის ცნო­ბით, მე­გობ­რებ­თან პიკ­ნიკს 19 წლის ფე­ხუბრთე­ლის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა.

"მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე მომ­ხდა­რი უთან­ხმო­ე­ბა სა­სიკ­ვდი­ლო და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თელ­მა, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­თან ერ­თად, იქა­უ­რო­ბა და­ტო­ვა, მას შემ­დეგ ის არა­ვის უნა­ხავს... 4-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, რო­მელ­შიც 70-მდე მაშ­ვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მისი ცხე­და­რი მდი­ნა­რე­ში იპო­ვეს" – წერს გა­მო­ცე­მა.

"მე­გობ­რებ­თან პიკ­ნიკს შე­წი­რუ­ლი ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლის ამ­ბა­ვი, რომ­ლის გარ­შე­მოც ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყვე­ლა დე­ტა­ლის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბას ითხოვს... მა­თი­ვე მო­საზ­რე­ბით, 17 ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის და­კა­ვე­ბა საკ­მა­რი­სი არ არის, კი­თხვე­ბი არ­სე­ბობს, რო­მელ­საც პა­სუ­ხე­ბი უნდა გა­ე­ცეს" - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა lenta.ru სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას.

"მე­გობ­რებ­თან პიკ­ნიკ­ზე მომ­ხდარ გა­უ­გებ­რო­ბა ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლის სიკ­ვდი­ლით დას­რულ­და - რა გა­ირ­კვე­ვა მდი­ნა­რე­ში ნა­პოვ­ნი ბი­ჭის ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი სიკ­ვდი­ლის გარ­შე­მო?.." - წერს კი­დევ ერთი რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა rusvesna.su. მათი ცნო­ბით, ქარ­თუ­ლი მე­დია ცდი­ლობს გა­არ­კვი­ოს, რა ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა ბიჭი მდი­ნა­რეს­თან, მას შემ­დეგ, რაც მან კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ, წვე­უ­ლე­ბა და­ტო­ვა.

ამ­ბავს, რო­მელ­მაც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა, არა მხო­ლოდ რუ­სუ­ლი მე­დია, არა­მედ რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ:

"მუ­შა­ობს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რაც, მაგ­რამ კი­თხვებს ტო­ვებს, რო­მელ­საც პუნ­ქტე­ბად ჰყო­ფენ და ნაკ­ლე­ბად სან­დო ვერ­სი­ე­ბად გა­ნი­ხი­ლა­ვენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი წევ­რე­ბი, რაც ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი სა­ხელ­მწი­ფოს ყვე­ლა შე­სა­ბა­მის ინ­სტი­ტუტს რენდგენ­ში ატა­რე­ბენ. მი­ვე­სალ­მე­ბი ასეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და ვი­სურ­ვებ­დი ჩვენ­თა­ნაც ყო­ფი­ლი­ყოს, კი­დევ უფრო მეტი დო­ზით..." - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვლად ცარ­სკი.

"რე­ზო­ნან­სუ­ლი შემ­თხვე­ვის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ყო­ველ­თვის ამარ­თლებს ისეთ ქვეყ­ნებ­ში, რო­მელ­საც მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის მხრივ მძი­მე მემ­კვიდ­რე­ო­ბა ხვდა წი­ლად. ეს თით­ქმის ყვე­ლა პოსტსაბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნას ეხე­ბა. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ სი­მარ­თლის პოვ­ნა ბრძო­ლით გვი­წევს, მაგ­რამ ზოგ ქვე­ყა­ნა­ში ესეც ვერ ხერ­ხდე­ბა..." - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვა­ლენ­ტი­ნა ბრა­გი­ნე­ცი.

"დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი, თუმ­ცა ვიცი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭ­ვე­ბი და კი­თხვე­ბი აქვს და ცდი­ლო­ბენ, ყვე­ლა­ფერ­ზე ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხი მი­ი­ღონ. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, აქ­ტი­უ­რობს თუ არა ოჯა­ხი. ეს ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი გა­მო­ძი­ე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად გამ­ჭირ­ვა­ლედ ჩა­ტა­რე­ბას ითხო­ვენ, რაც დე­მოკ­რა­ტი­ის ნი­შა­ნია... რუ­სეთ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში, ასე­თი და უა­რე­სი ამ­ბე­ბი ისე მოხ­დე­ბო­და, ხმას ვე­რა­ვინ ამო­ი­ღებ­და ან ყვე­ლა­ზე დიდი, ოჯა­ხი გა­აპ­რო­ტეს­ტებ­და, თუკი და­სა­კარ­გი არა­ფე­რი ექ­ნე­ბო­დათ", - მი­აჩ­ნია ელე­ნა პარცკის.

"ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ ახალ­გაზ­რდა სი­ცო­ცხლის გამო, რო­მე­ლიც ალ­ბათ სრუ­ლი­ად გა­უ­აზ­რე­ბელ, იმ­პულ­სურ და ზედ­მე­ტად ახალ­გაზ­რდულ და­პი­რის­პი­რე­ბას მოჰ­ყვა. დიდი ალ­ბა­თო­ბით, ვერც ერ­თმა გა­ი­აზ­რა კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გი. თუმ­ცა, რა­საც ვხვდე­ბი, ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სურს, ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად და­ი­სა­ჯოს, მისი სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად.

ჩვენ ვართ ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც დე­მოკ­რა­ტია და სა­ხელ­მწი­ფოს ინ­სტი­ტუ­ტე­ბი თუნ­დაც ასე­თი ტრა­გე­დი­ე­ბით, სის­ხლით, გავ­ლე­ნი­ა­ნი თუ უბ­რა­ლო ოჯა­ხე­ბის შვი­ლე­ბის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თლის, მისი შე­დე­გე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი თან­მხლე­ბი პრო­ცე­სე­ბი­სას იწე­რე­ბა. ახლა სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა კი­დევ ერთ, ძა­ლი­ან მძი­მე გა­მოც­დას გა­დის, ვნა­ხოთ რა გა­ირ­კვე­ვა საქ­მის გარ­შე­მო და საით წავა პრო­ცე­სე­ბი ქვე­ყა­ნა­ში" - წერს ანია ტი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ana
12

Postsabchota memkvidreoba- zusti natkvamia. Umravlesoba mavne chveva swored sabchota kavshiridan moyveba saqartvelos- korupcia, nepotizmi, mkvlelebis gavleniani mfarvelebi.

სოსო
32
მაგათ თავის თავს მიხედონ!
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რას წერს რუსული მედია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე?

რას წერს რუსული მედია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე?

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიის გარშემო საზოგადოებრივი ინტერესი საქართველოს ფარგლებსაც გასცდა. რუსული და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მედია, ასევე ინტერნეტმომხმარებლები აქტიურად მსჯელობენ მომხდარის შესახებ და საქმის სავარაუდო სცენარებსაც განიხილავენ.

"ქუჩის გარჩევებს ახალგაზრდა ადამიანების სიცოცხლე ისევ ეწირება..." - ასე ეხმაურება 19 წლის ფეხბურთელის ჯერ კიდევ დაუდგენელ ვითარებაში დაღუპვის ამბავს გამოცემა nor.ge. ავტორის თქმით, ეს არის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ერგოთ და ბოლომდე თავი ვერ დააღწიეს.

korrespondent.net-ის ცნობით, მეგობრებთან პიკნიკს 19 წლის ფეხუბრთელის სიცოცხლე შეეწირა.

"მეგობრის დაბადების დღეზე მომხდარი უთანხმოება სასიკვდილო დაპირისპირებაში გადაიზარდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა, რამდენიმე ადამიანთან ერთად, იქაურობა დატოვა, მას შემდეგ ის არავის უნახავს... 4-დღიანი ძებნის შემდეგ, რომელშიც 70-მდე მაშველი მონაწილეობდა, მისი ცხედარი მდინარეში იპოვეს" – წერს გამოცემა.

"მეგობრებთან პიკნიკს შეწირული ახალგაზრდა ფეხბურთელის ამბავი, რომლის გარშემოც ქართველი საზოგადოება ყველა დეტალის გამოაშკარავებას ითხოვს... მათივე მოსაზრებით, 17 ეჭვმიტანილის დაკავება საკმარისი არ არის, კითხვები არსებობს, რომელსაც პასუხები უნდა გაეცეს" - ასე ეხმაურება lenta.ru საქართველოში მომხდარ ტრაგედიას.

"მეგობრებთან პიკნიკზე მომხდარ გაუგებრობა ახალგაზრდა ფეხბურთელის სიკვდილით დასრულდა - რა გაირკვევა მდინარეში ნაპოვნი ბიჭის ბურუსით მოცული სიკვდილის გარშემო?.." - წერს კიდევ ერთი რუსული გამოცემა rusvesna.su. მათი ცნობით, ქართული მედია ცდილობს გაარკვიოს, რა ვითარებაში აღმოჩნდა ბიჭი მდინარესთან, მას შემდეგ, რაც მან კონფლიქტის შემდეგ, წვეულება დატოვა.

ამბავს, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, არა მხოლოდ რუსული მედია, არამედ რუსი ინტერნეტმომხმარებლებიც აქტიურად განიხილავენ:

"მუშაობს საქართველოს პროკურატურაც, მაგრამ კითხვებს ტოვებს, რომელსაც პუნქტებად ჰყოფენ და ნაკლებად სანდო ვერსიებად განიხილავენ ჟურნალისტები და საზოგადოების აქტიური წევრები, რაც ნიშნავს, რომ ისინი სახელმწიფოს ყველა შესაბამის ინსტიტუტს რენდგენში ატარებენ. მივესალმები ასეთ დამოკიდებულებას და ვისურვებდი ჩვენთანაც ყოფილიყოს, კიდევ უფრო მეტი დოზით..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი ვლად ცარსკი.

"რეზონანსული შემთხვევის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ყოველთვის ამართლებს ისეთ ქვეყნებში, რომელსაც მართლმსაჯულების მხრივ მძიმე მემკვიდრეობა ხვდა წილად. ეს თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას ეხება. ძალიან სამწუხაროა, რომ სიმართლის პოვნა ბრძოლით გვიწევს, მაგრამ ზოგ ქვეყანაში ესეც ვერ ხერხდება..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი ვალენტინა ბრაგინეცი.

"დეტალები არ ვიცი, თუმცა ვიცი, რომ საზოგადოებას საფუძვლიანი ეჭვები და კითხვები აქვს და ცდილობენ, ყველაფერზე ამომწურავი პასუხი მიიღონ. მნიშვნელობა არ აქვს, აქტიურობს თუ არა ოჯახი. ეს ნიშნავს, რომ ისინი გამოძიების მაქსიმალურად გამჭირვალედ ჩატარებას ითხოვენ, რაც დემოკრატიის ნიშანია... რუსეთში, განსაკუთრებით კი, ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში, ასეთი და უარესი ამბები ისე მოხდებოდა, ხმას ვერავინ ამოიღებდა ან ყველაზე დიდი, ოჯახი გააპროტესტებდა, თუკი დასაკარგი არაფერი ექნებოდათ", - მიაჩნია ელენა პარცკის.

"ძალიან ვწუხვარ ახალგაზრდა სიცოცხლის გამო, რომელიც ალბათ სრულიად გაუაზრებელ, იმპულსურ და ზედმეტად ახალგაზრდულ დაპირისპირებას მოჰყვა. დიდი ალბათობით, ვერც ერთმა გაიაზრა კონფლიქტის შედეგი. თუმცა, რასაც ვხვდები, ქართველ საზოგადოებას სურს, ყველა მონაწილე დამსახურებულად დაისაჯოს, მისი სოციალური მდგომარეობის მიუხედავად.

ჩვენ ვართ ქვეყნები, სადაც დემოკრატია და სახელმწიფოს ინსტიტუტები თუნდაც ასეთი ტრაგედიებით, სისხლით, გავლენიანი თუ უბრალო ოჯახების შვილების მიმართ გამოყენებული შერჩევითი სამართლის, მისი შედეგებით გამოწვეული თანმხლები პროცესებისას იწერება. ახლა საქართველოს სასამართლო სისტემა კიდევ ერთ, ძალიან მძიმე გამოცდას გადის, ვნახოთ რა გაირკვევა საქმის გარშემო და საით წავა პროცესები ქვეყანაში" - წერს ანია ტიანი.

Ryanair-ის თვითმფრინავი, ბორტზე ბომბის შესახებ წერილის გამო, საგანგებოდ დაეშვა

28 ათასი განადგურებული სახლი და 140-ზე მეტი გარდაცვლილი - ჩინეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წყალდიდობაა (ფოტოები)

ჰოლივუდის მსახიობი, ჯონ ტრავოლტას ცოლი კელი პრესტონი მკერდის კიბოთი გარდაიცვალა